imedi /  10 ივლისი 2019, 13:12 / სანდო წყარო

სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ვენახები იწვის. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

გურჯაანის მერის არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, ცეცხლი სავარაუდოდ, 10 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული და ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს.

ხანძრის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

ყველა სიახლე

22 ნოემბერი 2019, 11:45

საქართველო

გორში ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ბოქლომი ვერ დაადო

გორში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი გამოხატეს. მათ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე მაჟორიტარული ბიუროს დაბოქლომება სცადეს თუმცა.შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა დაცვის,საპატრულო და კრიმინალურმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ფრანგული ხომალდი

22 ნოემბერი 2019, 11:43

საქართველო

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. დახვედრის ცერემონიას თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეტა სმინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კეკელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 11:42

საქართველო

თალაკვაძე: ხედავთ, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში და არა იტალიაში

ხედავთ, რომ არა იტალიაში, არამედ საქართველოს პარლამენტში ვიმყოფები, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის შემცველი სიუჟეტები მიკერძოებული და პოლიტიზებული იყო. „ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ.

გომელაური საფრანგეთში

22 ნოემბერი 2019, 11:31

ძალოვნები

საფრანგეთის შს მინისტრი: თავშესაფრის მიცემის საკითხში ვიქნებით ძალიან მკაცრები

შეხვედრის დასასრულს გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მედიას უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მამუკა მდინარაძის ბიუროს ოფისი

22 ნოემბერი 2019, 11:28

საქართველო

მამუკა მდინარაძის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაურია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სადეპუტატო ბიუროსთან. იქ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სავარაუდოდ დეპუტატის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

22 ნოემბერი 2019, 11:19

საქართველო

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტს ბოქლომი ვერ დაადეს

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვაჟა გაფრინდაშვილი

22 ნოემბერი 2019, 11:16

საქართველო

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთოს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ.

ბათუმი აქცია

22 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს

ხმაურისა და წინააღმდეგობის მიუხედავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდა. თავდაპირველად ისინი შესასვლელის დაბოქლომებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიტუაცია უმაღლეს საბჭოსთან რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.

იულია ტიმოშენკო ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობილი ნაწნავით ის ჟურნალისტებმა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გადაიღეს. უკრაინულ მედიაში ტიმოშენკოს ნაწნავს „რევოლუციურს“ უწოდებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

22 ნოემბერი 2019, 10:43

საქართველო

მესტია-უშგულისა და ვერონა-შუამთის მონაკვეთებზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ186-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაა აკრძალული.

ბალოტელი

22 ნოემბერი 2019, 10:25

სპორტი

„ბრეშიას“ მწვრთნელმა მარიო ბალოტელი ვარჯიშიდან გააგდო

ფაბიო გროსო 29 წლის ფეხბურთელს იმის გამო გაუნაწყენდა, რომ ვარჯიშზე არასაკმარისად ირჯებოდა. ინციდენტის შემდეგ ბალოტელიმ საწვრთნელი ბაზა თავისი ავტომობილით დატოვა. მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ „ბრეშიას“ მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა

22 ნოემბერი 2019, 10:24

საქართველო

თელავის მერიასთან პოლიციაა მობილიზებული

თელავის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც ქალაქის მერია და კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაა განთავსებული, ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული. „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ლელა მენთეშაშვილს მხარდამჭერებთან ერთად შენობაში შესვლა და მაჟორიტარი დეპუტატების სამუშაო ოთახზე ბოქლომის დადება სურდათ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

როუვენ რივლინი ბენიამინ ნეთანიაჰუ

22 ნოემბერი 2019, 10:15

მსოფლიო

ისრაელში კოალიციური მთავრობის ფორმირება პარლამენტს დაევალა

ისრაელში კოალიციური მთავრობის ფორმირება პარლამენტს დაევალა. ქვეყნის პრეზიდენტმა ქნესეთს მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბებისთვის სამკვირიანი ვადა მისცა. უპრეცედენტო გადაწყვეტილება როუვენ რივლინმა მას შემდეგ მიიღო, რაც კოალიციური მთავრობის შექმნის ორივე მცდელობა კრახით დასრულდა.

ტულუზა

22 ნოემბერი 2019, 10:06

ტაბლოიდი

ტულუზაში კაცი მოწყალების გაცემის გამო დააჯარიმეს

მგზავრი ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს. ამავე დროს, ის აცხადებს, რომ ქალს მისთვის მოწყალება არ უთხოვია და ფული საკუთარი სურვილით მისცა. ადგილობრივი კანონმდებლობით რკინიგზის სადგურებზე მოწყალების თხოვნა აკრძალულია. ბავშვიან ქალს ახალგაზრდა კაცმა 70 სანტიმი აჩუქა, რის გამოც სამართალდამცველებმა მას ჯარიმა გამოუწერეს.

ზვიად კუპრავა

22 ნოემბერი 2019, 09:50

ძალოვნები

ზვიად კუპრავამ საპატიმრო დატოვა

ზვიად კუპრავა ბრალდებული იყო მოსამართლის შეურაცხყოფის საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ის 21 თებერვალს დააკავეს. 2018 წლის 11 ივნისს კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა).

22 ნოემბერი 2019, 09:45

ტექნოლოგიები

Tesla-მ ახალი პიკაპი წარადგინა

Cybertruck იმავე მასალისგან არის აწყობილი, რომელსაც კომპანია SpaceX-ის რაკეტების შესაქმნელად იყენებს. პიკაპის ღირებულება 40-დან 70 ათას დოლარამდე იქნება. Cybertruck-ების სერიული წარმოება 2021 წლიდან დაიწყება.

ოზურგეთი

22 ნოემბერი 2019, 09:40

საქართველო

ოზურგეთში ოპოზიციას თალაკვაძის ოფისის კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს

სამართალდამცველებმა ოპოზიციის წარმომადგენლები შენობიდან გაიყვანეს, რასაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ბოქლომი სამართალდამცველებმა ჩამოართვეს. პოლიცია ამ დროისთვის ისევ შენობასთან არის მობილიზებული.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

22 ნოემბერი 2019, 09:18

საქართველო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 50 მოსამართლეს კენჭს უყრის

დღევანდელ სხდომაზე საბჭო კენჭს უყრის იმ მოსამართლეებს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია. დღის წესრიგით განსახილველ ხუთ საკითხზე იმსჯელებენ.

ირაკლი ოქრუაშვილი ზურაბ ადეიშვილი

22 ნოემბერი 2019, 09:07

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდება

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. ბუტა რობაქიძე თბილისში, აკ. წერეთლის გამზირზე 2004 წლის 24 ნოემბერს მოკლეს.

ეროვნული არქივი

22 ნოემბერი 2019, 08:55

კულტურა

ეროვნული არქივის კინოთეატრში 1928 წელს გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართა

ფილმის საწყისი მასალები „გოსფილმოფონდიდან“ საქართველოში ახლახან ჩამოიტანეს. 16-წუთიანი ფილმი მიხეილ კალატოზიშვილის პირველი დამოუკიდებელი სარეჟისორო ნამუშევარია. ამ ფილმით შედგა ასევე კინოში პირველი ქართველი რეჟისორი ქალის - ნუცა ღოღობერიძის დებიუტი.