imedi /  15 აგვისტო 2019, 10:27 / სანდო წყარო

არიელისა და პერსილის ფალსიფიცირების ბრალდებით ორი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს და ორი ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული აჭარის რეგიონში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, იაფფასიან სარეცხ ფხვნილებს აფასოებდნენ და მას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების -  „პერსილი“- სა და „არიელი“- ს სამარკო ნიშნის უკანონო გამოყენებით ჰყიდდნენ. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
 

ყველა სიახლე

ჰონგ-კონგი

18 აგვისტო 2019, 21:51

მსოფლიო

ორგანიზატორების თქმით ჰონგ-კონგში მორიგ აქციაზე 1.7 მილიონი ადამიანი მივიდა

აქციაზე ყველა ასაკის ადამიანი იმყოფებოდა, რათა აქციების მუდმივი დემონსტრანტებისთვის, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას კარგავენ, თავიანთი სოლიდარობა გამოეხატათ. ეს პირველი აქცია იყო გასულ კვირაში ჰონგ-კონგის აეროპორტში მომხდარი დაპირისპირებების შემდეგ, როდესაც მცირე ჯგუფმა ორ კაცს სცემა.

ქეთევან ციხელაშვილი

18 აგვისტო 2019, 21:47

საქართველო

ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უკანონოდ დაკავებული პირები მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლდნენ, იუწყება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი. ქეთევან ციხელაშვილის უწყება გატაცებულების მდგომარეობაზეც ავრცელებს ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

18 აგვისტო 2019, 21:24

ტაბლოიდი

საქართველოში 65 წლის ქალს ჭურჭლის რეცხვაში საშუალოდ 564 დღე აქვს გატარებული

ჭურჭლის რეცხვის შესახებ საქართველოს მასშტაბით 1100 რესპონდენტი გამოკითხა. მსგავსი გამოცდილების დეფიციტი „საშინაო შრომის ბაზარზე“ უმეტესად, კაცებს აქვთ.კვლევამ გამოავლინა, რომ გამოკითხული ქალების 96% და კაცების 14% რეცხავს ჭურჭელს. ქალები დღის განმავლობაშიც ხშირად რეცხავენ ჭურჭელს - საშუალოდ, 3-ჯერ.

18 აგვისტო 2019, 21:22

ტაბლოიდი

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთში ისვენებს

ნორვეგიის პრინცესა საქმროსთან ერთად თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინცია მუღლაში, ეგეოსის ზღვის სანაპიროზე ისვენებს. თურქული მედიის ინფორმაციით, „მარტა ლუიზამ და შამან დიურეკი ტურისტებისთვის მიმზიდველ ქალაქში 16 აგვისტოს ჩავიდნენ“. სტუმრებს რამდენიმე საჩუქარი გადასცეს, მათ შორის არის მუსტაფა ქემალ ათათურქის პორტრეტი.

კულტურა

18 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ტიმოთესუბანში სამონასტრო კომპლექსში სათავსო თვითნებურად ჩადგეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, საყოფაცხოვრებო დანიშნულების მქონე სათავსო ეროვნული კატეგორიის სტატუსის მქონე უძრავი ძეგლის ინტერიერის ვიზუალურ მხარეს სრულიად არ შეესაბამება და მის კულტურულ ღირებულებას ხელყოფს.

გიორგი შოთაძე

18 აგვისტო 2019, 20:48

სპორტი

ქართველი მოჭიდავე გიორგი შოთაძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ქართველმა მოჭიდავემ გიორგი შოთაძემ (67 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა სომეხი მოჭიდავე დაამარცხა. ფინალამდე კი სამივე მეტოქე აშკარა უპირატესობით ჩამოიცილა, პოლონელ მიელევცზიკს 11-0, ჩინელ ჰუანს 8-0 და უკრაინელ კრავჩენკოს 9-1 მოუგო. .

შემთხვევის ადგილი

18 აგვისტო 2019, 20:32

ძალოვნები

სოფელ ნიგვზიანთან ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ავტოავარიის შედეგად დაიღუპა 45 წლამდე ქალი, 8 ადამიანი კი დაშავდა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

გემი

18 აგვისტო 2019, 20:27

მსოფლიო

ლიბიელი მიგრანტების გემმა ესპანეთის მთავრობის შეთავაზება არ მიიღო

ჰუმანიტარული ორგანიზაციის კუთვნილმა გემმა Open Arms, სადაც 130 მიგრანტი იმყოფება, უარი განაცხადა ესპანეთის ხელისუფლების შეთავაზებაზე რომ გემი პროვინცია კადისში მდებარე ალხესირასის პორტში შესულიყო, რომელიც გემის ამჟამინდელი მდებარეობიდან 6 დღის სავალზეა.

18 აგვისტო 2019, 20:25

ძალოვნები

ოკუპანტებმა გატაცებული მოქალაქეების ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფლის აძვისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე გატაცებული მოქალაქეების კუთვნილი ავტომობილები ქართულ მხარეს გადასცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ავტომობილები პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. უწყების ცნობით, შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, ისინი კანონიერ მეპატრონეებს დაუბრუნდებათ.

შსს

18 აგვისტო 2019, 19:42

საქართველო

თბილისში ბარათაშვილის ხიდზე სამანქანო მოძრაობა 5 დღით ნაწილობრივ იზღუდება

თბილისში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტომანქანების მოძრაობა ხიდზე ნაწილობრივ შეიზღუდება. კერძოდ, 18 აგვისტოს 20:00 საათიდან 23 აგვისტოს 24:00 საათამდე, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე მოძრავი ავტომანქანებისთვის დაწესდება მოძრაობის განრიგები.

18 აგვისტო 2019, 19:33

მსოფლიო

სტატუსის გაუქმების შემდეგ ქაშმირში სულ მცირე 4000 ადამიანი დააკავეს

ფრანგულ მედიას წყარომ განუცხადა, რომ დაკავება საზოგადოებრივი უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით მოხდა. კანონი, რომელიც დავის საგანს წარმოადგენს, ხელისუფლებას აძლევს საშუალებას ორი წლის განმავლობაში პატიმრობაში ჰყავდეს ადამიანი საბრალდებო დასკვნისა და სასამართლოს გარეშე.

დონალდ ტრამპი

18 აგვისტო 2019, 19:24

მსოფლიო

მედია: პენსილვანიაში ტრამპთან შეხვედრაზე მუშები დაშინებით მიიყვანეს

13 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პენსილვანიაში, Shell-ის ქიმიური ქარხნის მუშებს შეხვდა. გაზეთ Pittsburgh Post-Gazette-მა (რომელიც შტატის მასშტაბით სიდიდით მეორე გამოცემაა) გაარკვია, რომ ტრამპთან შეხვედრამდე ქარხნის მუშებს ანაზღაურებასთან დაკავშირებით პირობები წაუყენეს .

ვუდსტოკის ფესტივალი

18 აგვისტო 2019, 18:52

კულტურა

ვუდსტოკის ფესტივალი 50 წლისაა

„მუსიკისა და მშვიდობის სამი დღე“ ჰიპის კულტურის კულმინაცია და ამავდროულად, მისი დაისი იყო. ფესტივალი მოიცავდა ყველაფერს: თავისუფლებას და როკ-ენ-როლს, სექსს და ნარკოტიკებს, ჭუჭყს და ანტისანიტარიას, ანარქიას და პაციფიზმს. ფესტივალს 400 ათასამდე ადამიანი დაესწრო.

18 აგვისტო 2019, 18:40

ტექნოლოგიები

კვლევა: სოციალური მედია გოგოებისთვის უფრო საზიანოა ვიდრე ბიჭებისთვის

კვლევების თანახმად, სოციალური მედია ფსიკიკური ჯანმრთელობის საკითხებთან ასოცირდება, თუმცა ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ ასეთი პრობლემა შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარკვეულ პირობებში და გარკვეულ ადამიანებში.

18 აგვისტო 2019, 18:39

ტაბლოიდი

მიკ ჯაგერის უცნაური თვისება ცნობილია

Rolling Stones-ს სოლისტი, ლეგენდარული მიკ ჯაგერი იმ სასტუმროებში სადაც ის გასტროლების დროს ჩერდება ლეიბის შეცვლას ითხოვს, - ამის შესახებ Daily Mail-ი წყაროზე დაყრდნობით წერს. მიკი ყოველთვის ითხოვს სასტუმროში ახალი ლეიბის მიტანას. ასევე მისი სურვილია, რომ ვიდრე სასტუმროში დაბინავდება, ამ ლეიბზე ობიექტის თანამშრომელმა დაიძინოს.

კვლევა

18 აგვისტო 2019, 18:11

ტექნოლოგიები

გაირკვა შეუძლიათ თუ არა ქალებს კაცებზე უკეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება

ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მარტივი ნამდვილად არ არის. დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყო და არის გავრცელებული მოსაზრება, რომ ქალები ამას კაცებზე უკეთ ართმევენ თავს.

ინდოეთი, წყალდიდობა.

18 აგვისტო 2019, 18:01

მსოფლიო

ინდოეთში წყალდიდობას სამ თვეში 1000-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ქვეყნის 9 რეგიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით, წყალდიდობის შედეგად 1038 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ინდოეთის სამხარეო სამინისტრო ავრცელებს. ადამიანების უმეტესობა დაიხრჩო, ნაწილი კი მეწყერმა და შენობების ნგრევამ იმსხვერპლა. ამასთან, ინდოეთის შტატ მაჰარაშტრაში 245, ქერალში-155, დასავლეთ ბენგალში -154, ბიჰარში - 130 ადამიანი

ეშლი კოული

18 აგვისტო 2019, 17:40

სპორტი

ეშლი კოულმა კარიერა დაასრულა

კოული დღემდე ლოს-ანჯელეს გალაქსი თამაშობდა, ახლა კი სამწვრთნელო კარიერაზე ფიქრობს. 38 წლის ფეხბურთელმა პრემიერ ლიგა სამჯერ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, ჩემპიონთა ლიგა კი 2011-2012 წლებში მოიგო. ასოციაციის თასის ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია, 7 მედლით.

18 აგვისტო 2019, 17:31

თემა

მართალია რომ ცაციები უფრო ნიჭიერები არიან?

არსებობს მოსაზრება, რომ მემარცხენეებში უფრო ხშირად გვხვდებიან გამორჩეული ნიჭის პატრონები, ვიდრე მემარჯვენეებში. ამ შეხედულებას არც სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები აკლია. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მემარჯვენეები ცაციებზე დაახლოებით ათჯერ მეტნი არიან. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ კაცებში მემარცხენეები ორჯერ უფრო ხშირად გვხვდებიან, ვიდრე ქალებში.

ელიზაბეტ მაკრონი

18 აგვისტო 2019, 17:29

ტაბლოიდი

საფრანგეთის პირველ ლედის მხარი დაუზიანდა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ცოლ ბრიჯიტს მხარი დაუზიანდა. ამის შესახებ Journal du Dimanche წერს. პირველი ლედი საზოგადოების წინაშე კიდურის დამჭერი ბანდაჟით გამოჩნდა. გამოცემის ცნობით, მას გემზე ყოფნისას ფეხი დაუცდა და მხრის ძვალი დაუზიანდა.