imedi /  17 მაისი 2019, 18:36 / სანდო წყარო

შსს-მ დადიანების სასახლის ინციდენტის საქმეზე ლევან თორია პასუხისგებაში მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 მაისს ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თორია ამ ეტაპზე დაკავებული არ არის. ფაქტთან დაკავშირებით ამ დროისთვის გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ზუგდიდში, დადიანების სასახლის წინ ბოტანიკურ ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღესნ ვებგვერდ STV-ზე ახალი კადრები გავრცელადა. კადრებს თან ახლავს ტექსტი, სადაც წერია, რომ სანდრა რულოვსის თანმხლები პირი, ენმ-ს წევრი ლევან თორია ერთ-ერთ ადამიანზე ფიზიკურად ძალადობს.

14 მაისს, ზუგდიდის საკრებულოში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და უმრავლესობის დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

უმრავლესობის წევრმა ირაკლი ლაგვილავამ სანდრა რულოვსს უთხრა, რომ მას არ აქვს მორალური უფლება, ზვიად გამსახურდიას დარბაზში ხმამაღლა ისაუბროს. სწორედ ლაგვილავას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება.

საკრებულოში დაპირისპირება დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. კერძოდ, სანდრა რულოვსის ოფიციალურ Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ფიზიკური დაპირისპირება ჩანს კადრებში. ვიდეოზე ნაჩვენები ჩხუბის გამო, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში ინციდენტის მონაწილე გელა კვარაცხელია მიიყვანეს, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2019, 20:19

მსოფლიო

ერაყში თურქი დიპლომატი მოკლეს

ერაყში, ერბილში თურქი დიპლომატი მოკლეს. სულ სამი ადამიანია დაღუპული. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამივე გარდაცვლილი დიპლომატი იყო, თუმცა ეს ცნობა არ დადასტურდა. თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ რესტორანში, სადაც სამი ადამიანი სადილისთვის შევიდა.

დეპრესია

18 ივლისი 2019, 00:59

ტექნოლოგიები

რა გავლენას ახდენს ტელევიზორის ყურება და სოცქსელები მოზარდებზე

სპეციალისტების განმარტებით, სატელევიზიო გადაცემებსა და სოციალურ მედიაში ბავშვები ხშირად ხედავენ უფრო უზრუნველყოფილ ბავშვებს, რაც მათ თვითშეფასებას ამცირებს და ხასიათის გაუარესებას იწვევს. ამასთან, მოზარდები რაც უფრო დიდ დროს ატარებენ სოციალურ ქსელებში და ტელევიზორთან, მით უფრო რთულია ხდება დეპრესიის სიმპტომები.

18 ივლისი 2019, 00:52

ეკონომიკა

მარლონ ბრანდოს საათი აუქციონზე გაიყიდება

ფრენსის ფორდ კოპოლას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი „აპოკალიფსი ახლა“ წლების შემდეგ ახალი ინტერესის საგანი გახდა. 1979 წელს გადაღებულ ფილმში, რომელშიც მარლონ ბრანდო Rolex-ის საათს ატარებს, აუქციონზე გაიყიდება.

18 ივლისი 2019, 00:12

ეკონომიკა

შვეიცარიაში 9 სახლი მხოლოდ 1 ფრანკად იყიდება

საუბარია ქვის სახლებზე, რომლებიც ნაწილობრივ ან მთლიანად განადგურებულია. მათ ახალ მფლობელებს მხოლოდ სახლების რესტავრაცია ევალებათ. ადგილობრივი მთავრობა იმედოვნებს, რომ ამ აქციით შესაძლოა ხალხი სოფელში დაბრუნდეს. გარდა ამისა, ახალ მოსახლეობას მეთევზის, ფერმერის, მშენებლისა და მცხობელის ვაკანსიებს შესთავაზებენ.

17 ივლისი 2019, 23:56

საქართველო

IRI: კვლევის შედეგები არ გაგვისაჯაროებია

ორგანიზაციას ამ დროისთვის არ გაუსაჯაროვებია კვლევის შედეგები, ამიტომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მედიისთვის იქნა მიწოდებული, განხორციელებულია ორგანიზაციის თანხმობის გარეშე- ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტი IRI ინფორმაციას Facebook-ზე ავრცელებს.

 შტეფან ჰაბერმანი

17 ივლისი 2019, 23:20

სპორტი

გერმანელი ფეხბურთელი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა

გერმანული საფეხბურთო კლუბის „დესაუერის“ ფეხბურთელი შტეფან ჰაბერმანი ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ვებგვერდზე გავრცელდა. სპორტსმენი სტადიონზე გახდა ცუდად, მისი გადარჩენა კი ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება. ჰებერმანი 30 წლის იყო.

17 ივლისი 2019, 23:00

თემა

რისი აღქმა შეუძლია ჩვენს თვალს და რისი - არა?

გარესამყაროს ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფოტონების დამსახურებით აღვიქვამთ. ეს არის სინათლის ნაწილაკი, რომელსაც ობიექტი ირეკლავს და ის შემდეგ ადამიანის თვალის ბადურას ეცემა. თითოეული ჩვენგანის თვალის ბადურაზე კი განლაგებულია სინათლისადმი მგრძნობიარე დაახლოებით 126 მილიონი რეცეპტორი. მათგან მიღებულ ინფორმაციას ტვინი შიფრავს და ირგვლივ არსებულ საგნების მრავალფეროვან ფორმებად თუ ფერებად აქცევს. თუმცა ადამიანის მხედველობა აბსოლუტური სულაც არ არის. მას გარკვეული ზღვარი აქვს. მაგალითა, ჩვენ არ შეგვიძლია ელექტრონული მოწყობილობების მიერ გამოსხივებული რადიოტალღები შევამჩნიოთ ან შეუიარაღებელი თვალით მცირე ბაქტერიები აღვიქვათ, - წერს BBC.

17 ივლისი 2019, 22:42

მსოფლიო

ებოლას ეპიდემიის გამო კონგოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. თუმცა ეპიდემიის გამო საზღვრის ჩაკეტვა ჯერჯერობით არ იგეგმება, რადგან ორგანიზაციის განმარტებით, რეგიონს გარეთ დაავადების გავრცელების რისკი მაღალი არ არის.

17 ივლისი 2019, 22:23

სპორტი

„ჩიხურა“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს

საჩხერის „ჩიხურა“ ევროპა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა. პირველი ეტაპის განმეორებითი მატჩი დინამო არენაზე გაიმართა და „ჩიხურამ“ ლუქსემბურგის „ფოლა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ორი მატჩის ჯამში საჩხერლებმა 4:2 მოიგეს და შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ.

17 ივლისი 2019, 22:12

თემა

საშიშია თუ არა შიზოფრენიით დაავადებული ადამიანი გარეშემომყოფთათვის?

მსოფლიოში შიზოფრენიის დიაგნოზით21 მილიონზე მეტი ადამიანიცხოვრობს. შიზოფრენია -მწვავე ფსიქიკური აშლილობაა, რომელიც არღვევს როგორც გარესამყაროს აღქმას, ისე თვითშეფასებას. კვლევების თანახმად, ადამიანების 70%-ს შიზოფრენიის სიმპტომებზე მხოლოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს, 20%-ს კი - მსგავსი აშლილობით ნათესავი ან ნაცნობი მაინც ჰყავს. მიუხედავად ამისა, შიზოფრენიაზე ბევრი მითი არსებობს. მაგალითად, ბევრს ჰგონია, რომ შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ადამიანები გარშემომყოფთათვის საშიშები არიან. რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას? იკურნება თუ არა ის და როგორ უნდა მოვიქცეთშიზოფრენიით დაავადებულადამიანებთან?

17 ივლისი 2019, 22:07

ძალოვნები

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით დაკავებული აქციის მონაწილის მ.ფ-ს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე გირაოს სახით 2 000 ლარის შეფარდებას ითხოვდა. პროკურორ გიორგი მუკბანიანის განცხადებით, ბრალდებულის მიმალვის და ახალი დანაშაულის საფრთხე არსებობდა.

2Pac

17 ივლისი 2019, 22:07

ტაბლოიდი

ამერიკელი ჩინოსანი 4300 კოლეგისთვის 2Pac-ის სიმღერის გაგზავნისთვის სამსახურიდან გაათავისუფლეს

ივნისში ფოქსოვენმა წერილი დაწერა, რომელშიც ის ამბობდა, რომ მალე 2Pac-ის დაბადების დღეა და ყველას მისი სიმღერის მოსმენა შესთავაზა. ამის შემდეგ მან წერილი ელექტრონული ფოსტით 4300 თანამაშრომელს გაუგზავნა. მეორე დღეს ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

17 ივლისი 2019, 21:52

საქართველო

საგარეო უწყება ლავროვს პასუხობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებს საქართველოს საგარეო უწყებაში უპასუხეს. სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, საქართველოში სრულად არის უზრუნველყოფილი უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსეთის მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება.

17 ივლისი 2019, 21:38

საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: მაღალჩინოსნის შვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანია

საბჭოს წევრებს ხუთი კანდიდატისთვის უნდა დაესვათ კითხვები, თუმცა გასაუბრება მხოლოდ ორ მათგანთან მოესწრო. განსაკუთრებით ხმაურიანი ზურაბ აზნაურაშვილის მოსმენა გამოდგა. არამოსამართლე წევრები ამ კანდიდატისა და საბჭოს ერთ-ერთი წევრის ნათესაურ კავშირზე საუბრობდნენ, თუმცა ბრალდების ადრესატები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

17 ივლისი 2019, 21:18

საქართველო

სტრასბურგის სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებს

მხარეები პროგნოზისაგან თავს იკავებენ. წინასწარ შეფასებებს ქიბარ ხალვაშის წარმომადგენელიც ერიდება. „რუსთავი 2“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 4 მუხლით დავობს. მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გამოც ჩივის.

ნინო ლომჯარია

17 ივლისი 2019, 20:58

საქართველო

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისში განიხილეს

20-21 ივნისის მოვლენები სახალხო დამცველის ოფისშიც განიხილეს. მომხდარს ომბუდსმენის აპარატიც იკვლევს და პროკურატურასთან თანამშრომლობს. როგორ მიმდინარეობს პროცესი, ამის შესახებ ნინო ლომჯარია საკონსულტაციო საბჭოს წევრებს ესაუბრა. შეხვედრა მესამე სექტორის წარმომადგენლებთან ორ საათს გაგრძელდა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

17 ივლისი 2019, 20:50

მსოფლიო

დიპლომატის მკვლელობის გამო თურქეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

თურქეთი მისი დიპლომატის მკვლელობისთვის საპასუხო ზომებით იმუქრება. შესაბამისი ტექსტი პრეზიდენტის პრესსპიკერმა გამოაქვეყნა. ამავე მიკრობლოგში მომხდარს პოსტი მიუძღვნა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რომელმაც საკონსულოს თანამშრომელზე თავდასხმა დაგმო.

17 ივლისი 2019, 20:25

კულტურა

ლონდონში რეივისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ამ მოძრაობამ პოპულარობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში 80-იან და 90-იან წლებში მოიპოვა. გამოფენაზე წარმოდგენილია მულტიმედიური ინსტალაციები, ფოტოები, პროექტების აუდიოვიზუალური ჩანაწერები და არტისტების გამოსვლებიც.

17 ივლისი 2019, 20:06

მსოფლიო

Boeing 737 MAX-ი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებისთვის $50 მილიონს გამოყოფს

კომპანიამ განაცხადა, რომ ფინანსური დახმარების ფონდიდან ამ რაოდენობის თანხას ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად გამოიყენებს. ამერიკულმა ავიახაზებმა Boeing 737 Max-ის ფრენების აკრძალვა სამ ნოემბრამდე გაახანგრძლივა.

ვლადიმერ პუტინი

17 ივლისი 2019, 19:27

მსოფლიო

პუტინმა დონბასის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გაამარტივა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც უკრაინაში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივებას ეხება. ბრძანება ეხება მხოლოდ მათ, ვინც ამ ტერიტორიაზე 2014 წლის აპრილამდე ცხოვრობდა.