imedi /  02 ივნისი 2019, 10:35 / სანდო წყარო

შსს-მ 55 მილიონი ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა. ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.

სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები,"- წერია განცხადებაში.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ყველა სიახლე

ახალი ზელანდიის სანაპირო

16 ივნისი 2019, 11:26

მსოფლიო

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა

ახალი ზელანდიის სანაპიროსთააან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსაურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრემ 7,2 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები 16 ივნისს საქართველოს დროით 00:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 34,4 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

16 ივნისი 2019, 11:25

მსოფლიო

გვატემალაში საყოველთაო არჩევნებია

პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. თუ ვერც ერთი კანდიდატი ხმების 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს, მეორე ტური 11 აგვისტოს გაიმართება. ქვეყნის პირველი პირის პოსტისთვის 19 კანდიდატი იბრძვის.

ბაბე რუთი

16 ივნისი 2019, 11:21

სპორტი

ბეისბოლის ლეგენდარული მოთამაშის მაისური აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

უცნობია ვინ შეიძინა ლოტი. თუმცა, აუქციონზე სპორტული ნივთების მაღალ ფასში გაყიდვით რუთი ნამდვილი რეკორდსმენია. ახლა მან თავისი რეკორდი მოხსნა, რადგან 2012 წელს მისი იანკების მაისური $4.4 მილიონად გაიყიდა.

ინდოეთი

16 ივნისი 2019, 11:03

მსოფლიო

ინდოეთში ძლიერ სიცხეს მსხვერპლი მოჰყვა

ამავე ინფორმაციით დაღუპულია სულ ცოტა 29 ადამიანი. ჰაერის განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ბიჰარის შტატშია. დედაქალაქ ნიუ-დელიში კი 10 ივნისს ჰაერის ტემპერატურამ 50 გრადუსს გადააჭარბა.

16 ივნისი 2019, 10:57

მსოფლიო

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის

გერმანია თავდაცვის ხარჯებს ზრდის - განცხადება კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის შეიარაღებული ძალების დღისადმი მიძღვნილ ვიდეო მიმართვაში გააკეთა. გერმანიის სამხედრო ბიუჯეტი წელს $47 მილიარდ 32 მილიონია. ახალი გადაწყვეტილების თანახმად, კიდევ $2 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 49 მილიარდ 32 მილიონს მიაღწევს.

კათოლიკეები

16 ივნისი 2019, 10:45

საქართველო

კათოლიკური სამყარო წმინდა სამების დღესასწაულს აღნიშნავს

"რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სამების დღესასწაულს ულოცავს ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას, საქართველოში მცხოვრებ კათოლიკე მრევლს, სულიწმინდა იყოს თქვენი მფარველი“,- ნათქვამია მილოცვაში.

16 ივნისი 2019, 10:39

მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩი დაიბარეს. უწყებაში დიპლომატის დაბარების მიზეზი ოფიციალური ლონდონის განცხადებაა.დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრებმა ომანის ყურეში მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს.

მამების დღე

16 ივნისი 2019, 10:38

მსოფლიო

ამერიკაში მამის დღეა

"დღეს ამერიკაში მამის დღეა და გადავწყვიტეთ, გავიხსენოთ ამერიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ჯონ ადამსის სიბრძნე: „ყოველთვის დადექი პრინციპის მხარეს, თუნდაც დარჩე მარტო","- ამბობდა ის. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მამის საუკეთესო რჩევა,"- წერია საელჩოს განცხადებაში.

ტომ ჰენქსი

16 ივნისი 2019, 10:10

ტაბლოიდი

ტომ ჰენქსმა მაღაზია გაქურდა. ვიდეო

ჰენქსმა გამოწვევა მიიღო და ლოს-ანჯელესის მაღაზიიდან თავისივე გამოსახულებიანი მუყაოს ფიგურა და რამდენიმე ოსკარი მოიპარა. სანახაობა პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.ჰენქსმა ამ ნივთების თანხა მაღაზიას მოგვიანებით გადაუხადა.

ირაკლი კობახიძე

16 ივნისი 2019, 10:07

საქართველო

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ბულგარეთს ეწვევა

ვიზიტის ფარგლებში, პირველ შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ცვეტა კარაინჩევასთან გამართავს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძე და ცვეტა კარაინჩევა ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 ივნისი 2019, 09:59

ტაბლოიდი

ზელენსკიმ მოცეკვავე ფანტანს გადაურბინა. ვიდეო

ქვეყნის პირველი პირის ამ ქმედებას მოქალაქეთა ოვაციები მოჰყვა. მხიარული ინციდენტის ამსახველმა ვიდეომასალამ პოპულარობა მალევე მოიპოვა და სოციალურ ქსელში ბევრი ნახვა დააგროვა.

შსს

16 ივნისი 2019, 09:53

ძალოვნები

პოლიციამ ინტერნეტ-თაღლითობის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავა

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონი და პლასტიკური ბარათები ამოიღეს, რომელთა გამოყენებითაც გ.ი. სოციალურ ქსელში თანხის თაღლითურად მისაკუთრებას და შემდგომ მის განაღდებას ახერხებდა",- წერია შსს-ს განცხადებაში.

16 ივნისი 2019, 09:52

მსოფლიო

ინდოეთში კანალიზაციის წმენდისას 7 ადამიანი დაიღუპა

დაღუპულია სანიტარული სამსახური 4 და სასტუმროს 3 თანამშრომელი. მათ მუშაობისას გონება დაკარგეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში დაიღუპნენ. მომხდარის გამო სასტუმროს მეპატრონეს ბრალი წაუყენეს. დაღუპვის მიზეზი ტოქსიკური გაზი გახდა.

მისი ელიოტი

16 ივნისი 2019, 09:33

კულტურა

მისი ელიოტი პირველი რეპერი ქალია, რომელიც „სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში“ შეიყვანეს

,,სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზს'' კიდევ ერთი ავტორი შეემატა. ამჯერად ის ამერიკელი რეპერი, მომღერალი, ტექსტების ავტორი და მუსიკალური პროდიუსერი მისი ელიოტია.

16 ივნისი 2019, 09:22

კულტურა

დღეს Art-გენი 2019 გაიხსნება

Art-გენი 2019 რეგიონული ტურნეთი დაიწყება. ფესტივალის რეგიონული ტურნე 16 ივნისს, ახმეტაში გაიხსნება. ახმეტიდან Art-გენი 22 ივნისს, ჯერ აჭარაში, ქედაში გადაინაცვლებს. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდება.

ონის სალოტბარო სკოლა

16 ივნისი 2019, 09:09

კულტურა

17 ივნისს ფოლკლორის ცენტრის 10 სალოტბარო სკოლა კონცერტს გამართავს

კერძოდ, წალენჯიხის, საჩხერის, მესტიის, ონის, ლენტეხის, ოზურგეთის, სამტრედიის, გორის, თელავისა და ქობულეთის სალოტბარო სკოლები ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გამოვლენ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

16 ივნისი 2019, 09:04

სპორტი

ბასილაშვილი გერმანიის ქალაქ ჰალეს ტურნირში ჩაერთვება

ბასილაშვილი პირველ წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდება.ჰალეს ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, ხოლო მოქმედი ჩემპიონია ხორვატი ბორნა ჩორიჩი.

პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი

16 ივნისი 2019, 08:58

მსოფლიო

საუდის არაბეთი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე თავდასხმაში ირანს ადანაშაულებს

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი ომანის ყურეში ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში დაანაშაულა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაზვერვის სამსახურზე დაყრდნობით უკვე გამოიტანა დასკვნა, რა ტიპის იარაღი გამოიყენეს თავდასხმის დროს.

აქცია

16 ივნისი 2019, 08:48

მსოფლიო

ჰონგ-კონგში მთავრობის გადადგომას ითხოვენ

კანონპროეექტის თანახმად, რომელსაც მასშატაბური აქციები მოჰყვა, დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგ-კონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება. ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის "ქოლგების მოძრაობის" შემდეგ არ ჩატარებულა.

დონალდ ტრამპი

16 ივნისი 2019, 08:36

ტაბლოიდი

ტრამპს თანაპარტიელებმა დაბადების დღე უჩვეულოდ მიულოცეს. ვიდეო

მონტანელმა რესპუბლიკელებმა ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც თეთრი სახლის ლიდერს იუბილეს ულოცავენ. ტორტზე კი ტრამპის ასაკის ნაცვლად 45 წერია იმის აღსანიშნავად, რომ დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტია.