imedi /  27 მაისი 2019, 13:03 / სანდო წყარო

უფლისციხეში ექსკურსიაზე წასული ბავშვი სიმაღლიდან გადავარდა

უფლისციხე

უფლისციხე

უბედური შემთხვევა მოხდა უფლისციხეში. ექსკურსიაზე წასული შვიდი წლის ბიჭი ძეგლ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სიმაღლიდან გადავარდა. 

მოზარდმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ის კლინიკა "გორმედში“ გადაიყვანეს. მოზარდს წვივის ძვლის მოტეხილობა და სახის არეში ექსკორაციები აღენიშნება.

"ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, წვივის მოტეხილობის გამო, კიდურზე თაბაშირის ნახვევი დაედო და დაუმუშავდა სახის არეში არსებული ექსკორაციები. პაციენტი გაეწერა კლინიკიდან და განაგრძობს ამბულატორიულ მკურნალობას“, - განუცხადეს Imedinews-ს "გორმედის" პრესსამსახურში.

ექსკურსიაზე ბაკურიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ წასულები.

გუშინ უბედური შემთხვევა მოხდა ლაგოდეხშიც. „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა. 16 წლის გოგოს ცხედარი კი დღეს იპოვეს. 

ყველა სიახლე

მატარებელი

21 ოქტომბერი 2019, 17:04

ძალოვნები

მეტროსადგურ „გოცირიძეზე“ მოზარდს მატარებელი დაეჯახა

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის წესების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ჰერმან მაშაბა

21 ოქტომბერი 2019, 16:42

მსოფლიო

იოჰანესბურგის მერი რასიზმზე თავისი მოსაზრებების გამო თანამდებობიდან გადადგა

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პოლიტიკური ფიგურა, სამხრეთ აფრიკის ოპოზიციური დემოკრატიული ალიანსის წევრი, რასიზმთან დამოკიდებულებების გამო იოჰანესბურგის მერის თანამდებობიდან გადადგა და პარტიაც დატოვა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

21 ოქტომბერი 2019, 16:33

მსოფლიო

2016 წლის შემდეგ ლუკაშენკო ევროკავშირის წევრ ქვეყანას პირველად ესტუმრება

ალექსანდრე ლუკაშენკო ავსტრიაში ჩავა და ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვან დერ ბელენს შეხვდება. ვიზიტი 12 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. ბოლოს ლუკაშენკო ევროკავშირში 2016 წლის მაისში იმყოფებოდა, როდესაც ის ვიზიტით იტალიაში ჩავიდა.

ფეხბურთი

21 ოქტომბერი 2019, 16:26

ტექნოლოგიები

კვლევა: ფეხბურთელებში დემენცია სხვა ადამიანებთან შედარებით სამჯერ უფრო ხშირია

კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 7676 გარდაცვლილი ფეხბურთელის ავადმყოფობის ისტორიები შეისწავლეს და მონაცემები სხვა პროფესიების 23 ათასი წარმომადგენლის ავადმყოფობის ისტორიებს შეადარეს. თავდაპირველად სპეციალისტებს ბურთზე თავის დარტყმასა და ტვინის პათოლოგიების განვითარებას შორის კავშირის შესწავლა სურდათ.

21 ოქტომბერი 2019, 16:19

ვიდეო

ქალები უფლებებისთვის - ირანელი მარიამის ბრძოლა თავისუფლებისთვის

ირანი მიწისძვრა

21 ოქტომბერი 2019, 16:19

მსოფლიო

ირანში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი თეირანიდან 1000 კილომეტრის მოშორებით მდებარე ჰორმაზაგანის პროვინციის ქალაქ კუხერდში იყო. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

საქართველოს პარლამენტის შენობა

21 ოქტომბერი 2019, 16:14

საქართველო

მაია ცქიტიშვილი და „ანაკლიის კონსორციუმის“ დირექტორი პარლამენტში დაიბარეს

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები საქართველოს ვიცეპრემიერსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურ დირექტორ ლევან ახვლედიანს საკანონმდებლო ორგანოში იბარებენ.

იაპონური გემი კაგა

21 ოქტომბერი 2019, 16:10

მსოფლიო

მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაძირული ორი იაპონური გემი იპოვეს

ეს ორი გემი იმ შვიდ ხომალდს შორის იყო, რომლებიც 1942 წელს აშშ-სა და იაპონიას შორის მიდუეის ბრძოლაში მონაწილეობდნენ. ერთი გემი, სახელწოდებით "კაგა" გასულ კვირას აღმოაჩინეს, მეორე გემი "აკაგი" კი გუშინ, 20 ოქტომბერს იპოვეს. ამ გემების ძიება საკვლევი გემის Petrel-ის ეკიპაჟის წევრებმა დაიწყეს.

თეთრი ზვიგენი

21 ოქტომბერი 2019, 16:00

ტაბლოიდი

მექსიკაში მყვინთავების ჯგუფს 5-მეტრიანი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს. ვიდეო

მექსიკაში, კუნძულ გუადალუპესთან მყვინთავების ჯგუფს 5-მეტრიანი თეთრი ზვიგენი დაესხა თავს. შემთხვევის ამსახველი ვიდეო გამოცემა The Daily Star-მა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, 12 ოქტომბერს ნენსი ლაზუცო და კიდევ რამდენიმე მყვინთავი სპეციალური გალიით წყნარ ოკეანეში ჩაუშვეს.

საქართველო

21 ოქტომბერი 2019, 15:35

საქართველო

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამიმნისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დავით ზალკალიანმა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივანმა, დომინიკ რააბმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

სალომე ზურაბიშვილი ტოკიოს მერთან ერთად

21 ოქტომბერი 2019, 15:31

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა ტოკიოს მერთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი იაპონიაში ვიზიტის დროს ტოკიოს მერს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სპორტული და ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილეს. ზურაბიშვილის თქმით, თბილისი ტრანზიტული ფრენებისათვის ხელსაყრელი ქალაქია.

ჯულიან ასანჟი

21 ოქტომბერი 2019, 15:27

მსოფლიო

სასამართლომ ასანჟის ექსტრადიციის განხილვის გადადებაზე უარი განაცხადა

ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრატმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა WikiLeaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის ადვოკატების შუამდგომლობა, რომლებიც ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხის განხილვის სამი თვით გადადებას ითხოვდნენ. შესაბამისად, საქმეზე არსებითი განხილვა 2020 წლის თებერვალში დაიწყება.

აზარტული თამაშები

21 ოქტომბერი 2019, 14:57

მსოფლიო

ინდონეზიაში აზარტული თამაშების მოყვარული ორი კაცი გაროზგეს

ინდონეზიაში ორი შუა ხნის კაცი გაროზგეს, რომლებიც აზარტულ თამაშებში იყვნენ შემჩნეულნი. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს და დასჯის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომელიც აჩეჰის პროვინციაშია გადაღებული. აჩეჰის მცხოვრებლებს შარიათის კანონებით ხშირად სჯიან

ანაკლიის კონსორციუმი

21 ოქტომბერი 2019, 14:55

ეკონომიკა

„ანაკლიის კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-ის მფლობელი ჰოლანდიური Van Oord-ი გახდა. imedinews-ის ინფორმაციით, თანხა, რომლის სანაცვლოდაც ჰოლანდიური კომპანია წილის მესაკუთრე გახდა დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარია.

ქეთევან ციხელაშვილი

21 ოქტომბერი 2019, 14:54

საქართველო

ციხელაშვილი: ინიციატივამ „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ უკვე მიაღწია პირველ წარმატებას

პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს უსმენენ. მინისტრი დეპუტატებს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ აცნობს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას გულისხმობს.

სიამის ტყუპი

21 ოქტომბერი 2019, 14:46

ტაბლოიდი

უკრაინაში დაბადებული სიამის ტყუპის ფოტო გავრცელდა

ჩერნოვცის ოლქში სიამის ტყუპის დაბადების შესახებ ინფორმაცია 29 სექტემბერს გავრცელდა, როგორც გაირკვა, დედისთვის ეს პირველი ორსულობა იყო და ამიტომ მის შეწყვეტაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ ქალმა ორსულობის 33-ე კვირაში იმშობიარა. ბავშვმა მხოლოდ 9 დღე იცოცხლა.

მამუკა ხაზარაძე

21 ოქტომბერი 2019, 14:45

ძალოვნები

ხაზარაძემ პროკურატურაში „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურაში იმ „მუქარის წერილის“ დედანი ჩააბარა, რომელიც მისი ინფორმაციით, შს ყოფილი მინისტრისა და მოქმედი პრემიერის, გიორგი გახარიასგან მიიღო.

21 ოქტომბერი 2019, 14:40

საქართველო

თბილისში გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, „აბრეშუმის გზის ბიზნესფორუმთან“ დაკავშირებით დღეიდან 23 ოქტომბრის ჩათვლით თბილისში გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა აიკრძალება.

იერუსალიმი

21 ოქტომბერი 2019, 14:31

ტექნოლოგიები

იერუსალიმში 2000 წლის ქუჩა აღმოაჩინეს რომელიც პონტიუს პილატემ ააშენა

არქეოლოგიური გათხრებისას მოსაპირკეთებელი ქვების ქვეშ, სპეციალისტებმა ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 17 და 31 წლით დათარიღებული 100 მონეტაც იპოვეს, რაც მომწობს, რომ უძველესი ხეივანი ჩვენ წელთ აღრიცხვამდე 26-დან 36 წლამდე პერიოდში, იუდეის რომაელი პრეფექტის, პონტიუს პილატეს დროს შეიქმნა.

არსტანბეკ აბდილბაევი

21 ოქტომბერი 2019, 14:29

ტაბლოიდი

ყირგიზეთის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა თავი ღმერთად გამოაცხადა

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. პრესკონფერენციაზე აბდილბაევმა განაცხადა, რომ ის ღმერთია, 2020 წელს კი სამყაროს პრეზიდენტი გახდება. მისმა მომხმრეებმა ქვეყნის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვისგან აბდილბაევისთვის „ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა“ მოითხოვეს.