imedi /  10 აგვისტო 2019, 13:45 / სანდო წყარო

შსს-მ 479 სტაჟიორის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფმა თბილისსა და რეგიონებში სტაჟიორის 479 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოცხადა.

უწყების ინფორმაციით, სტაჟირების გავლა შესაძლებელია თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლში, აჭარაში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში.

„სტაჟიორის ვაკანსია სხვადასხვა პოზიციაზეა გამოცხადებული, მათ შორისაა: გამომძიებელი, ინსპექტორი და ფსიქოლოგი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ექსპერტი საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. ასევე სტაჟირება გამოცხადებულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, 112-ში, სასაზღვრო პოლიციაში, ადამიანური რესურსების მართვის და ეკონომიკურ დეპარტამენტებში, მომსახურების სააგენტოში, დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეფასების შედეგების გათვალისწინებით, საუკეთესო სტაჟიორები სამინისტროში 99 ვაკანტურ თანამდებობაზე მიიღებიან.

სტაჟირების ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  მიმდინარე წლის 16 ივლისს გამართულ დასაქმების ფორუმზე გააცნო. ფორუმის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ახალგაზრდებს  სამინისტროს საქმიანობის, სტუდენტთა სტაჟირების პოზიციების და ვაკანსიების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. მოეწყო თემატური პავილიონიც, სადაც სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფმა თავისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები გამოფინა.

სტუდენტური დასაქმების ფორუმის მიზანი შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვა იყო. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 უმაღლეს სასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმის ფარგლებში სამინისტრო გეგმავს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტთა მიერ სამუშაო პრაქტიკის გავლის კუთხით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებსა და ფუნქცია-მოვალეობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://hr.police.ge. პოზიციაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 სექტემბერი“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ყველა სიახლე

ნინო ბურჯანაძე

23 თებერვალი 2020, 23:06

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას

„ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ვანო მერაბიშვილთან თანამშრომლობას. ის არასოდეს ყოფილა პოლიტიკური ლიდერი და არამგონია რომელიმე პოლიტიკურმა ორგანიზაციამ, თუ ის რომელიმე ორგანიზაციაში გადაწყვეტს შესვლას, მაინცდამაინც პოლიტიკურ ლიდერად ის მაგიდაზე გამოგზავნოს. იმიტომ რომ ეს იქნება უბრალოდ ხელოვნურად მაგიდის ჩაშლის მცდელობა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გურამ თუშიშვილი

23 თებერვალი 2020, 22:44

სპორტი

გურამ თუშიშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა

გადამწყვეტ შეხვედრამდე თუშიშვილმა ალიშერ იუსუპოვი, შაკარმამად მირმამადოვი, მინჯონგ კიმი და რაფაელ სილვა დაამარცხა. თუშიშვილის გარდა დიუსელდორფის გრან პრიზე ოქროს მედალი ქართველი ძიუდოისტებიდან ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

წოლჭიმის ნაკრები

23 თებერვალი 2020, 22:27

საქართველო

წოლჭიმში მსოფლიო თასის გათამაშებიდან საქართველოს ნაკრები 2 მედლით ბრუნდება

საქართველოს წოლჭიმის ნაკრები მანჩესტერის 2020 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან 2 მედლით ბრუნდება. აკაკი ჯინჭარაძე 107კგ.წონით კატეგორიაში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. აჰმად რაზმაზარმა ამავე ტურნირზე ოქროს მედალი 80კგ.წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ნიკოლ ფაშინიანი

23 თებერვალი 2020, 22:21

მსოფლიო

კორონავირუსის საფრთხის გამო სომხეთი ირანთან საზღვრას 2 კვირით კეტავს

ამის შესახებ Facebook-ზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა. „პატივცემულო თანამემამულენო, მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს ორი კვირით ჩაიკეტოს საზღვარი ირანთან. ასევე შეწყდება ავიამიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის და ირანთან საზღვარზე ხალხის შემოშვება“, - დაწერა ფაშინიანმა.

კალათბურთი საქართველო სერბეთი

23 თებერვალი 2020, 22:00

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

პირველი ტაიმი მასპინძლებმა ანგარიშით 48-41 მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა მოახერხა. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საქართველოს ნაკრების წევრი თად მაკფადენი გახდა, რომელმაც 33 ქულა დააგროვა. გიორგი შერმადინმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა.

23 თებერვალი 2020, 21:46

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა. ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი. იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ხარაგაული

23 თებერვალი 2020, 21:20

საქართველო

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ხარაგაულში, ობიექტზე დასაქმებული ადგილობრივების მოთხოვნით, ჩინელი კოლეგები სხვა ობიექტზე გადაიყვანეს

სოფელ საქასრიაში ავტომაგისტრალის სამშენებლო ობიექტიდან ჩინეთის შვიდი მოქალაქე სხვა ობიექტზე გადაიყვანეს. ადგილზე დასაქმებულების პროტესტის შემდეგ, კომპანიამ სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩინეთის მოქალაქეები ბორითში გადაიყვანა.

ბექა ღვინიაშვილი

23 თებერვალი 2020, 21:16

სპორტი

ბექა ღვინიაშვილმა დიუსელდორფის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გორელმა ძიუდოისტმა გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელი მამადლი მეჰდიევი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. მანამდე კი, ღვინიაშვილმა ყირგიზი ერლან შეროვი და შვეიცარიელი სირილ გროსკლაუსი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვთან წააგო.

მიწისძვრა

23 თებერვალი 2020, 21:00

მსოფლიო

თურქეთში დღის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ირანის ქალაქ ხოიში დაფიქსირდა. მიწისძვრის მაგინტუდის სიმძლავრემ 5.9 შეადგინა. ამ ეტაპზე ინფორმაცია დაღუპულებსა და დაშავებულებზე არ ვრცელდება. დღესვე, თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ირანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

სახანძრო მანქანა

23 თებერვალი 2020, 20:50

ძალოვნები

დიდ ლილოში ცეცხლი ბალახს და ბუჩქებს უკიდია

მეხანძრეები დიდ ლილოში ხანძარს აქრობენ. ცეცხლი უკიდია ბალახს და ბუჩქებს. ადგილზე სამი მანქანა მუშაობს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილის გარშემო დასახლებული პუნქტი ან ტყე არ არის.

საბურთალო

23 თებერვალი 2020, 20:36

სპორტი

„საბურთალომ“ საქართველოს სუპერთასი მოიგო

საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ საქართველოს სუპერთასის მფლობელია. თემურ შალამბერიძის მომზადებულმა გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლაში ქვეყნის ჩემპიონი თბილისის „დინამო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა და სუპერთასი არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა.

ვენეციის კარნავალი კორონავირუსი

23 თებერვალი 2020, 20:24

მსოფლიო

ვენეციის კარნავალი კორონავირუსის გამო ვადაზე ადრე დასრულდება

BBC -ის ინფორმაციით, ვენეციის კარნავალი გახსნის დღეს, 23 თებერვალს საღამოს დასრულდება, თავდაპირველი გეგმით კი ღონისძიება 25 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 132-ს მიაღწია.

იტალია

23 თებერვალი 2020, 20:00

საქართველო

საელჩო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართავს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები.

ევროპული საქართველო აქცია ჰიმნი

23 თებერვალი 2020, 19:48

საქართველო

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ

აქტივისტები დეპუტატების, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილისგან პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერებისთვის ბოდიშის მოხდასა და მანდატების დატოვებას ითხოვენ. მათი თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები.

23 თებერვალი 2020, 19:47

თემა

რა იწვევს შარდის შეუკავებლობას

სტატისტიკის თანახმად, ქალების 15-60%-ს შარდის შეუკავებლობა აწუხებს. მართალია, კაცებში ეს პრობლემა შედარებით იშვიათია, თუმცა მაინც აქტუალური. სპეციალისტების განმარტებით, ამ მიმართულებით რეალური მონაცემები არ არსებობს, რადგან ბევრ ადამიანს ამ თემაზე ხამამაღლა საუბრის რცხვენია. ყველაზე ხშირად შარდის შეუკავებლობა აქვთ გაცხიმოვნების მქონე ადამიანებს, ფეხმძიმე, ახალნამშობიარებ და მენოპაუზის მქონე ქალებს. ეს პრობლემა აწუხებთ იმ კაცებს, რომელთაც პროსტატის დაავადება აღენიშნებათ ან ამ მიმართულებით ოპერაცია აქვთ გაკეთებული. შარდის შეუკავებლობას არც თუ ისე იშვიათად დეპრესიის, სოციალური იზოლაციის, შარდის ბუშტისა და სოკოვანი ინფექციების რისკი ახლავს.

არჩევნები ირანი

23 თებერვალი 2020, 19:26

მსოფლიო

ირანის საპარლამენტო არჩევნებზე რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა

საკუთარი არჩევანი მხოლოდ 42.6%-მა დააფიქსირა. დედაქალაქ თეირანში კი აქტივობამ მხოლოდ 25.4% შეადგინა. ქვეყნის ხელისუფლება ამას ირანის მტრების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უკავშირებს. საპარლამენტო არჩევნები ირანში 22 თებერვალს ჩატარდა. საბოლოო შედეგები კი 24 თებერვალს გამოქვეყნდება.

საქართველო

23 თებერვალი 2020, 19:06

საქართველო

საქართველოს საგარეო უწყება მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს

საქართველო მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაწესდება მკაცრი შეზღუდვები და ამ მიმართულებით, მეზობელ ქვეყნებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

კორონავირუსი იტალია

23 თებერვალი 2020, 18:45

მსოფლიო

იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 130-ს გადააჭარბა

ეს ევროპაში ვირუსის ყველაზე დიდი აფეთქებაა. ამასთან, ქვეყნის ხელისუფლება პირველ დაავადებულს ამ დრომდე ვერ პოულობს, შესაბამისად არ იციან ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი და რამდენად გაიზრდება ავადმყოფების რაოდენობა.

ოკუპაცია

23 თებერვალი 2020, 18:34

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული არასრულწლოვანი შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს

17 წლის ალეკო შიუკაშვილი, რომელიც ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული, შიდა ქართლის პოლიციაში გამოკითხეს. თითქმის ორ საათს გრძელდებოდა გამოკითხვა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში. გამოკითხვას არასრულწლოვნის დედა ესწრებოდა.

23 თებერვალი 2020, 17:54

საქართველო

ირანიდან საქართველოში და პირიქით, ფიზიკური პირების გადაადგილება შეიზღუდა

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების დღიდანვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, შექმნილია მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომლის მუშაობასაც კოორდინაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უწევს.