imedi /  20 ივნისი 2019, 21:08 / სანდო წყარო

ლევან ვასაძე ამ დრომდე პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე

ლევან ვასაძე უკვე 4 საათია დიღმის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება. თავდაპირველად ის სამმართველოში ადვოკატის გარეშე მივიდა, თუმცა ამ დროისთვის ის გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად იმყოფება.

სამმართველოში შესვლამდე ვასაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას დასამალი არაფერი აქვს და მზად არის ყველაფერთან, მათ შორის საკუთარ განცხადებებთან დაკავშირებით სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს, ვინაიდან მას კანონი არ დაურღვევია.

ლევან ვასაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ღირსების მარში თბილისში აღარ ჩატარდება, თუმცა თუ ეს შეიცვლება, მათი ქმედებები ისევ რადიკალური და აგრესიული იქნება.

ლევან ვასაძის პოლიციის მთავარ სამმართველოში მისვლამდე სამართალდამცველებმა გურამ ფალავანდიშვილი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. თუმცა რამდენიმე საათის წინ ფალავანდიშვილი გათავისუფლდა, სასამართლო პროცესი კი რამდენიმე დღით გადაიდო.

ფალავანდიშვილის ადვოკატის დავით ცინცქალაძის განცხადებით, დაცვის მხარემ ადმინისტრაციული საქმის მასალების გაცნობის მიზნით საქმის განხილვის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

თუმცა, შსს-ს განმარტებით, ფალავანდიშვილმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს-მ ლგბტქ პრაიდის წინააღმდეგ ლეგიონის შექმნის შესახებ ლევან ვასაძის განცხადების შემდეგ გამოძიება დაიწყო.

თბილისში "თბილისის პრაიდის" კვირეული მიმდინარეობს, რომელსაც საზოგადოებაში მოწინააღმდეგეები ჰყავს. გაჟღერებული მუქარის მიუხედავად, პრაიდის ორგანიზატორები გეგმების შეცვლას არ აპირებენ. 

„ქართული მარში“ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს სიურპრიზს დაჰპირდა.

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თანამოაზრეებს, რომლებიც „თბილისი პრაიდის“ წინააღმდეგ გამოდიან, ვერის ბაღში „ქათული მარშის“ წევრები შეუერთდნენ და აქციის მონაწილეებს თანადგომა გამოუცხადეს.

ორგანიზაციის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ არც ერთ ქართველს არ აქვს უფლება ამ დროს განზე გადგეს. 

ლგბტ-პრაიდთან დაკავშირებით საპატრიარქომ უკვე მესამე განცხადება გაავრცელა. 17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ლგბტ მცირე ჯგუფის გამოყენება გარკვეული მიზნებისთვის არაერთ ძალას სურს.

14 ივნისს კი საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას, არ დაუშვას ლგბტ პრაიდის ჩატარება. ამის გამო, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და მათმა უფლებადამცველებმა აქცია გამართეს. გაიმართა კონტრაქციაც. 

კონტრაქციაზე მივიდა ლევან ვასაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარებას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამ ორ საპროტესტო აქციას, ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ჰყოფდა.

ყველა სიახლე

23 აგვისტო 2019, 22:38

ძალოვნები

ყვარელში, ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარი და ხეები იწვის

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ყვარლის რაიონში, სოფელი ახალსოფლის მიმდებარედ ბუჩქნარს და ხეებს უკიდია ცეცხლი. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 20- მდე მეხანძრე. რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკა ვერ მიდის და ხანძრის ქრობაში ჩართულია ცოცხალი ძალა.

Deutsche Bank

23 აგვისტო 2019, 22:25

ეკონომიკა

აშშ-მა რუსეთსა და აზიაში კორუფციული სქემებისთვის Deutsche Bank დააჯარიმა

გავრცელებული ცნობით, ფინანსურ ინსტიტუტს ამ ქვეყანებში სამსახურში აჰყავდა ჩინოსნების ნათესავები, რომლებიც საჭირო კვალიფიკაციას არ ფლობდნენ, ეს კი Deutsche Bank-ს არსებული ბიზნესის შესანარჩუნებლად ან ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად ხდებოდა.

ყვარელის ციხე

23 აგვისტო 2019, 22:01

კულტურა

ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყვარლის ციხის სამხრეთ-დასავლეთ კოშკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კოშკის კედელზე, რომლის ქვის წყობაც ნახევრად ჩამოშლილ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღდგა რიყის ქვით კირდუღაბზე. ფიზიკური სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ 17 200 ლარი შეადგინა.

დრეიკი

23 აგვისტო 2019, 21:48

კულტურა

დრეიკს პლაგიატში ადანაშაულებენ

ნიუ-ორლეანელი მუსიკოსი სემ სკალი ცნობილ კანადელ რეპერს დრეიკსა და ჰიპ ჰოპ შემსრულებელ Big Freedia-ს პლაგიატში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. სკალის მტკიცებით, კოლეგებმა მისი ერთ-ერთი ბიტი მოიპარეს. კერძოდ, მათ 2000 წელს გამოშვებული კომპოზიციის Roll Call-ის ნაწილი გამოიყენეს.

ჯერემი კაილი

23 აგვისტო 2019, 21:46

კულტურა

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ეთერში ბრუნდება

ბრიტანეთში პოპულარული დღის შოუს წამყვანი ჯერემი კაილი ახალ გადაცემაზე მუშაობს. სამი თვის წინ დღის შოუ გადაცემის ერთ-ერთი სტუმრის მოულოდნელი გარდაცვალების გამო დაიხურა. სტუმარი გადაცემის ჩაწერიდან მალევე მოკვდა ტელეარხ ITV-ის დირექტორი კევინ ლიგო აცხადებს, რომ შოუ სხვა ფორმატით გავა.

სკარლეტ იოჰანსონი

23 აგვისტო 2019, 21:09

კულტურა

Forbes: სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობია

ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი Forbes-ის რეიტინგით, უკვე მეორე წელია ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას არ თმობს. თუმცა ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიაში მერვეა. 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია. მან 2019 წელს $15,5 მილიონით მეტი გამოიმუშავა, ვიდრე 2018 წელს.

23 აგვისტო 2019, 21:02

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

საქართველოს საგარეო უწყება ცნობას კატეგორიულად უარყოფს. დიპლომატიურ უწყებას აფხაზეთის მიერ დასახელებულ ყველა სახელმწიფოსთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდა. დე ფაქტო აფხაზეთის ვერსიას ევროპარლამენტიც უარყოფს. პრესსამსახურის კომენტარს სააგენტო აქცენტი აქვეყნებს.

კენია. თეთრი მარტორქა

23 აგვისტო 2019, 20:45

ტექნოლოგიები

მეცნიერები: კენიაში იშვიათ თეთრ მარტორქას გაქრობა ემუქრება

კენიაში მეცნიერების და ვეტერინარების ჯგუფი ცდილობს ჩრდილოეთის თეთრი მარტორქების გამრავლების პროცესი წარმატებით დასრულდეს. ვეტერინარებმა ორი მდედრი მარტორქის 10 კვერცხის შეგროვება შეძლეს. ისინი კვერცხებს იმ მარტორქის გაყინული სპერმით გაანაყოფიერებენ, რომელიც 2018 წლის მარტში მოკვდა. თეთრი მარტორქა ბოლო მამრი იყო.

23 აგვისტო 2019, 20:10

მსოფლიო

ჩეჩნეთში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა

ჩეჩნეთის ქალაქ შალიში ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეჩეთი გაიხსნა. ის სტამბოლის ცისფერ მეჩეთზე ორჯერ დიდია. იქ 30 000-ზე მეტი ადამიანი ეტევა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი 70 000-მდე ადამიანი. გახსნის ცერემონიაზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მეჩეთი მუჰამედ წინასწარმეტყველის სახელობისაა.

ევროკავშირი

23 აგვისტო 2019, 19:52

მსოფლიო

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტზე ზეწოლა გააძლიერა

ევროკავშირმა ბრაზილიის პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროზე ამაზონის ტყეებში ხანძრის გამო ზეწოლა გააძლიერა, - ამის შესახებ Reuter-ი წერს. ირლანდიამ და საფრანგეთმა განაცხადეს, რომ შესაძლოა სამხრეთ ამერიკასთან სავაჭრო ხელშეკრულება დაბლოკონ. ამ ფონზე ბოლსონარომ უარყო განცხადება, რომ სხვა ქვეყნებს სურთ მათ საშინაო საქმეებში ჩაერიონ.

23 აგვისტო 2019, 19:13

ვიდეო

ხანძარი ამაზონის ტყეში

ფორსაჟი

23 აგვისტო 2019, 19:10

საქართველო

„ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირის მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდება

რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობა დროებით შეიზღუდება ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, ბესიკის, უკრაინკას, ალ. ჭიჭინაძის, 9 აპრილის, მესხიას, ვასო აბაშიძის, ჭანტურიას, ჯორჯაძისა და ფურცელაძის ქუჩებიდანაც. ამ მონაკვეთზე ფეხით მოსიარულეები გადაადგილებას შეძლებენ 21:00 საათიდან 07:00 საათამდე.

23 აგვისტო 2019, 19:04

ძალოვნები

პროკურატურა: ია კერზაიას საქმეზე დანაშაულის არარსებობის გამო გამოძიება შეწყდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიების შედეგად ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის ინსპექტირებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე უწყებამ შემეჯემებელი გადაწყვეტილება მიიღო: დანაშაულის არარსებობის გამო საქმეზე გამოძიება შეწყდა.

ჟაირ ბოლსონარო

23 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბრაზილიის პრეზიდენტი: სხვა ქვეყნებს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა სურთ

ჟაირ ბოლსონარუმ Facebook-ზე პიდაპირი ჩართვისას განაცხადა „ეს ქვეყნები აგზავნიან ფულს აქ, მაგრამ არა ქველმოქმედების მიზნით, ისინი აგზავნიან ფულს იმისთვის, რომ ჩვენს სუვერენიტეტში ჩაერიონ“. მანამდე კი ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამაზონის ჯუნგლებთან მასშტაბურ ხანძართან გასამკლავებლად რესურსი არ ჰყოფნის.

ბარსელონის აეროპორტი

23 აგვისტო 2019, 18:39

ეკონომიკა

ბარსელონის აეროპორტის გაფიცვის გამო 124 მიმართულებაზე ფრენები გაუქმდა

ბარსელონის ელ-პრატის აეროპორტში შაბათ-კვირას დაგეგმილი გაფიცვის გამო 124 მიმართულებაზე ფრენები გაუქმდა. ესპანურმა მსხვილმა ავიაკომპანია Vueling-მა აეროპორტის პერსონალის გაფიცვის გამო უქმეებზე დაგეგმილი 112 ავიარეისი გააუქმა.

YouTube-ი

23 აგვისტო 2019, 18:37

ტექნოლოგიები

YouTube-ზე ანგარიშები ჰონგ-კონგზე დეზინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა

YouTube-ზე რამდენიმე ანგარიში ჰონგ-კონგში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო დაიხურა. Google-მა, რომლის გავლითაც იქმნება YouTube-ზე ანგარიშები, რამდენიმე მათგანი გათიშა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩინეთი დაადანაშაულა.

აშშ ჩინეთი

23 აგვისტო 2019, 18:07

ეკონომიკა

ჩინეთი აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს 1 სექტემბრიდან დაუწესებს

ჩინეთმა განაცხადა, რომ აშშ-ის $75 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფებს დაუწესებს, - ამის შესახებ france24-ი წერს. საჯარიმო ტარიფები 5-დან 10%-მდე აშშ-დან იმპორტირებულ 5 078 დასახელების პროდუქტზე დაწესდება. გამოცემის ცნობით, ახალო ტარიფების ნაწილი 2019 წლის 1 სექტემბერს, ნაწილი კი 15 დეკემბერს შევა ძალაში.

23 აგვისტო 2019, 17:59

მსოფლიო

ალჟირში კონცერტზე ჭყლეტას მსხვერპლი მოჰყვა

ალჟირის დედაქალაქში რეპ კონცერტზე მომხდარ ჭყლეტას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. რეპერ Soolking-ის კონცერტი სტადიონზე გაიმართა. მომხდარის მიუხედავად, მუსიკოსმა გამოსვლა გააგრძელდა. სხვა დეტალები უცნობია.

ხანძარი

23 აგვისტო 2019, 17:55

ძალოვნები

ნაფეტვრების ტყეში ხანძარია. ვიდეო

ნაფეტვრების ტყეში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი ეკალ-ბარდს უკიდია. ადგილზე 3 სახანაძრო ჯგუფი მუშაობს და დამატებით ძალას ელიან. უწყების ინფორმაციით, ცეცხლს უწყვეტ რეჟიმში აქრობენ.

დევიდ კოხი

23 აგვისტო 2019, 17:41

მსოფლიო

რესპუბლიკელების მილიარდერი დონორი დევიდ კოხი გარდაიცვალა

ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი დევიდ კოხი გარდაიცვალა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი მაგნატის ოჯახზე დაყრდნობით წერს. მილიარდერი გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ის 79 წლის იყო.