Imedi /  08 აგვისტო 2019, 11:41 / სანდო წყარო

Agile Spirit 2019-ის მონაწილეებმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

Agile Spirit 2019-ის მონაწილეები

Agile Spirit 2019-ის მონაწილეები

საქართველო-რუსეთის ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ქალაქ ახალციხეში, თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის ბაზაზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი, სწავლების Agile Spirit 2019-ის ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა გვირგვინით შეამკო და საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობასთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი ვაზიანშიც მიაგეს. მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2019-ის თანახელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ჯეისონ ბეიკერმა და სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებმა, IV მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირები გაიხსენეს.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ-დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ია. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო.

ყველა სიახლე

ზელიმხან ხანგოშვილი

11 დეკემბერი 2019, 11:54

საქართველო

საგარეო უწყებაში გერმანიის ელჩთან შეხვედრაზე ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. შეხვედრაზე მათ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზეც ისაუბრეს. გერმანულმა მხარემ ქართულ მხარეს გამოძიების მიმდინარეობა გააცნო.

11 დეკემბერი 2019, 11:53

ძალოვნები

შსს-მ 9 მილიონამდე ლარის ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 9 მილიონამდე ლარია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.

ვიქტორ წილოსანი

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ახალ უფროსად ვიქტორ წილოსანი წარადგინა. ვიქტორ წილოსანმა ამ პოზიციაზე მამუკა მუმლაძე შეცვალა, რომელიც კალაძის თქმით არ მიდის გუნდიდან და მაღალ პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას ტრანსპორტის მიმართულებით.

112

11 დეკემბერი 2019, 11:43

საქართველო

112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება

სისტემა არსებობს 25 წელზე მეტია, 50-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი და სამი პროტოკოლისგან შედგება: საპოლიციო, სახანძრო / სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო. სისტემის გამოყენება დაიწყება 12 დეკემბრიდან სახანძრო /სამაშველო პროტოკოლით და მომდევნო წლის გაზაფხულზე, საპოლიციო და სასწრაფო სამედიცინო პროტოკოლებიც სრულად იქნება ამოქმედებული.

კახა კალაძე მიკროავტობუსი

11 დეკემბერი 2019, 11:24

საქართველო

კახა კალაძე: ყვითელი მიკროავტობუსების ჩანაცვლებით ტარიფი არ გაიზრდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და ახალ ავტობუსებს უახლოეს პერიოდში შეიმოიყვანენ. პირველ ეტაპზე 300 ერთეულ მიკრო ავტობუსს დედაქალაქის მერია საკუთარი ბიუჯეტით შეიძენს.

კარლო ანჩელოტი

11 დეკემბერი 2019, 11:18

სპორტი

კარლო ანჩელოტი „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს

მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურში ნეაპოლელებმა საკუთარ მოედანზე "გენკს" 4:0 მოუგეს და მერვედფინალში გავიდნენ, კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა მწვრთნელის შეცვლა არ გადაიფიქრა. ამის მიზეზი იტალიის ჩემპიონატში "ნაპოლის" სუსტი თამაშია.

პენსაკოლის სამხედრო-საზღვაო ბაზა

11 დეკემბერი 2019, 11:06

მსოფლიო

აშშ-ში სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები სასწავლო ფრენებს ჩამოაშორეს

ფლორიდაში, სამხედრო ბაზაზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, აშშ-ში მყოფი სამხედრო ავიაციის საუდელი სტუდენტები ფრენებს ჩამოაშორეს. თავდაცვის მიდივნის მარკ ესპერის ბრძანების თანახმად, ყველა ფრენა შეჩერდა, თუმცა საკლასო სწავლებები გრძელდება.

ავღანეთი

11 დეკემბერი 2019, 11:03

მსოფლიო

ავღანეთში ტერაქტის შედეგად ხუთი ქართველი სამხედრო დაშავდა

მსუბუქი დაზიანებების მიუხედავად, ისინი განაგრძობენ ტერორისტებთან ბრძოლას კოალიციურ ძალებთან ერთად. მიმდინარე ოპერაციას პიდაპირ ეთერში ადევნებენ თვალს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია

მიწისძვრა

11 დეკემბერი 2019, 10:55

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან 10:30 საათზე დაფიქსირდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 მაგნიტუდას შეადგენდა.

ელექტრომობილი

11 დეკემბერი 2019, 10:34

ეკონომიკა

მსოფლიოში ელექტროთვითმფრინავით პირველი კომერციული ავიარეისი შესრულდა

როგორც კომპანიები Harbour Air-ი და magniX-ი აცხადებენ, ეს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მომუშვე ვერტმფრენით შესრულებული პირველი კომერციული რეისი იყო. ელექტროენერგიის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუწყოს ნახშირბადის ემისიების შემცირებას საავიაციო სექტორში.

ჩელსი

11 დეკემბერი 2019, 09:57

სპორტი

„ჩელსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფშია

ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურში ფრანგული „ლილი“ დაამარცხა და პლეიოფში გავიდა. შეხვედრა დიდ ბრიტანეთში „სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების სასარგებლოდ ანგარიშით 2:1 დაასრულდა.

აშშ სწავლება

11 დეკემბერი 2019, 09:26

მსოფლიო

აშშ ევროპაში 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სწავლებას გამართავს

წვრთნის ცენტრი, რომლის ფარგლებში ევროპაში 20 000 ამერიკელი სამხედრო ჩავა, გერმანია გახდება. გეგმის თანახმად, ამერიკელი სამხედროები ატლანტის ოკეანის გავლით ბელგიასა და ნიდერლანდებში ჩავლენ, შედეგ კი მათი დისლოცირება პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ მოხდება.

11 დეკემბერი 2019, 08:59

ეკონომიკა

გახარია: მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა.

აშშ სროლა

11 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

აშშ-ში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-ჯერსის შტატში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ჯერსი-სიტიში მოხდა. დაჭრილია ასევე 2 სამართალდამცველი. სროლა ჯერ სასაფლაოზე დაიწყო, შემდეგ კი ეჭვმიტანილები ახლოს მდებარე სუპერმარკეტში გამაგრდნენ.

ტრამპი

11 დეკემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მათ ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა კონტროლი ბირთვულ იარაღზე, არჩევნებში ჩარევა, ვაჭრობა, აგრეთვე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დიალოგი მალე გაგრძელდება“- წერს ტრამპი.

ეროვნული გალერეა

11 დეკემბერი 2019, 08:17

კულტურა

ეროვნული გალერეა „მარადიული რომის“ ექსპოზიციას მასპინძლობს

ამ გამოფენით იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოს დაემშვიდობა.ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით წარმოდგენილი ექსპოზიციები, 240 თასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2020 წლის 29 თებერვლამდე დარჩება.

ჟენევა

11 დეკემბერი 2019, 08:13

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს

მოლაპარაკების მონაწილეები საქრთველოდან და თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ადამიანთა გატაცების პრაქტიკა და მსგავსი უკანონო ქმედებების გამოყენება ზეწოლისა და პოლიტიკური თამაშებისთვის, უნდა დასრულდეს. 2019 წლის ბოლო რაუნდი თბილისის დროით, პირველ საათზე იწყება.

ყატარი

11 დეკემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

ყატარი გალფის სამიტში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნად მონაწილეობს

მედიაში გავრცელდა სამიტზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ყატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი და საუდის არაბეთის მეფე სალმანი არიან აღბეჭდილი. ქუვეითი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა ყატარსა და საუდის არაბეთს შორის პრობლემის მოგვარებას, მეფის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით მიესალმება.

სერგეი ლავროვი მაიკ პომპეო

11 დეკემბერი 2019, 00:28

მსოფლიო

პომპეო: რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს

რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს, ორივე ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ჩხუბი

11 დეკემბერი 2019, 00:20

საქართველო

პარლამენტთან მოქალაქეებმა ერთმანეთს სცემეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გაშველებას პოლიცია და იქ მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ. რასთან დაკავშირებით დაიწყო ჩხუბი ჯერ უცნობია. პარლამენტთან დაპირისპირება საღამოსაც მოხდა, მას შემდეგ რაც იქ მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე" მივიდა