imedi /  01 ოქტომბერი 2019, 21:26 / სანდო წყარო

ღარიბაშვილი: 2020 წლის ბოლომდე ყველა ყაზარმას ნატოს სტანდარტების შესაბამისად გავარემონტებთ

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპრეცედენტო თანხა იქნება მიმართული. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო ბაზების გამართულობა თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„2020 წლის ბოლომდე ჩემი დავალება არის, რომ ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა იყოს გარემონტებული ისე, როგორც შეესაბამება ნატოს წევრ ქვეყნებს“. ირაკლი ღარიბაშვილმა გეგმის განხორციელების გზებზეც ისაუბრა: „დაახლოებით 500 მილიონი ლარი გვესაჭიროება იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ყველა ბაზა  მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებს შეეფერება. ეს არის ამბიციური გეგმა, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გაისად უკვე 100 მილიონის ათვისება შეგვიძლია; მთელი ამ ინფრასტრუქტურული გეგმის 25%, დაახლოებით, იქნება შესრულებული. მომდევნო 3-5 წელიწადში, იმის მიხედვით თუ რა თანხის აკუმულირებას შევძლებთ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის,  დაახლოებით 500 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ამით ყველა პრობლემა იქნება მოწესრიგებული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ახალი ინიციატივის შესახებ ილაპარაკა, რომელიც რეგიონებში თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისების გაკეთებას გულისხმობს. 

„არსებობს ინიციატივა, რომ გავაკეთოთ თავდაცვის სამინისტროს ფრონტ ოფისები ყველა რაიონში, „ვემსახურები საქართველოს“ იდეის ქვეშ. ჩვენ ვფიქრობთ გაწვევის სამსახურის, რეკრუტის, ასევე სამობილიზაციო სამსახურის ერთ სივრცეში მოქცევას. ასევე, ჩვენ ჩავრთავთ საინფორმაციო ცენტრის ფუნქციას -  ეს იქნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი,  თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაფერისი ცენტრი, რომელიც ამავდროულად, გაზრდის ჩვენი ჯარის პოპულარიზაციას და აამაღლებს ცნობადობას საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მე მინდა განსაკუთრებული ჩართულობა იყოს ბავშვების, ბაღის და სკოლის მოსწავლეების, რათა მათ ნახონ რეალურად რა ხდება ჯარში. მინდა, რომ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენს სამინისტროში სრული გამჭვირვალობა იყოს. მე სრულად ჩავრთავ მედიასა და ყველა დაინტერესებულ პირს და ყველას ვაჩვენებ, თუ რას ვაკეთებთ და რის გაკეთებას ვგეგმავთ 2020 წელს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მინისტრის განმარტებით, ახალი რეფორმა მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული გეგმები შესრულდება, რათა წვევამდელებმა ღირსეულ პირობებში იმსახურონ.  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მისი პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნაა, რაც ჯარის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 

ყველა სიახლე

ნინო ლომჯარია

24 იანვარი 2020, 14:20

საქართველო

ომბუდსმენი პენიტენციურ სამსახურს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა სისხლის სამართლის კანონი დაარღვია, როდესაც პატიმრებთან მისი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. მისივე თქმით, ამის გამო ომბუდსმენის აპარატი საჩივარს უშუალოდ იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ შეიტანს.

იზ იელდინ ბაჰდერი

24 იანვარი 2020, 13:50

სპორტი

ეგვიპტეში 74 წლის პროფესიონალი ფეხბურთელი დაარეგისტრირეს

ეგვიპტის საფეხბურთო ფედერაციამ (EFA) მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პროფესიონალი ფეხბურთელი დაარეგისტრირა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. 74 წლის იზ იელდინ ბაჰდერმა კონტრაქტი მესამე დივიზიონის კლუბ „6 ოქტომბერთან“ გააფორმა.

ბელა ჰადიდი

24 იანვარი 2020, 13:25

ტაბლოიდი

ბელა ჰადიდი პოდიუმზე ე.წ. შიშველი კაბით გამოჩნდა

ამერიკელი სუპერმოდელი ბელა ჰადიდი ფრანგი დიზაინერის, ჟან-პოლ გოტიეს ბოლო ჩვენებაში პოდიუმზე „შიშველი კაბით“ გამოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Yahoo News-ი ავრცელებს. ​24 წლის ჰადიდის ფოტოები Instagram-ზე გავრცელდა.

24 იანვარი 2020, 13:00

ძალოვნები

ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესი ხმაურით პროტესტის ნიშნად დატოვა

„აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

გოგი თოდაძე

24 იანვარი 2020, 12:54

კულტურა

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

ის იყო სკოლა-სტუდია „ბერიკების“ დირექოტრი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო)

კინოთეატრი

24 იანვარი 2020, 12:45

კულტურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა

კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩინეთში 70 ათასი კინოთეატრი დაიხურა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Hollywood Reporter-ი ავრცელებს. შესაბამისი ერთობლივი განცხადება ქვეყნის კინოთეატრების უმსხვილესმა ქსელებმა გაავრცელეს.

ახალგორი

24 იანვარი 2020, 12:33

საქართველო

ახალგორში მცხოვრები პენსიონერებისთვის „გამშვები პუნქტი“ გაიხსნა

დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის უშიშროების საბჭოს ორი დეკემბრის გადაწყვეტილებით, ახალგორის გამშვებ პუნქტს პენსიონერებისთვის ხუთი დღით გახსნიდა.

სუნდარ პიჩაი

24 იანვარი 2020, 12:31

ტექნოლოგიები

Android 11-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციის თარიღი დაასახელა, რომელზეც Android-ის ახალი ვერსიის პრეზენტაციაა დაგეგმილი. XDA Developers​-ის ცნობით, ღონისძიება 12-14 მაისს ქალაქ მაუნთინ-ვიუში გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ გაასაჯაროვა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი შარლ მიშელი

24 იანვარი 2020, 12:13

მსოფლიო

შარლ მიშელმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა Brexit-ის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ მიშელი Twitter-ზე წერს. 29 იანვარს შეთანხმების რატიფიცირება ევროპარლამენტში იგეგმება.

აშშ

24 იანვარი 2020, 12:07

მსოფლიო

აშშ-ში ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა

შეერთებული შტატები ფეხმძიმე ქალებზე ვიზების გაცემის ახალ რეგულაციას დღეიდან აამოქმედებს. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. ახალი რეგულაციით, ფეხმძიმე ქალებს იმის დამტკიცება მოუწევთ, რომ შეერთებულ შტატებში მათი ვიზიტის მიზანს ბავშვის გაჩენა არ წარმოადგენს. ახალი რეგულაცია „ბი“ ტიპის ტურისტულ ვიზაზე ვრცელდება.

ესპანეთი

24 იანვარი 2020, 11:52

მსოფლიო

ესპანეთში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა

ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთი ნაწილი დააზარალა. ქარის სიჩქარე საათში 140 კილომეტრს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ესპანეთში 13 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.

აჭარა

24 იანვარი 2020, 11:40

საქართველო

დიდთოვლობის გამო მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა

დიდთოვლობის გამო მაღალმთიან აჭარაში სწავლის პროცესი 17 სკოლაში შეწყდა. აჭარის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც სასწავლო პროცესი ხულოს 10 და შუახევის 7 სკოლაში არ ჩატარდა. ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 1 მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს.

24 იანვარი 2020, 11:33

მსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევა დადასტურდა

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების 25 შემთხვევაა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 830-ს მიაღწია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, თუმცა მისი შეფასებით, ეპიდემიის გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობის საერთაშორისო დონეზე გამოცხადება ნაადრევია.

კახა დამენია

24 იანვარი 2020, 11:15

ძალოვნები

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კახა დამენია დამნაშავედ ცნო

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.

24 იანვარი 2020, 10:58

მსოფლიო

პერუში საწვავმზიდის აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ლიმაში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა. გამოცემა Comercio-ს ინფორმაციით, უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ახლომდებარე შენობებზეც გავრცელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადები იყო მობილიზებული.

მორის ყვითელაშვილი

24 იანვარი 2020, 10:48

საქართველო

მორის ყვითელაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ყვითელაშვილი საქართველოს სახელით 2017 წლიდან ასპარეზობს. მის მიერ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული ბრინჯაოს მედალი მეოთხეა, რომელიც ქართველმა მოციგურავეებმა ბოლო ორი თვის მანძილზე დაიმსახურეს. დეკემბერში კაზაკოვა-რევიას წყვილი გრან-პრის და ბუტაევა-ბერულავას დუეტი კი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული გახდა.

ჯონ ვიაფარა

24 იანვარი 2020, 10:15

სპორტი

კოლუმბიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს აშშ-ში გაასამართლებენ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ვიაფარა აშშ-ს გადასცეს. ექსტრადირებულ სპორტსმენს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. ვიაფარა კოლუმბიის ქალაქ კალიში 2019 წელს, ტეხასის საოლქო სასამართლოს მოთხოვნით დააპატიმრეს. ამერიკული მხარის მტკიცებით, ფეხბურთელი 2008-2018 წლებში აშშ-ის ტერიტორიაზე ნარკოტიკების ტრანზიტს ახორციელებდა.

ჩვილი

24 იანვარი 2020, 10:04

საქართველო

ვარკეთილში ლიფტში ნაპოვნი ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს. შემთხვევა 23 იანვარს, საღამოს საათებში დაფიქსირდა. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ექიმების განცხადებით, ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა ჰქონდა.

24 იანვარი 2020, 09:50

საქართველო

შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ზვავი ჩამოწვა

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა აჭარის მაღალმთიანეთში გზების თოვლის საფარისგან წმენდა გვიან ღამით დაიწყო. შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ჩამოწვა ზვავი, თუმცა პრობლემა მყისიერად აღმოიფხვრა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მარიო ლეიტე და სილვა

24 იანვარი 2020, 09:34

ეკონომიკა

ანგოლელი მილიარდერი ქალის საქმის ფიგურანტმა ბანკირმა თანამდებობა დატოვა

​​​​​​​ანგოლური ბანკის, Banco de Fomento Angola-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარიო ლეიტე და სილვამ თანამდებობა დატოვა, მას შემდეგ რაც გენერალურმა პროკურატურამ მას აფრიკის უმდიდრესი ქალის, იზაბელ დუშ სანტუშის საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო AFP ავრცელებს.