imedi /  10 ივლისი 2019, 19:52 / სანდო წყარო

სასამართლომ დაცვის მხარეს პატარკაციშვილის საქმიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე უარი უთხრა

ბადრი პატარკაციშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესზე გამოიკითხა საქმის გამომძიებელი, ლევან ვერულაშვილი, რომელმაც სასამართლოს და მხარეებს "მაგთისა" და "ჯეოსელის" კომპანიებიდან ამონაწერი წარუდგინა.  

დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გამოძიებამ მტკიცებულებები კანონდარღვევით მოიპოვა და მათი ნაწილი თეორიებს ეფუძნება. ბრალდებულების ადვოკატებმა დღეს ერთობლივი შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს ე.წ ძირი საქმიდან ინფორმაციის და მტკიცებულებების გამოთხოვასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამის მიზეზად კი განიმარტა, რომ ანალოგიური შინაარსის შუამდგომლობა უფლებადამცველებმა საქმის არსებითი განხილვის დროს უკვე დააყენეს, რაზეც ადვოკატებს უარი ეთქვათ. დაცვის მხარის ბრალდებებს არ იზიარებს  სახელმწიფო ბრალდება.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე 11 ივნისს ერთ-ერთი მთავარი მოწმე დაიკითხა. კერძოდ, პატარკაციშვილის დაცვის წევრი, რომლის გადაბირებასაც კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი დგებუაძე, იგივე “მასტერა“ ცდილობდა. თავად „მასტერა“ 9 ივლისს გამოიკითხა.

მამუკა შაროვი და “მასტერა“ იმ აუდიოჩანაწერის მონაწილეები არიან, რომელშიც, როგორც გამოძიებამ დაადგინა, მკვლელობის მომზადებაზეა საუბარი. მოწმემ პროცესი უკომენტაროდ დატოვა.

გასული წლის 17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. ჩანაწერების მიხედვით, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნები ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ, მათ შორის, ცდილობენ ბიზნესმენის დაცვის წევრის გადაბირებას.

ამასთან, ჩანაწერების თანახმად, პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.

დიდ ბრიტანეთში პატარკაციშვილის ცხედარს ექსპერტიზა 14 დღე უტარდებოდა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.

ყველა სიახლე

ძაღლი

23 თებერვალი 2020, 10:49

ტაბლოიდი

ტეხასში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა

ტეხასის შტატის ქალაქ ოდესაში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WREX-ი ავრცელებს. ძაღლის პატრონის, ედვარდ ალვარადოს თქმით, 1 წლის ჰასკისა და გერმანული ნაგაზის მეტისი სახელად ჩიკო სახლიდან ღამით გაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

23 თებერვალი 2020, 10:45

ძალოვნები

ოჯახში ძალადობისა და მეუღლის მიმართ მუქარის ბრალდებით ბათუმში ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კ.ა., ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

23 თებერვალი 2020, 10:20

ვიდეო

ფოტოგრაფი ალეკო უნივერსიტეტის ბაღიდან

Lego

23 თებერვალი 2020, 10:20

ტაბლოიდი

Lego-ს ადამიანის მინი-ფიგურის შემქმნელი 78 წლისა გარდაიცვალა

სათამაშოების მწარმოებელი კომპანია Lego-ს დიზაინერი და ადამიანის ცნობილი მინი-ფიგურის შემქმნელი იენს ნიგარდ კნუდსენი 78 წლისა გარდაიცვალა. კნუდსენი დანიის ქალაქ ხვიდე-სანდეში 1942 წელს დაიბადა. Lego-ში ის 1968-2000 წლებში მუშაობდა, თავისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ადამიანის მინი-ფიგურა კი 1970-იან წლებში შექმნა.

დავით ცერცვაძე

23 თებერვალი 2020, 10:12

საქართველო

რწმუნებულის ინფორმაციით, 17 წლის ალეკო შიუკაშვილი ტყეში შეშაზე იყო წასული

„ბიჭები სოფელთან მდებარე ტყეში შეშაზე იყვნენ წასულები. 17 წლის ბიჭი დააკავეს, დანარჩენებმა გამოქცევა შეძლეს. ამ ბიჭის მამაც რამდენჯერმე ჰყავდათ დაკავებული. ზუსტად არ ვიცით, სად იმყოფება ის ახლა - რუსულ ბაზაზე თუ ცხინვალში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

გემი

23 თებერვალი 2020, 09:39

საქართველო

მეკობრეების მიერ გატაცებული მეზღვაურები კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან

მეკობრეები, რომელებმაც მეზღვაურები გაიტაცეს, კონტაქტზე ჯერ არ გამოსულან, შესაბამისად მათი მოთხოვნები ამ ეტაპზე უცნობია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური კომუნიკაცია აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან.

Asayel Slay

23 თებერვალი 2020, 09:33

კულტურა

საუდის არაბეთში ქალი რეპერის დაკავების ორდერი გაიცა

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ გასცა ახალგაზრდა ქალი რეპერის, Asayel Slay-ის დაკავების ორდერი, რომელმაც YouTube-ზე თავისი სიმღერის Mecca Girl-ის ვიდეორგოლი გამოუშვა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

წყალმომარაგება

23 თებერვალი 2020, 09:23

საქართველო

ქუთაისში დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის

ქუთაისში ხვალიდან, დამატებით 30 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადადის. პროექტის ფარგლებში, ამ დროისათვის ქალაქის 60% 24-საათიანი წყლის მიწოდებით სარგებლობს. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ, გიგა მანდარია ქუთაისში ჩავიდა და ის ქუჩები დაათავლიერა, სადაც ახალ ქსელზე გადართვითი სამუშაოებისას რამდენიმე მონაკვეთი დაზიანდა.

23 თებერვალი 2020, 09:09

ძალოვნები

ოკუპანტებმა სოფელ კირბალიდან 17 წლის ალეკო შიუკაშვილი გაიტაცეს

„ვადასტურებთ ერთი პირის უკანონო დაკავების ფაქტს. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლობლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირის გასათავისუფლებლად“, - განაცხადეს უწყებაში.

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 08:55

მსოფლიო

კორონავირუსის ეპიდემიის გამო იტალიის ჩრდილოეთში კარანტინი გამოცხადდა

მას შემდეგ, რაც დაინფიცირებულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია, პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა. ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები გააკონტროლებენ.

კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 08:40

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 2442-ს მიაღწია

ჩინეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 97 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 2442-ს მიაღწია. ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 648 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 76 936-მდე გაიზარდა.

ბერნი სანდერსი

23 თებერვალი 2020, 08:13

მსოფლიო

ნევადაში გამართულ დემოკრატების შიდაპარტიულ კენჭისყრაში ბერნი სანდერსი იმარჯვებს

ნევადას შტატში გამართულ დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ამომრჩევლებმა არჩევანი 33 კანდიდატს შორის გააკეთეს. ბიულეტენების 22%-ის დათვლის შემდეგ სანდერსი ხმების 47%-ს, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კი 23%-ს აგროვებს.

წერილი ბოთლში

23 თებერვალი 2020, 00:51

ტაბლოიდი

ახალ ზელანდიაში ბოთლში გერმანიაში დაწერილი წერილი იპოვეს

8 წლის წინ, გერმანიის ქალაქ ბონში გოგოსების ოჯახმა წერილი დაწერა, ბოთლში მოათავსა და მდინარე რაინში გაუშვა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ გზავნილი ახალ ზელანდიაში, ქალაქ ოკლენდში აღმოაჩინეს. გერმანულმა ოჯახმა ამის შესახებ ავსტრალიელების მიერ მიწერილი წერილიდან შეიტყო.

კვენტინ ტარანტინო

23 თებერვალი 2020, 00:43

ტაბლოიდი

კვენტინ ტარანტინოს პირველი შვილი შეეძინა

ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს და სუპერმოდელ დანიელა პიკს შვილი შეეძინათ. დანიელა პიკმა ისრაელის კლინიკაში იმშობიარა, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. რეჟისორმა დანიელა 2009 წელს ფილმის „უსახელო ნაბიჭვრების“ გადაღებისას გაიცნო. 2017 წელს წყვილს ნიშნობა ჰქონდა, 2018 წელს კი დაქორწინდნენ.

ჯეი დი დილარდი

23 თებერვალი 2020, 00:30

კულტურა

Lucasfilm-ი „ვარსკვლავური ომების“ ახალ პროექტზე მუშაობს

პროექტის რეჟისორი ჯეი დი დილარდი იქნება, სცენარზე კი მეტ ოუენსი იმუშავებს. ამ ეტაპზე ფილმის სიუჟეტის და პერსონაჟების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. უცნობია სურათის ფორმატიც. Lucasfilm-ი და Disney არ აკონკრეტებენ, იქნება ეს სრულმასშტაბიანი ფილმი თუ სერიალი.

სერგეი სტარიცკი

23 თებერვალი 2020, 00:18

მსოფლიო

უკრაინის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს

უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის ლეონიდ კოჟარის სახლში ბიზნესმენი სერგეი სტარიცკი გარდაცვლილი იპოვეს. რუსული მედიის ცნობით, სტარიცკი ადრე ტელეარხ „ინტერს„ ხელმძღვანელობდა. თავიდან სიკვდილის ვერსიად სუიციდს განიხილავდნენ. თუმცა გამოჩნდა მტკიცებულებები, რომ ბიზნესმენი სავარაუდოდ მოკლეს. საქმის გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ანას ბაღი

22 თებერვალი 2020, 23:55

საქართველო

ანას ბაღის მიმდებარედ კორპუსის მშენებლობას აქტივისტები „პარტიზანული ბაღის“ მოწყობით აპროტესტებენ

ვარკეთილში, ანას ბაღის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები პერიოდულად აპროტესტებენ საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, პარტიზანი მებაღეები სკვერს აწყობენ. ისინი ადგილზე სპეციალური მოწყობილობებით გამოჩნდნენ, მიწის ამოთხრა და გამწვანებითი სამუშოები დაიწყეს.

კრისტოფერ ჰივიუ

22 თებერვალი 2020, 23:24

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი „მხედვარის“ მეორე სეზონში ითამაშებს

ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჰივიუ ნიველენის როლს შეასრულებს. „მხედვარის“ წიგნებში ის დაწყევლილი კაცია, რომელიც იძულებულია მონსტრის სახე მიიღოს. მეორე სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. „მხედვარი“, რომელიც პოლონელი მწერლის ანჯეი საპკოვსკის წიგნებზეა დაფუძნებული.

ოქროს ზოდები

22 თებერვალი 2020, 23:03

მსოფლიო

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური 3 ათასი ტონა ოქროს პოვნას უარყოფს

ინდოეთის გეოლოგიური სამსახური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას 3 ათასი ტონა ოქროს პოვნის შესახებ უარყოფს. შესაბამისი განცხადება Twitter-ზეა ხელმისაწვდომი. გეოლოგიური სამსახური აცხადებს, რომ გეოლოგებმა 160 კილოგრამი ოქრო იპოვეს. მსოფლიოს ოქროს მარაგების საბჭოს ინფორმაციით, ინდოეთის ოქროს მარაგი 626 ტონას შეადგენს.

ტატო გრიგალაშვილი

22 თებერვალი 2020, 22:36

სპორტი

ტატო გრიგალაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე რუსი სპორტსმენის დამარცხებით ოქროს მედალი მოიპოვა

ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. მან ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ხასან ხალმურცაევი დაამარცხა. დიუსელდორფის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი 21 თებერვალს ვაჟა მარგველაშვილმა მოიპოვა. 66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა.