imedi /  01 აგვისტო 2019, 17:23 / სანდო წყარო

პროკურატურამ „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან დოკუმენტაცია ამოიღო

დოკუმენტაციის ამოღება

გენერალურმა პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“ გამოძიებისათვის საჭირო ფინანსური დოკუმენტაცია ამოიღო. 

,,სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე.

სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების განცხადებას მოგვიანებით ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„ნინო ნიჟარაძის მიერ ჩემ წინააღმდეგ შეტანილ ბუნებაში არარსებულ ფაქტებზე საქმე აღუძრავთ და ამ ეტაპზე მოწმის სახით მიბარებენ. სამი მუხლითაა საქმე აღძრული: 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის გ (დიდი ოდენობით მითვისება ან გაფლანგვა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 205-ე მუხლის მე-3 ნაწილის ა და ბ (დიდი ოდენობით ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით), 220-ე მუხლი (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).

როგორც დიქტატურის პირობებში მოსალოდნელიც იყო, არათუ რ2-ში არ შეიძლებოდა ჩემი დარჩენა და თავისუფალი და კრიტიკული სიტყვის სადარაჯოზე დგომა, იქედან წამოსვლა და რ2-ის წარსულში დატოვება, მაგრამ ახალი კრიტიკული ტელევიზიის გაკეთებაც არ შეიძლება. და საერთოდ, ჩემი არსებობა ამ ქვეყანაში უკვე, ზოგადად, არ შეიძლება, როგორც ჩანს", - წერს გვარამია.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო „რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის უფლებადამცველისა და ტელეკომპანიის ამჟამინდელი გენერალური დირექტორის პაატა სალიას განცხადებები ტელეკომპანიაში შექმნილ რთულ ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით. 

„ფინანსური კუთხით ძალიან არასახარბიელო სიტუაცია დაგვხვდა, ამის შესახებ მე პირველივე დღეებში განვაცხადე. ძალიან დიდი დავალიანებებია არა მხოლოდ ბიუჯეტის მიმართ, არამედ სხვა კონტრაქტორებთანაც. შესაძლოა, აქ განხორციელებულია გარკვეული მოქმედებები წინა მენეჯმენტის მიერ, რაც არ მოდის შესაბამისობაში კანონმდებლობასთან. სულ გვესმოდა ყბადაღებული ყადაღის თემა, თითქოს ყადაღამ ჩააგდო კომპანია ასეთ მდგომარეობაში, რაც აბსურდია და წარმოუდგენელია“, - განაცხადა პაატა სალიამ.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ყველა სიახლე

რუდი ჯულიანი ლევ პარნასი

23 ოქტომბერი 2019, 22:46

მსოფლიო

აშშ-ში ტრამპის საარჩევნო კამპანიის დონორების სასამართლო პროცესი დაიწყო

პროკურატურა საბჭოთა კავშირში დაბადებულ ბიზნესმენებს ლევ პარნასს და იგორ ფრუმანმას საარჩევნო კამპანიის უცხოური სახსრების გამოყენების დაფინანსებას ედავებიან. ისინი სექტემბერში აშშ-ის დატოვების მცდელობისას დააკავეს.

იტალია, რომი

23 ოქტომბერი 2019, 22:37

მსოფლიო

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე სამჯერ გაიზარდა

იტალიაში ბავშვთა სიღარიბე ბოლო 10 წელიწადში სამჯერ გაიზარდა.ქვეყანაში რთულ ეკონომიკურ პირობებში ბავშვების 2,5% ცხოვრობს. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი 3,7%-ს შეადგენდა. იტალიის ნაციონალური ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს მიღმა სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 8,4%-ია.

საჰარ ტაბარი

23 ოქტომბერი 2019, 22:14

მსოფლიო

ირანში დაკავებული Instagram-ის ვარსკვლავი ტელეეთერში გამოჩნდა

ინტერვიუში 22 წლის საჰარ ტაბარი ყვება, რომ პოპულარობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა და სასურველი მიზნის მისაღწევად პლასტიკურ ქირურგიას მიმართა, ახლა კი ყველაფერს ნანობს. ქალი ოქტომბრის დასაწყისში, მკრეხელობის ბრალდებით დააკავეს.

Moodyʼs

23 ოქტომბერი 2019, 22:05

ეკონომიკა

Moodyʼs-მა რუსეთის ბანკებს საკრედიტო რეიტინგი გაუუარესა

სარეიტინგო კომპანია Moodyʼs-მა რუსული ბანკების საკრედიტო რეიტინგი „პოზიტიურიდან“ „სტაბილურისკენ“ შეცვალა. სააგენტომ ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკონომიკის სუსტი ზრდის ფონზე მიიღო, რაც უახლოესი 12-18 თვის მანძილზე ქვეყნის საბანკო სექტორის მდგომარეობის გაუმჯობესებას შეაფერხებს.

23 ოქტომბერი 2019, 21:42

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის

საფრანგეთში, პასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის და ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. კვლევის შედეგები პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა. მკვლევარების ჯგუფმა ჩაატარა ცდა თაგვებზე, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცილას შეუძლია დიეტის იმიტაცია რომელიც ეფექტურია გულის და ონკოლოგიური დაავადებების დროს.

მამუკა ხაზარაძე ლელო

23 ოქტომბერი 2019, 21:38

ეკონომიკა

მოძრაობა „ლელო“ პროგრესბანკის დოკუმენტაციის გასაჯაროებას მოითხოვს

მოძრაობა „ლელო“ პროგრეს ბანკთან დაკავშირებით კობა გვენეტაძის განცხადებას ეხმაურება და ეროვნული ბანკის არქივებიდან 3 წლის წინანდელი ტრანზაქციების ამოღებას და გასაჯაროებას. შესაბამისი განცხადება მოძრაობის Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

ტაილანდის მეფე მაჰა ვაჟირალონგკორნი

23 ოქტომბერი 2019, 20:59

მსოფლიო

ტაილანდის მეფემ სასახლის თანამშრომლები „უაღრესად ბოროტი“ საქციელისთვის გაათავისუფლა

ამის მიზეზი მათ მიერ თანამდებობების საკუთარი თავების და ახლობლების სასარგებლოდ გამოყენება გახდა, რაც მეფემ „უაღრესად ბოროტ“ საქციელად შეაფასა. გათავისუფლებულებს შორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი და სამეფო დაცვის ორი თანამშრომელია.

23 ოქტომბერი 2019, 20:51

სპორტი

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს

ბათუმი ჭადრაკში ევროპის გუნდურ ჩემპიონატს მასპინძლობს. ჩემპიონატი ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა. თამაშები 24 ოქტომბერს 15:00 საათიდან დაიწყება. ჩემპიონის ტიტულისთვის გუნდები ევროპის 39 ქვეყნიდან იბრძოლებენ. საქართველოდან ჩემპიონატში სამი ქალთა და ორი ვაჟთა გუნდი მონაწილეობს.

გაერო ჟენევა

23 ოქტომბერი 2019, 20:35

მსოფლიო

სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს შენობის წინ თავის დაწვა სცადა

31 წლის კაცმა თავზე საწვავი გადაისხა და შენობაში შეჭრას აპირებდა. დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა მოახერხეს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციაში აცხადებენ, რომ დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ამიტომ მისი მოტივები ამ ეტაპზე უცნობია.

ქრთამის აღება

23 ოქტომბერი 2019, 20:33

ძალოვნები

სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით ქარელის საკრებულოს წევრი და მერის წარმომადგენელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. უწყება ამ საკითხზე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დონალდ ტრამპი

23 ოქტომბერი 2019, 20:14

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთს სანქციები მოუხსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს სანქციები მოუხსნა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. „ფინანსთა მინისტრს დავავალე, რომ თურქეთის წინააღმდეგ 14 ოქტომბერს ძალაში შესული ფინანსური სანქციები გაუქმდეს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

მოქალაქეების დეპორტაცია

23 ოქტომბერი 2019, 19:47

მსოფლიო

გერმანიიდან რუსეთის მოქალაქეების დეპორტაციის მაჩვენებელი გაიზარდა

ინფორმაციას Der Tagesspiegel-ი ქვეყნის მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნიდან 2017 წელს რუსეთის 184 მოქალაქე გააძევეს, 2018 წელს ეს მაჩვენებელი 422-მდე გაიზარდა.

ელ კლასიკო ბარსელონა რეალი

23 ოქტომბერი 2019, 19:35

სპორტი

„ბარსელონა“ და „რეალი“ ერთმანეთს 18 დეკემბერს შეხვდებიან

მატჩის ახალ თარიღს „ლა ლიგის“ ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ამ დღეს სამეფო თასის მატჩები უნდა გაიმართოს. შეხვედრა 26 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციების გამო გადაიდო.

ქრთამი

23 ოქტომბერი 2019, 19:14

ძალოვნები

სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე დამნაშავეებად ცნო

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამარლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს - 12 წელი, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას-7 წელი მიესაჯათ. ჩოჩუას საპროცესო გარიგება გაუფრომდა, რომლის მიხედვითაც ის სასჯელიდან 3 წელს პენიტენციალურ დაწესებულებაში გაატარებს,

ტარიელ ონიანი

23 ოქტომბერი 2019, 19:11

ძალოვნები

ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა

ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთმა ესპანეთს გადასცა. ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა. ექსტრადიცია დღეს განხორციელდა. ონიანი 2009 წელს ადამიანის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ზელენსკი

23 ოქტომბერი 2019, 18:51

ტაბლოიდი

ზელენსკის ორეული გამოუჩნდა

უზბეკეთის მცხოვრები უმიდ ისაბაევი უკრაინის პრეზიდენტს ძალიან ჰგავს. როგორც ზელენსკის ორეული ამბობს, უკრაინის ლიდერს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ კინოში მუშაობის დრო აღარ რჩება და მზად არის ზელენსკი ამ ამპლუაში ჩაანაცვლოს. უმიდი დარწმუნებულია, რომ კომედიურ როლებს კარგად ითამაშებს.

მოდა

23 ოქტომბერი 2019, 18:50

კულტურა

ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2019 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტები დაასახელა

ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2019 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტები დაასახელა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. დაჯილდოების ვარსკვლავები ბოთეგა ვენეტას ინგლისელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დანიელ ლი და დიორის კაცის ხაზის, ასევე ინგლისელი კრეატიული დირექტორი, კიმ ჯონსი იქნებიან.

მასწავლებლის სახლი დაჯილდოება

23 ოქტომბერი 2019, 18:50

საქართველო

„მასწავლებლის სახლმა“ წლის საუკეთესო პედაგოგები დაასახელა

სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებელი თემურ სუყაშვილი გახდა, გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი - მარინე ვართუმაშვილი, ისტორიის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული კი ჯაბა ლაბაძემ მოიპოვა.

მაიკლ დუგლასი ქემერონ დუგლასი

23 ოქტომბერი 2019, 18:46

ტაბლოიდი

მაიკლ დუგლასის ვაჟი ამბობს, რომ მამა ნარკოკურიერად იყენებდა

ამერიკელი კინოვარსკვლავი მაიკლ დუგლასი ვაჟს ქემერონს ვარსკვლავურ საღამოებზე ნარკოტიკების (მარიხუანას) დარიგებას აიძულებდა. გამოცემა Mirori ამის შესახებ ქემერონ დუგლასის წიგნზე „გრძელი გზა შინისკენ“ დაყრდნობით წერს. კაცი 40 წლისაა და ამბობს რომ ახლა გაიაზრა თუ რა დავალებას აძლევდა მამა.

მეგან მარკლი

23 ოქტომბერი 2019, 18:33

ტაბლოიდი

ელისაბედ მეორემ მისაღები ოთახიდან მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ფოტო ისევ აიღო

ის, რომ ფოტო მისაღებ ოთახში აღარ დევს, ჟურნალისტებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში, დედოფალსა და გრენადის უმაღლეს კომისარს შორის გამართულ შეხვედრაზე შენიშნეს. როგორც გამოცემა წერს, მეგან მარკლის ფოტოს ადგილი ახლა პრინც ჰარისა და პრინც უილიამის ფოტოს უკავია.