Imedi /  28 აგვისტო 2019, 12:50 / სანდო წყარო

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: სიტყვა „ანტიტერორისტული“ არსად ნახსენები არ არის

საქართველოს გენერალური პროკურატურა ბრიტანეთში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

ძალოვანი უწყება აცხადებს, რომ სიტყვა „ანტიტერორისტული“ არც ერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აპელირებდნენ.

„საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, კერძოდ: მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ ,,საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის“, ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა გაასაჯაროვა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს.

გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით.

ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისთვისაც, ვინაიდან მათ სრულყოფილად გადაეცათ საქმის მასალები. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძის ფინანსური აქტივობების შესახებ - ის მიღებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო არხით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია გამოძიებასთან და ეს წერილი არ არის და თეორიულადაც ვერ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის პასუხი.

აღნიშნული პროცედურების შესახებ ცნობილია ნებისმიერი იურისტის და სამართალმცოდნისათვის. გარდა ამისა, ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა გაგზავნილია 2019 წლის 03 ივნისს, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციაში ფინანსური აქტივობების შესახებ მამუკა ხაზარაძე მოხსენიებულია როგორც ფულის გათეთრებაში ბრალდებული.

მხოლოდ ეს ინფორმაცია, არათუ სამართალმცოდნეს, არამედ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ ამ ორ დოკუმენტს არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს. ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალებშიც კი ნათლად ჩანს, რომ არანაირ თანამშრომლობას ანტიტერორისტული ღონისძიების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია და სიტყვა ,,ანტიტერორისტული“ არც ერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიერ გამართულ ბრიფინგზე ასე აქტიურად აპელირებდნენ.

ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად ცნობილია დაცვის მხარისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალები მათ მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ახალი განცხადება გაავრცელა. ის პროკურატურის პოზიციას არ იზიარებს. 

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით).“   

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. როგორც ცნობილია პროკურატურა მილიონიან გირაოს მოითხოვდა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონი დოლარის ტრანზაქციაზე. 

8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

ასევე, ამ საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. 

ყველა სიახლე

ლიამ გალაჰერი

21 სექტემბერი 2019, 00:37

კულტურა

ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა

ჯგუფ Oasis-ის ყოფილმა წევრმა ლიამ გალაჰერმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა, - წერს Rolling Stone. მისი სახელია - „Why My? Why Not“. ალბომი რიგით მეორეა და მასში შესულია 14 კომპოზიცია. როკ-ჯგუფი Oasis-ი მანჩესტერში 1991 წელს შეიქმნა. მისი წევრები იყვნენ: ლიამ გალაჰერი, პოლ ართურსი, პოლ მაკ-გიგენი და ტონი მაკ-კეროლი.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

21 სექტემბერი 2019, 00:36

სპორტი

ბასილაშვილი მეცის ტურნირს ტრავმის გამო გამოეთიშა

ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 61-ე ჩოგანი, ფრანგი ჯო-უილფრიდ ცონგა იყო. პირველი სეტი ბასილაშვილმა 7:5 მოიგო, მეორეში კი 3:6 დამარცხდა. მესამე სეტის მიმდინარეობისას, როდესაც ანგარიში ცონგას სასარგებლოდ 4:1 იყო, ნიკამ სამედიცინო ტაიმაუტი აიღო, ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ კი შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ტრაიან ბესესკუ

21 სექტემბერი 2019, 00:22

მსოფლიო

რუმინეთის ექსპრეზიდენტი კომუნისტური პოლიციის ინფორმატორი იყო

რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ კომუნისტური ეპოქის საიდუმლო პოლიციის ინფორმატორად მუშაობდა. გამოცემა Balkan Insight-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ბუქარესტის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა. ბესესკუ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

პორშე

21 სექტემბერი 2019, 00:12

ეკონომიკა

Volkswagen-ი და Porsche ბაზრიდან 227.000 ავტომობილს გაიწვევენ

Volkswagen-ი და Porsche საავარიო ბალიშების დეფექტისა და პროგრამული უზრუნველყოფის განახლების მიზეზით ავტომობილების ნაწილს უკან გაიწვევენ, - წერს Reuters. კერძოდ, ეს შეეხება შემდეგ მოდელებს: 2015 წელს გამოშვებულ Tiguan-ს, Sharan-ს და CC-ს. ასევე, Boxster-ს, Cayman-სა და Panamera-ს. ორივე კომპანია ბაზრიდან ეტაპობრივად სულ 227.000 ავტომობილს გაიწვევს.

Psylla frodobagginsi

20 სექტემბერი 2019, 23:58

ტექნოლოგიები

ახალაღმოჩენილ მინდვრის რწყილს მეცნიერებმა ფროდო ბეგინსი დაარქვეს 💍🧙‍♂️

ახალზელანდიელმა მეცნიერებმა მინდვრის რწყილის ახალ სახეობას სახელი „ბეჭდების მბრძანებლის“ პერსონაჟის, ჰობიტ ფროდო ბეგინსის საპატივცემულოდ დაარქვეს. რწყილის ახალ სახეობას Psylla frodobagginsi ერქმევა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით წერს.

მაჰდი ალ-მაშათი

20 სექტემბერი 2019, 23:29

მსოფლიო

ჰუსიტები მზად არიან საუდის არაბეთზე ავიადარტყმები შეწყვიტონ

დაჯგუფება „ანსარ ალას“ მებრძოლები, რომლებმაც იემენის ჩრდილოეთის ნაწილზე კონტროლი დაამყარეს, საუდის არაბეთზე ავიადარტყმების შეწყვეტის მზადყოფნას გამოთქვამენ და ერ-რიადისგან საპასუხო ნაბიჯს ელოდებიან, - ამის შესახებ ტელეარხ „ალ-მასირას“ ეთერში ჰუსიტების პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა მაჰდი ალ-მაშათმა განაცხადა.

სანქციები

20 სექტემბერი 2019, 23:24

მსოფლიო

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა

აშშ-მა ირანს ახალი სანქციები დაუწესა. კერძოდ, დონალდ ტრამპმა ამის შესახებ დღეს, 20 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, შეზღუდვები ახლა უკვე ირანის ეკონომიკას - ცენტრალურ ბანკსა და ეროვნული განვითარების ფონდს შეეხება. აშშ-ი კი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს. ირანმა ისიც განაცხადა, რომ ომისთვის მზად არის.

დიმიტრი ცქიტიშვილი

20 სექტემბერი 2019, 23:12

საქართველო

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები განმარტა

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების სპეკულაციური ინტერპრეტაცია გაავრცელა.

პრინცი ენდრიუ

20 სექტემბერი 2019, 22:46

მსოფლიო

ეპშტეინის მსხვერპლმა პრინც ენდრიუსთან სექსუალური ურთიერთობის დეტალები გაიხსენა

ჯეფრი ეპშტეინის მსხვერპლი ქალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრინც ენდრიუს მასთან სექსის აღიარებისკენ მოუწოდებდა, ამბობს, რომ პრინცს ის ეპშტეინმა მიუგზავნა. ამის შესახებ მან NBC News-ის ეთერში განაცხადა. 35 წლის ვირჯინია ჟუფრეს მტკიცებით, პრინცს ენდრიუსთან სექსი მას 17 წლის ასაკში ჰქონდა.

შოთა დიღმელაშვილი

20 სექტემბერი 2019, 22:08

საქართველო

„სირცხვილია“: ჩავრთეთ წამზომი, რომელიც უკუთვლას 2020 წლის არჩევნებზე დაასრულებს

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა მომიტინგეებს მანიფესტი წაუკითხა და მოძრაობის გეგმები გააცნო. მისი განცხადებით, „სირცხვილიას“ მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებზე ხელისუფლების დამარცხება იქნება.

ბავშვთა პორნოგრაფია

20 სექტემბერი 2019, 21:49

ძალოვნები

საქართველოში ბავშვთა პორნოგრაფიასთან დაკავშირებულ დაკავებებს საერთაშორისო მედია გამოეხმაურა

შსს-ს მიერ ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი და გამსაღებელი დაჯგუფების წევრების დაკავებას საერთაშორისო მედია გამოეხმაურა. კერძოდ, უწყებამ Reuters-ისა და ავსტრალიური მედია ABC-ის მიერ ამ საქმის გაშუქება მიმოიხილა.

საპატრიარქო

20 სექტემბერი 2019, 21:11

საქართველო

საპატრიარქო: უწმინდესი კირილეს ქმედება ჩვენთვის სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება

საპატრიარქო ინფორმაციას, რომ რუსეთის ეკლესიის მეთაურმა კირილემ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ხაჯიმბას „არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა, განცხადებით ეხმაურება. „გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს“.

კუ ჰელიქსი

20 სექტემბერი 2019, 20:57

ტაბლოიდი

ამერიკელმა ხეიბარ კუს ფინგერბორდის ბორბლები დაუმაგრა

ამერიკელი რენდი ბეტცი დელავერის შტატში ცხოვრობს, ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობს და თავისუფალ დროს კუების გამრავლებით არის დაკავებული. რამდენიმე თვის წინ მისი ერთ-ერთი კუ ზურგის დეფორმაციით დაიბადა, რის გამოც უკანა კიდურებს ვერ იყენებდა.

მარნეულის სასურსათო ქარხანა

20 სექტემბერი 2019, 20:44

ეკონომიკა

მარნეულის სასურსათო ქარხანა: წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნით მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, - ინფორმაციას მარნეულის სასურსათო ქარხანა ავრცელებს. „შედეგების მოსვლისთანავე ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას“.

20 სექტემბერი 2019, 20:33

მსოფლიო

ჰეზბოლა: ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს გაანადგურებს

ომის შემთხვევაში ირანი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაანადგურებს, - ამის შესახებ ტელემიმართვაში ლიბანური ისლამისტური მოძრაობა „ჰეზბოლას“ ლიდერმა საიდ ჰასან ნასრალამ, იუწყება სააგენტო Reuters-ი. მან ასევე არაბულ ქვეყნებს იემენში მიმდინარე ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

მამუკა ხაზარაძე

20 სექტემბერი 2019, 20:10

საქართველო

პარლამენტის წინ აქციაზე მამუკა ხაზარაძე მივიდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

სიდნეი კლიმატის ცვლილება

20 სექტემბერი 2019, 20:04

მსოფლიო

კლიმატის დასაცავად მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა

მსოფლიოს 160-მდე ქვეყანაში კლიმატის დაცვის მოთხოვნით დემონსტრაციები იმართება. BBC-ის ინფორმაციით, დემონსტრანტები წიაღისეული საწვავის ხანის დასრულებას და დედამიწის ბუნებრივი რესურსების სამართლიანი გადანაწილებას მოითხოვენ.

კონსორციუმი

20 სექტემბერი 2019, 19:49

ეკონომიკა

ანაკლიის კონსორციუმი: ინვესტორი „მერიდიანი“ ყაზახური წარმომავლობისაა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მისი ერთ-ერთი პოტენციური ინვესტორის, Meridian Capital Limited-ის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფ Merdian Capital Limited (Meridian)-ის წარმომავლობა ყაზახურია.

დორიან სი

20 სექტემბერი 2019, 19:23

მსოფლიო

გერმანელმა სერფერმა შემთხვევით მეტეორის ჩამოვარდნა გადაიღო

12 სექტემბერს დორიან სი ჩრდილოეთის ზღვაში სერფინგით იყო დაკავებული. მის მიერ გადაღებულ ვიდეოზე მეტეორის ჩამოვარდნა ჩანს. ექსპერტების ინფორმაციით, მეტეორი სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა და დანიის სამხრეთ ნაწილში ჩამოვარდა.

„სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია

20 სექტემბერი 2019, 19:00

საქართველო

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან „სირცხვილიას“ აქცია მიმდინარეობს

ათონელის რეზიდენციასთან და პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციაზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. მესამე თვეა, რაც აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.