Imedi /  01 ივლისი 2019, 15:40 / სანდო წყარო

ხონში მცხოვრები ლიპარიშვილების ოჯახი 10 წლის გოგოს ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს

ხონში მცხოვრები ლიპარიშვილების ოჯახი 10 წლის გოგოს ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვს. მათი თქმით, 29 ივნისს ღამით სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა პოლიციასთან ერთად მათი საცხოვრებელი სახლიდან არასრულწლოვანი ძალის გამოყენებით წაიყვანეს. 

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანის წაყვანის დროს ადვოკატი და ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ლიპარიშვილები ამბობენ, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მამა მოძალადედ ცნეს და ბავშვისგან გარიდება დაავალეს, უკანონოა. მათივე განმარტებით, დავა შვიდი წელია მიმდინარეობს და გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. 

ოჯახს თქმით, ისინი არ აპირებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეეწინაღმდეგონ, თუმცა კატეგორიულად მოითხოვენ ბავშვის ადგილსამყოფელის დადგენას და მის პირადად ნახვას. როგორც ბავშვის ბებია Imedinews-თან აცხადებს, არასრულწლოვანს დედასთან ცხოვრება არ სურდა და ახლა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმე იქნება. მისივე თქმით, ბავშვმა წერილიც დატოვა, რომელშიც წერს რომ დედასთან ცხოვრება არ სურს. ოჯახის წევრებმა დასახმარებლად ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისს მიმართეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, 2019 წლის 28 ივნისს სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გამოსცა დამცავი ორდერი, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვნის მამა მოძალადედ ცნეს. სასამართლომ მამას ბავშვთან ყველა სახის კომუნიკაცია აუკრძალა და მიუთითა, რომ 10 წლის გოგო გარიდებული უნდა ყოფილიყო მოძალადე მამის საცხოვრებელი ადგილიდან. 29 ივნისს, იმერეთის სამხარეო და ხონის პოლიციის თანამშრომლები, სოციალურ მუშაკთან, ფსიქოლოგთან, ბავშვის კანონიერ წარმომადგენლეთან (დედასთან) და მის ადვოკატთან ერთად მივიდნენ ბავშვის საცხოვრებელ ადგილას, სადაც პოლიციამ აღასრულა სასამართლოს გადაწყვეტილება დამცავ ორდერზე და მამისგან ბავშვი გადაიყვანა დედასთან სახლში.

არასრულწლოვნის მამის შეტყობინების საფუძველზე ხონის რაიონულ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი პრიმას ,,ა’’ ქვეპუნქტით დაიწყო.

ყველა სიახლე

19 ნოემბერი 2019, 08:28

საქართველო

IRI: ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ახალ კვლევაში ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი ლიდერობს. მას გამოკითხულთა 86 % უჭერს მხარს. სიაში მეორე ადგილზე 85%-ით ეკლესიაა, მესამე ადგილს კი მედია იკავებს, რომელსაც ხმა რესპონდენტთა 72 %-მა მისცა. მეოთხე ადგილს 59%-ით პოლიცია იკავებს.

აქცია

19 ნოემბერი 2019, 08:05

საქართველო

პარლამენტთან აქცია დღეს ისევ განახლდება

გაიმართა საპროტესტო აქციაც, რომელიც დასრულების შემდეგაც, ორგანიზატორებმა მონაწილეებს დროებით დაშლისკენ მოუწოდეს, მაგრამ მცირე ნაწილმა ეს გააპროტესტა და ადგილზე დარჩა. აქცია პარლამენტთან დღეს საღამოს 19 საათზე იგეგმება, მანამდე ოპოზიციონერი ლიდერები სამომავლო გეგმებს დასახავენ.

19 ნოემბერი 2019, 01:15

საქართველო

IRI-მ ქართველი პოლიტიკოსების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა: დადებითი 57%, უარყოფითი 36%, , არ ვიცი 7%. მეორე ადგილზე თბილისი მერი კახა კალაძეა: დადებითი 49%, უარყოფითი 42%, არ მსმენია 1%, არ ვიცი 7%. მესამე ადგილს „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი იკავებს.

არჩევნები

19 ნოემბერი 2019, 00:48

საქართველო

IRI: მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23% მისცემდა ხმას, „ნაცმოძრაობას“ - 15%

IRI-ს კვლევის მიხედვით, მომავალ რომ არჩევნები იყოს „ქართულ ოცნებას“ 23 % მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 15%. საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით ჩაატარა. სხვა პარტიები - 4%. არ იცის ან კითხვაზე პასუხი არ აქვს 32 %-ს.

19 ნოემბერი 2019, 00:39

საქართველო

IRI-ს გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციას ენდობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კველვის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გამოკითხულთა უმრავლესობა ტელეკომპანია „იმედის“ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ ინფორმაციას ენდობა. კერძოდ, 39% ამბობს, რომ მათთვის ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ყველაზე სანდოა.

გია ცეცაძე

19 ნოემბერი 2019, 00:19

სპორტი

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა გაძევების გამო მსაჯისკენ გადააფურთხა

ვითარების განმუხტვის შემდეგ არბიტრმა ერთ-ერთ სლოვაკ მწვრთნელსა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს წითელი ბარათი უჩვენა, რის შემდეგაც ცეცაძემ მსაჯისკენ გადააფურთხა და ამის გამო სავარაუდოდ სერიოზული სასჯელი ელოდება.

18 ნოემბერი 2019, 23:49

ძალოვნები

ბოლო მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 37 ადამიანია დაკავებული

მანამდე ინფორმაცია 18 დაკავებულის შესახებ ვრცელდებოდა. მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე. დაკავებულების სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი

18 ნოემბერი 2019, 23:37

საქართველო

IRI-ს კვლევა: საქართველოს მოსახლეობის 78% პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კველვის შედეგები გამოქვეყნა, რომელშიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეებიც განსაზღვრა. კერძოდ, „საქართველოს მოსახლეობის 78%, რომელსაც სმენია სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისთვის, ემხრობა ამ ცვლილებას“.

ხანძარი მესტია

18 ნოემბერი 2019, 23:35

ძალოვნები

სოფელ ცხუმარის მახლობლად ტყის ხანძარს 45-მდე მეხანძრე-მაშველი აქრობს

ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

აშშ ციხე

18 ნოემბერი 2019, 23:09

მსოფლიო

ამერიკელმა 12 წელი ციხეში გაატარა დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია

2007 წელს მარტინესის სასამართლო პროცესზე ნაფიცი მსაჯულების აზრი მის დამნაშავეობაზე ორად გაიყო. პროკურატურამ მეორე სასამართლო პროცესი მოითხოვა, რომლის შედეგებითაც მარტინესი დამნაშავედ ცნეს. მიუხედავად იმისა, რომ 5 ძარცვიდან 2-ის შემთხვევაში კაცი სამსახურში იყო.

აქცია რუსთაველზე

18 ნოემბერი 2019, 22:25

საქართველო

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან

უცხოელი ანალიტიკოსები თბილისში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარებს Twitter-ზე ავრცელებენ. კარნეგის ფონდის ანალიტიკოსი თომას დე ვაალი წერს, რომ რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შემდეგ ვითარების პროგნოზირება რთულია. Heritage Foundation-ის მკვლევარი დემოკრატიის განვითარების რთულ პროცესზე ამახვილებს ყურადღებას.

ბრაზილია ფეხბურთი

18 ნოემბერი 2019, 22:21

სპორტი

მსოფლიოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატში ბრაზილიამ გაიმარჯვა

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი გაბრიელ ვერონი დასახელდა. საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი კი ჰოლანდიელმა სიონტე ჰანსენმა მიიღო. ბრაზილიის ნაკრებმა ჩემპიონის ტიტული მეოთხედ მოიგო და რეკორდსმენს, ნიგერიის გუნდს ერთი ტიტულით ჩამორჩება.

პრინცი ენდრიუ

18 ნოემბერი 2019, 22:12

მსოფლიო

პრინც ენდრიუს ინტერვიუს ექსპერტებმა და პრესამ კატასტროფა უწოდეს

ინტერვიუ მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. მისი გამოქვეყნების შემდეგ ექსპერტებმა და პრესამ, მათ შორის თავად BBC-ის თანამშრომლებმა, ის პრინცის და სამეფო ოჯახის იმიჯისთვის კატასტროფად შეაფასეს. დაიწერა, რომ ინტერვიუ პრინცის სახელის და რეპუტაციის გადარჩენის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ის ჩავარდა.

18 ნოემბერი 2019, 22:10

ეკონომიკა

„ფრესკოს“ ყველა სუპერმარკეტი პროტესტის ნიშნად 1 დღით დაიხურება

„ჩვენო ერთგულო მომხმარებლებო, ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. ვიმედოვნებთ, რომ გაგებით მოეკიდებით ჩვენს ქმედებას. 2019 წლის 20 ნოემბრის 00:00 საათიდან კვლავ ჩვეულებრივ, 24 საათიან რეჟიმში განვაახლებთ თქვენს მომსახურებას“- ნათქვამია განცხადებაში.

აშშ სროლა

18 ნოემბერი 2019, 21:29

მსოფლიო

აშშ-ში Walmart-ში სროლას მსხვერპლი მოჰყვა

ოკლაჰომას შტატში სუპერმარკეტების ქსელ Walmart-ში სროლას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, შავებში ჩაცმული თავდამსხმელი თავადაც დაიღუპა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ზურაბ ჯაფარიძე

18 ნოემბერი 2019, 21:12

ძალოვნები

ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

ამავე სამმართველოში პარლამენტთან აქციაზე დაკავებული 16 დაკავებული პირია გადაყვანილი, მათ შორის არიან ზუკა ბერძენიშვილი, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ირაკლი ფავლენიშვილი, შოთა მათითაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, ლადო ვართანოვი და ლევან ნოზაძე.

18 ნოემბერი 2019, 20:43

საქართველო

საავადმყოფოებში 6 დაშავებული გადაიყვანეს, მათ შორის 2 პოლიციელია

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებებში 6 პაციენტი გადაიყვანეს. მათ შორის 2 პოლიციელია. ერთ-ერთ მათგანს, რომელსაც ჭრილობა აქვს მიყენებული თავის არეში და გადაყვანილია კავკასიის მედიცინის ცენტრში. მას უტარდება შესაბამისი კვლევები.

კახა კალაძე

18 ნოემბერი 2019, 20:34

საქართველო

მდინარაძე და კალაძე რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ

ოპოზიცია გაწბილებულია, რომ დღევანდელი ღონისძიება გართულების, დაზიანების გარეშე დასრულდა, ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის მიმდებარედ აქციის დაშლას. „მთავარი ამბავია, რომ დიდი მოთმინებით შეხვდნენ საქმეს, გაუფრთხილდნენ თითოეული ადამიანის უფლებას“.

Mustang Mach-E

18 ნოემბერი 2019, 20:23

ტექნოლოგიები

Ford-მა ელექტრომობილი Mustang Mach-E წარადგინა

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Ford-მა ელექტრომობოლი Mustang Mach-E წარადგინა. ავტომობილი 5 კომლექტაციაში წარადგინეს. ის საათი 100 კილომეტრს ავითარებს. მას შეუძლია 600-მდე კილომეტრი დამუხტვის გარეშე გაიაროს. ბატერეის დამუხტვა 80%-მდე 38 წუთშია შესაძლებელი.

კაილი ჯენერი

18 ნოემბერი 2019, 20:20

ეკონომიკა

Coty კაილი ჯენერის კოსმეტიკური კომპანიის ნახევარს $600 მილიონად იყიდის

2019 წლის მარტში Forbes-მა კაილი ჯენერი ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად დაასახელა, შეაფასა რა მისი ქონება იმ მომენტისთვის 1 მილიარდ დოლარად. Forbes-ის 2019 წლის ყველაზე გავლენიანი ცნობილი ადამიანების რეიტინგში, კაილი ჯენერმა მეორე ადგილი დაიკავა (პირველ ადგილზე ტეილორ სვიფტია).