imedi /  10 ივნისი 2019, 10:53 / სანდო წყარო

აგარაში კაცმა ერთი ადამიანი მოკლა, ცოლი კი დაჭრა

მკვლელობა

აგარაში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლის მეგობარი კაცი მოკლა, ცოლი კი დაჭრა. ორივეს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ყველა სიახლე

ბერა ივანიშვილი

24 ივნისი 2019, 23:15

საქართველო

ბერა ივანიშვილი თავის სიყვარულს და ტკივილს გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლების“ შესრულებით გამოხატავს

ბერა ივანიშვილმა Instagram-ის საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის გია ყანჩელის მუსიკას ასრულებს.„ჩემს ტკივილსა და სიყვარულს ჩვენი საყვარელი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის მუსიკით „ყვითელი ფოთლები“ გამოვხატავ“-ასეთი ვიდეოს აღწერა.

კახა კალაძე

24 ივნისი 2019, 22:55

საქართველო

კალაძე: ყველა დაშავებულს ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება სახელმწიფო დააფინანსებს

„დღეს გამოწერეს დაზარალებული გოგონა კლინიკიდან და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას. როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს,"- განაცხადა კახა კალაძემ.

24 ივნისი 2019, 22:42

საქართველო

პარლამენტის წინ გიორგი გახარიას ბიუსტი მიიტანეს და ცალი თვალი წითელი ლენტით აუხვიეს

ეს ის ხმოვანი ბიუსტია, რომელიც 12 მაისს პარლამენტთან მიიტანეს. მასზე განთავსებულია სპეციალური ღილაკი, თითის დაჭერისას კი ისმის გიორგი გახარიას სიტყვები „მოდით დავიწყოთ ბოდიშით... ბოდიში“. აქციის მონაწილეები ამ ფორმით მაშინ ერთი წლის წინ კლუბ „ბასიანის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

რიყე

24 ივნისი 2019, 22:33

ძალოვნები

რიყეზე დაშავებული ტურისტი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

საავადმყოფოში შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი კორეის მოქალაქე, კაცი რჩება. მეტეხის ხიდთან დღეს რკინის კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის გამოც უცხოელები სიმაღლიდან გადავარდნენ. სამივე მათგანი კორეის მოქალაქეა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა უამინდობამ გამოიწვია.

მაკა ჩიჩუა

24 ივნისი 2019, 22:28

საქართველო

რუსთაველზე საპროტესტო აქციას მაკა ჩიჩუაც შეუერთდა

მე გელაპარაკებით თქვენ როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე- ასე მიმართა ყოფილმა პირველმა ლედიმ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

როკო მორაბიტო

24 ივნისი 2019, 22:00

მსოფლიო

იტალიური მაფიის ბოსი ურუგვაის ციხიდან გაიქცა

მორაბიტო იტალიაში ექსტრადირებას ელოდებოდა. მანამდე ურუგვაი ნარკოტიკებით მოვაჭრე პატიმრის ექსტრადირებას დასთანხმდა. მას „მილანის კოკაინის მეფედ“ იცნობენ. როკო მორაბიტო 2017 წელს ურუგვაიში დააკავეს, სადაც ის დიდი ხნის განმავლობაში ყალბი საბუთებით ცხოვრობდა.

მამუკა ბახტაძე

24 ივნისი 2019, 21:59

საქართველო

ბახტაძე: ქართული მედიის მიმართ განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ

20 ივნისის ღამეს დაშავებულთათვის ნებისმიერი სახის დახმარება, იქნება ეს საზღვარგარეთ საუკეთესო კლინიკებში მკურნალობა თუ საქართველოში საუკეთესო ექიმების და სპეციალისტების ჩამოყვანა, იქნება გარანტირებული ჩვენი მხრიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

მამუკა ბახტაძე

24 ივნისი 2019, 21:44

საქართველო

მამუკა ბახტაძე მომავალში კოალიციური მთავრობის შექმნას არ გამორიცხავს

„ბოლო არჩევნების შედეგებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზი არ იქნება რელევანტური, თუმცა იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა, ბუნებრივია, არსებობს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

24 ივნისი 2019, 21:38

ძალოვნები

რიყეზე დაღუპული და დაშავებულები კორეის მოქალაქეები არიან

მეტეხის ტაძრის ეზოში 1 უცხოელი ტურისტის გარდაცვალების და 2-ის დაშავების მიზეზი ძლიერი ქარის შედეგად მოსაცდელის კონსტრუქციის ჩამოშლა გახდა. ისინი იქ თავს ძლიერი წვიმისგან იცავდნენ. კონსტრუქციის ჩამოშლის გამო უცხოელები სიმაღლიდან გადავარდნენ. სამივე მათგანი კორეის მოქალაქეა.

24 ივნისი 2019, 21:14

ძალოვნები

სააპელაციო სასამართლომ აქციაზე დაკავებული კიდევ 5 ადამიანი დარბაზიდან გაათავისუფლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, 20 რუსთაველის გამზირზე დაკავებული კიდევ ხუთი პირი დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლე შორენა ყაველაშვილმა პროცესზე აღნიშნა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს სამართალდამრღვევა და 4-4 დღე-ღამით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც მათი დაკავების მომენტიდან აითვალა.

24 ივნისი 2019, 20:57

საქართველო

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი, რომლითაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და როგორი იქნება ის ქართულ რეალობაში. ნულოვანი, ანუ ბუნებრივი ბარიერის პირობებში, პარლამენტში მოხვედრას ბევრი პოლიტიკური სუბიექტი შეძლებს, რომელთაც თავის დროზე ვერ გადალახეს 5 პროცენტიანი ბარიერი.

მილანი 2026 ზამთრის ოლიმპიადა

24 ივნისი 2019, 20:48

სპორტი

2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს იტალია უმასპინძლებს

გამარჯვებული საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა დაასახელა. 2026 წლის ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების კანდიდატი შვედეთის დედაქალაქი სტოკჰოლმი იყო. 2018 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები სამხრეთ კორეაში, ქალაქ ფიონჩანგში ჩატარდა. 2022 წელს ის პეკინში გაიმართება.

გურამ თუშიშვილი

24 ივნისი 2019, 20:42

სპორტი

გურამ თუშიშვილმა ფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა და ევროპულ თამაშებში გაიმარჯვა

თუშიშვილმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო, ჯერ რუმინელ ვლადუტ სიმიონესკუს სუფთად მოუგო, მეოთხედფინალში ქართველმა პოლონელ მაციეჟ სარნაცკი 11 წამში იპონით დაამარცხა. ნახევარფინალში კი ჰოლანდიელ გროლს სძლია. მინსკის ევროპული თამაშები 30 ივნისს დასრულდება.

24 ივნისი 2019, 20:38

საქართველო

თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები ქუთაისშიც გრძელდება

აქციის მონაწილეები მანქანებით მსვლელობაით მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებიან და საყვირებით თანამოქალაქეებს აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებენ. "ქართულ ოცნებას მოუწევს შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა და თანამდებობა დაატოვებინოს გახარიას, ჩვენ აქციებს მანამ არ შევწყვეტთ ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყიფილდება"-განაცხადა აქციის მონაწილემ ვალერი თევდორაძემ.

პეტრო პოროშენკო

24 ივნისი 2019, 20:22

მსოფლიო

პეტრო პოროშენკომ უკრაინელებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა

პოროშენკოს თქმით, მოსკოვს სურს ავიამიმოსვლის ბლოკირებით საქართველოს ეკონომიკა კვლავ შეასუსტოს და ამის გამო უკრაინელებს, რომლებსაც საზღვარგარეთ დასვენება სურთ, საქართველოში გამგზავრებისკენ, ხოლო მთავრობას ფრენების გაიაფებისკენ მოუწოდა.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2019, 20:12

მსოფლიო

ტრამპმა ირანის უმაღლეს ლიდერს სანქციები დაუწესა

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა შეზღუდვების ახალი პაკეტი აშშ-ის დრონის ჩამოგდებას და „სხვა უამრავ რამეს“ უკავშირდება. მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლას განაგრძობს. ტრამპი დასძენს, რომ „ირანს ბირთული იარაღი ვერასოდეს ექნება“.

Etika

24 ივნისი 2019, 20:11

ტექნოლოგიები

დაკარგულ გეიმერ იუთუბერს ნიუ-იორკის პოლიცია ეძებს

Etika-ს მობილური ტელეფონი, მართვის მოწმობა, საფულე და Nintendo Switch-ი სხვა ნივთებთან ერთად პოლიციამ მანჰეტენის ხიდზე იპოვა. დეზმონდ ამოფამ, ცნობილი როგორც Etika, რამდენიმე დღის წინ 8-წუთიანი ვიდეო ატვირთა, სადაც ის სუიციდზე ლაპარაკობდა.

24 ივნისი 2019, 19:49

საქართველო

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთში სპიკერების გამოსვლით ისევ განახლდება. პროტესტის მონაწილეები დადებითად აფასებენ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, თუმცა კვლავ მოითხოვენ შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას.

24 ივნისი 2019, 19:38

ძალოვნები

ისანში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან ბავშვი გადავარდა

ისანში, საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან 1 წლამდე ბავშვი გადავარდა. როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მიგრანტთა ბანაკი

24 ივნისი 2019, 19:28

მსოფლიო

გაერო: ISIS-ის ტყვეები უნდა გათავისუფლდნენ

ადამიანის უფლებადამცველმა მაიკლ ბაჩელეტმა მოუწოდა ქვეყნებს საკუთარ მოქალაქეებზე პასუხისმგებლობა აიღონ თუ მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. უამრავმა ქვეყანამ თავიანთი მოქალაქეების უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა. საუბარია 55 ათას ადამიანზე, მათ შორის არიან უცხოელებიც. მარტში ცნობილი გახდა, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სრულად განადგურდა.