Imedi /  13 ივლისი 2019, 17:15 / სანდო წყარო

პროკურატურა: მელიას გამოსვლის ამსახველი ვიდეო დაცვის მხარის ინტერპრეტაციაა

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას მონაწილეობით წარმოდგენილი ვიდეო დაცვის მხარის ინტერპრეტაციაა და წარმოადგენს საზოგადოებაში შეცდომის შეყვანის მცდელობას. ამასთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

საგამოძიებო უწყების განმარტებით, დაცვის მხარემ შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას.

„დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

კერძოდ, ეს ვიდეომასალა, რომელიც უტყუარად ადასტურებს ნიკანორ მელიას ბრალეულობას, მოიპოვა ბრალდების მხარემ და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადასცა დაცვის მხარეს.

დაცვის მხარემ მასზე დაყრდნობით შექმნა ვიდეომასალის საკუთარი ვერსია და მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, განსხვავებული ინტერპრეტაციით მიაწოდა საზოგადოებას. დღეს ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ამ ვიდეომტკიცებულების სრულ ვერსიას და მათ შორის იმ ეპიზოდსაც, რომელზეც ასე დაჟინებით ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიპყრობას დაცვის მხარე.

ვიდეომტკიცებულების სრული ვერსიის დეტალური ანალიზის შედეგად ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობდა ნიკანორ მელია, პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით განხორციელებული ძალადობრივი აქტისთვის მოჩვენებითად მიეცა მშვიდობიანი ხასიათი, რაც მას, სავარაუდოდ, სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის აცილების მიზნით სჭირდებოდა.

ნიკანორ მელია, რეალური დანაშაულებრივი განზრახვის შესანიღბად, პერიოდულად იყენებდა ისეთ მოწოდებებს, როგორიცაა ,,ჩვენ უნდა შევიდეთ, მშვიდობიანად, ხელებაწეულები პარლამენტის შენობაში“ და ასე შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურებოდა ნიკანორ მელიას მოჩვენებითი მზაობა, მოლაპარაკების გზით ამოეწურა კონფლიქტი, რადგან ამ მშვიდობიანი მოწოდების პარალელურად მოძალადეებმა რამდენიმე ადგილას მოახერხეს პოლიციური კორდონის გარღვევა, რასაც მოჰყვა კიდეც პოლიციელთა მხრიდან მოძალადეთა მოგერიების მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენება.

მოდით ქრონოლოგიურად მივყვეთ, როგორ ვითარდებოდა მოვლენები: 2019 წლის 20 ივნისს, დაახლოებით 17:25 საათიდან, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შეკრება დაიწყეს მომიტინგეებმა. აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, თუმცა, დაახლოებით 21:07 საათზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნიკანორ მელიამ და მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლისკენ მოუწოდა თუ აქციაზე გახმოვანებული მოთხოვნები ერთ საათში არ დაკმაყოფილდებოდა.

„მე მიმაჩნია, რომ ჩვენ არაფერი გვესაქმება პარლამენტის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტში (ხელებაწეული), სანამ ხალხი არ დაიბრუნებს ქვეყანასაც და პარლამენტსაც, ჩვენ არც პარლამენტი გვაქვს და არც ქვეყანა“ - ეს არის ის მოწოდებები, რომლებითაც ნიკანორ მელია აგრესიულად განწყობილ აქციის მონაწილეებს მიმართავს. დაახლოებით 21:46 საათზე, ნიკანორ მელიამ განმეორებით მიმართა აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას და 10 წუთში პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა.

ნიკანორ მელიას ამ მოწოდებიდან 6 წუთში, პარლამენტის წინ მყოფმა მოქალაქეთა ნაწილმა, ნიკანორ მელიას ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დაიწყეს პარლამენტის შენობის წინ, პერიმეტრზე განლაგებული სამართალდამცავების მიმართ ძალადობა, იარაღად სხვადასხვა ნივთების გამოყენებით მათზე თავდასხმა, ასევე სამართალდამცავთა კუთვნილი ნივთების დაზიანება და განადგურება. დაახლოებით 22:51 საათზე, ნიკანორ მელიამ კვლავ მიმართა აქციის მონაწილეებს და მოუწოდა მათ არ დაეტოვებინათ რუსთაველის გამზირი მიზნის მიღწევამდე. „არ ვიცვლით ფეხს აქედან გამარჯვებამდე“,-მიმართავს მელია აქციის მონაწილეებს, რომლებიც გამუდმებული შეტევებით ცდილობენ პოლიციის კორდონის გარღვევას და პარლამენტში შეჭრას.

აღნიშნულის შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა კვლავაც განაგრძეს სამართალდამცავთა მიმართ ძალადობა იარაღად სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით.

დაახლოებით 23:39 წუთზე, იმ დროს, როდესაც ნიკანორ მელია მეგაფონით მიმართავდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას, აქციის მონაწილეთა ნაწილი კვლავ განაგრძობდა სამართალდამცავებზე თავდასხმას-ართმევდნენ მათ სპეციალურ საშულებებს (ხელკეტებს, ჩაფხუტებს, ფარებს), კორდონიდან იტაცებდნენ პოლიციელებს და აყენებდნენ მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 23:56 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი. ნიკანორ მელია, ისევე როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ათასობით მომიტინგე ნათლად ხედავდა, რომ პარლამენტში მშვიდობიანად შესვლას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს იცავდა ცოცხალი კორდონი და ხდებოდა პერიმეტრის გაძლიერებული დაცვა.

ნიკანორ მელია პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის განზრახვის შეფარვისთვის იყენებდა ისეთ ფრაზებს როგორებიცაა: „მშვიდობიანი შესვლა“, „ხელების აწევით შესვლა“ და ა.შ. რითაც ცდილობდა შეენიღბა მისი რეალური განზრახვა. მოწოდების მომენტშიც და მანამდეც, ნიკანორ მელია აცნობიერებდა, რომ იგი საქართველოს პარლამენტის წევრია და იქ მყოფ დემონსტრანტებსა და მხარდამჭერებში სარგებლობს ნდობით და შესაბამისად, მის მოწოდებას შეეძლო მოსალოდნელი შედეგის მყისიერად დადგომა, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ლეგიტიმური პროტესტის გამოსახატად შეკრებილ მოქალაქეებში ემოციური ფონი ისედაც მაღალი იყო.

ზემოაღნიშნული მოწოდებებით და სამართალდამცავთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებში მონაწილეობით ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ ჩაიდინა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა, რაც დასტურდება აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. რაც შეეხება 2019 წლის 10 ივლისს, ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიერ გავრცელებული ვიდეოჩანაწერის ნაწილს, რომელიც მის ადვოკატს გამოძიებამ მთლიან ვიდეომასალასთან ერთად გადასცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს ჩანაწერი არ შეიცავს სრულ კონტექსტს და არ ასახავს იმ დროს აქციაზე განვითარებული მოვლენების რეალურ სურათს.

საზოგადოებამ ცალკეული მედია საშუალებების მეშვეობით, რომლებიც პირდაპირი ეთერში პარალელურ რეჟიმში გადასცემდნენ მელიას ქმედებების ამსახველ ვიდეომასალას და აქციაზე მოვლენების განვითარებას, ნათლად იხილა, რა ხდებოდა იმ დროს რეალურად აქციაზე. ასევე გაცნობებთ, რომ ნიკანორ მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისთვის გამოკითხულია 80-მდე პირი. ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.

საქმეზე ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ამ ეტაპზე გამოძიების ფარგლებში გამოკითხულია 230-მდე პირი, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გრძელდება მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციის მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიებისა და სხვა ნივთების ამოღება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

საქართველოს გენერალური პროკურატურა საგამოძიებო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად კვლავ განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დროულად იქნება ინფორმირებული. პროკურატურა რეაგირების გარეშე არ დატოვებს გამოძიების დისკრედიტაციის არც ერთ მცდელობას, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის. ამავე დროს, შესაბამისი საგამოძიებო უწყებები დაადგენენ ყველა იმ პირის ბრალეულობას, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ ჯგუფურ ძალადობას და მონაწილეობდნენ მასში პარლამენტის შენობაში შეჭრის მიზნით“.

პარლამენტმა ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა. 

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 25 ივნისს ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. 

პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით გუშინ მიმართა. 

21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ითქვა, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. საქმე ეხება 19-20 ივნისის საპროტესტო აქციას.

20 ივნისს ღამით, პარლამენტის შენობის წინ სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

პეტრონასის კოშკები

22 ივლისი 2019, 00:55

მსოფლიო

საკულტო ნაგებობების არქიტექტორი სეზარ პელი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებული შტატებიდან მალაიზიის ჩათვლით სეზარ პელის მემკვიდრეობას შორის არის ისეთი ნაგებობები როგორიცაა: დასავლეთ ჰოლივუდში მდებარე მრავალფუნქციური ცენტრი Pacific Design Center; პეტრონასის კოშკები კუალალუმპურში, რომელმაც ცეზარ პელის Aga Khan Award-ის ჯილდო მოუტანა.

ბოსნია

22 ივლისი 2019, 00:40

მსოფლიო

ბოსნია და ჰერცოგოვინაში 1992 წელს მოკლული 86 ადამიანის ნეშტი დაკრძალეს

მათთვის პატივის მისაგებად მემორიალზე ასობით ადამიანი შეიკრიბა. ქალაქ კორიჩანში კაცებისა და მოზარდების მასობრივი სამარხი 2017 წელს აღმოაჩინეს. 1992 წელს 200-მდე ბოსნიელი მუსლიმი სერბმა პოლიციელებმა ჩაცხრილეს. მათგან დღემდე მხოლოდ 181 ადამიანის ნეშტის პოვნა მოხერხდა.

22 ივლისი 2019, 00:39

მსოფლიო

სირიაში ავიაიერიშს ჟურნალისტი ემსხვერპლა

ფოტორეპორტიორი ანას ალ-დიაბი „ფრანს პრესთან“ (AFP) თანამშრომლობდა. მაშველებისა და ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, ჟურნალისტი რუსეთის ავიადარტყმას ემსხვერპლა. იდლიბის რეგიონში საჰაერო თავდასხმის დროს სულ 18 ადამიანი დაიღუპა.

მიგრანტები

22 ივლისი 2019, 00:15

მსოფლიო

საკრუიზო გემმა ხმელთაშუა ზღვაში 111 მიგრანტი გადაარჩინა

მიგრანტების გემი იტალიისკენ მიემართებოდა, თუმცა საბერძნეთის კუნძულ პელოპონესიდან 40 საზღვაო მილის დაშორებით ჩაძირვა დაიწყო. არ კონკრეტდება თუ რომელი ქვეყნის მიგრანტები იმყოფებოდნენ გემზე. ყველა გადარჩენილი მიგრანტი ქალაქ კალამატის პორტში გადმოსვეს. მიგრანტებს შორის 33 არასრულწლოვანია.

ერაყი

21 ივლისი 2019, 23:53

საქართველო

ქართველი დედის ისტორია, რომელსაც ერაყში შვილი წაართვეს და ქვეყნიდან გააძევეს

საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

სანდრა ოუ

21 ივლისი 2019, 23:22

ტაბლოიდი

გრეის ანატომიის მსახიობი ფასანაურს სტუმრობდა

ABC-ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალს მსოფლიო მასშტაბით რამდენიმე მილიონიანი აუდიტორია ჰყავს და ტელეკომპანიის ისტორიაში ის ყველაზე რეიტინგულ სერიალად ითვლება. 14 წელია, რაც სერიალი სატელევიზიო ეთერში გადის. მსახიობის საქართველოში ყოფნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კომპანიამ გაავრცელა.

21 ივლისი 2019, 22:51

მსოფლიო

ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ კოსტა-რიკაში 19 ადამიანი იმსხვერპლა

ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, 32-დან 72 წლამდე ასაკის 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს. მთავრობამ დაახლოებით 30 000 ბოთლის კონფისკაცია განახორციელა იმ ეჭვით, რომ სასმელი მოწამლულია. 14 კაცი და 5 ქალი დაიღუპა ქვეყნის მასშტაბით, რაც ივნისის დასაწყისიდან პერიოდს მოიცავს.

გერმანია

21 ივლისი 2019, 22:46

მსოფლიო

გერმანიაში Open Beatz-ის ფესტივალზე კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა და დაიღუპა

ბავარიაში (გერმანია) Open Beatz Festival-ზე 31 წლის კაცი ეშმაკის ბორბლიდან გადავარდა. პოლიცია მომხდარის მიზეზებს იძიებს. კაცი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

სალომე ზურაბიშვილი

21 ივლისი 2019, 22:10

საქართველო

​პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უცხოეთში სასწავლებლად წასული სტუდენტების ერთიან ბაზას ქმნის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა.

პერუ, უბინას ვულკანი

21 ივლისი 2019, 22:01

მსოფლიო

პერუში უბინას ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ფერფლმა დასახლებული პუნქტები დაფარა. ფოტო

საგანგებო სიტუაციების ცენტრის თანახმად (COEN), ვულკანის ფერლმა ანდების სახელმწიფოთა სამხრეთ რეგიონში 617 სკოლა და 20 სამედიცინო პუნქტი დაფარა. ვულკანი გასულ ხუთშაბათს ამოიფრქვა, შედეგად კი ფერფლის მასის სიმაღლემ ხუთ კილომეტრს მიაღწია, რომელიც შემდეგ ქარმა გაფანტა.

მიხეილ სააკაშვილი

21 ივლისი 2019, 21:36

მსოფლიო

ეგზიტპოლი: სააკაშვილის პარტიამ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა 0,4% მიიღო

უკრაინის რადის ვადამდელ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიამ "ახალ ძალთა მოძრაობამ" საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, სააკაშვილის პარტიამ ხმათა 0.4% მიიღო. ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ მოიპოვა.

რივალდო

21 ივლისი 2019, 21:34

სპორტი

რივალდო საქართველოში ჩამოვიდა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდო საქართველოშია. აჭარაბეთის ინფორმაციით, რივალდო ფილმში „არენა“ მიიღებს მონაწილეობას. გადაღებები წყალტუბოში გაიმართება. რივალდოსთან ერთად ფილმში სხვა ცნობილი ადამიანებიც მიიღებენ მონაწილეობას. „საინტერესო გამოცდილებაა და ქართველ ვარსკვლავებთან ერთად მასში მონაწილეობა დიდი პატივია“.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 ივლისი 2019, 21:17

მსოფლიო

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ზელენსკის პარტია იმარჯვებს. მთავარი

უკრაინის უმაღლესი რადის ვადამდელ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა - 40%-ზე მეტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ „ხალხის მსახურმა“ მოიპოვა. ასეთია ეგზიტპოლის შედეგები, რომელიც საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

შინზო აბე

21 ივლისი 2019, 21:12

მსოფლიო

იაპონიის პრემიერის პარტია ზედა პალატის არჩევნებში ლიდერობს

იაპონიის პრემიერმინისტრის შინზო აბეს ლიბერალური დემოკრატიული პარტია და მისი უმცროსი პარტნიორი კომეიტო იაპონიის მრჩეველთა პალატის არჩევნებში 124 ადგილიდან სულ ცოტა 68 სკამს მოიპოვებს. ასეთია ეგზიტპოლის წინასაწრი შედეგები, რომელიც იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მა გამოაქვეყნა.

ნიკა გვარამია

21 ივლისი 2019, 21:06

საქართველო

ნიკა გვარამია ახალ იარაღს ქმნის

რუსთავი2-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ტელეკომპანიიდან წასვლის შემდეგ ვიდეომიმართვა პირველად გაავრცელა. ნიკა გვარამიამ ახალი „იარაღის შექმნა“ დააანონსა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. „რუსთავი 2“ იყო მხოლოდ ირაღი ჩვენ ხელში, იარაღი ქვეყნის დასაცავად. როცა გვართმევენ ერთ იარაღს უნდა მოვიმარჯვოთ მეორე“.

იულია სუსლიაკი

21 ივლისი 2019, 20:42

ძალოვნები

საქართველოს გენერალური პროკურატურა ​იულია სუსლიაკის საქმეზე განმარტებას აკეთებს

ენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. როგორც პროკურორმა მარიამ გოგორელიანმა განაცხადა, უწყებას საქართველოში სუსლიაკის შემოსვლის აკრძალვაზე მოთხოვნა არ ჰქონია.

21 ივლისი 2019, 20:36

მსოფლიო

კაიროში ფრენების შეჩერების გამო ეგვიპტე British Airways-ს აკრიტიკებს

კაირო შეშფოთებულია ბრიტანეთის ავიახაზების ცალმხრივი გადაწყვეტილებით, რომელიც ეგვიპტეში ერთი კვირით ფრენების შეჩერებას გულისხმობს. იუნის ალ-მასრის თქმით, ხელისუფლებას არანაირი მითითება არ გაუცია ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

თურქმენეთი

21 ივლისი 2019, 19:53

მსოფლიო

მოსკოვში თურქმენეთის საელჩო პრეზიდენტის გარდაცვალებას არ ადასტურებს

თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მდებარე თურქმენეთის საელჩოში ტყუილი უწოდეს. ამის შესახებ რუსული მედიასაშუალება ТАСС-ი იუწყება.

21 ივლისი 2019, 19:35

მსოფლიო

ექსტრადიციის კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში ათასობით ადამიანი ექსტრადიციის კანონპროექტის გასაპროტესტებლად ჩინეთის წარმომადგენლობასთან შეიკრიბა. მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ჩინეთის სამეკავშირეო ოფისს კვერცხები დაუშინეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა.

აბორტი

21 ივლისი 2019, 19:32

მსოფლიო

არკანზასში გაუპატიურებული ქალი აბორტის გაკეთებას მოძალადის უნებართვოდ ვეღარ შეძლებს

კანონი ძალაში იქნება გაუპატიურებისა და ინცესტის შედეგად დაორსულების შემთხვევებზეც. თუ ქალი მოძალადეს არ იცნობს, მისი მოძებნა მოუწევს, რათა ნაყოფის სამომავლო ბედზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. თუ კაცი უარს იტყვის, მაშინ ქალი აბორტს ვეღარ გაიკეთებს. ასეთია მარტში მიღებული კანონის შედეგი.