Imedi /  01 აგვისტო 2019, 13:24 / სანდო წყარო

„ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დაკავებულია

ბენზინგასამართი სადგურების ქსელის, „ფრეგოს“ დამფუძნებელი გიორგი თოფჩიშვილი დააკავეს. როგორც imedinews-ს საგამოძიებო სამსახურში უთხრეს, უწყება ოფიციალურ განცხადებას უახლოეს ხანში გაავრცელებს.

თოფჩიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მიზნით სასამართლომ 29 ივლისს იმსჯელა და მას პატიმრობა შეეფარდა.

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ „ფრეგოს ქეისი უკავშირდება ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება–გამოყენებას და აღნიშნულს ბიზნესზე ზეწოლის კონტექსტი არ აქვს“. მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი კომპანია „ფრეგოს“ გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმირებულია.

„ჩვენთვის ცნობილია კომპანია „ფრეგოს“ გარშემო დაწყებული საქმის შესახებ, სადაც საუბარია საგადასახადო დოკუმენტაციის შესაძლო გაყალბებაზე. საქმე გაგრძელდება სასამართლოში, სადაც მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა გაამყარონ საკუთარი პოზიციები. აღნიშნული საქმე ბიზნესზე ზეწოლად ვერ შეფასდება და მსგავსი შინაარსის განცხადებები სპეკულაციურია“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

ყველა სიახლე

ბორბალშ გაჭედილი ლეკვი

26 იანვარი 2020, 17:53

ტაბლოიდი

ამერიკელმა მეხანძრეებმა ბორბალში გაჭედილი ლეკვი გადაარჩინეს. ვიდეო

3 თვის ლანამ თამაში დროს მანქანის ბორბალში შეყო თავი და გაიჭედა. მაშველებმა მისი გათავისუფლება ზეთის დახმარებით სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ, ლეკვი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას დამამშვიდებელი პრეპარატები მისცეს, მეხანძრეებმა კი ბორბალი ხერხით გაჭრეს.

ჩინეთი გარეული ცხოველები

26 იანვარი 2020, 17:25

მსოფლიო

კორონავირუსის გამო ჩინეთში გარეული ცხოველებით ვაჭრობა აიკრძალა

ექსპერტების აზრით, კორონავირუსის გავრცელება მეგაპოლის უხანში, ერთ-ერთ ბაზრობაზე დაიწყო, სადაც თევზის გარდა გარეული ცხოველები იყიდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი ვირუსის გამავრცელებლები ღამურები და გველები არიან.

ბიძინა ივანიშვილი და რან გიდორი

26 იანვარი 2020, 17:08

საქართველო

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს შეხვდა

მხარეებმა საქართველოს და ისრაელის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრეს და მისი გაღრმავების იმედი გამოთქვეს. ელჩმა ბიძინა ივანიშვილს საქართველო-ისრაელს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის მადლობა გადაუხადა.

კიმ ჩენ ინი

26 იანვარი 2020, 16:28

მსოფლიო

ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ კიმ ჩენ ინი კონცერტზე მის ქვრივთან ერთად მივიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ბიძის სიკვდილით დასჯის შემდეგ პირველად საზოგადოებაში მამიდა კიმ ჰიონ ჰისთან ერთად გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. კიმ ჰიონ ჰიმ ქვეყნის ლიდერთან ერთად ჩინური კალენდრით​ ახალი წლისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრო.

მარი იოვანოვიჩი

26 იანვარი 2020, 16:08

მსოფლიო

AP: ტრამპი უკრაინაში აშშ-ის ელჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა

სააგენტო Associated Press-მა გამოაქვეყნა 1,5-საათიანი ვიდეო, რომელზეც 2018 წლის აპრილში, ვაშინგტონის Trump Hotel-ში აშშ-ის პრეზიდენტის ვახშამია ასახული. ჩანაწერში დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, თავისი ადვოკატის, რუდი ჯულიანის პარტნიორთან, ლევ პარნასთან საუბარში უკრაინაში აშშ-ის ელჩის, მარი იოვანოვიჩის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

ახალდაბა ავარია

26 იანვარი 2020, 15:38

ძალოვნები

ქვიშხეთთან ავტომობილის წყალში გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ავარიისას შედეგად ავტომობილი წყალში გადავარდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში ცოლ-ქმარი და მათი სამი ბავშვი იმყოფებოდა.

ერაყი შეტაკებები

26 იანვარი 2020, 15:26

მსოფლიო

ერაყში პოლიციასთან შეტაკებების დროს 75 ადამიანი დაიჭრა

ტელეარხ Al-Sumaria-ს ინფორმაციით, დაშავებულთა უმეტესობას ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება. შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის ქალაქის ცენტრში მოხდა.

26 იანვარი 2020, 15:10

თემა

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი? რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?

ინდოეთი აფეთქება

26 იანვარი 2020, 14:43

მსოფლიო

ინდოეთში, ასამის შტატში ოთხი აფეთქება მოხდა

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ასამის შტატში ოთხი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია NDTV ავრცელებს. სამი აფეთქება ქალაქ დიბრუგარჰში, ერთი კი ჩარაიდეოში, 10-წუთიან მონაკვეთში მოხდა. შესაძლო მსხვერპლისა ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

26 იანვარი 2020, 14:30

ძალოვნები

ზაზა მურჯიკნელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ ზაზა მურჯიკნელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ფორსაჟი 9

26 იანვარი 2020, 14:29

კულტურა

ფილმის „ფორსაჟი 9“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა

ინტერნეტში ფილმის „ფორსაჟი 9“ პირველი თიზერი გამოქვეყნდა. YouTube-ზე გავრცელებულ ვიდეოში მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ვინ დიზელი ჩანს. გარდა ამისა, თიზერში თბილისში,თავისუფლების მოედანზე გადაღებული ერთ-ერთი ეპიზოდი მოხვდა.

დონალდ ტრამპი

26 იანვარი 2020, 14:23

მსოფლიო

ტრამპი ანტიირანული სანქციების მოხსნაზე უარს ამბობს

აშშ არ გააუქმებს ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, მიუხედავად იმისა რომ ირანი სანქციების მოხსნის შემთხვევაში მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.

პოლიცია

26 იანვარი 2020, 13:57

ძალოვნები

დააკავეს ღამის კლუბის მენეჯერი, რომელმაც უცხოელებს 31 000 ლარი გადაახდევინა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში მდებარე ღამის კლუბ ,,შავი ვარდის" მენეჯერია, ამავე კლუბში მყოფ უცხოეთის მოქალაქეებს მომსახურებისთვის იძულების მუქარით, დიდი თანხა - 31 000 ლარი გადაახდევინა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ივან რედკაჩი დენი გარსია

26 იანვარი 2020, 13:40

სპორტი

უკრაინელმა მოკრივემ რინგზე მეტოქეს უკბინა. ვიდეო

უკრაინელმა მოკრივემ, ივან რედკაჩმა რინგზე მეტოქეს, ამერიკელ დენი გარსიას უკბინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს. შემთხვევა „კრივის მსოფლიო საბჭოს“ (WBC) ვერსიით საჩემპიონო ქამრის პრეტენდენტის წოდებისთვის ბრძოლის დროს მოხდა.

26 იანვარი 2020, 13:15

ძალოვნები

ცაგერში არხში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრის ცხედარი იპოვეს

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა 2 ადამიანთან ერთად ლაჯანურჰესის არხში 3 დღის წინ ავტომანქანით გადავარდა.

ჩინეთი ვირუსი

26 იანვარი 2020, 13:08

საქართველო

ჩინეთის ქალაქ უხანში საქართველოს სამი მოქალაქე რჩება

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დიპლომატიური უწყება მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს იმ მოქალაქეებთანაც, რომლებიც ხუბეის პროვინციაში არ იმუოფებიან. პარალელურად 24-საათიან რეჟიმში მოქმედებს საელჩოს ცხელი ხაზიც.

გრიგოლ კაცია

26 იანვარი 2020, 13:04

საქართველო

ჭყონდიდის მიტროპოლიტი მამა ანდრია სარიაზე: ეს არ არის შურისძიების გაგრძელება, ეს კანონიკაა

ჭყონდიდის ახლმა მიტროპოლიტმა მამა ანდრია სარიასთან დაკავშირებით საპატრიარქოს გადაწყვეტილება შეაფასა და განაცხადა რომ საპატრიარქოს კომისიამ მამა ანდრია სარია გააფრთხილა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა და მონასტერში რომლის წინამძღვარიც იყო, არ დარჩა.

ზაზა მურჯიკნელი

26 იანვარი 2020, 12:48

ძალოვნები

მურჯიკნელი: იმედი მაქვს ჭეშმარიტ დამნაშავეს დააკავებენ და მე სასამართლოდან გამიშვებენ

ზაზა მურჯიკნელი, რომელიც თადარიგის ყოფილი პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის დაჭრისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეშია ბრალდებული, ბრალს არ აღიარებს და თვლის რომ სასამართლომ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების არც ერთი ფორმა არ უნდა გამოიყენოს.

ჯენიფერ ლოპესი

26 იანვარი 2020, 12:08

ტაბლოიდი

ჯენიფერ ლოპესმა ბრენდ Guess-ის ახალი კოლექცია წარადგინა

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა ბრენდ Guess-ის 2020 წლის გაზაფხულის კოლექცია წარადგინა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. სარეკლამო ფოტოები 50 წლის მომღერლის Instagram-ზე გამოქვეყნდა. სარეკლამო კამპანიის არტდირექტორი Guess-ის მთავარი კრეატიული დირექტორი პოლ მარჩიანო გახდა.

26 იანვარი 2020, 12:00

მსოფლიო

პრინც ჩარლზს ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩასვლა სურს

გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა დასავლეთსა და თეირანს შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩასვლის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ მან გამოცემა Sunday Times-თან ინტერვიუში განაცხადა.