imedi /  05 ივნისი 2019, 19:29 / სანდო წყარო

შსს-მ სექსუალური შევიწროების საქმეზე სამართალდამრღვევი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური შევიწროების საქმეზე სამართალდამრღვევი გამოავლინა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

„2019 წლის 3 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დაზარალებულმა მიმართა, რომელიც მიუთითებდა უცნობი მამაკაცის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

შესაბამისი ღონისძიებების გატარების შედეგად, პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული იქნა 1973 წელს დაბადებული ვ.მ., რომელმაც ქუჩაში სექსუალური შევიწროება განახორციელა 1986 წელს დაბადებული მ.ს-ს მიმართ.

მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ.მ-მ დაზარალებულს სექსუალური ხასიათის ურთიერთობა შესთავაზა, რაც ამ უკანასკნელისთვის დამამცირებელი და ღირსების შემლახავი იყო.

სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს არგუმენტები და ვ.მ. სექსუალურ შევიწროებაში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით სამართალდამრღვევად ცნო. ვ.მ-ს სახდელის სახით 300 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის მხრიდან პოლიციისთვის მიმართვა მოხდა სექსუალური შევიწროების ჩადენისთანავე, დაუყოვნებლივ, რამაც ხელი შეუწყო მტკიცებულებების დროულად შეგროვებასა და სამართალდამრღვევის დადგენას.

მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის 3 მაისს, ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად გამოცხადდა.

სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ განხორციელებული არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და პირს უქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ რომ თქვენს მიმართ ადგილი აქვს სექსუალურ შევიწროებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოლიციას“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
 

ყველა სიახლე

ლიონელ მესი

24 აგვისტო 2019, 11:45

სპორტი

Marca: ლიონელ მესი „ბარსელონას“ პრეზიდენტით უკმაყოფილოა

კატალონიური „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ მიყავს „ბარსელონას“ პრეზიდენტს ხოსეპ ბარტომეუს მოლარაპაკებები ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით. ამის შესახებ გამოცემა Marca საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

24 აგვისტო 2019, 11:35

კულტურა

საქართველო ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს პირველად მასპინძლობს

საქართველო წელს პირველად ჯუზეპე ვერდის სახელობის ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი თბილისში გაიხსნა გუშინ კი შეკვეთილში „ბლექ სი არენას“ სცენა ვერდის ცნობილ ოპერა „აიდას“ დაეთმო. რომელიც საოპერო მუსიკის სამყაროში ერთერთი გამორჩეულია და კომპოზიტორმა ეგვიპტის ოპერის თეატრისთვის დაწერა.

ხანძარი ბახმაროში

24 აგვისტო 2019, 11:30

ძალოვნები

ბახმაროში ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ბახმაროს კურორტზე ორი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა მახარიძის ქუჩაზე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ოზურგეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

სოფელი საყავრე

24 აგვისტო 2019, 11:20

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდნენ

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების დახმარებით მეხანძრე-მაშველებმა ტყის მასივში ცეცხლის ძირითადი კერების ჩაქრობა შეძლეს.

ხანძარი ახალსოფელთან

24 აგვისტო 2019, 11:11

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფელთან ხანძრის ქრობაში ვერტმფრენი ჩაერთო

ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძარი ფოთლოვან ტყეს გუშინ საღამოს გაუჩნდა. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის. ხანძრის ქრობაში დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ადგილზე იმყოფება 50 მეხანძრე მაშველი.

G7 სამიტი

24 აგვისტო 2019, 11:05

მსოფლიო

საფრანგეთი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს

საფრანგეთის ქალაქი ბიარიცი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. საერთაშორისო ფორუმი დღეს დაიწყება და 26 აგვისტომდე გაგრძელდება. G7-ის ქვეყნები - კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი და აშშ წელს მსოფლიოში უთანასწორობის საკითხების განხილვაზე კონცენტრირდებიან.

არჩილ თალაკვაძე

24 აგვისტო 2019, 11:03

საქართველო

არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

„საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან. ქართველებისა და უკრაინელების მეგობრობა ძლიერი და მტკიცეა. ჩვენ საერთო ფასეულობები და თავისუფლებისთვის ბრძოლა გვაერთიანებს. ჩვენი არჩევანი ევროპული ოჯახის ღირსეული და სრულფასოვანი წევრობაა. გულითადად ვულოცავ უკრაინას ამ მნიშვნელოვან დღეს!“ - ნათქვამია არჩილ თალაკვაძის მილოცვაში.

24 აგვისტო 2019, 10:40

ტაბლოიდი

ფინეთში შექმნეს სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის არომატი აქვს

ფინეთში შექმნეს ახალი სუნამო, რომელსაც ადამიანის ოფლის სუნის არომატი აქვს, ამის შესახებ Flash Nord-ი წერს. გამოცემის ცნობით ეს არმატი სააგენტო Mirum Helsinki-მ წარადგინა. ტრადიციული ელემენტების გარდა სუნამოს შემადგენლობაში ორგანიზაციის ყველა თანამშრომლის ოფლის წვეთი შევიდა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ სუნამოს შექმნაზე შემოქმედებითმა ჯგუფმა ენთუზიაზმით იმუშავა.

საქართველოს კონსტიტუცია

24 აგვისტო 2019, 10:36

საქართველო

პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის მიღების დღე აღინიშნება

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი. პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი

24 აგვისტო 2019, 10:31

ტაბლოიდი

მედია: მეგან მარკლის გამო პრინც ჰარის რეიტინგი ეცემა

მეგან მარკლის გამო პრინცი ჰარის რეიტინგი ეცემა. ამის შესახებ The Sun-თან საუბარში სამეფო ოჯახის საკითხებზე მომუშავე ექსპერტმა დანკან ლარკომბმა განაცხადა. მისი თქმით, ჰარისა და მეგანის ცხოვრებაში ერთ პიარკატასტროფას მეორე ანაცვლებს.

24 აგვისტო 2019, 10:23

ტექნოლოგიები

ინტერნეტში Mastercard-ის 90 ათასი მომხმარებლის პირადმა ინფორმაციამ გაჟონა

საერთაშორისო საგადამხდელო სისტემა Mastercard-მა ინტერნეტში მომხმარებლების პირადი ინფორმაციის გაჟონვის შესახებ განაცხადა. ინციდენტი გასულ კვირას გერმანიაში და ბელგიაში მოხდა. დაზარალებულთა რაოდენობამ 90 ათასი შეადგინა. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაატარეს საჭირო ღონისძიებები და ის მონაცემები წაშალეს, რომელიც ინტერნეტში მოხვდა.

დონალდ ტრამპი

24 აგვისტო 2019, 09:48

მსოფლიო

ტრამპი: დანიის პრემიერმა დამირეკა, შესანიშნავი ქალია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, დანიაში დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების შემდეგ სკანდინავიური ქვეყნის პრემიერმინისტრი მას ტელეფონით ესაუბრა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ვაშინგტონში განუცხადა.

რაკეტების გაშვება

24 აგვისტო 2019, 09:32

მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში კიდევ ორი რაკეტა გამოსცადა. იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რაკეტებმა 380 კილომეტრი გაიფრინა, თუმცა იაპონიის ტერიტორიულ წყლებს არ მიაღწია. ამის შესახებ The New York Times-ი წერს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების მეშვიდე გამოცდაა.

საფრანგეთი ანტიგლობალისტები

24 აგვისტო 2019, 09:17

მსოფლიო

საფრანგეთში „დიდი შვიდეულის“ სამიტის საწინააღმდეგო აქციაზე 17 ადამიანი დააკავეს

შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ანტიგლობალისტების ბანაკის მახლობლად მოხდა. მანიფესტანტების მიერ ფოიერვერკის გაშვების შედეგად 4 პოლიციელი დაშავდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავებულებს პოლიცია საჯარო ღონისძიების დროს სახეების დაფარვას და სამართალდამცველების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

კარლო დელე პიანე

24 აგვისტო 2019, 09:04

კულტურა

იტალიელი მსახიობი კარლო დელე პიანე გარდაიცვალა

რომში 84 წლის ასაკში იტალიელი მსახიობი კარლო დელე პიანე გარდაიცვალა. 70-წლიანი კარიერის მანძილზე კარლო დელე პიანე 100-ზე მეტ ფილმში გადაიღეს, მათ შორის არის „პოლიციელი და ქურდები“, „ამერიკელი რომში“, „მონაზონი მონციდან“, „ჟერარის თავგადასავლები“, „რა?“, „მატარებლის ბილეთი“ და სხვები.

ფრანგული ღვინო

24 აგვისტო 2019, 08:53

ეკონომიკა

აშშ-მა შესაძლოა ფრანგულ ღვინოს საბაჟო გადასახადები დაუწესოს

საფრანგეთის მიერ დაწესებული ციფრული გადასახადის გამო აშშ-მ შესაძლოა ფრანგულ ღვინოს საბაჟო ტარიფები დაუწესოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გამგზავრებამდე თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა განუცხადა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ხანძარი ამაზონის ტყეებში

24 აგვისტო 2019, 08:34

ძალოვნები

ბრაზილიამ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ტყეებში ხანძრის ჩასაქრობად ჯარი გაგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პრეზიდენტის ეს ბრძანება ევროკავშირის მხრიდან გაძლიერებულ ზეწოლას მოჰყვა. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ.

ზელიმხან ხანგოშვილი

24 აგვისტო 2019, 08:13

ძალოვნები

მედია: გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

ზელიმხან ხანგოშვილის სახელი და გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმეში ფიგურირებს. 2015 წლის მაისში ხანგოშვილი თბილისში დაჭრეს. მირზა გელოვანის ქუჩაზე უცნობმა პირებმა ხანგოშვილს ოთხი ტყვია მაშინ ესროლეს, როდესაც იგი მანქანაში ჯდებოდა.

მფრინავი ტაქსი

24 აგვისტო 2019, 00:57

ტექნოლოგიები

კომპანია Volocopter-მა მფრინავი ტაქსი შექმნა

გერმანულმა კომპანია Volocopter-მა პირველი მფრინავი ტაქსი შექმნა, რომელსაც სინგაპურში 2019 წლის მე-4 კვარტალში დაგეგმილ გამოფენაზე წარადგენს. მფრინავი ტაქსის ბორტზე ორი ადამიანი მოთავსდება და მანქანა საათში 110 კილომეტრ სიჩქარეს ანვითარებს.

24 აგვისტო 2019, 00:32

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის მთავარი პირობა დაასახელეს

ამერიკელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზოგიერთ ეგზოპლანეტაზე სიცოცხლის არსებობისთვის უკეთესი პირობებიამ ვიდრე დედამიწაზე. მათ გამოყვეს მთავარი ფაქტორი, რაც ცოცხალი მიკროორგანიზმების გაჩენას განაპირობებს.