imedi /  29 სექტემბერი 2019, 22:02 / სანდო წყარო

ვინ არის ძებნილი, რომელიც პრეზიდენტმა შეიწყალა

შეწყალება

გელა გოგოლაძე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის შეწყალებულ მსჯავრდებულთა სია თითქმის ერთი თვეა უკვე კრიტიკის საგანია. შეწყალებულთა შორის ერთი ძებნილიც არის, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც დაადასტურა რამდენიმე კვირის წინ.

"იმედის კვირის" ინფორმაციით, ეს მსჯავრდებული გელა გოგოლაძეა, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა და ლონდონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს. 

გელა გოგოლაძე სამშობლოდან 2008 წელს წავიდა. მისი კომპანია "ჰორიზონტი" ჯანდაცვის სამინისტროს შენობის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებდა, სამუშაოების თითქმის 80% შესრულებული ჰქონდათ, როცა სახელმწიფოს მისი კომპანიის დავალიანება დაუგროვდა, სამინისტროში მენეჯმენტი შეიცვალა და ახალ ადმინისტრაციას ტენდერებთან დაკავშირებით პირადი ინტერესი გაუჩნდა. ჰორიზონტის აღმასრულებელმა დირექტორმა კი კუთვნილი თანხის მისაღებად სასამართლოს მიმართა.

გელა გოგოლაძე "იმედის კვირასთან" ამბობს, რომ ამის შემდეგ მის კომპანიაში ფინანსური პოლიცია შევიდა, არაერთხელ დაიბარეს ე.წ. მოდულის შენობაში, სთხოვდნენ, საარჩევნოდ "ნაციონალური მოძრაობისთვის" თანხის შეწირვას. სისხლის სამართლის საქმე კი ჯანდაცვის სამინისტროს კუთვნილი იმ დანადგარის გამო აღძრეს,  რომლის თვითნებურად გაყიდვასაც ედავებიან.

"მოვხსენით დანადგარი და გაირკვა, რომ ორი აღარ სჭირდებოდათ და ჩემს ტერიტორიაზე იყო, 10 წერილი მაინც მივწერე, რომ წაეღოთ, მაგრამ მერე მითხრეს იმ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებისთვის წაიღეო. და მე გავყიდე, რომ მუშებისთვის ხელფასი მიმეცა", - თქვა გელა გოგოლაძემ. 

დიდ ბრიტანეთში თავდაპირველად დევნილის სტატუსი მიიღო, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ კი ინტერპოლმა ძებნის წითელი ცირკულარიდან მოხსნა.

გელა გოგოლაძის დედა მეთერთმეტე წელია შვილის დაბრუნებას ელოდება. ის ამბობს, რომ შეწყალების თხოვნით პირველად გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა საპასუხო უარი კომისიიდან მსჯავრდებულს ლონდონში გაუგზავნეს, მიზეზად კი თქვეს, რომ პრეზიდენტი ძებნილს ვერ შეიწყალებდა. 
2019 წლის ივნისში, ბორჯომში სტუმრობისას პრეზიდენტ ზურაბიშვილს  წერილი გადასცეს, ბორჯომის საზოგადოებრივი აზრის დარბაზი  მას გელა გოგოლაძის შეწყალებას სთხოვდა. 

როგორც ირკვევა, ზურაბიშვილის ადმინისტრაციას იმავე თხოვნით დიდი ბრიტანეთის ქართულმა სათვისტომომ, ლონდონში ქართული ეკლესიის  წინამძღვარმა და თავად მსჯავრდებულმაც მიმართეს. გელა გოგოლაძის დედა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მისი შვილის საქმეს პირადად გაეცნო, თუმცა ასევე დარწმუნებულია იმაში, რომ არ იცნობდა მკვლელობისთვის გასამართლებულთა საქმეებს. 

გოგოლაძის დედა ამბობს, რომ მას არასდროს უნახავს დიმიტრი გაბუნია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანზე, მხოლოდ მედიით შეიტყო.

შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 

შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი 27 სექტემბერს გამოკითხეს.

26 სექტემბერს კი გენპროკურატურაში ამ მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ანგი ხუციშვილი მივიდა.  

მანამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნიაც გამოიკითხა.

პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. ფაქტს გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

შეწყალებების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ უკვე გამოკითხა გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა. 

პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს. 

პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.

ყველა სიახლე

აარონ დინი

15 ოქტომბერი 2019, 10:43

მსოფლიო

პოლიციელს, რომელმაც ტეხასში შავკანიანი ქალი საკუთარ სახლში მოკლა, ბრალი წაუყენეს

ამის შესახებ BBC წერს. ინციდენტი ტეხასში 13 ოქტომბერს მოხდა. კაცმა, რომელსაც 28 წლის მეზობლის ატატიანა ჯეფერსონის სახლის კარი ღია დახვდა, იფიქრა, რომ სახლში მძარცველი იმყოფება და ადგილზე პოლიცია გამოიძახა.

 ნოტრ-დამის ტაძარი

15 ოქტომბერი 2019, 10:29

მსოფლიო

ნოტრ-დამზე ტერაქტის მცდელობის საქმეზე ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

პარიზის მსაჯულთა სასამართლომ ნოტრ-დამის ტაძარში 2016 წლის ტერაქტის მცდელობის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა. The guardian-ის ცნობით, ტერაქტის ორგანიზატორს სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს. თავდასხმის მცდელობის უშუალო მონაწილე სამ ქალს კი 20, 25 და 30 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

ლევან ქელეხსაშვილი

15 ოქტომბერი 2019, 10:21

სპორტი

ლევან ქელეხსაშვილმა მსოფლიოს პირველ ქვიშის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მიმდინარე მსოფლიოს პირველი ქვიშის თამაშებზე საქართველომ დებიუტშივე ოქროს და ვერცხლის მედლები მოიპოვა. ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, 70 და 90 კილოგრამ წონით კატეგორიებში მოასპარეზე ლევან ქელეხსაშვილმა ოქროს, ხოლო დავით მარსაგიშვილმა- ვერცხლის მედალი მოიგო.

ნარკოტიკი დაკავება

15 ოქტომბერი 2019, 10:17

ძალოვნები

პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქისგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თურქეთი სანქციები

15 ოქტომბერი 2019, 09:36

მსოფლიო

აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა

სირიაში სამხედრო ოპერაციის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. სიაში თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები მოხვდნენ. გარდა ამისა, შეზღუდვები დაუწესდათ თურქეთის თავდაცვის, შს და ენერგეტის მინისტრებს. მანამდე დონალდ ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა.

ბრიუს სპრინგსტინი

15 ოქტომბერი 2019, 09:18

კულტურა

ლონდონის კინოფესტივალზე ბრიუს სპრინგსტინის სადებიუტო ფილმის პრემიერა გაიმართა

დოკუმენტურ ფილმს „ დასავლეთის ვარსკვლავები“ ჰქვია. მასში ბრიუს სპრინგსტინი ამავე სახელწოდების, ბოლო ალბომში შესულ სიმღერებს ასრულებს. ალბომიც და ფილმიც სპრინგსტინის მუსიკალური კარიერის დასრულებას მიეძღვნა. მის გადაღებაში მუსიკოსს რეჟსორი და პროდიუსერი ტომ ზიმნი დაეხმარა.

ტოკიოს მოდის კვირეული

15 ოქტომბერი 2019, 08:59

კულტურა

ტოკიოს მოდის კვირეული კიმონოების ჩვენებით გაიხსნა

დეფილე ასაფრენ ბილიკზე მოეწყო. ჩვენებას იაპონელი როკმუსიკოსის იოშიკის აკომპანიმენტი აფორმებდა, რომელიც ამავროულად დიზაინერის ამპლუაში წარდგა. ტოკიოს მოდის კვირეული 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება და მაში 42 ადგილობრივი ბრენდი მიიღებს მონაწილეობას.

ბუკერის პრემია

15 ოქტომბერი 2019, 08:47

კულტურა

ბუკერის პრემია მარგარეტ ეტვუდმა და ბერნანდინ ევარისტომ მიიღეს

გამარჯვებულები 50 000 ფუნტ სტერლინგს გაინაწილებენ, გარდა ამისა ისინი ბუკერის პრემიის ისტორიაში შევლენ: 79 წლის ეტვუდი ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ლაურეატი გახდა, ევარისტო კი პირველი ფერადკანიანი მწერალია, რომელმაც ეს პრემია მიიღო.

15 ოქტომბერი 2019, 08:26

ძალოვნები

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი ბავშვს დაეჯახა

პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი არასრულწლოვანს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მაშინ მოხდა, როდესაც 13 წლის ბიჭი გზაზე გადადიოდა. მოზარდი ქალა-ძვლის ხაზოვანი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა.

ჭავჭავაძე

15 ოქტომბერი 2019, 08:14

საქართველო

17 ოქტომბრიდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის გამო მოძრაობა შეიზღუდება

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მასშტაბური სამუშაოებიდან გამომდინარე, 17 ოქტომბრის 00:00 საათიდან თაქთაქიშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, ხოლო, კავსაძის ქუჩაზე შეიცვლება ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება.

გიორგი გახარია

15 ოქტომბერი 2019, 08:03

საქართველო

დღეს გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

პრემიერმინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაშიც იგეგმება. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტი ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე შედგება, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

დონალდ ტრამპი

15 ოქტომბერი 2019, 00:51

მსოფლიო

ტრამპმა თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დეტალები განმარტა

გარდა ამისა, ვაშინგტონი გეგმავს თურქეთიდან შემოსულ ფოლადზე ტარიფი 50%-მდე გაზარდოს. მისივე თქმით, თურქეთთან სავაჭრო მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ შეწყდება. მომავალში კი შეზღუდვები შესაძლოა ფინანსურ სექტორსა და ვიზის გაცემასაც შეეხოს.

საქართველოს ნაკრები

15 ოქტომბერი 2019, 00:45

სპორტი

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გიბრალტარს დაუპირისპირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას სტუმრად გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდის მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე შედგა. საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა. ეროვნული ნაკრები მატჩისთვის 19 ფეხბურთელით ემზადება.

ლიბია

15 ოქტომბერი 2019, 00:15

მსოფლიო

ლიბიაში სარაკეტო იერიშს სამი და ემსხვერპლა

ლიბიაში, ტრიპოლში სარაკეტო იერიშის დროს სამი ბავშვი დაიღუპა. დაღუპულები დები არიან. მეოთხე და კი დაშავდა და მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. Reuters-ის ინფორმაციით, ავიაშეტევამ სამხედრო ბანაკთან მდებარე სახლი დააზიანა. 120 000-ზე მეტი ადამიანი იძულებით არის გადაადგილებული. 2011 წელს მუამარ კადაფის გადაყენების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა.

სოფია კოკოსალაკი

15 ოქტომბერი 2019, 00:09

კულტურა

ბერძენი დიზაინერი სოფია კოკოსალაკი გარდაიცვალა

კოკოსალაკი 47 წლის იყო. მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება. დიზაინერი 1972 წელს ათენში დაიბადა, 1998 წელს მან ლონდონის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი დაამთავრა, ერთი წლის შემდეგ კი საკუთარი ბრენდი შექმნა და ლონდონის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

14 ოქტომბერი 2019, 23:40

თემა

ყავა ხან სასარგებლოა, ხან - არა. რატომ არის მეცნიერთა კვლევების შედეგები წინააღმდეგობრივი?

ჟურნალ Annal of Internal Medicine-ში გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც უმი და გადამუშავებული წითელი ხორცის მოხმარებას ეხება. ბოლო წლებში საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ამ კატეგორიის პროდუქცია მავნეა. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტები საერთაშორისო ონკოლოგიურ ფონდთან ერთად ურჩევენ მომხმარებლებს, თავიანთი კვების რაციონში გადამუშავებული ხორცის რაოდენობა შეზღუდონ. თუმცა ახალი მონაცემები ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

მოჰამედ ჯავად ზარიფი

14 ოქტომბერი 2019, 23:30

მსოფლიო

ირანი სირიას და თურქეთს ინიციატივით მიმართავს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს და სირიაში 2021 წლის არჩევნებამდე დაძაბულობის შემცირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მოჰამედ ჯავად ზარიფმა საუდის არაბეთთან მოლაპარაკების აუცილებლობაზეც მიანიშნა და აღნიშნა, რომ დიალოგისთვის ღიაა.

ირაკლი კობახიძე

14 ოქტომბერი 2019, 22:55

საქართველო

კობახიძემ თქვა, რა შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები

მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ შემთხვევაში, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია“, - განაცხადა კობახიძემ.

ლიეტუვა

14 ოქტომბერი 2019, 22:55

მსოფლიო

ნატოს ოპერაციის ფარგლებში ამერიკელი სამხედროები ლიეტუვაში ჩავიდნენ

ისინი ქალაქ პაბრადეში მდებარე სამხედრო ბაზაზე 2020 წლის გაზაფხულამდე დარჩებიან. როგორც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა რაიმუნდას კარობლისმა განაცხადა, ამერიკელი სამხედროების გამოჩენა ქვეყნის წარმატების და ინვესტიციების შედეგია.

რობერტო ბაჯო

14 ოქტომბერი 2019, 22:35

სპორტი

ბაჯო: 1994 წლის პენალტი ძილის წინ ხშირად მახსენდება

იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ რობერტო ბაჯომ 1994 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ბრაზილიასთან დაპირისპირების დროს აცილებული პენალტი გაიხსენა. ბაჯომ თქვა, რომ ბრაზილიასთან ფინალში დაპირისპირება მისი ბავშვობის ოცნება იყო. „ფინალში ბრაზილიის წინააღმდეგ თამაშზე, თუმცა გვახსოვს, როგორ დამთავრდა ეს ყველაფერი“.