imedi /  26 ივნისი 2019, 16:38 / სანდო წყარო

მესტიაში 12 წლის გოგომ შემთხვევით მამა მოკლა

მესტიაში ბავშვს იარაღი გაუვარდა, რასაც მამისი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 12 წლის გოგო სავარაუდოდ იარაღით თამაშობდა.

როგორც imedinews-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ყველა სიახლე

19 ივლისი 2019, 10:20

ძალოვნები

აბიტურიენტისგან ქრთამის აღების ბრალდებით სამედიცინო უნივერისტეტის სპეციალისტი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გია ო. და მოქალაქე ლილი ჯ. დააკავეს.

ლედი გაგა

19 ივლისი 2019, 10:20

ტაბლოიდი

ლედი გაგამ ანუკი არეშიძის კაბა ჩაიცვა

ანუკის დიზაინით შექმნილი ტყავის კაბით ლედი გაგა კოსმეტიკის თავისი ხაზის წარდგენაზე მივიდა.ანუკი არეშიძემ ეს კაბა მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარადგინა. ნამუშევარი 2019/20-ის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

თბილისის მეტრო

19 ივლისი 2019, 10:18

საქართველო

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებულია

თბილისის მეტროს მუშაობა შეფერხებულია. როგორც imedinews-ს ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა, მეტროს სადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრებს ვაგონები დააცლევინეს. შეფერხების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

19 ივლისი 2019, 09:57

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

კერძოდ, 37% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მეირ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა, 34%-ის აზრით, ისინი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ენდობიან. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

სამების საკათედრო ტაძარი

19 ივლისი 2019, 09:50

საქართველო

IRI: ეკლესიის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 89% აფასებს

ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს. კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად.

19 ივლისი 2019, 09:45

საქართველო

IRI: გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს

კერძოდ, გამოკითხულთა 39%-ის აზრით, საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი აუცილებლად უნდა დაუჭიროს. მხოლოდ 3% ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას კატეგორიულად. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:39

ძალოვნები

არასრულწლოვანი მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს

გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს ლიფტის დემონტაჟის დროს 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

19 ივლისი 2019, 09:36

ეკონომიკა

IRI: გამოკითხულთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა

გამოკითხულთა 31%-ის აზრით, ბოლო ერთ წელიწადში ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, ხოლო 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გაუარესდა. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:22

საქართველო

IRI: არჩევნების შემთხვევაში გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“ , 22% კი „ნაციონალურ მოძრაობას“მისცემდა ხმას

სხვა პარტიების შედეგი ასეთია: „ევროპული საქართველო“ 7 %, „პატრიოტთა ალიანსი“ – 5 %, „ლეიბორისტული პარტია“ 5 %, „სამოქალაქო მოძრაობა“ – 2 %, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ – 2 %, „შენების მოძრაობა“ – 2%, „გირჩი“ 1%.

მოსკოვი

19 ივლისი 2019, 09:13

საქართველო

IRI: რუსეთთან დიალოგის გაგრძელება გამოკითხულთა 46%-ს სურს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 30%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 7%, სრულად ეწინააღმდეგება 12%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:07

საქართველო

IRI: ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 57% უჭერს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 18%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 4%, სრულად ეწინააღმდეგება 8%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 09:01

საქართველო

IRI: ნატოში გაწევრიანებას გამოკითხულთა 49% უჭერს მხარს

გარკვეულწილად მხარს უჭერს 19%, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%, სრულად ეწინააღმდეგება 13%. კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.

19 ივლისი 2019, 08:55

სპორტი

ბაჩანა არაბული საბერძნეთში ითამაშებს

ამის შესახებ ინფორმაციას „პანიონიოსის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.25 წლის თავდამსხმელმა საბერძნეთის სუპერლიგის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.არაბული მანამდე უნგრული კლუბებში, „ბალმაზუივაროშსა“ და „პუშკაშის აკადემაში“ თამაშობდა.

დონალდ ტრამპი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი

19 ივლისი 2019, 08:47

მსოფლიო

ტრამპი: თურქეთისთვის სანქციების დაწესების საკითხი გადაწყვეტილი არაა

"რთული სიტუცია. ვაკვირდებით და ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვნახოთ რა იქნება",- უთხრა თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გამანადგურებელი F-35-ს თურქეთს აღარ მიჰყიდის. ანკარისთვის ამ შეზღუდვის დაწესების მიზეზი ის გახდა, რომ თურქეთმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა შეიძინა.

19 ივლისი 2019, 08:34

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე დაკავებული სამი ადამიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დაკავებულ სოსო ბაჯელიძეს და ცოტნე ცოტნიაშვილის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო დღეს 12:30 საათზე იმსჯელებს. ლევან ჯიქურის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 11:00 საათზე მოხდება, სადაც ბრალდებული მკურნალობს.

19 ივლისი 2019, 08:25

კულტურა

Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად ქართველი დაინიშნა

ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს შეითავსებს. აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა

სერგეი ლავროვი

19 ივლისი 2019, 08:05

საქართველო

ლავროვი: არ მოგვწონს მცდელობები, რომ მედია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად გამოიყენონ

"ჩვენ ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობები გვსურს. არ მოგვწონს მცდელობები, რომ „პროდასავლური დამოუკიდებელი“ მედია გამოყენებული იყოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოტენციალის დასანგრევად“, - განაცხადა ლავროვმა. სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

სკანდინავიელი ტურისტების მკვლელები

19 ივლისი 2019, 00:42

მსოფლიო

მაროკოში სკანდინავიელი ტურისტების მკვლელებს სიკვდილი მიუსაჯეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერებს, რომლებსაც ბრალი მაროკოში ორი სკანდინავიელი ტურისტის მკვლელობაში ედებოდათ, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. 24 წლის დანიელის, ლუიზა ვესტერაგერ იესპერსენისა და 28 წლის ნორვეგიელის, მარენ უელანდის თავმოჭრილი გვამები მაროკოში გასული წლის დეკებმერში აღმოაჩინეს.

 Lotus Evija

19 ივლისი 2019, 00:30

ტექნოლოგიები

ბრიტანული Lotus-ი ახალ სუპერმანქანას შექმნის

ბრიტანული ავტომწარმოებელი Lotus -ი სუპერმანქანების დარგში ლიდერობის დაბრუნებისთვის იბრძვის. კომპანია ახალ ავტომობილ Evija-ს შექმნის, რომლიც კომპანიას ელიტური ავტომობილების ბაზარზე დააბრუნებს. ახალი ელექტრომობილი 2000 ცხენის ძალის სიჩქარეს განავითარებს. კომპანია წარმოებაში პირველ ეტაპზე 130 ავტომობილს ჩაუშვებს.

დონალდ ტრამპი

19 ივლისი 2019, 00:00

მსოფლიო

ამერიკულმა გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული დრონი ჩამოაგდო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების გემმა ჰორმუზის სრუტეში ირანული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. ტრამპის თქმით, ირანული დრონი ამერიკულ გემს 900 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა და გემისა და მისი ეკიპაჟისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.