imedi /  12 ივლისი 2019, 13:01 / სანდო წყარო

უზენაესმა სასამართლომ სერგო თეთრაძის საქმეზე ბაჩო ახალაის წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა

უზენაესი სასამართლო

უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში,  დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ძალაში დარჩა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

„ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბ.ა.-მ წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობას“ ჩადიოდნენ. ამ ინფორმაციას იგი გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები.

გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბერში „ჯაშუშობის“  ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს ეს თანხა - 60 000 ლარი კონფიდენტებზე, ე.წ „ჯაშუშებზე“ ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა. სინამდვილეში, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და იგი მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბ.ა. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’, ,,გ’’ და ,,ზ’’  ქვეპუნქტებით; 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის  მე-2  ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით  3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მინისტრის ყოფილი მოადგილე ნ.ძ. მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით  და 341-ე მუხლით, მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეუმცირდა ამნისტიის აქტით და განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულები არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მ.ქ., №8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ა.მ., ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და რეჟიმის განყოფილების უფროსი. თითოეულს სასჯელად განესაზღვრა  9 წლით თავისუფლების აღკვეთა“, - ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ბრიტანული ტანკერი Stena Impero

21 ივლისი 2019, 00:58

მსოფლიო

ირანმა ბრიტანული ტანკერის დაკავების ამსახველი ვიდეო გაავრცელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში ბრიტანული ტანკერის Stena Impero-ს დაკავების კადრები გაავრცელა. ვიდეოზე ჩანს, როგორ უახლოვდებიან ტანკერს ნიღბიანი სპეცრაზმელები ვერტმფრენით და კატარღებით.

ჟაირ ბოლსონარუ

21 ივლისი 2019, 00:46

ეკონომიკა

ბრაზილიის პრეზიდენტი: ბიუჯეტი $667 მილიონით უნდა შემცირდეს

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის მთავრობამ ბიუჯეტი $667 მილიონით უნდა შეამციროს, რადგან დაბალი ეკონომიკური ზრდა წლიურ შემოსავალზე უარყოფითად აისახება. ჟაირ ბოლსონარუს თქმით, საჭიროა მთავრობის მუშაობის შეჩერების თავიდან აცილება.

ენზელ მკოიანი

21 ივლისი 2019, 00:14

ძალოვნები

ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორი დეპუტატს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ნარინე გინოსიანი მის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაში ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს ენზელ მკოიანს ადანაშაულებს. იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება, რომ მკოიანს მის მიმართ პირადი ინტერესები ჰქონდა და დაემუქრა კიდეც.

21 ივლისი 2019, 00:12

ძალოვნები

დაკავებისას ბრალდებულებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს

„მომხდარის დროს არავინ დაშავებულა. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები. გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს“, - განუცხადეს Imedinews-ს სამინისტროში. ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ორი პირი დააკავა.

სეჰამ სერგევა

20 ივლისი 2019, 23:43

მსოფლიო

ლიბიის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსი ქალი შეიარაღებულმა მებრძოლებმა გაიტაცეს

შემთხვევა ქალაქ ბენღაზიში სამი დღის წინ მოხდა. სერგევას ოჯახის ინფორმაციით, მისი ადგილმდებარეობა ახლა უცნობია. მათი განცხადებით, სეჰამი ლიბიის ეროვნული არმიის ლიდერის, ხალიფა ხაფტარის დაქვემდებარეში მყოფმა პირებმა გაიტაცეს.

20 ივლისი 2019, 23:15

მსოფლიო

გერმანიაში მცირე ზომის თვითმფრინავი შენობას დაეცა

გერმანიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბრუხზალში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა და შენობას დაეცა. საფრენი აპარატი შტუტგარტიდან 70 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქში, ტექნიკის მაღაზიაში შევარდა. ასევე უნობია, რამდენი ადამიანი იყო ბორტზე. შენობა ბრუხზალის აეროდრომთან ახლოს მდებარეობს.

შარლ დე გოლის ძეგლი ქალაქ ევრიოში

20 ივლისი 2019, 22:32

მსოფლიო

ალჟირის ნაკრების გულშემატკივრებმა საფრანგეთში შარლ დე გოლის ძეგლი წააქციეს. ფოტო

აფრიკის ერთა თასის ფინალის დასრულების შემდეგ ასობით გულშემატკივარი დე გოლის მოედანზე შეიკრიბა და საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის რამდენიმე დღის წინ დადგმული ძეგლი წააქციეს და დააზიანეს. მოედანზე მობილიზებულმა პოლიციელებმა ფანების შეჩერება ვერ შეძლეს.

20 ივლისი 2019, 22:00

თემა

რა გავლენას ახდენს მთვარის ფაზები ადამიანების ქცევასა და ჯანმრთელობაზე?

1969 წლის 20 ივლისს ამერიკელებმაპირველად დადგეს ფეხი მთვარეზე. ამ დღიდან 50 წელი გავიდა.

ირაკლი ოქრუაშვილი

20 ივლისი 2019, 21:52

საქართველო

ოქრუაშვილი ხალვაშისთვის 7,7 მილიონი დოლარის სესხებაზე: ფინანსების მოზიდვის ბერკეტები მქონდა

„ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები გარკვეული ფინანსების მოზიდვის გარკვეული საქმისთვის, ეს არ იყო მარტო „რუსთავი 2“, ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი და შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი“, აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც რუსთავი2-ის წილებზე აქვს პრეტენზია.

A$AP Rocky

20 ივლისი 2019, 21:26

კულტურა

ტრამპი: მზად ვარ A$AP Rocky-ს თავდებად ჩავუდგე

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა შვედეთის პრემიერმინისტრ სტეფან ლოფვენთან, რომელმაც დამარწმუნა, რომ აშშ-ის მოქალაქე A$AP Rocky-ს სამართლიანად მოექცევიან. ამავდროულად, მე დავარწმუნე, რომ რეპერი არ გაექცევა მართლმსაჯულებას, და შევთავაზე, რომ თავდებად ჩავუდგე. 48 საათში ჩვენ კიდევ ერთი საუბარი გვექნება“, - წერს ტრამპი.

კახა კალაძე

20 ივლისი 2019, 21:01

საქართველო

კალაძე: დიღმის ტყე-პარკში მშენებლობაზე ნებართვის გაცემის შესახებ საუბარი დიდი ტყუილია

სიცრუეა, თითქოს დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორია გამოყენებული იქნება სამშენებლო მიმართულებით ან ავტოსადგომების მოსაწყობად. ეს ტერიტორია იქნება მხოლოდ და მხოლოდ დასასვენებელი სივრცე, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

20 ივლისი 2019, 20:45

ძალოვნები

მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს

„მაშველებმა ამერიკის ოთხი მოქალაქე, სამი ქალი და კაცი, ვერტმფენის საშუალებით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს“. უწყების ცნობით, დაშავებულების დასახმარებლად დაუყოვნებლივ გავიდა მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. ქალს სხეულის მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

აშშ-ჩინეთი

20 ივლისი 2019, 20:41

მსოფლიო

აშშ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ვითარების დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს

აშშ ჩინეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის საბადოებზე ძალის საშუალებით კონტროლის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორგან ორტაგუსმა განაცხადა.

20 ივლისი 2019, 19:29

საქართველო

ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობას აპროტესტებენ

„ბათუმის რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „გაწიე კედელი, ზღვა დამანახე", ამ და სხვა ლოზუნგებით ბათუმში აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ითხოვენ, შეჩერდეს პროექტის „რივირა“ საქმისწარმოება, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

20 ივლისი 2019, 19:21

საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს დღეს შეხვდება

ოქრუაშვილის თქმით, სად ჩატარდება შეხვედრა, ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ შეკრება ტელეკომპანიის შენობაში არ გაიმართება. ირაკლი ოქრუაშვილმა ამ ეტაპზე არც ის იცის, რომელი ჟურნალისტები არიან თანახმა მასთან შეხვედრაზე.

საპროტესტო აქცია მოსკოვში

20 ივლისი 2019, 19:18

მსოფლიო

მოსკოვში თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით მრავალთასიანი აქცია გაიმართა

მოსკოვში, სახაროვის გამზირზე დედაქალაქის სათათბიროში დაგეგმილ არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა 22,4 ათასმა ადამიანმა მიიღო, შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 12 ათასი მომიტინგე დაითვალეს.

20 ივლისი 2019, 19:07

ძალოვნები

ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაღდათის პოლიციამ კერძო პირის საკარმიდამო ნაკვეთიდან 36 ძირი კანაფი ამოიღო. პოლიციის თანამშრომლებმა კანაფი სამ პიკაპში ჩატვირთეს და ისე გაიტანეს.

ირაკლი ოქრუაშვილი

20 ივლისი 2019, 18:58

საქართველო

რა ქონებას ფლობდა ოქრუაშვილი, როდესაც მისი თქმით, ხალვაშს 7,7 მილიონი დოლარი ასესხა

ირაკლი ოქრუაშვილი 2004 წელს 22 ათას ლარად შეფასებულ ავტომანქანას, 123 ათას ლარად შეფასებულ ბინას თბილისში და 9000 ლარად შეფასებულ ავეჯს ფლობდა. ამის შესახებ მის მიერ 2004 წლის 30 აპრილს შევსებული ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციიდან ირკვევა.

20 ივლისი 2019, 18:44

მსოფლიო

ერაყის ქურთისტანში თურქი დიპლომატის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ერაყის ქურთისტანის დედაქალაქის ერბილის პოლიციამ ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც თურქი დიპლომატის და ერაყის ორი მოქალაქის მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილი. თურქული მედიის ცნობით, ცნობილია მხოლოდ ერთი დაკავებულის ვინაობა. დანარჩენი სამის სახელი არ ხმაურდება.

20 ივლისი 2019, 18:21

ტექნოლოგიები

კვლევა: ოპერაციამდე მუსიკის მოსმენა ნერვებს ამშვიდებს

ოპერაციამდე მუსიკის მოსმენას დამამშვიდებელი მედიკამენტების ეფექტი აქვს, ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. სიმღერა ამცირებს შფოთვას, დადებითად მოქმედებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე-ამის თქმის საფუძველს მეცნიერებს ჩატარებული კვლევა აძლევს.