imedi /  22 სექტემბერი 2019, 21:56 / სანდო წყარო

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ბავშთა პორნოგრაფია

რამდენიმე ამბავი, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, ერთ-ერთი სოფლიდან იწყება. არასრულწლოვნებს, პორნოგრაფიულ ფოტოებს სავარაუდოდ ოჯახის წევრების თანხმობით უღებდნენ და შემდეგ საზღვარგარეთ ყიდდნენ. მსხვერპლთა და ბრალდებულთა ნათესავები ამტკიცებენ, რომ ფოტოების პორნო შინაარსზე არაფერი იცოდნენ. ბავშვთა პორნოგრაფიის საქმესთან დაკავშირებით სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა.

როგორც სიუჟეტში ბავშვთან პორნოგრაფიის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის შვილი, 8 წლის გოგოს და ამბობს, ფოტოგადაღებები სარეკლამო ხასიათის იყო, "მაგალითად თეთრეული [ქალის საცვლები] რომ გააპიარო და გაარეკლამო. სარეკლამო ფოტოები იყო, ასე ვიცოდით, თუმცა რა იყო არ ვიცით", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის შივლი.

8 წლის გოგოს და ამბობს, რომ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების შესახებ, მისი მშობლების დაკავებამდე, არაფერი იცოდა. 

"გადაღებას, მშობლები არ ესწრებოდნენ, ბავშვები შეჰყავდა ფოტოგრაფს. ნორმალური ადამიანი იმას მოინდომებდა შვილი პორნოგრაფიისთვის გაეყიდა? 8 წლის ბავშვს დედას და მამას, რომ დაუჭერ? როგორია? საშინელ სტრესშია", - ამბობს გოგო.

სავარაუდო მსხვერპლის დედ-მამასთან ერთად მისი მამიდაც დააკავეს. ბრალდების მხარის მტკიცებით არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის მშობლებს ათასიდან სამი ათას ლარამდე უხდიდნენ. გამოძიების ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი 8 წლის გოგოს შიშველი ფოტოები იყო. 

"ფოტოები, რომლებიც ჩვენ ევროპოლის მიერ მოგვეწოდა, ეს არის 2017 წლის ფოტოები. ბავშვების ასაკი არის ძალიან პატარა. გვაქვს ჩანაწერები, რომ მშობლები მოითხოვდნენ გადაღებებში აქტიურად ყოფილიყვნენ ჩართულები. მშობლებს თვითონ მიყავდათ, ძირითადად დედებს. გვაქვს საქმეში თანხის ჩარიცხვის, გატანის, გვაქვს ასევ, როგორც ყიდულობენ ბავშვებისთვის აქსესუარებს", - ამბობს საქმის პროკურორი. 

ფარულ ფოტოესესიებზე ბავშვები ძირითადად მშობლებს რომ მიყავდათ, საქმეში არსებულ ვიდეოკადრებშიც ჩანს. ერთ-ერთი დაკავებულის მაზლი ამბობს, რომ ფოტოს გადასაღებად დედას მისი ძმის შვილი, 14 წლის გოგო თბილისში თვეში, რამდენჯერმეც კი დაჰყავდა. მოჰქონდათ თუ  არა მშობელს შვილის პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებისთვის აღებული ჰონორარი სახლში, დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან.

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დაკავებულების უმრავლესობა ერთი სოფლის მკვიდრია. ნაწილი უკვე წლებია დედაქალაქში ან სხვა რეგიონში ცხოვრობს. გამოძიების ცნობით, არასრულწლოვნებს პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს აშშ-ს მოქალაქე 60 წლამდე კაცი უღებდა. მას, სოფელში კარგად იცნობენ, რადგან აქ, 10 წლის წინ პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ჩამოვიდა და სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ბრალდებული მისივე კოლეგის სახლში ცხოვრობდა, თუმცა მასპინძელი ამბობს, რომ მის ქცევებში უცნაური რაფერი შეუნიშნავს. 

ბრალდებულმა, რომელიც გამოძიების ვარაუდით დანაშაულებრივი სქემის მთავარი რგოლია საქართველოში, ერთ კონკრეტულ სოფელში 9 თვე იცხოვრა. ფოტოგრაფიით მის გატაცებას ყველა ამჩნევდა. მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფოტოებს უღებდა, შემდეგ ბეჭდავდა და  მათ ჩუქნიდა. ამ პერიოდში ფოტოსტუდიის გახსნაზეც საუბრობდა. შემდეგ საზღვარგარეთ წავიდა და როგორც პედაგოგები ამბობენ, სკოლაში ხელახლა 2 წლის წინ, გამოსაშვებ საღამოზე გამოჩნდა - ისევ ფოტოკამერით. როგორც ჩანს, ყოფილ მოსწავლეებთან კავშირი არ გაუწყვეტია.

დაკავებულთაგან ორი და გორის მუნიციპალიტეტის იმავე სოფლიდან არიან, თუმცა ერთ-ერთი და ლანჩხუთში ცხოვრობდა. ორივე მათგანს, მცირეწლოვანი შვილები ჰყავს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაარკვია, ინგლისურის ყოფილ პედაგოგს, ფოტოსტუდია თბილისის ერთ-ერთ უბანში მოწყობილი ნამდვილად ჰქონდა. "იმედის კვირის" სიუჟეტის ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, ფოტოკამერებიც და სპეციალური ტანსაცმელი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვნებს გადაღებების დროს აცმევდნენ.

ბრალდებულების ადვოკატები ამბობენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, უფლებადამცველები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. 

11 დაკავებულიდან ერთი ავსტრალიის მოქალაქეა. სავარაუდოდ სწორედ ავსტრალიისა და ამერიკის მოქალაქეების ორგანიზებით უღებდნენ და აგზავნიდნენ სხვადასხვა ქვეყანაში არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოებს. "იმედის კვირის" ინფორმაციით, ორივე მათგანს ფოტოსალონი თბილისში სხვადასხვა ადგილზე ჰქონდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ორგანიზებული დანაშაულის აქტიური მონაწილე რამდენიმე მშობელიც იყო და თავად აძლევდნენ ბავშვებს მითითებებს, რა სახის ფოტოები უნდა გადაეღოთ.

დაკავებული მშობლები და ახლობლები ბრალს არ აღიარებენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 11-ვე ბრალდებულს პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. გამოძიებას ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები აქტიურად აწარმოებენ. სასამართლო სხდომები ნოემბერში დაიწყება. 

ყველა სიახლე

მექსიკა

15 ოქტომბერი 2019, 21:39

მსოფლიო

მექსიკაში ნარკოკარტელმა 14 პოლიციელი მოკლა

შემთხვევის ადგილზე გაგზავნილმა უსაფრთხოების ძალებმა დაჭრილი და გარდაცვლილი პოლიციელები ნახეს, სამართალდამცველების მანქანები აფეთქებული იყო, ორი პოლიციელი კი აფეთქების შედეგად დამწვარი და გარდაცვლილი. ინფორმაცია ვრცელდება დაჭრილი პოლიციელების შესახებ.

15 ოქტომბერი 2019, 21:17

თემა

ჩემს შვილს ჩუტყვავილა აქვს. რომელი ანტისეპტიკური საშუალება გამოვიყენო?

ანტისეპტიკური საშუალების დანიშნულებაა ღია ჭრილობის გაღიზიანების ან ანთებითი პროცესის განვითარების შეფერხება. ეს შეიძლება იყოს ამა თუ იმ ოპერაციის ან დაზიანების შედეგი. ზოგიერთ ანტისეპტიკს ჰერმიციდული ეფექტი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მიკრობებს ანადგურებენ. მეორე მხრივ, არსებობს ანტისეპტიკური საშუალებები, რომელიც მხოლოდ დ მხოლოდ ბაქტერიების გამრავლებას უშლის ხელს. შედარებით სუსტ ანტისეპტიკურ საშუალებად ითვლება იოდის 5%-იანი ხსნარი და ბრილიანტის მწვანე (ეგრეთ წოდებული ზელიონკა).

15 ოქტომბერი 2019, 21:10

ეკონომიკა

ცნობილია სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა

სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რომლებზეც ევროპაში ყველაზე დიდი მოთხოვნაა - რა უნდა იცოდნენ ქართველმა ფერმერებმა. კვლევის მიხედვით, რომელსაც ორგანიზაცია PMCG აქვეყნებს, ყავა ლიდერობს. მისმა იმპორტმა 2013-2017 წლებში თითქმის 50 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დაჭრა

15 ოქტომბერი 2019, 21:07

ძალოვნები

ყიფშიძის ქუჩაზე სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევასთან დაკავშირებით პოლიციამ დღეს კიდევ ერთი პირი დააკავა, ჯამში კი ამ საქმეზე სამი პირია დაკავებული. სისხლიანი გარჩევა ყიფშიძის ქუჩაზე 30 სექტემბერს მოხდა. შუახნის კაცებს შორის შელაპარაკება 2 პირის დაჭრით დასრულდა.

თევზი მატლები

15 ოქტომბერი 2019, 21:03

საქართველო

მომხმარებლის მტკიცებით, მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინა

თბილისში ერთ-ერთ მაღაზიაში შეძენილ გაყინულ ორაგულში მატლები აღმოაჩინეს. მაღაზიის მენეჯერი დარწმუნებულია, რომ პროდუქტი მათგან არ უყიდიათ, პროდუქტის რეალიზატორი კი ამტკიცებს, რომ ეს ნაწლავია, რომელიც სავარაუდოდ იმპორტიორს პროდუქტიდან არ გამოუცლია.

გრიგოლ ლილუაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 20:47

ძალოვნები

ლილუაშვილი: რუსული რბილი ძალა რამდენჯერმე გავანეიტრალეთ

კვირის ბოლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ამ პოსტს გრიგოლ ლილუაშვილი ოფიციალურად დაიკავებს. მანამდე ის მოვალეობის შემსრულებელია და დეპუტატებთან შესახვედრად ემზადება. გრიგოლ ლილუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ კი თავდაცვის კომიტეტში ხვალ მოუსმენენ.

ჭავჭავაძის გამზირი

15 ოქტომბერი 2019, 20:32

საქართველო

როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე 16 ოქტომბრიდან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 ოქტომბრის 00:00 საათიდან ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კონსტანტინ ზატულინი

15 ოქტომბერი 2019, 20:23

მსოფლიო

აზერბაიჯანმა რუსეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აზერბაიჯანი თვითაღიარებულ მთიან ყარაბაღში რუსი დეპუტატის კონსტანტინ ზატულინის ვიზიტს აპროტესტებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ვიზიტის გამო ბაქომ მოსკოვს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გაგზავნილ ნოტაში ნათქვამია, რომ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრის ვიზიტი ბაქოსთვის დაუშვებელია.

სონია ალი

15 ოქტომბერი 2019, 20:12

ტაბლოიდი

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს

დიდ ბრიტანეთში კიმ კარდაშიანის „ორეული“ აღმოაჩინეს. გამოცემა The Sun-ის ცნობით, 24 წლის ბლოგერი სონია ალი ლონდონში დაიბადა, თუმცა ახლა დუბაიში ცხოვრობს. სონიას და მის 27 წლის დას ფიზას საერთო Instagram-ი აქვთ, რომელშიც ისინი კოსმეტიკური საშუალებებს განიხილავენ. დების ვიდეობლოგს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

ლუდოვიკ ორბანი

15 ოქტომბერი 2019, 20:01

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად ოპოზიციონერი წარადგინა

მემარცხენე ცენტრისტი პრემიერმინისტრის ვიორიკა დენჩილეს მთავრობა ამ თვეში ჩამოიშალა მას შემდეგ რაც პარლამენტმა მას უნდობლობა გამოუცხადა. ორბანმა ახლა ისეთი მინისტრთა კაბინეტი და სამთავრობო პროგრამა უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც პარლამენტის ნდობას დაიმსახურებს.

ელექტრომოტოციკლი LifeWire

15 ოქტომბერი 2019, 19:52

ტექნოლოგიები

Harley-Davidson-მა ელექტრომოტოციკლის გაყიდვა ორ კვირაში შეწყვიტა

The Wall Street Journal​-ის ინფორმაციით, ელექტრომოტოციკლების წარმოება დასატენ მოწყობილობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეწყვიტეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრაზე მუშაობენ, თუმცა წარმოების განახლების თარიღს არ ასახელებენ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 19:34

ეკონომიკა

ნოტრ-დამის აღდგენის პირველი ეტაპის ფარგლებში უკვე €37 მილიონი დაიხარჯა

საფრანგეთის კულტურის მინისტრის ფრანკ რისტერის განცხადებით, ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას 5 წელი დასჭირდება. ფრანკ რისტერის თქმით, სარესტავრაციო სამუშაოები ხარისხიანად უნდა ჩატარდეს და მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული უსაფრთხოების ნორმები.

სახლის ჩამონგრევა

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

ბრაზილიაში შვიდსართულიანი სახლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა

გამოცემა G1-ის ცნობით, შენობა ქალაქის ფეშენებელურ რაიონში მდებარეობს და მისი აშენების კანონიერებასთან დაკავშირებით ეჭვი არ არსებობს. ჩამონგრევის მომენტში შენობის მიმდებარედ მყოფი რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სირია

15 ოქტომბერი 2019, 19:25

მსოფლიო

რუსეთი აცხადებს რომ თურქეთის და ბაშარ ასადის ძალებს შორის შეტაკებებს არ დაუშვებს

ლავრენტიევმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის დროს თქვა, რომ თურქეთის ქმედებებს "მიუღებელი" უწოდა და დასძინა, რომ თურქი და სირიელი ოფიციალური პირები ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან, რათა დაპირისპირება თავიდან აირიდონ.

მიწისძვრა

15 ოქტომბერი 2019, 19:22

საქართველო

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 4.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ხარაგაულში, სოფელი ჩალხეეთი იყო. ბიძგები მიწის ზედაპირიდან 18 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

როლანდ ახალაია

15 ოქტომბერი 2019, 19:01

საქართველო

როლანდ ახალაია ბოკერიასა და ბაქრაძეს მისი ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს

წლებია, ხმა არ ამოგიღიათ თქვენს თანამებრძოლ პოლიტიკურ ტუსაღებზე და ვის ჰპირდებით პოლიტიკურ ამნისტიას? ალბათ თქვენ თავსაც გულისხმობთ, რადგან არანაკლები წვლილი მიგიძღვით მათ პოლიტიკურ დევნაში, - ამ სიტყვებით მიმართავს ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგა ბოკერიასა და დავით ბაქრაძეს.

მფრინავი მანქანა

15 ოქტომბერი 2019, 18:51

ტექნოლოგიები

Boeing-ი და Porsche მფრინავი ელექტრო მანქანის შესაქმნელად ერთიანდებიან

თვითმფრინავების მწარმოებელი ამერიკული გიგანტი Boeing-ი და სპორტული მანქანების მწარმოებელი გერმანული Porsche მფრინავი ელექტრომანქანის შესაქმნელად ერთიანებიან. კომპანიების მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ წერია რა ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ მფრინავი ელექტრომობილის შექმნისთვის.

ჯენიფერ ენისტონი

15 ოქტომბერი 2019, 18:46

ტაბლოიდი

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა

ჯენიფერ ენისტონი ინსტაგრამზე დარეგისტრირდა და პირველი ფოტოც გამოაქვეყნა. ამიერიდან მსახიობის ფანებს, უკვე შეუძლიათ ინტერნეტში მისი ერთადერთი ოფიციალური პროფილის მიმდევრები გახდეთ. „და ჩვენ უკვე ინსტაგრამზეც ვმეგობრობთ, გამარჯობა", - წერს მსახიობი ფოტოზე,

ვერტმფრენი

15 ოქტომბერი 2019, 18:44

მსოფლიო

ავღანეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთის ჩრდილოეთში ქვეყნის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი ჩამოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ავღანეთის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით ტელეარხი TOLOnews-ი ავრცელებს. მისი ცნობით, ინციდენტი ბალხის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ მაზარი-შარიფის მახლობად, ჰაირატანის რაიონში მოხდა.

სალომე ზურაბიშვილი

15 ოქტომბერი 2019, 18:32

საქართველო

პრეზიდენტი ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს ტაიფუნ „ჰაგიბისის“ შედეგად დაღუპულთა გამო უსამძიმრებს. როგორც პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, „საქართველო იაპონელი ხალხის გვერდით დგას“. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სტიქიის შემდეგ იაპონია სწრაფად შეძლებს განახლებას.