imedi /  11 სექტემბერი 2019, 12:25 / სანდო წყარო

ადვოკატი: პეკინის გამზირზე ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს პარანოიდული შიზოფრენია აქვს

დაჭრა

თბილისში, პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს პარანოიდული შიზოფრენია დაუდგინდა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ალექსი გაბუნიამ თქვა და დასძინა, რომ ეს გარემოება თამარ საძაგლიშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამორიცხავს. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ადვოკატის განცხადებით, საძაგლიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა 100 იმ საავადმყოფოდან წამოიღო, სადაც ბრალდებული მკურნალობდა. 

მოსამართლემ 30 აგვისტოს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას ფსიქიატრიულ-ფსოქოლოგიური ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია.

პეკინის გამზირზე დაჭრილი ბავშვი საავადმყოფოდან 29 აგვისტოს გაწერეს. პოლიციამ 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული 28 აგვისტოს დააკავა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები 27 აგვისტოს საღამოს მიაყენეს.

ყველა სიახლე

დენგეს ვირუსი

23 სექტემბერი 2019, 17:20

მსოფლიო

ბანგლადეშში დენგეს ეპიდემიამ 75 ადამიანი იმსხვერპლა

ბანგლადეშში დენგეს ვირუსით 2019 წელს 75 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკას გამოცემა Dhaka Tribune აქვეყნებს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 40 გარდაცვლილის შესახებ. ამ დროისათვის დენგეს ვირუსით დედაქალაქის კლინიკებში 861 ადამიანია გადაყვანილი,

დიდი ბრიტანეთი ირანი დროშა

23 სექტემბერი 2019, 17:15

მსოფლიო

თეირანი ლონდონს საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ისლამური რესპუბლიკის დადანაშაულების ნაცვლად დიდმა ბრიტანეთმა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა უნდა შეწყვიტოს - ასე უპასუხეს თეირანში ბორის ჯონსონის განცხადებას იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთში ნავთობტერმინალების აფეთქებაზე ირანია პასუხისმგებელი.

ავსტრია

23 სექტემბერი 2019, 17:12

მსოფლიო

ავსტრიაში აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა

ავსტრიაში ტიროლის რეგიონში მომხდარი აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ინციდენტი სენტ იოდოკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. აფეთქების მიზეზი სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

23 სექტემბერი 2019, 17:09

ტაბლოიდი

ინდონეზიის ერთ-ერთ პროვინციაში ცა გაწითლდა. ვიდეო

ჯამბის პროვინციის ადგილობრივმა მკვიდრმა ცას ფოტო გადაუღო და როგორც მან თქვა კვამლის გამო თვალები და ყელი ასტკივდა. BBC-ის ინფორმაციით, ყოველწლიურად ტყის ხანძრები ინდონეზიაში კვამლის ბურუსს ქმნის, რომელიც შესაძლებელია რომ აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთით გავრცელდეს ხოლმე.

ნავთობის ფასი

23 სექტემბერი 2019, 17:03

ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობის ფასი ბრენტის ტიპის ნედლ ნავთობზე ბარელზე $64 ჩამოსცდა. „შავ ოქროზე“ ფასის შემცირება ბაზარზე საუდის არაბეთის ნავთობის მიწოდების აღდგენამ განაპირობა. ანალიტიკოსების შეფასებით ფასის შემცირება უფრო სწრაფად მოხდა ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ზიგმუნდ იენი

23 სექტემბერი 2019, 16:59

მსოფლიო

პირველი გერმანელი ასტრონავტი ზიგმუნდ იენი გარდაიცვალა

პირველი გერმანელი ასტრონავტი ზიგმუნდ იენი გარდაიცვალა. ის 82 წლის იყო. ზიგმუნდ იენი 1937 წელს საქსონიის ფედერალურ მხარეში დაიბადა და ქვეყნის პირველი ასტრონავტი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. იენი გერმანის აეროკოსმოსური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობდა.

ეთნოგრაფიულ მუზეუმი

23 სექტემბერი 2019, 16:52

კულტურა

ეთნოგრაფიულ მუზეუმში უძველესი პერიოდის ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ

საქართველოს ეთნოგრაფიულ მუზეუმში, 24 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის ექსპერიმენტალურ ლაბორატორიაში ქართველ კოლეგებთნ ერთად, ქეთი შიკი და ნიკოლას ტოტი სხვადასხვა პერიოდის ქვის ხანის იარაღს დაამზადებენ და ქვის დამუშავების ტექნოლოგიის სრულ პროცესს იქ დამსწრე საზოგადოებას აჩვენებენ.

მედიკამენტი

23 სექტემბერი 2019, 16:52

მსოფლიო

საფრანგეთში გასახდომი წამლის გამო ადამიანების სიკვდილთან დაკავშირებით სასამართლო დაიწყო

პრეპარატის მწარმოებელ კომპანია Servier-ს მომხმარებლების წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ მოტყუებაში ადანაშაულებენ. საფრანგეთის ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკანდალის ფიგურანტ კომპანიას ხალხის მოტყუებასა და მკვლელობაში ედება ბრალი. თავად კომპანია ბრალებას უარყოფს.

დაკავება

23 სექტემბერი 2019, 16:46

მსოფლიო

კატალონიის რეფერენდუმის წლისთავზე თავდასხმების დაგეგმვისთვის ცხრა ადამიანი დააკავეს

ესპანეთში დააკავეს ცხრა ადამიანი, რომლებსაც კატალონიის რეფერენდუმის მეორე წლისთავზე ძალადობრივი აქტების დაგეგმვაში ედებათ ბრალი. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები „ტექნიკური საპასუხო ჯგუფის“ წევრები არიან, რომელიც თავის მხრივ „რესპუბლიკის თავდაცვის კომიტეტების“ გასამხედროებულ ჯგუფს წარმოადგენს.

უელსი-საქართველო

23 სექტემბერი 2019, 16:15

სპორტი

ბორჯღალოსნები მსოფლიო თასის პირველ მატჩში დამარცხდნენ

მატჩის დასაწყისში ბორჯღალოსნების მეტოქემ 3 ლელო დადო. ამის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს უფრო აქტიური წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ქულების მოპოვება ვერ შეძლეს. პირველი ტაიმის მიწურულს უელსელებმა მეოთხე ლელოც დადეს და ბონუს ქულა გაინაღდეს. მატჩის პირველი ნახევარი ბორჯღალოსნებმა ანგარიშით 0:29 დათმეს.

კახაბერ გვანცელაძე

23 სექტემბერი 2019, 16:12

საქართველო

როგორი სანიტარული მდგომარეობაა ბაგა-ბაღების კვების ბლოკებში

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კვების ბლოკების მონიტორინგი სააღმზრდელო წლის დაწყების პირველივე დღიდან დაიწყო. სამზარეულოს მუშაობას, საკვების მომზადებასა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას სააგენტოს ხელმძღვანელი პირადად გაეცნო. კახაბერ გვანცელაძე მონიტორინგის მიზნით N74, N3, N56 და N84 ბაგა-ბაღებში იმყოფებოდა.

დაჯილდოება

23 სექტემბერი 2019, 16:03

ტაბლოიდი

Emmy-ის ჯილდოზე ჯეისონ ბეიტმანის რეაქცია მემედ იქცა

სავარაუდოდ თავად ბეიტმანი ასეთ წარმატებას არ მოელოდა - ბევრი დარწმუნებული იყო, რომ ჯილდო "სამეფო კარის თამაშების" შემქმნელებს გადაეცემოდათ. ამიტომ როდესაც წამყვანმა გამარჯვებულად ბეიტმანი გამოაცხადა, მან უბრალოდ წარბები ასწია, გარშემო გაიხედა და ძალიან თავშეკავებული "WOW" თქვა.

დემი მური

23 სექტემბერი 2019, 15:58

კულტურა

კატჩერის მხრიდან ღალატის შემდეგ დემი მურმა ნარკოტიკული ზედოზირება გადაიტანა

რამდენიმე დღის წინ გამოსულ ავტობიოგრაფიულ წიგნ Inside Out-ში ამერიკელი მსახიობი დემი მური ყვება,რომ მეუღლის ეშტონ კატჩერის მხრიდან ღალატიდან ორი თვის შემდეგ მან ნარკოტიკული ზედოზირება გადაიტანა. ამის შესახებ გამოცემა RadarOnline წერს.

რაულ ხაჯიმბა

23 სექტემბერი 2019, 15:51

საქართველო

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება

აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 9 ოქტომბერს გაიმართება, - ეს სააგენტო „რია ნოვოსტის“ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს. დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ოკუპირებულ რეგიონში 8 სექტემბერს ჩატარდა. არჩევნებში გამარჯვებულად ე.წ. ცესკომ ხაჯიმბა გამოაცხადა.

ნიქ ქეივი

23 სექტემბერი 2019, 15:33

კულტურა

ნიქ ქეივი ახალ ალბომს გამოუშვებს

ავსტრალიელი მუსიკოსი ნიქ ქეივი ახალ ალბომს გამოუშვებს. ეს ინფორმაცია მუსიკოსის ლეიბლმა - „Nick Cave and the Bad Seeds“-მა დაადასტურა. ცნობილია, რომ ალბომის სახელწოდებაა - „მოჩვენება“ (Ghosteen) და ის ნიქ ქეივის თაყვანისმცემლებისთვის შემდეგი კვირიდან იქნება ხელმისაწვდომი. როგორც თავად მუსიკოსი ამბობს, ალბომის მეორე ნაწილი „მშობლებია“.

მასწავლებელი

23 სექტემბერი 2019, 15:31

საქართველო

მასწავლებლის სახლი 2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. კონკურსის მიზანია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა. კონკურსი ისტორიაში, გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლების საგნებში ჩატარდება. თითოეულში ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.

ავღანეთი ჯარი

23 სექტემბერი 2019, 15:31

მსოფლიო

ავღანეთში ქორწილის დროს დაბომბვას სულ მცირე 35 ადამიანი ემსხვერპლა

სულ მცირე 35 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა ავღანეთში, როცა სახელმწიფო ჯარმა დაბომბა სახლი, სადაც ქორწილს აღნიშნავდნენ. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან. შემთხვევა პროვინცია ჰელმანდში მოხდა. ჯარის სამიზნე „თალიბანის“ ობიექტი იყო, სადაც მოძრაობა თვითმკვლელ ტერორისტებს ამზადებდა.

სალომე დემურია

23 სექტემბერი 2019, 15:20

კულტურა

სალომე დემურია ყაზახეთის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ ქალად დაასახელეს

ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ფილმში დემურიამ 37 წლის ექიმი ირინეს როლი შეასრულა. სიუჟეტის მიხედვით, ირინე ციხიდან გამოდის და ცდილობს, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოს. სურათის გადაღება იმერეთში, ქალაქ ჭიათურაში მიმდინარეობდა.

გარეული ცხოველები

23 სექტემბერი 2019, 15:17

ტაბლოიდი

გარეული ცხოველების ყველაზე სასაცილო და უხერხული ფოტოები გამოქვეყნდა

Comedy Wildlife Photography Awards-ის სასაცილო ფოტოებს შორის მოხვდნენ ლომის ბოკვერები, პატარა მაიმუნები, ჩიტები, მწერები და ველური ბუნების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში უხერხულ, ზოგში კი სასაცილო მომენტებში არიან გადაღებულები.

ვენერა

23 სექტემბერი 2019, 15:16

ტექნოლოგიები

მეცნიერები: მილიარდი წლის წინ ვენერაზე სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები არსებობდა

NASA-ს გოდარდის სახელობის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 1 მილიარდი წლის წინ ვენერაზე შესაძლოა სტაბილური კლიმატი, თხევადი წყალი და სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა პირობები ყოფილიყო. ამის შესახებ გამოცემა Science Alert-ი წერს.