imedi /  06 ივლისი 2019, 11:10 / სანდო წყარო

თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიურ რეზერვში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო.  ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

თბილისის, მცხეთისა და იმერეთის რეგიონში მცხოვრები18-დან 50 წლამდე ასაკის მოქლაქეებს შესაძლებლობა აქვთ რეზერვის პროგრამაში ჩაირიცხონ ისე, რომ სამუშაო ადგილი შეინარჩუნონ და პარალელურად დამატებითი ანაზღაურება მიიღონ.  

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ 18-დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტებსაც, რომლებსაც სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. 

ტერიტორიული რეზერვის პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაეთვლება.

რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. საერთო ჯამში, სამხედრო სამსახურის პერიოდში რეზერვისტის წლიური მინიმალური ანაზღაურება ხელზე ასაღები 2700 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება. 

რეგისტრაციის დაწყებასთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ და მათ აქტიური რეზერვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

საბუთები მიიღება 1 ივლისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით, ყოველ სამუშაო დღეს, დილის 10-დან საღამოს 4 საათამდე.

ყველა სიახლე

ბიძინა ივანიშვილი არჩილ თალაკვაძე

17 ივლისი 2019, 15:16

საქართველო

თალაკვაძე: მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ძალადობრივი შეტევის აღკვეთა ხელისუფლების მოვალეობაა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, გნებავთ როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა და ამ ქვეყნის მოქალაქემ, უბრალოდ და ზუსტად ჩამოაყალიბა პოზიცია, რომელსაც მთელი გუნდი მხარს უჭერს". ამის შესახებ თალაკვაძემ Facebook-ზე დაწერა.

ირაკლი ლექვინაძე

17 ივლისი 2019, 15:08

ეკონომიკა

ბიზნესომბუდსმენი: საბანკო რეგულაციები უნდა შერბილდეს

ირაკლი ლექვინაძემ კერძო სექტორში გამოკვეთილ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, გასული ექვსი თვის განმავლობაში გამოწვევების წინაშე, ძირითადად, სამშენებლო სექტორი დადგა, რაც განპირობებული იყო როგორც საბანკო რეგულაციებით, ასევე შრომის შესახებ ახალი კანონმდებლობით.

სასამართლო

17 ივლისი 2019, 14:54

საქართველო

მოსამართლეობის კანდიდატი: საბჭოს წევრი ჩემი ყოფილი რძალია, ინტერესთა კონფლიქტი უკვე აღარ არის

რამდენიმე საათია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს. ზურაბ აზნაურაშვილთან ყველაზე მეტი კითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთ. მათი ინფორმაციით კანდიდატს საბჭოს მოსამართლე წევრ თამარ ონიანთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს.

თორნიკე რიჟვაძე

17 ივლისი 2019, 14:48

საქართველო

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

„ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

ლევან იმერლიშვილი

17 ივლისი 2019, 14:42

ძალოვნები

აქციის ღამესთან დაკავშირებით დაკავებულ შსს-ს თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს ლევან იმერლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის 15 ივლის გენერალურმა პროკურატურამ დააკავა. ამ საქმეზე უკვე ჯამში 2 სამართალდამცველია დაკავებული.

ბავშვები

17 ივლისი 2019, 14:36

მსოფლიო

ყირიმში საბავშვო ბანაკში 54 ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ბავშვებიც

15-17 ივლისს ევპატორიას საავადმყოფოში 49 ბავშვი და 5 მეთვალყურე დიარეითა და ღებინებით შეიყვანეს. სამი ბავშვი რეანიმაციაში მოხვდა. დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

17 ივლისი 2019, 14:35

საქართველო

გახარიას გადადგომის მოთხოვნით შს სამინისტროსთან მოქალაქეებმა აქცია-პერფომანსი გამართეს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია-პერფომანსი გაიმართა. მოქალაქეებს ხელში ბანერები ეჭირათ, რომელზეც სამიზნეები იყო გამოსახული და ამ ფორმით 20 ივნისის ღამეს მომხდარ მოვლენებს აპროტესტებდნენ.

ირაკლი კობახიძე

17 ივლისი 2019, 14:22

საქართველო

კობახიძე: კოალიციური მთავრობა სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე ძალასთან შეიძლება ჩამოყალიბდეს

ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან, რომელსაც სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები აქვს. ასე უპასუხა კობახიძემ კოალიციურ მთავრობასთან დაკავშირებით.

17 ივლისი 2019, 14:13

ძალოვნები

20 ივნისის საქმეზე კიდევ სამი ადამიანი დააკავეს

"შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების პროცესს ინტენსიურად განაგრძობს. მტკიცებულებების მოპოვებისთანავე გაგრძელდება ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას",- განმარტეს შსს-ში.

ჯონი კლეგი

17 ივლისი 2019, 13:56

კულტურა

მუსიკოსი ჯონი კლეგი გარდაიცვალა

გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.სიმსივნის დიაგნოზი ექიმებმა მუსიკოსს 2015 წელს დაუდგინეს. კლეგის მუსიკალური კარიერა გასული საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც მან მუსიკალური ჯგუფი Juluka ჩამოაყალიბა. პოპულარობის მწვერვალს სამხრეთაფრიკულმა ჯგუფმა 80-იან წლებში მიაღწია.

R. Kelly

17 ივლისი 2019, 13:42

კულტურა

R. Kelly გირაოთი არ გაათავისუფლეს

მომღერლის წინააღმდეგ 13 ბრალდებაა, მათ შორისაა ბავშვთა პორნოგრაფია. მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი სექსუალური დანაშაულის 10 ეპიზოდზე ილინოისის შტატში ბრალი 22 თებერვალს წაუყენეს. არტისტმა მანამდე არაერთხელ გაჟღერებული ბრალდებები უარყო. მომღერალი მსჯავრდებული არასდროს ყოფილა.

17 ივლისი 2019, 13:22

საქართველო

საქართველოს 4 ქალაქში ჰაერში აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების კონცენტრაციები ნორმას აჭარბებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის მონიტორინგს განაგრძობს. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ისაზღვრება. გაზომვების შედეგად კი ატმოსფერულ ჰაერში აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებმა ნორმას გადააჭარბა.

ბიონსე

17 ივლისი 2019, 13:16

ტაბლოიდი

ბიონსემ The Lion King-ის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპი გამოუშვა. ვიდეო

კომპოზიცია Spirit-ი, ისევე, როგორც საკულტო Can You Feel the Love Tonight, The Lion King-ის ახალ ალბომში ერთიანდება. Spirit-ის ვიდეოკლიპი ულამაზესი უკანა ხედებით, კოსტუმებით, ქორეოგრაფიული ნამუშევრით და, რაც მთავარია, მუსიკით გამოირჩევა. ვიდეოკლიპში ასევე მონაწილეობს ბიონსეს 7 წლის ქალიშვილი ბლუ აივი.

როჰინჯა მუსლიმები

17 ივლისი 2019, 13:11

მსოფლიო

აშშ-მა მიანმარის სამხედრო ხელმძღვანელობას როჰინჯა მუსლიმების ეთნიკური წმენდის გამო სანქციები დაუწესა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასულ პერიოდში მომხდარი ძალადობის გამო, რომლის შედეგადაც ბანგლადეშში 740 ათასამდე როჰინჯა მუსლიმი გაიქცა, მიანმარის ჯარის ხელმძღვანელს მინ აუგ ჰლეინგსა და სხვა მაღალი სამხედრო წოდების პირებს სანქციებს დაუწესებს.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 13:05

საქართველო

ივანიშვილი: კობახიძე გუნდს გადაეფარა, კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან წასვლით გუნდს გადაეფარა, "ასეთია და კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, ის თანამდებობაზე არ იომებს", - განაცხადა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა.

ბილ გეიტსი

17 ივლისი 2019, 13:02

ეკონომიკა

ბილ გეიტსი მსოფლიოში სიმდიდრით მეორე ადამიანი აღარაა

მისი ადგილი კომპანია LVMH-ის მფლობელმა ბერნარ არნომ დაიკავა. მილიარდერების სიაში ფრანგი 107,6 მილიარდი დოლარით მოხვდა. მან გეიტს სულ რაღაც 200 მილიონი დოლარით აჯობა. ამჟამად ამერიკული გიგანტური კომპანიის მფლობელს 107,4 მილიარდი დოლარი აქვს.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:51

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარიას გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ცალკეულ შემთხვევებზე სადაც ძალის გადამეტებას შეიძლებოდა რომ ჰქონოდა ადგილი ასეთ ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებს 20 ივნისის აქციის ღამეს ძალის გამოყენების ლეგიტიმურობაზე შეკითხვები არ აქვთ.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:48

საქართველო

ივანიშვილი: ვინც ამბობს, რომ რუსული ბაზარი უნდა ჩავანაცვლოთ ევროპულით ან უკრაინულით, უმეცარია

"ისინი ვინც მიგვანიშნებენ, რომ რად გინდათ რუსული ბაზარი, აგერ არის უკრაინის და ევროპის ბაზარი, რომ რუსული ბაზარი აუცილებლად უნდა ჩავანაცვლოთ ევროპული ან უკრაინული ბაზრით - არიან უცოდინრები, უმეცრები", - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:42

საქართველო

ივანიშვილი: „ქართული ოცნება“ არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა რაზეც უარს ვამბობთ

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" უარს ამბობს პრინციპზე რომლის მიხედვითაც, ივანიშვილის თქმით "პარტია ძირითადად არჩევნებიდან არჩევნებამდე არსებობდა". ის არ გამორიცხავს, რომ 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს მმართველი პარტია ისევ უმრავლესობით შევიდეს პარლამენტში.

ბიძინა ივანიშვილი

17 ივლისი 2019, 12:28

საქართველო

ივანიშვილი გაბუნიას მონოლოგზე: რაც „რუსთავი 2“-ში მოხდა, ქვეყნის სირცხვილია

"ეს არის არა მარტო "რუსთავი 2-ის" არამედ მთელი ქვეყნის სირცხვილი. ესეთი ლანძღვას, რაც ეკრანიდან მოვისმინეთ, საზოგადოება განსჯის. კარგია, რომ ჩვენ ნაციონალების მცდელობის მიუხედავად ტურიზმი დაინგრეს და ეკონომიკა გაჩერდეს, ყველაფერს ვაკეთებთ რათა ეკონომიკა აღორძინეს, ვგმობ გვარამიას და გაბუნიას გამოსვლებს",- თქვა ივანიშვილმა.