imedi /  18 ივლისი 2019, 18:56 / სანდო წყარო

20-21 ივნისის საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

20-21 ივნისის საქმეზე ძალოვანი უწყების კიდევ ერთ თანამშრომელს მოსამართლემ 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

სპეცრაზმელმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლის ადვოკატმა მოსამართლეს გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა.

პროკურატურამ კი პატიმრობა მოითხოვა იმ მოტივით, რომ ბრალდებულის მხრიდან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. პროკურორი განმარტავს, რომ ბრალდებულის დანაშაულს აქციის მონაწილეების და შსს-ს თანამშრომლის ჩვენებები და მედიით გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს. თუმცა მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად არ დააკმაყოფილა.

„საქმე გვაქვს იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტთან. მის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა იმაში, რომ საპოლიციო ღონისძიების მიმდინარეობისას ახლო მანძილიდან დამიზნებით რეზინის ტყვია ფეხში ესროლა ორ ქალბატონს. ეს მოხდა ისეთ ვითარებაში, როცა ამ სახის და ინტენსივობის სპეციალური საშუალების გამოყენების წინაპირობა და აუცილებლობა არ არსებობდა. შედეგად ორმა ქალბატონმა მიიღო ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი დაზიანება. ბრალდების მხარის პოზიციაა რომ ბრალდებულის სათანადო ქცევას უზრუნველყოფს მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება“, - განაცხადა გიორგი მუჯირმა.

20 ივნისს საღამოს პარლამენტთან მშვიდობიანი აქციის შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა. სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო და რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. შედეგად საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი დაკარგა.

რუსთაველის გამზირზე აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა. ამ ფაქტს საპროტესტო აქციების ტალღა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოჰყვა.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

25 აგვისტო 2019, 20:30

საქართველო

ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს Twitter-იდან ეხმიანება. ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. რუსული მედიის ინფორმაციით, „პრეზიდენტის“ თანამდებობისთვის 9 კანდიდატი იბრძვის. „დე ფაქტო მთავრობა აფხაზეთში დღეს ატარებს არალეგიტიმურ „საპრეზიდენტო არჩევნებს“.

ბრედლი კუპერი

25 აგვისტო 2019, 19:16

ტაბლოიდი

ბრედლი კუპერმა ვარცხნილობა შეიცვალა

„ბრედლი კუპერი ჰოლივუდის ყველაზე მომხიბვლელი მამის როლშია“, - ამის შესახებ hollywoodlife წერს. მსახიობმა ვარცხნილობა და იმიჯი შეიცვალა. 44 წლის მსახიობმა ვარცხნილობის შეცვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ულვაში გაიზარდა. ის პაპარაცებმა რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში შვილთან, 2 წლის ლეასთან ერთად დააფიქსირეს.

ჰონგ-კონგი

25 აგვისტო 2019, 18:51

მსოფლიო

ჰონგ-კონგში პოლიციამ აქციაზე ცეცხლი გახსნა

BBC-ის ინფორმაციით, ფოტოები პოლიციელების მიერ პროტესტის მონაწილეთა მისამართით იარაღის დამიზნების ფაქტსაც ასახავს. დემონსტრაციების წინააღმდეგ ასევე გამოიყენეს წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები. აქციის მონაწილეები შეტაკებისას ასაფეთქებელ ნივთიერებებს და პიროტექნიკას იყენებდნენ.

25 აგვისტო 2019, 18:51

საქართველო

ხვალიდან „ფორსაჟის“ გადაღებების გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ინფორმაციით, 26 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ჰოლივუდის ფილმის - Fast and Furious 9-ის ერთ-ერთი ეპიზოდის დაგეგმილი გადაღებების გამო, რუსთაველის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

25 აგვისტო 2019, 18:37

ეკონომიკა

Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს

​გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen-ი აშშ-ის ბაზრიდან 679 000 ავტომობილს გაიწვევს. საქმე ეხება 2011 წელს გამოშვებულ ავტომობილებს, რომელთაც ელექტრობის პრობლემა შეექმნათ. ავტომწარმოებელი აცხადებს, რომ მძღოლებმა ავტომობილის გაჩერების დროს გასაღები უნდა ამოიღონ რადგან არსებული ხარვეზი დაგორების რისკს ზრდის.

ახალსოფელი

25 აგვისტო 2019, 18:23

საქართველო

როგორ გამოიყურება ახალსოფელში დამწვარი ტერიტორია. ვიდეო

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ფოტოებს ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს. ფოტოებში მთის ფერდობზე განადგურებული ხეების ნაწილი და დამწვარი ბუჩქნარი ჩანს.

25 აგვისტო 2019, 18:20

მსოფლიო

ესპანეთში ავიაკატასტროფას 5 ადამიანი ემსხვერპლა

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მათი განცხადებით, შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. ჯერჯერობით უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ავიაკატასტროფის დროს დაღუპულები.

ოფროუდ-ფესტივალი

25 აგვისტო 2019, 18:19

სპორტი

აჭარაში ოფროუდის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შავი ზღვის საერთაშორისო ოფროუდ-ფესტივალი დასრულდა. გამარჯვებულები ოთხ კატეგორიაში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილების უმრავლესობა ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს. ფესტივალში 5 ქვეყნიდან 35 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა კლუბი.

„სან-სებასტიანის“ სანაპიროზე ევაკუაცია

25 აგვისტო 2019, 17:46

მსოფლიო

ბარსელონის სანაპიროდან აფეთქების საფრთხის გამო დამსვენებლები გაიყვანეს

ესპანურმა ტელეარხმა Beteve-მ განაცხადა, რომ უსაფრთხოების მიზნით, სანაპირო დამსვენებლებს დაატოვებინეს. ერთ-ერთი ვერსიით სანაპიროზე იპოვეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს დარჩენილი ნაღმი, რომლის აფეთქების საფრთხე რეალური იყო.

ოქსფორდშირი

25 აგვისტო 2019, 17:37

მსოფლიო

ინგლისში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ინგლისში, ოქსფორდშირში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. მედიის ცნობით, შემთხვევისას პილოტი და ერთი მგზავრი დაიღუპა. სხვა ინფორმაცია დაზარალებულებზე ან ავიაკატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე არ ვრცელდება. გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი რედინგიდან 9 კმ-ის მოშორებით, მინდორში ჩავარდა.

ათენი, საბერძნეთი

25 აგვისტო 2019, 16:40

საქართველო

საქართველოს საელჩო საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

"მოგიწოდებთ, ნუ შეუწყობთ ხელს დაინტერესებული წყაროების მიერ სხვადასხვა სახის დეზინფორმაციის გავრცელებას და გთხოვთ თვალი ადევნოთ საელჩოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ და გადამოწმებულ ინფორმაციას", - წერია განცხადებაში.

საპროტესტო აქცია ბათუმში

25 აგვისტო 2019, 16:40

ეკონომიკა

ბათუმში ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმში, ნაგავსაყრელის შესასვლელთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ტერიტორიის შემოღობვასა და არსებული ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ. ისინი მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებენ და ანტისანიტარიასა და აუტანელ სუნზე საუბრობენ.

25 აგვისტო 2019, 16:34

ძალოვნები

სოფელ საყავრესთან ხანძარი ჩააქრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ჩააქრეს. სამდღიანი უწყვეტი სამუშაოების შემდეგ, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერების სრულად ჩაქრობა შეძლეს.

ზაზა ნადირაძე

25 აგვისტო 2019, 16:25

სპორტი

ზაზა ნადირაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინალში ზაზამ 40.24-წამიანი შედეგი აჩვენა. მეორე ადგილზე ბელარუსი არტიომ კოზირი (40.08 წამი) გავიდა. ყველაზე სწრაფად დისტანცია ლიეტუველმა ჰენრიკას ზუსტაუსტასმა დაფარა.

უშგული

25 აგვისტო 2019, 16:22

კულტურა

უშგულში კოშკების რეაბილიტაციის ხარისხს სპეციალური კომისია შეისწავლის

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის მოსახლეობას ისტორიული კოშკების რეაბილიტაციის საკითხზე რეგიონის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენლები ხვდებიან. მხარეებს შორის დიალოგი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ალექსანდრე მოწერელია მოსახლეობას კოშკების რეაბილიტაციის ხარისხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნას დაჰპირდა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 აგვისტო 2019, 16:13

საქართველო

უკრაინის საგარეო უწყება ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის კონტროლის ქვეშ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და განიხილავს მას, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგ პროვოკაციულ მცდელობას, მოხდინოს პრორუსული სეპარატისტული რეჟიმის ლეგიტიმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში.

ლუხუმ ჩხვიმიანი

25 აგვისტო 2019, 16:00

სპორტი

ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონი გახდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ფინალში უზბეკი შარაფუდინ ლუტფილაევი დაამარცხა. მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა იაპონელი რიუჯუ ნაგაიამა დაამარცხა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი

25 აგვისტო 2019, 15:59

საქართველო

საგარეო უწყება სოხუმში ე.წ. არჩევნებზე უცხოელი დამკვირვებლების ჩასვლას არ ადასტურებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩინეთიდან და გერმანიიდან დამკვირვებლები არიან ჩასულები, სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

სექსთოჯინების საწარმო

25 აგვისტო 2019, 15:02

ტაბლოიდი

სექსთოჯინების ინდუსტრიაში ახალი ტრენდი გამოჩნდა

სექსთოჯინების მწარმოებელმა კომპანია Silicone Sex World-მა საკუთარი პროდუქციის ყველაზე პოპულარული სახეობები დაასახელა. ამის შესახებ გამოცემა Daily Star-ი წერს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ყველაზე ხშირად მომხმარებლები მათ არა ცნობილი ადამიანების, არამედ საკუთარი ნაცნობების კლონებს უკვეთავენ.

ბარაკ ობამა

25 აგვისტო 2019, 14:47

ტაბლოიდი

ცნობილია რა მუსიკას უსმენს ბარაკ ობამა ზაფხულის სეზონზე

„რა საერთოა Lil Nas X-სა და Dan-სა და Lizzo-ს შორის? მხოლოდ ის რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას 2019 წლის ზაფხულის პლეილისტში მოხვდნენ. თუმცა ეს ყველაზე მაგარი ადგილია“, - წერს CNN. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თავისი რცეული სიმღერების სია Twitter-ზე გამოაქვეყნა.