Imedi /  22 მაისი 2019, 20:21 / სანდო წყარო

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა

7  თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 16 წლის გოგოს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. ფსიქიატრიული კლინიკის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, აღიარებს თუ არა დანაშაულს, თუმცა ბრალდებულმა კომენტარი არ გააკეთა. 

მკვლელობა დღეს სოფელ აღაიანში მოხდა. 

გარდაცვლილი ბავშვი დილით მამამ იპოვა. ბრალდებულს უკვე ჩაუტარეს ექსპერტიზა, რომელმაც უნდა დაადგინოს, შერაცხადია თუ არა დაკავებული. ოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბრალი აღიარა.

21 მაისს, გამთენიისას ბავშვის მამამ საბავშვო ეტლში 7 თვის ჩვილი გარდაცვლილი იპოვა. მამა ამბობს, რომ ამ დროს ბავშვის დედა სახლში უკვე აღარ იყო. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ კი ის თბილისში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს.

ყველა სიახლე

თალიბები

22 ოქტომბერი 2019, 14:21

მსოფლიო

ავღანეთში თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა

ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში თალიბების თავდასხმას 15 სამართალდამცველი ემსხვერპლა. შემთხვევა კუნდუზის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. ორმხრივი სროლისას 8 თალიბი მებრძოლიც დაიღუპა. ამასთან, დაჭრილია 2 ავღანელი პოლიციელი.

ჩვილი

22 ოქტომბერი 2019, 13:57

ძალოვნები

გარდაბანში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, ამ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა აღძრული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული

ქუთაისში აქცია

22 ოქტომბერი 2019, 13:51

საქართველო

ქუთაისში 300-მდე ოჯახმა სოციალური დახმარების შეწყვეტა გააპროტესტა

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა, რის გამოც სოციალურად დაუცველებმა აქცია გამართეს. სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეკრებილმა მოქალაქეებმა ორგანოს წარმომადგენლებისგან განმარტება მოითხოვეს, რასაც მცირე ხმაურიც მოჰყვა. მათი თქმით, სოციალური დახმარების თანხა არ დარიცხვიათ, დღეს კი გაიგეს, რომ საერთოდ შეუწყდათ.

ქართული ფილმების დღეები სეულში

22 ოქტომბერი 2019, 13:33

კულტურა

სეულში ქართული ფილმების დღეები გაიხსნა

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში მაყურებელი ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთ ფილმს ნახავს: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანს“, ლევან თუთბერიძის „მოირას“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლს“, მარიამ ხაჭვანის „დედეს“ და ანა ურუშაძის „საშიშ დედას“.

აღაიანი

22 ოქტომბერი 2019, 13:15

ძალოვნები

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ქმარს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება

აღაიანში 7 თვის შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული არასრულწლოვანი გოგოს ქმარს ბრალი წაუყენეს. გამოძიება 140-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 16 წელს მიუღწეველთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 26 სექტემბერს არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ნურიელ რუბინი

22 ოქტომბერი 2019, 13:08

ეკონომიკა

ნურიელ რუბინი: საქართველოში განხორცილებული ეკონომიკური რეფორმები მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია

ამის შესახებ თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ნიუ-იორკის სტერნის ბიზნესსკოლის ეკონომიკის პროფესორმა და გლობალური ფინანსების საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ექსპერტმა, ნურიელ რუბინმა, განაცხადა.

გოდერძი ბერდელიძე

22 ოქტომბერი 2019, 12:50

სპორტი

გოდერძი ბერდელიძემ ატაცში პირველი ოქროს მედალი მოიპოვა

გოდერძი ბერდელიძემ, რუმინეთში მიმდინარე 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსნობის ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ. დაძლია და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. მანამდე არჩილ მალაყმაძე ატაცში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

უეფა

22 ოქტომბერი 2019, 12:47

სპორტი

დღეს ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრები გაიმართება

დღევანდელ შეხვედრაში სამეფო კლუბს ტრავმის გამო ორი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი და გარეტ ბეილი ვერ დაეხმარებიან . ამავე ჯგუფში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „ბრიუგესთან“ ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგის ვიცეჩემპიონი „ტოტენჰემი“ კი წინა ტურში „ბაიერნთან“ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ, საკუთარ მოედანზე „ცრვენა ზვეზდას“ მიიღებს.

დემონსტრაციები ბოლივიაში

22 ოქტომბერი 2019, 12:42

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს დემონსტრაციების ფონზე ითვლიან

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედი პრეზიდენტის მთავარმა კონკურენტმა, კარლოს მესამ, ოფიციალური შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა. რეგიონებში დემონსტრანტებმა საარჩევნო კომისიების ოფისებს ცეცხლი წაუკიდეს, ქვეყნის დედაქალაქში კი პოლიციას დაუპირისპირდნენ. არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა.

აზერბაიჯანი

22 ოქტომბერი 2019, 12:37

მსოფლიო

Human Rights Watch აზერბაიჯანის მთავრობას დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

აზერბაიჯანიის ხელისუფლებას მოვუწოდებთ დაუყონებლივ გაათავისუფლოს აქციიის დროს დაკავებული მომიტინგეები, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორმა, გიორგი გოგიამ განაცხადა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, დარბევის დროს აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გიორგი მიქაუტაძე

22 ოქტომბერი 2019, 12:28

საქართველო

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ

ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა 10-კაციან სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარუდგინა. მიქაუტაძის განმარტებით, ახალი კონსტიტუციის თანახამად იმოქმედეს და წარადგინეს ის აუცილებელი რაოდენობა, რომელიც საჭირო იყო უზენაეს სასამართლოში კრიზისის დასაძლევად.

დავით ნარმანია

22 ოქტომბერი 2019, 12:12

ეკონომიკა

დავით ნარმანია 2020 წლის ბოლოს ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ გამორიცხავს

„ამ ეტაპისთვის ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ ელექტროენერგიის ნაწილში ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა, თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, ჰესები არ აშენდება და იმპორტი გაგვეზრდება, შესაძლებელია, რომ მომდევნო ტარიფის გაანგარიშებისთვის, 2020 წლის ბოლოს, ამის საჭიროება დადგეს"-განცხადა ნარმანიამ.

რედფორდების ოჯახი

22 ოქტომბერი 2019, 11:56

ტაბლოიდი

ბრიტანეთის ყველაზე დიდი ოჯახი 22-ე ბავშვს ელოდება

სიუ და ნოელ რედფორდების ოჯახში ახლა 11 გოგო და 10 ბიჭია. პირველი ბავშვი სიუმ 14 წლის ასაკში გააჩინა, ახლა ქალი 44 წლის არის. მშობლებმა პატარას სქესის გაგება არ მოისურვეს, თუმცა დედა ფიქრობს, რომ ბავშვი ბიჭია, რადგან ყოველთვის ეგონა, რომ 11 ბიჭი და 11 გოგო ეყოლებოდა. პატარა 2020 წლის აპრილში უნდა გაჩნდეს.

გიორგი გახარია

22 ოქტომბერი 2019, 11:46

ეკონომიკა

გახარია: საქართველოს თავისი სტრატეგიული მდებარეობით უზარმაზარი პოტენციალი აქვს ჰაბი გახდეს

ბიზნესზე მორგებული პოლიტიკით, ძლიერი რეგიონული და რეგიონს გარე სავაჭრო ურთიერთობებით, საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, გახდეს ჰაბი და როგორც ისტორიულად, დღესაც განაგრძოს შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ვაჭრობის ხელშესაწყობად, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამერიკული ჯარი

22 ოქტომბერი 2019, 11:27

მსოფლიო

ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი სირიაში დარჩება

შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა. მისი თქმით, ჯარისკაცების ერთი ნაწილი სირიაში ნავთობის საბადოებს დაიცავს, კიდევ ორი ჯგუფი კი იორდანიისა და ისრაელის საზღვრებს გააკონტროლებს. აშშ-ის ჯარის ნაწილი სირიიდან ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ გამო გავიდა.

 National Geographic

22 ოქტომბერი 2019, 11:21

კულტურა

National Geographic: საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში National Geographic საქართველოს შესახებ მე-4 სტატიას აქვეყნებს. „საქართველოს მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ არსებობს“-ამ სიტყვებით იწყება რიგით მე-4 სტატია „Off the beaten track in Georgia“ საქართველოს შესახებ. ავტორი აარონ ჰუი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს აღწერს.

გიორგი გახარია აბრეშუმის გზის ფორუმი

22 ოქტომბერი 2019, 11:05

ეკონომიკა

გახარია: „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

„აბრეშუმის გზის“ ფორუმი საქართველოში 2015 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს მას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 000-ზე მეტი დელეგატი ესწრება.

საზღვაო ხომალდი

22 ოქტომბერი 2019, 10:45

ძალოვნები

ბათუმის ნავსადგურში აშშ-ს საზღვაო ძალების სარაკეტო გამანადგურებელი შევიდა

ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) შემოვიდა. ეს ხომალდის მეორე ვიზიტია საქართველოში, რომლის მიზანი ამერიკასა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებაა. USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია.

ყველის ფესტივალი

22 ოქტომბერი 2019, 10:26

კულტურა

გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

26 ოქტომბერს, გურჯაანში ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, ქართული ტრადიციული სამზარეულოს პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი მოსახლეობისა და ქალაქის სტუმრებისათვის სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. ყველისა და სხვა აგროპროდუქტების გამოფენა მოეწყობა. ყველისგან კერძებსაც მოამზადებენ.

The Rise of Skywalker ვარსკვლავური ომები

22 ოქტომბერი 2019, 10:23

კულტურა

„ვარსკვლავური ომების“ ახალი ტრეილერი გამოქვეყნდა

ფილმი სახელწოდებით „The Rise of Skywalker“ ლეგენდარული საგის ახალი ტრილოგიის დასასრული გახდება. სურათში ახალ პერსონაჟებთან ერთად ორიგინალური ფილმების გმირებიც გამოჩნდებიან. მთავარ როლებს ფილმში დეიზი რიდლი და ადამ დრაივერი ასრულებენ. სურათის რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსია.მსოფლიო პრემიერა 19 დეკემბერსაა დაგეგმილი.