imedi /  26 ივნისი 2019, 11:39 / სანდო წყარო

პროკურატურა: გამოცხადების ვალდებულების მიუხედავად, მელიამ სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას თავი აარიდა

გენერალურმა პროკურატურამ პარლამენტის წევრის ნიკა მელიას ბრალდების შესახებ დადგენილება მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გააცნო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პარლამენტის წინ 2019 წლის 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დღეს 10:00 საათზე ბრალდების წარდგენის მიზნით მელია გენერალურ პროკურატურაში იყო დაბარებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ნიკანორ მელიას ჰქონდა გამოცხადების ვალდებულება, მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც დადგენილება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ნიკანორ მელიას ბრალდების შესახებ, გაეცნო მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს. 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების მიერ  მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის, ნიკანორ მელიას მიმართ პროკურატურამ ბრალდების დადგენილება 2019 წლის 25 ივნისს გამოიტანა.

ბრალდებულს ან/და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს, გამოძიების მიერ ამ ეტაპისთვის მოპოვებული მტკიცებულებები გადაეცემა კანონით განსაზღვრულ ვადაში - ბრალდებულის სასამართლოში პირველ წარდგენამდე.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, გენერალურმა პროკურატურამ უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად კანონით გათვალისწინებული თანხმობის მიღების წინადადებით", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამ წუთებში პარლამენტში მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობენ. სხდომაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ არსებობს მელიას მიმალვის და მის მიერ ქვეყნის საზღვრების დატოვების საფრთხე. ასევე, მისივე თქმით, შესაძლოა, მელიამ გავლენა კვლავ მოახდინოს ადამიანებზე და ისინი დაიყოლიოს ახალი დანაშაულის ჩადენაზე. ნიკა მელია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა.

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად აფასებს

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ყველა სიახლე

ხავიერ ბარდემი

20 აგვისტო 2019, 00:43

მსოფლიო

ხავიერ ბარდემმა კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის გამო ტრამპი გააკრიტიკა

2015 წლის 12 დეკემბერს მიღებული დოკუმენტის ხელმომწერი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2100 წლისთვის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით მაქსიმუმ 2 გრადუსით მოიმატებდა. 2017 წელს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ პარიზის შეთანხმებიდან გამოვიდა.

ატრაქციონი

20 აგვისტო 2019, 00:14

ტაბლოიდი

გერმანიაში სვასტიკის ფორმის ატრაქციონი დახურეს

ატრაქციონი ივლისის ბოლოს გაიხსნა და მისი კონსტრუქციის გამო მაშინ საჩივარი არავის გამოუთქვამს. რამდენიმე დღის წინ კი ატრაქციონის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები აღნიშნავდნენ, რომ ატრაქციონის კონსტრუქცია გერმანიაში აკრძალულ სიმბოლოს ჰგავს.

გულნარა კარიმოვა

19 აგვისტო 2019, 23:51

მსოფლიო

უზბეკეთის ექსპრეზიდენტის ქალიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის ქალიშვილის გულნარა კარიმოვას წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკეთის პროკურატურა ავრცელებს. ამჟამად კარიმოვა ციხეში იხდის სასჯელს. ისლამ კარიმოვი უზბეკეთის პრეზიდენტის პოსტს 1990-2016 წლებში იკავებდა.

დიდი ბრიტანეთი აეროპორტი

19 აგვისტო 2019, 23:27

მსოფლიო

ხისტი Brexit-ის შემთხვევაში ევროპელებს გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდებათ

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ხისტი Brexit-ის შემთხვევაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები დიდ ბრიტანეთში თავისუფალი ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ვერ ისარგებლებენ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ბათუმის სტადიონი

19 აგვისტო 2019, 22:53

სპორტი

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება

ბათუმის სტადიონი დაგეგმილზე ადრე გაიხსნება. ინფორმაციას ამის შესახებ სტადიონის დამკვეთი კომპანია „შპს სტადიონი“ Facebook-ზე ავრცელებს. ბათუმის სტადიონის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. ახალი სტადიონი 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. მისი გახსნა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმებოდა.

ჰიუ ჰარვიცი

19 აგვისტო 2019, 22:43

მსოფლიო

აშშ-ში ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო ციხეების ბიუროს დირექტორი შეიცვალა

ციხის საკანში მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინის თვითმკვლელობის გამო აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ციხეების ბიუროს დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.

პრინცი ჰარი, ელტონ ჯონი

19 აგვისტო 2019, 22:10

ტაბლოიდი

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის კერძო თვითმფრინავით საფრანგეთში მგზავრობა ელტონ ჯონმა დააფინანსა

მომღერალი პრესაში სამეფო წყვილის მიმართ ბრიტანული პრესის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავი სამეფო ოჯახის უსაფრთხოებისთვის გამოყო და რეისის დროს გამოყოფილი მავნე ნივთიერებების შესამცირებლად შესაბამისი წვლილი შეიტანა გარემოს დაცვისთვის.

რაკეტის გაშვება

19 აგვისტო 2019, 22:07

მსოფლიო

აშშ-მა ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა

აშშ-მა მცირე მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა გამოსცადა. გამოცემა Defence News-ის ინფორმაციით, ეს „ახლო და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის შემდეგ ფრთოსანი რაკეტის პირველი გაშვებაა. ფრთოსანი რაკეტა კალიფორნიაში გამოსცადეს. რაკეტამ გაშვების ადგილიდან 500 კილომეტრში მდებარე მიზანს მიაღწია.

ბიძინა გეგიძე

19 აგვისტო 2019, 21:48

ძალოვნები

ბიძინა გეგიძე სუს-ში გამოკითხვაზე მაინც მივიდა

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ბიძინა გეგიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა. „ქართული ოცნების“ დეპუტატი საგამოძიებო უწყებაში 2018 წელს დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით დაიბარეს, კითხვები კი „საქართველოს ფოსტაში“ მის წარსულ საქმიანობას უკავშირდება.

ვლადიმერ პუტინი

19 აგვისტო 2019, 21:35

მსოფლიო

პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვის საპროტესტო გამოსვლები

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველად შეაფასა მოსკოვში ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლები. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საპროტესტო აქციები სხვა ქვეყნებშიც იმართება, და მაგალითად „ყვითელი ჟილეტების“ აქციები მოიყვანა.

ზურაბ ჯაფარიძე

19 აგვისტო 2019, 21:24

ძალოვნები

ზურა ჯაფარიძე: სასამართლომ 2015 წლის განცხადებისთვის 300 ლარით დამაჯარიმა

საპელაციო სასამართლომ პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 2015 წელს ტელეკომპანია "იმედის ეთერში" გაკეთებული განცხადების გამო 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა და "იმედის" ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა დაავალა. ამის შესახებ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს.

სმარტფონები

19 აგვისტო 2019, 21:08

ტექნოლოგიები

წლის საუკეთესო სმარტფონები დასახელდა

ყველაზე თანამედროვე სმარტფონად OnePlus 7 Pro დასახელდა, რომელსაც აქვს მძლავრი პროცესორი, 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და ეკრანი, რომელსაც ფრონტალური პანელის 88% უკავია. ყველაზე ხელმისაწვდომი სმარტფონი კი Xiaomi Redmi Note 7 გახდა.

მალია მოჰამედი

19 აგვისტო 2019, 21:08

მსოფლიო

კენიელმა შეფმზარეულმა 75-საათიანი უწყვეტი მუშაობით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

მალია მოჰამედმა კერძების მომზადება ქალაქ მომბასაში ხუთშაბათს ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყო და კვირას 13:03 საათზე დაასრულა. კენიელმა მზარეულმა ამერიკელი რიკი ლამპკინის 68სთ და 30წთ-იანი შედეგი გააუმჯობესა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

იდრის დები

19 აგვისტო 2019, 20:54

მსოფლიო

ჩადში ეთნიკური კონფლიქტების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩადის პრეზიდენტმა იდრის დებიმ ქვეყნის ორ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ რაც აგვისტოს დასაწყისიდან ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტებს 50 ადამიანი ემსვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

19 აგვისტო 2019, 20:42

ძალოვნები

კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, კრიმინალური დაჯგუფების წევრთა შორის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მირიან გოჩაძე და მისი ცოლისძმა, უკრაინის მოქალაქეობის მქონე თენგიზ ზანაძე არიან. დაკავებულია ლევან ხუციშვილიც.

ქიბარ ხალვაში

19 აგვისტო 2019, 19:58

საქართველო

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს აღარ ყიდის

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ არ გაიყიდა - ამის შესახებ განცხადებას არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში ავრცელებს. ტელევიზიის აქციების 100%-იანი წილის მფლობელის განცხადებით, რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას ის საკუთარი ძალებით შეეცდება. „კომპანიის გაჯანსაღებისათვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!“, - ამბობს ხალვაში.

მიხეილ სააკაშვილი

19 აგვისტო 2019, 19:34

საქართველო

სააკაშვილმა სავარაუდოდ „კურიერისთვის“ განკუთვნილი ტექსტი შეცდომით ფეისბუკზე გამოაქვეყნა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუკზე“ შემთხვევით გამოაქვეყნა ტექსტი, რომლის თანახმად, ის სავარაუდოდ, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასაშვები მასალის ტექსტს ათანხმებს. პოსტში სააკაშვილი „ვარშავის გეგმის“ პირველ 5 ნაბიჯზე წერს, რასაც მოჰყვება ტექსტი.

19 აგვისტო 2019, 19:34

მსოფლიო

კუნძულ სარდინიაზე ქვიშის მოპარვის გამო ფრანგ წყვილს პატიმრობა ემუქრება

წყვილი აცხადებს, რომ მათ ქვიშის წაღება სუვენირად სურდათ და არ იცოდნენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს. გამოცემის ცნობით, კუნძულ სარდინიის ცნობილი თეთრი ქვიშა საზოგადოების საკუთრებად მიიჩნევა და მისი კუნძულიდან გატანა მკაცრად იკრძალება. პოლიციამ თეთრი ქვიშა პოლიეთილენის 14 ბოთლში იპოვა. სასჯელი 1-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნილ კემპბელი

19 აგვისტო 2019, 19:24

სპორტი

ბრიტანელი ნილ კემპბელი მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ველოსიპედისტი გახდა

რეკორდული მაჩვენებელი ინგლისში, ჩრდილოეთ იორქშირის ავიაბაზის ასაფრენ ბილიკზე სპეციალური კონსტრუქციის ველოსიპედით დაფიქსირდა. სიჩქარის შესამოწმებლად გამოიყენება ავტომობილი, რომელიც ველოსიპედის წინ მიდის და პირქარის ზეგავლენას გამორიცხავს.

19 აგვისტო 2019, 19:19

ვიდეო

ბახმაროში, ფესტივალზე „სანსეტ სეტი“ მიმავალი ავტომანქანა ციცაბო ფერდობიდან დაგორდა