imedi /  05 ივნისი 2019, 11:37 / სანდო წყარო

ხორავას ქუჩის საქმის პროკურორმა გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე ისაუბრა

ბესო ქვარცხავა

ბესო ქვარცხავა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ბესო ქვარცხავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საქმის გამოძიების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, განაჩენით, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მიიღო, პროკურატურის პოზიცია დადასტურდა.

,,ის განაჩენი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო მიმდინარე წლის 3 ივნისს, გახლავთ გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც დადასტურდა პროკურატურის პოზიცია იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებულმა გ. ჯ-მ ჩაიდინა არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობა ჯგუფურად, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ერთად მონაწილეობდა ასევე სხვა პირი. ამასთან ერთად, მიმდინარე გამოძიების პროცესში მოვიპოვეთ გარკვეული მტკიცებულებები, განაჩენი და მოპოვებული მტკიცებულებები, საერთო ჯამში, ერთობლივად შეფასდა და სწორედ ზემოხსენებული ერთობლივი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა სასამართლოს შესაბამისი განჩინების გაცემის მოთხოვნით, მ.კ-ს დაკავებასთან დაკავშირებით. რა დროსაც სასამართლომ სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობა, რომლის საფუძველზეც მ.კ. დავით სარალიძის მკვლელობის ჩადენის ბრალდებით დააკავეს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა. 

ბესო ქვარცხავამ ახალ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც საფუძვლად დაედო მ.კ-ს დაკავებას.

მისი თქმით, საქართველოს გენერალური პროკურატურა ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს საპროცესო ხელმღვანელობას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არის გამოყოფილი არასრულწლოვნების, ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან.

„სწორედ გამოყოფილი სისხლის სამართლის ფარგლებში მიმდინარე გამოძიების პერიოდში მოვიპოვეთ მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები, ასევე, მივიღეთ სააპელაციოს მიერ გამოტანილი კონკრეტული განაჩენი, რომელიც ადასტურებდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი პოზიციის გარკვეულ ნაწილს, რაც გულისხმობს სარალიძის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას. შესაბამისად, სწორედ ამ მტკიცებულებების საფუძველზე შეიქმნა შესაბამისი მტკიცებულებითი სტანდარტი მ.კ-ს დაკავებისათვის, ხოლო რაც შეეხება მტკიცებულებების შინაარსს და გასაჯაროებას, მე არ შემიძლია მოვახდინო მათი სრული დეტალიზაცია, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვანთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს, რომელზეც დღესაც კვლავ გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ქვარცხავამ ისაუბრა იმაზეც, თუ რა მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა. მისი თქმით, პროცედურულად დაგეგმილია, რომ ბრალდებულს 48 საათში წარედგინოს ბრალი, რის შემდეგაც გენერალური პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით.

,,ასევე გათვალისწინებულია გამოძიების გაგრძელება საქმის სასამართლოში წარმართვამდე, მტკიცებულებების მოპოვება, მას შემდეგ რაც საქმეზე დასრულდება გამოძიება, ცხადია ეს სისხლის სამართლის საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განხილვის მიზნით და, რა თქმა უნდა, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ სასამართლოში. წარვადგენთ ყველა მოპოვებულ მტკიცებულებას და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ ჩვენ ბუნებრივია, გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლოს მხრიდან მიღებული იქნება სწორედ ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ერთადერთი სამართლიანი, კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბესო ქვარცხავამ.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 4 ივნისს დააკავეს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ყველა სიახლე

წყალდიდობა სუდანში

26 აგვისტო 2019, 09:01

მსოფლიო

სუდანში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

სუდანში გადაუღებელი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. ივლისში დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის 15 შტატში 200 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

კოსოვო

26 აგვისტო 2019, 08:51

მსოფლიო

კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება კიდევ ერთმა ქვეყანამ გააუქმა

​​​​​​​კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგორც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

სოხუმი

26 აგვისტო 2019, 08:30

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური ჩატარდება

საერთო ჯამში ხაულ ხაჯიმბასთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. ხმის მიცემა 150 საარჩევნო უბანზე იყო შესაძლებელი. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, „არჩევნებს“ 79 ჟურნალისტი და 60 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი

26 აგვისტო 2019, 08:14

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ამაზონთან დაკავშირებით შეთანხმებას უახლოვდებიან

„დიდი შვიდეულის“ სამიტის მონაწილეები ამაზონს ტყეების ხანძართან დაკავშირებით საერთო შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, შეთანხმება ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია.

დევიდ ბექჰემი

26 აგვისტო 2019, 00:50

ტაბლოიდი

ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში ისვენებს

ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი ოჯახთან ერთად საფრანგეთში იმყოფება. სპორტსმენი მეუღლესთან და შვილთან ერთად დასვენების დღეს იახტაზე ატარებს. მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მომღერალი ელტონ ჯონიც ჩანს. ფეხბურთელი საფრანგეთში გასულ წელსაც ჩავიდა.

ჰითროუს აეროპორტი

26 აგვისტო 2019, 00:18

ტექნოლოგიები

დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში ბარგის შემოწმებასთან დაკავშირებით ახალი ტექნოლოგია დაინერგება

პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, ახალი ტექნოლოგია უსაფრთხოების შემოწმების პროცესს დააჩქარებს, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს აეროპორტში რიგის შემცირებას და შესაძლოა, სითხეებსა და ლეპტოპზე დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნას.

სუდანი

25 აგვისტო 2019, 23:30

მსოფლიო

სუდანის სუვერენულმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სუდანის სუვერენულმა საბჭომ ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილება შეტაკებას მოჰყვა, რომელსაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, ბენი ამერის და ნუბას ტომების შეტაკებები ისევ განახლდა, თვითმხილველებს კი ამის დასტურად მომხდარი აფეთქებები მოჰყავთ.

პრინცი ჰარი

25 აგვისტო 2019, 22:37

ტაბლოიდი

მედია: პრინცი ჰარი ყოფილი შეყვარებულის ქორწილს დაესწრება

პრინცი ჰარი ყოფილი შეყვარებულის კრესიდა ბონასის ქორწილს დაესწრება. ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ჰარი და კრესიდა კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ. წყარო ასევე ამბობს, რომ სავარაუდოდ, ქორწილს მეგან მარკლიც დაესწრება.

25 აგვისტო 2019, 22:26

საქართველო

ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ვიდეო

ყაზბეგში თოვლი მოვიდა. ამის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ნიკა გომიაშვილი ავრცელებს. ვიდეო 25 აგვისტოსაა გადაღებული. „25.08.2019 აგვისტოში ზამთარი მოვიდა“, - წერს ფეისბუკმომხმარებელი.

25 აგვისტო 2019, 22:17

მსოფლიო

მერილენდში დაბადების დღის წვეულებაზე მოზარდებს ცეცხლი გაუხსნეს

დაშავებულები 18-დან 20 წლამდე ახალგარზდები არიან. ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულად ითვლება, თუმცა პოლიციის ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინციდენტთან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გასროლას შესაძლოა, ჩხუბი უძღოდა წინ.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

25 აგვისტო 2019, 21:52

მსოფლიო

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მოულოდნელად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

მისმა გამოჩენამ დიპლომატიურ წრეებში დაბნეულობა გამოიწვია. თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ დონალდ ტრამპი ამის შესახებ არ იყო ინფორმირებული. როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ ირანელ დიპლომატს გასულ თვეს სანქციები დაუწესა.

სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორია

25 აგვისტო 2019, 21:13

საქართველო

სოფელ ქვემო ხოდაშენის ამბულატორიაში გაუსაძლისი პირობებია. ვიდეო

როგორც ექიმები აცხადებენ, ავარიულ შენობაში წლებია მუშაობენ. დაზიანებული საძირკვლის გამო შენობის შიგნით და გარეთ კედლებიდან ბათქაში ყოველდღე ცვივა. წვიმის დროს კი ოთახებში წყალი ჩადის, ხოლო ფანჯრებზე მინის ნაცვლად პოლიეთილენის პარკებია დამაგრებული.

ზელიმხან ხანგოშვილი

25 აგვისტო 2019, 21:07

საქართველო

ზელიმხან ხანგოშვილს საქართველოში გამოძიების დასრულების შემდეგ ჩამოასვენებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის დეტალებს გერმანელ სამართალდამცავებთან გერმანიაში საქართველოს საკონსულო არკვევს. გერმანიაში პანკისის ხეობის მკვიდრის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქეა დაკავებული.

ღამის სერენადები

25 აგვისტო 2019, 20:55

კულტურა

ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნა

ბათუმში, კლასიკური მუსიკის ფესტივალის, ღამის სერენადების პირველი დღე პეტრე ჩაიკოვსკის სერენადას, სამუელ ბარბერის ადაჟიოსა და დიმიტრი შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტს დაეთმო. ფესტივალში ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ, მთავარი დირიჟორი კი ვახტანგ მაჭავარიანია.

25 აგვისტო 2019, 20:48

საქართველო

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. საარჩევნო უბნები დახურულია. წინასწარი შედეგები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. მოქმედ დე ფაქტო პრეზიდენტთან ერთად „პრეზიდენტის“ პოსტისთვის 9 კანდიდატი იბრძვის.

უშგული

25 აგვისტო 2019, 20:40

საქართველო

უშგულში კოშკების სათანადო რესტავრაციის მოთხოვნით მოსახლეობამ აქცია გამართა

უშგულში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის მოთხოვნით 12 აგვისტოს საპროტესტო აქცია გამართა და გზა გადაკეტა. მოსახლეობა ხელისუფლებისაგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვდა.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 20:33

საქართველო

ახალსოფელთან ხანძრის ქრობის პროცესი მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

მესამე დღეა სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობს სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი და 250-მდე მეხანძრე. დღეს ტყეში დამატებით თავდაცვის სამინიატროს 3-ტონიანი მუხლუხოვანი სახანძრო ტექნიკაც შეიყვანეს. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ხანძარი 23 აგვისტოს გაჩნდა.

ქეთევან ციხელაშვილი

25 აგვისტო 2019, 20:19

საქართველო

ციხელაშვილი: აფხაზეთში ე.წ. არჩევნებს ლეგიტიმურობა ვერ ექნება

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს ვერანაირი ლეგიტიმურობა ვერ ექნება, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის კომენტარს მისივე უწყება ავრცელებს.

PewDiePie

25 აგვისტო 2019, 20:18

ტექნოლოგიები

PewDiePie-ს გამომწერების რიცხვმა YouTube-ზე 100 მილიონს გადააჭარბა

PewDiePie-მ Youtube-ზე ყველაზე პოპულარული არხის სტატუსი რამდენიმე თვის წინ დაკარგა. სანამ T-Series-ის არხის გამომწერთა რაოდენობა შვედი იუთუბერის არხისას გადააჭარბებდა, PewDiePie-მ თავის გულშემატკივრებს არხის გამოწერისკენ მოუწოდა.

როსტომაშვილი

25 აგვისტო 2019, 19:50

საქართველო

ქართველმა ძალოსანმა 200-ტონიანი საზღვაო ბუქსირი დაძრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ბათუმის ნავსადგურში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. ძალოსანმა გიორგი როსტომაშვილმა თითზე მობმული თოკით ადგილიდან დაძრა და 5 მეტრზე გასწია საზღვაო ბუქსირი „თამარა 2“. საზღვაო ბუქსირის წონა 200 ტონას აღემატება.საწყალოსნო ტრანსპორტის თითით გაწევაში რეკორდი პირველად დამყარდა.