02 აგვისტო 2019, 17:04 / სანდო წყარო

ტეხასში პოლიციელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ძაღლს ესროლა და ქალი მოკლა

ტეხასის პოლიციის ოფიცერმა მისკენ გაქცეული ძაღლის თავდასხმის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა. შემთხვევას კი ქალი შეეწირა, - ინფორმაციას nbcnews ავრცელებს. 

ტეხასის პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს ოფიცერმა რამდენჯერმე გაისროლა, შედეგად კი იქვე ახლოს მყოფი ქალი დაიჭრა. ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 

ამ ეტაპისთვის გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, ჯერ უცნობია რა სასჯელი დაეკისრება პოლიციელს.

ყველა სიახლე

ნურსულთან ნაზარბაევი

20 აგვისტო 2019, 16:34

ტაბლოიდი

ნურსულთან ნაზარბაევმა სიმღერა ჩაწერა. ვიდეო

კადრებში ექსპრეზიდენტი მინდორში დადის და მღერის. მედიის ცნობით, ნაზარბაევმა სიმღერის ტექსტი თავად დაწერა, მუსიკა კი კომპოზიტორ ალტინბეკ კორაზბაევს ეკუთვნის. ნურსულთან ნაზარბაევი 19 მარტს გადადგა. ის ყაზახეთს 1990 წლიდან მართავდა. ივლისში ნაზარბაევს 79 წელი შეუსრულდა.

პაატა სალია

20 აგვისტო 2019, 16:30

საქართველო

სალია არ გამორიცხავს, რომ „რუსთავი 2“-ის რამდენიმე თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია არ გამორიცხავს, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების წინააღმდეგ სასამართლოში დავა დაიწყოს. სალიამ განაცხადა, რომ სარჩელზე მუშაობენ და გარკვეული დასაბუთება უკვე არსებობს. სალიას განმარტებით, მათ შესახებ გადაწყვეტილება შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ იქნება მიღებული.

ეველინ ერნანდესი

20 აგვისტო 2019, 16:24

მსოფლიო

სალვადორის სასამართლომ გაამართლა ქალი, რომელსაც მუცლის მოშლის გამო 40-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა

სალვადორში აბორტის საკითხებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი კანონმდებლობა მოქმედებს. ქვეყანაში აბორტები აკრძალულია, მათ შორის გაუპატიურების ან ინცესტის შემთხვევაშიც, კანონდამრღვევებს კი ორიდან რვა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

20 აგვისტო 2019, 16:18

საქართველო

კაჭრეთში ხანძარი ლოკალიზებულია

ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ადგილზე მობილიზებული იყო, კაჭრეთის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს და თბილისის სახანძრო სამაშველო ტექნიკა და მეხანძრე მაშველები. ჯამში 10 მანქანა და 50-მდე მეხანძრე მაშველი.

კირა ნაითლი

20 აგვისტო 2019, 16:03

ტაბლოიდი

ლონდონის ქუჩებში ორსული კირა ნაითლი გამოჩნდა

გამოცემა Daily Mail-ი ცნობილი მსახიობის, ორსული კირა ნაითლის სურათებს აქვეყნებს. პაპარაცებმა იგი ლონდონში დააფიქსირეს, სადაც თეთრი, კოპლებიანი კაბა და სპორტული ფეხსაცმელები აცვია. მისი ორსულობის შესახებ მაისში გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ მუცელი ასე არ ეტყობოდა

Oscar And The Wolf

20 აგვისტო 2019, 15:54

კულტურა

12 ოქტომბერს საქართველოში Oscar And The Wolf-ის კონცერტი გაიმართება

Monument-ის ეგიდით უკვე მეორედ საქართველოს მაქს კოლომბის მიერ დაარსებული ბელგიური ჯგუფი Oscar & the wolf ეწვევა. ბელგიური ჯგუფს Oscar & the wolf საზღვრებს გარეთ მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს. საქართველოში კი მისი რამდენიმე კომპოზიცია განსაკუთრებით პოპულარულია. მათ შორისაა სინგლი სახელწოდებით You’re mine, რომელიც 2015 წელს გამოვიდა.

დონალდ ტუსკი

20 აგვისტო 2019, 15:49

მსოფლიო

დონალდ ტუსკმა ბორის ჯონსონის წერილს უარით უპასუხა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ღია წერილს უარით უპასუხა. ამის შესახებ ევროპელმა დიპლომატმა Twitter-ზე დაწერა. ჯონსონმა ტუსკს ღია წერილით 20 აგვისტოს მიმართა და Brexit-ის ხელშეკრულების პუნქტის გადახედვას სთხოვა, რომელიც ირლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის საზღვარს ეხება.

პერუ

20 აგვისტო 2019, 15:44

კულტურა

პერუში არქეოლოგებმა 3,800 წლის წინანდელი ფრესკა აღმოაჩინეს

პერუში არქეოლოგებმა 3,800 წლის წინანდელი ფრესკა აღმოაჩინეს, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. კერძოდ, მეცნიერებმა ფრესკიანი კედელი პერუს დედაქალაქ ლიმას ჩრდილოეთით, სახალხო ცერემონიებისთვის განკუთვნილ შენობაში იპოვნეს. ფრესკაზე ჩუქურთმებით გამოსახულია ადამიანები, რომელთაგან ერთს გომბეშოს მსგავსი სახე აქვს. გომბეშო ანდებში წყალს უკავშირდებოდა.

ბრაზილია ავტობუსი რიო-დე-ჟანეირო

20 აგვისტო 2019, 15:42

მსოფლიო

რიო-დე-ჟანეიროში შეიარაღებულმა კაცმა ავტობუსი მგზავრებიანად გაიტაცა

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ინციდენტი ქალაქის ერთ-ერთ ხიდზე მოხდა, რომელზეც მოძრაობა შეჩერებულია. წინასწარი ინფორმაციით გამტაცებელმა თავი სამხედრო პოლიციის ოფიცრად გაასაღა. მან მძღოლს ავტობუსის გაჩერება მოსთხოვა და იმუქრება, რომ სატრანსპორტო საშუალებას ბენზინს გადაასხამს.

ინდოეთის კოსმოსური ხომალდი

20 აგვისტო 2019, 15:40

ტექნოლოგიები

ინდოეთის კოსმოსური ხომალდი უკვე მთვარის ორბიტის გარშემოა

ინდოეთის კოსმოსურმა ხომალდმა მთვარის ორბიტის გარშემო დაიწყო მოძრაობა, - ინფორმაციას BBC ინდოეთის მთავრობის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. ხომალდი, სახელწოდებით, Chandrayaan-2 22 ივლისს აფრინდა. ინდოეთი იმედოვნებს, რომ 145 მილიონ დოლარად შეფასებული მისია პირველი იქნება.

ნოდარ მელაძე

20 აგვისტო 2019, 15:39

საქართველო

ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა ბრიფინგზე განაცხადა. სალია იმედოვნებს, რომ არხზე მყოფი პროფესიონალი ჟურნალისტები მუშაობას განაგრძობენ.

ხორვატია

20 აგვისტო 2019, 15:35

მსოფლიო

BBC: ხორვატმა დიპლომატმა რასისტული კომენტარით საკუთარი ქვეყანა შეურაცხყო

ხორვატიელმა დიპლომატმა რასისტული კომენტარით საკუთარი ქვეყანა შეურაცხყო, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. კერძოდ, დიპლომატმა ფეისბუქზე ადრიატიკის სანაპიროს ფოტო დადო, რომელზეც მიაწერა - „მხოლოდ თეთრი ევროპელები, ისეთები, როგორიც იყო მთელი ევროპა 30 წლის წინ“. მის ამ რასისტულ კომენტარს ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2019, 15:26

ტაბლოიდი

საფრანგეთში სექსით დაკავებული წყვილი აივნიდან გადავარდა

საფრანგეთის ქალაქ კანში სექსით დაკავებული 30 წლის კაცი აივნიდან გადავარდა. მისმა პარტნიორმა, 28 წლის ქალმა მცირე დაზიანებები მიიღო. კაცის მდგომარეობა კრიტიკულია. 4 მეტრამდე სიმაღლის აივნიდან წყვილი მას შემდეგ გადავარდა, რაც ისინი ადგილობრივებმა შენიშნეს.

ლევან და გიორგი ყარამანიშვილები

20 აგვისტო 2019, 15:21

საქართველო

„რუსთავი 2“: ძმებმა ყარამანიშვილებმა საჯარო რეესტრს უჩივლეს

„რუსთავი2“-ის ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები საჯარო რეესტრს უჩივიან. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, საქალაქო სასამართლოში უკვე შევიდა სარჩელი. ყარამანიშვილები თეა წულუკიანის უწყების გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევენ, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაშისთვის წილების გადაფორმება ძალიან სწრაფად მოხდა.

სირია იდლიბი

20 აგვისტო 2019, 15:20

მსოფლიო

სირიაში ჯიჰადისტები სტრატეგიულ ქალაქ ჰან შეიჰუნს ტოვებენ

სირიის ჯარის მიერ განხორციელებული შეტევის შემდეგ ამბოხებულთა დაჯგუფებები პროვინცია იდლიბში სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქ ჰან შეიჰუნს ტოვებენ. ამის შესახებ ოპოზიციურ დაჯგუფება "სირიის ადამიანთა უფლებების სადამკვირვებლო საბჭოზე" დაყრდნობით დასავლური მედია იუწყება.

კაჭრეთში ხანძარია

20 აგვისტო 2019, 15:00

საქართველო

კაჭრეთში ტყე იწვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კახეთში, სოფელ კაჭრეთში ხანძარია. უწყების განცხადებით, ცეცხლი უკიდია ტყვის ქვედა საფარს, ნამკალს და საძოვარს. ადგილზე მობილიზებულია კაჭრეთის და გურჯაანის 4 სახანძრო- სამაშველო მანქანა და 20მდე მეხანძრე

ლიეტუვა

20 აგვისტო 2019, 14:58

საქართველო

ლიეტუველ პარლამენტართა ჯგუფმა საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო

სეიმის წევრთა ჯგუფის განცხადებაში დაფიქსირებულია მოთხოვნა გაუქმდეს საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) რეგიონების „დამოუკიდებლობის“ უკანონო აღიარება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებულ იქნან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დამკვირვებლები.

აიბღა

20 აგვისტო 2019, 14:29

საქართველო

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელი აიბღა რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანეს

აფხაზეთის მთიანი სოფელი აიბღა რუსეთის რეესტრის ბაზაში შეიყვანეს, როგორც რუსეთის შემადგენელი ნაწილი კრასნოდარის მხარეში. ეს ტერიტორია საქართველო-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს, გაგრის რაიონს ეკუთვნის და რუსეთ-საქართველოს შორის წლების განმავლობაში სადავო იყო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსეთის ფედერაციის საკადასტრო

20 აგვისტო 2019, 14:28

მსოფლიო

სომხეთში ციმბირის წყლულის შემთხვევები გამოვლინდა

სომხეთის სოფელ გეხოვიტში ციმბირის წყლულით დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით დაავადდა სოფლის 2 მცხოვრები, რომლებიც რამდენიმე დღის წინ დაკლული ძროხის ნეშტს ამუშავებდნენ.

20 აგვისტო 2019, 14:20

საქართველო

გუგუტიანთკარში ოკუპანტები ლითონის ბოძებს ამონტაჟებენ

გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა ხელოვნური ბარიერების აღმართვა ისევ განაახლეს. ოკუპანტების ტყვეობაში რჩება სოფელ ახალუბნიდან და მეჯვრისხევიდან გატაცებული 8 ადამიანი. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები გრძელდება. ოკუპანტებმა გუგუტიანთკართან მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს.