imedi /  18 ივლისი 2019, 08:13 / სანდო წყარო

გრიგოლ ვაშაძეს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დღეს გამოკითხავენ

გრიგოლ ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძე

"ნაციონალური მოძრაობის" ოპოზიციური გაერთიანების ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით გამოიკითხება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ქრონიკას" განუცხადეს. გრიგოლ ვაშაძე, სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეკითხვებს უპასუხებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე სამინისტროში გამოკითხვაზე იყო დაბარებული, რაზეც მან უარი განაცხადა. ვაშაძის გადაწყვეტილებით, 20-21 ივნისს მოვლენებზე ინფორმაციას გამომძიებლებს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მიაწვდის.

უწყების განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დანაშაულში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისათვის მიმდინარეობს შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, მოწმეებისა და თვითმხილველების გამოკითხვა.

მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა გამოკითხეს

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა სცადა. სპეცრაზმმა აქციის დასაშლელად რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში 240 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან 80 სამართალდამცველი იყო, რეზინის ტყვიებისგან დაშავდა მედიის 38 წარმომადგენელი, აქციის 4 მონაწილეს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგეს.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა. 

20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

ყველა სიახლე

კერი-ენ მოსი და 
კიანუ რივზი

12 დეკემბერი 2019, 01:39

კულტურა

„მატრიცას“ გაგრძელება 2021 წლის მაისში გამოვა

სტუდია Warner Bros.-მა 2019 წლის აგვისტოში განაცხადა, რომ ფილმ „მატრიცას“ გადაღებებს განაგრძობს. ფილმში მონაწილეობენ კიანუ რივზი და კერი-ენ როსი, რომლებიც პირველ სამ ფილმშიც არიან გადაღებულები. რეჟისორია - ლანა ვაჩოვსკი.

ბრედ პიტი

12 დეკემბერი 2019, 00:57

ტაბლოიდი

ბრედ პიტმა მედიასთან ქალებთან ურთიერთობის შესახებ ილაპარაკა

ჰოლივუდის ვარსკვლავმა The New York Times-თან ანჯელინა ჯოლისთან დაშორების შემდეგ განვითარებულ ახალ რომანებზე ილაპარაკა. პიტი აცხადებს, რომ ის არ გაურბის ურთიერთობებს, თუმცა სპეციალურად არავის ეძებს. ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის ოჯახური თანაცხოვრება 2017 წელს დასრულდა.

 Lizzo

12 დეკემბერი 2019, 00:35

კულტურა

Time-მა წლის მუსიკოსად Lizzo დაასახელა

ამერიკული ჟურნალის Time-ს ვერსიით, წლის მუსიკოს- შემსრულებელი მელისა ვივიან ჯეფერსონი გახდა, რომელიც Lizzo-ს სახელით არის ცნობილი. „ის მართლაც წარმოადგენს რაღაც ახალს. მისი ხმა არის პოზიტიური და დასამახსოვრებელი“, - წერს გამოცემა.

12 დეკემბერი 2019, 00:10

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს შესაძლოა იარაღის მიწოდებაზე სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ტექსტი, აშშ-ის კონგრესის გვერდზე ხელმისაწვდომი.

11 დეკემბერი 2019, 23:42

ტექნოლოგიები

Xiaomi ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერებით პირველ სმარტფონს გამოუშვებს

ტექნოლოგიების მწარმოებელი ჩუნური კომპანია Xiaomi-ს ტოპ მენეჯერის ლუ ვეიბინგის განცხადებით, კომპანია ახალი თაობის ოპერატიული მეხსიერების სისტემით პირველ სმარტფონს გამოუშვებს. ვეიბინგის განცხადებით, Xiaomi ოპერატიული მეხსიერების ახალ სტანდარტზე LPDDR5-ზე გადადის.

11 დეკემბერი 2019, 23:06

საქართველო

საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდის შესახებ განცხადება გაავრცელა

„ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი“- საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდზე განცხადება გაავრცელა.

ნიუ-ჯერსი სროლა

11 დეკემბერი 2019, 22:53

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მომხდარი თავდასხმა ანტისემიტიზმს უკავშირდება

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ებრაული მაღაზია განგებ შეარჩიეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ინციდენტამდე სოციალურ ქსელში ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდა. ნიუ-ჯერსიში სროლა დღეს მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.

ალადაშვილის კლინიკა

11 დეკემბერი 2019, 22:45

ძალოვნები

მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილებიდან ერთ-ერთს ოპერაცია უტარდება

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე დაჭრილი ორი კაცი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ერთს წვივის მოტეხილობა აქვს, მეორეს კი ოპერაციისთვის ამზადებენ. პაციენტებს ქვედა კიდურებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყებებული ჭრილობები აღენიშნებათ.

მერი ჯეინის ლეკვები

11 დეკემბერი 2019, 22:20

ტაბლოიდი

ბრიტანეთში ძაღლმა 21 ლეკვი გააჩინა

ძაღლს მერი ჯეინი ჰქვია. 6 ლეკვი მკვდარი დაიბადა, ერთი კი მოგვიანებით მოკვდა. გადარჩენილები თავს კარგად გრძნობენ. ისინი ჯანმრთელები არიან და სათანადო ასაკის მიღწევის შემდეგ პატრონი ახალ სახლებს მოუძებნის, მათ დედას კი სტერილიზაციას გაუკეთებს.

სპეცოპერაცია საბურთალოზე

11 დეკემბერი 2019, 22:15

ძალოვნები

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს

თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად, ორი ადამიანია დაკავებული. Imedinews-ის ჟურნალისტის ინფორმაციით ამოღებულია იარაღი და თანხა. ამ დროისთვის დაკავებულები პოლიციამ ავტომობილით გადაიყვანა.

აფეთქება ნავთობტერმინალზე

11 დეკემბერი 2019, 21:45

მსოფლიო

გაერო საუდის არაბეთში ნავთობტერმინალზე თავდასხმასთან ირანის კავშირს ვერ ამტკიცებს

გაეროს არ აქვს იმის მტკიცებულება, რომ შეიარაღება, რომლითაც ნავთობტერმინალებზე იერიში განახორციელეს ირანს ეკუთვნის. თუმცა ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ მსგავსი შეიარაღება არც ჰუსიტებს აქვთ.

ჯენარო გატუზო

11 დეკემბერი 2019, 21:32

სპორტი

ჯენარო გატუზო „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი გახდა

გატუზომ თანამდებობაზე კარლო ანჩელოტი შეცვალა, რომელიც იტალიის ჩემპიონატში გუნდის სუსტი თამაშის გამო გაათავისუფლეს. „ნაპოლი“ 15 ტურის შემდეგ 21 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ​მანამდე გატუზო „მილანის“ მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობდა და კლუბი მაისში დატოვა.

გუსტავ კლიმტი

11 დეკემბერი 2019, 21:20

კულტურა

იტალიური მუზეუმის კედელში გუსტავ კლიმტის 22 წლის წინ დაკარგული ნახატი იპოვეს

იტალიურ ქალაქ პიაჩენცაში ავსტრიელი მხატვრის, გუსტავ კლიმტის „ქალის პორტრეტი“ იპოვეს, რომელიც 60 მილიონ ევროდაა შეფასებული. ტილო 1997 წელს მოიპარეს და ის იტალიის ყველაზე ძებნად ხელოვნების ნიმუშების სიაში შედიოდა.

გიგი უგულავა

11 დეკემბერი 2019, 20:59

ძალოვნები

გიგი უგულავას აეროპორტის ინციდენტის გამო ბრალი წაუყენეს

აეროპორტში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერი Facebook-ზე წერს. მისი თქმით, დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე ბადრი გავაშელაშვილი დეპუტატს ცემის გამო უჩივის.

სერენა უილიამსი

11 დეკემბერი 2019, 20:52

სპორტი

აუქციონზე სერენა უილიამსის გატეხილი ჩოგანი $20.9 ათასად გაიყიდა

Golding-ის აუქციონზე გაიყიდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსის ჩოგანი, რომლითაც ის 018 წელს, აშშ-ის ღია პირველობის ფინალში თამაშობდა. უცნობმა ნივთში $20.9 ათასი გადაიხადა

ლორან სიმონსი

11 დეკემბერი 2019, 19:59

ტაბლოიდი

9 წლის ბელგიელმა ვუნდერკინდმა უნივერსიტეტში სწავლა შეწყვიტა

ლორან სიმონსის მშობლებს უნდოდათ, რომ ბიჭს სწავლა 26 დეკემბერს დაესრულებინა. ასე ის პირველი ადამიანი გახდებოდა, ვინც უმაღლესი განათლება 10 წლამდე მიიღო. თუმცა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მშობლებს აუხსნა, რომ ბიჭს კიდევ ბევრი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

კულტურის ცენტრი

11 დეკემბერი 2019, 19:53

საქართველო

რუდენკო: რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე თბილისში აჟიოტაჟი ტყუილად ატყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ საქართველოში, დეკემბერში რუსული კულტურისა და ენის ცენტრი არ იხსნება.

ჟენევა გაერო

11 დეკემბერი 2019, 19:20

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი დასრულდა. დისკუსიის მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ გაფრინდაშვილი ოჯახს მალე დაუბრუნდება.

ირაკლი კობახიძე

11 დეკემბერი 2019, 19:09

საქართველო

კობახიძე: პრეზიდენტის გადადგომა ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია, თუმცა სალომე ზურაბიშვილს განცხადება ცუდი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

11 დეკემბერი 2019, 19:01

თემა

სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ფასები გათანაბრდა. ეს კარგია თუ ცუდი?

21 ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდა. ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას შეეხო. საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ ყველა კლინიკაში ქირურგიული ჩარევის თუ სხვა სამედიცინო მომსახურების ფასი ერთი და იგივე იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კლინიკებს სწორედ იმ ტარიფებით მოუწევთ ხელმძღვანელობა, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ განსაზღვრა. ამ ცვლილებასსამედიცინო წრეებშიპროტესტიმოჰყვა. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრომ რეფორმის ეს ნაწილი არ გადაავადა.