imedi /  07 ოქტომბერი 2019, 09:22 / სანდო წყარო

ლისის ტბასთან დაჭრილი კაცის მდგომარეობა კრიტიკულია

მალხაზ ბურკაძე

მალხაზ ბურკაძე

ექიმების ინფორმაციით, ლისის ტბასთან დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რეგიონული ჰოსპიტალის ქირურგის მალხაზ ბურკაძის განცხადებით, პაციენტი რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.

„პაციენტი შემოვიდა უმძიმეს მდგომარეობაში. შემოყვანისთანავე დასჭირდა გულისა და ფილტვის რეანიმაცია. მარჯვენა ქვედა კიდურის არეში, ბარძაყის არტერიის დაზიანებით ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. დაკარგული ჰქონდა ძალიან დიდი რაოდენობის სისხლი. გარდა ამისა, ცივი იარაღით მიყენებული აქვს ჭრილობა გულ-მკერდის მარცხენა ნახევარში, მაგრამ დიდი ოპერაცია არ დასჭირვებია. რაც შეეხება ანგიოქირურგიულ ოპერაციას, ის ჩატარდა სწრაფად და მაღალ დონეზე, მაგრამ დაკარგული სისხლის რაოდენობიდან გამომდინარე, ავადმყოფის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. პაციენტი რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზეა შეერთებული“, - აცხადებს რეგიონული ჰოსპიტალის ზოგადი ქირურგი მალხაზ ბურკაძე.

თბილისში ახალგაზრდა კაცი 6 ოქტომბერს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა სავარაუდოდ ლისის ტბაზე მოხდა, თუმცა დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით მიიყვანეს და დატოვეს. 

როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 117-ე და 143-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2020, 22:32

მსოფლიო

იუტას შტატში მრავალცოლიანობისთვის სასჯელი შემსუბუქდა

შტატის კანონმდებლებმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს. გადაწყვეტილების თანახმად, მრავალცოლიანობა ამიერიდან 750 დოლარის ჯარიმით და საზოგადოებრივი სამუშაოებით დაისჯება.აქამდე არსებული კანონმდებლობით, მრავალცოლიანობა თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებდა.

19 თებერვალი 2020, 22:00

საქართველო

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელთა ნაწილი დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებთა ნაწილმა განცხადება გავრცელა “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ახალი ამბების სამსახურის თანამშრომლები სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვად მივიჩნევთ. ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის - მაია მერკვილაძის შტატის გაუქმება სარედაქციო პოლიტიკაზე პირდაპირი თავდასხმაა. დღეს მრჩეველთა საბჭომ და მაუწყებლის დირექტორმა არხის თანამშრომლების მოთხოვნა, - საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით მისი განხილვა გადადებულიყო, არ გაითვალისწინა. გაუგებარია, რატომ არის პროცესი ფორსირებული, როდესაც დირექტორს ისედაც აქვს გაცხადებული, რომ რეორგანიზაციას გეგმავს. ამასთან, დაწყებულია დისციპლინური დევნა ახალი ამბების სამსახურის უფროსის - შორენა ღლონტის წინააღმდეგ, რაც კიდევ უფრო მეტად გვიღრმავებს ეჭვებს, რომ მენეჯმენტისთვის სასურველი ახალი კადრების შემოსაყვანად პოზიციები თავისუფლდება. გვაქვს მოლოდინი, რომ მაია მერკვილაძის შემდეგ, სარედაქციო პოლიტიკას ჩამოაშორებენ ახალი ამბების ხელმძღვანელს - შორენა ღლონტს. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში შექმნილი ვითარება საარჩევნო წელს ემსახურება არასასურველი კადრების, განსაკუთრებით კი - კრიტიკული ჟურნალისტების ჩამოშორებას. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს - ჩაერთონ პროცესში და დაგვეხმარონ მაუწყებლის გადარჩენაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალდებიან არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ დაზიანდება საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მედიაგარემოს, პლურალიზმსა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში. დირექტორის მიერ დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებები შეეხო სხვა სამსახურებსაც. მაგალითად: საავტორო - შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის უფროსის მოადგილეს შემოქმედებითი მიმართულებით - გიორგი მურვანიძეს, ამავე სამსახურის მოადგილეს საორგანიზაციო მიმართულებით - ბესო დუმბაძეს და ფინანსური სამსახურის უფროსის მოადგილეს მაია შაშიკაძეს. ასევე სხვა მოადგილეების შტატებს, რომლებიც ვაკანტური იყო. მაუწყებელში დღეს განვითარებული მოვლენები ლოგიკური გაგრძელებაა იმ პროცესებისა, რომელიც დაიწყო 2019 წლის აპრილში ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით, გაგრძელდა მაუწყებლიდან ნათია ზოიძის იძულებით წასვლით და ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების ამოწურვით."

ირაკლი შოთაძე

19 თებერვალი 2020, 21:44

საქართველო

„სილქნეტი“ - ირაკლი შოთაძისთვის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა მისი კვალიფიკაციის გათვალისწინებით და კომპანია კმაყოფილი დარჩა

ირაკლი შოთაძეს „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტის პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 2019 წლის 15 თებერვლიდან, რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან დატოვა საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა და მუშაობდა "სილქნეტში" 2020 წლის თებერვლამდე, - ამის შესახებ კომპანია „სილქნეტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

პრინცი ჰარი
მეგან მარკლი

19 თებერვალი 2020, 21:26

ტაბლოიდი

მედია: ელისაბედ მეორემ პრინც ჰარისა და მეგან მარკლს Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა

პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სავაჭრო მარკის Sussex Royal-ის თავიანთი პროექტებისთვის დარეგისტრირება სურდათ. გარდა ამისა, მათ საქველმოქმედო ორგანიზაციის Sussex Royal, The Foundation of the Duke and Duchess of Sussex (სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდი) გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი.

დონალდ ტრამპი

19 თებერვალი 2020, 21:24

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: 3 ნოემბერს ცხადი გახდება, რომ „ფეიკ ნიუს“ მედიის გამოკითხვები კორუმპირებულია

3 ნოემბერს ცხადი გახდება, რომ „ფეიკ ნიუს“ მედიის გამოკითხვები კორუმპირებულია, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

19 თებერვალი 2020, 21:18

თემა

რატომ დადის ზოგიერთი ადამიანი ძილში? საშიშია თუ არა მთვარეულის გაღვიძება?

ხშირად გვსმენია ადამიანებზე, რომლებიც ძილში დადიან და უჩვეულო რაღაცებს აკეთებენ. მთვარეულს შეუძლია იაროს სახურავზე ან აივნის მოაჯირზე ისე, რომ წონასწორობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. ესერთი შეხედვით უცნაური მოვლენაბევრ კითხვის ნიშანსდა შესაბამისად, მითს აჩენს. რას ნიშნავს ლუნატიზმი (მეცნიერულად სომნამბულიზმი) და რა იწვევს მას? უნდა გამოვაფხიზლოთ თუ არა მთვარეული?

ნათია თურნავა

19 თებერვალი 2020, 21:04

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში საქართველოში რძის პროდუქტების მწარმოებელი ბელარუსული საწარმო გაიხსნება

„დღეს საქართველოში 70-მდე ბელარუსული კაპიტალით შექმნილი კომპანია ფუნქციონირებს, უახლოეს თვეებში გაიხსნება კიდევ ახალი ბელარუსული საწარმოები, მათ შორის იქნება მაღალტექნოლოგიური რძის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვლადიმერ დვორნიკი

19 თებერვალი 2020, 20:48

ეკონომიკა

ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე: საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს

მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა.

19 თებერვალი 2020, 20:27

მსოფლიო

ირანში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა

ირანში, ქალაქ ყუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ის გვერდზე თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu-ს რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

19 თებერვალი 2020, 20:26

საქართველო

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ აქციას მართავს და მისგან სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს

ახალგაზრდების ჯგუფი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას მოითხოვს. ისინი იმ კაფეში მივიდნენ, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრი იმყოფებოდა. ახალგაზრდების თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შეურაცხყოფაა.

19 თებერვალი 2020, 20:11

თემა

ძალიან ხშირად მეცვლება განწყობა. ბიპოლარული აშლილობა მაქვს?

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის განწყობაც იცვლება. იგივე სიმპტომი ახასიათებს ბიპოლარულ აშლილობას, რომელიც დეპრესიისა და მანიის ან ჰიპომანიის პერიოდებში ვლინდება. ამ მდგომარეობებს შორის კი ადამიანი ჯანმრთელია და ეს შეიძლება რამდენიმე წელსაც კი გაგრძელდეს. სწორედ ამიტომ ბიპოლარულ აშლილობას სპეციალისტები მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს უწოდებენ. ბიპოლარული აშლილობა საკმაოდ ხშირად აქვთ ცნობილ ადამიანებს. მათ შორის არიან კეტრინ ზეტა ჯონსი, მერაია ქერი, მელ გიბსონი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ კურტ კობეინი, ჯიმი ჰენდრიქსი, ერნესტ ჰემინგუეი, ვივიენ ლი, მერლინ მონრო და სხვ.ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, იმ ადამიანებში, რომლებიც სამყაროს კრეატიული აღქმით გამოირჩევიან, ბიპოლარული აშლილობის ალბათობა გაცილებით მაღალია. სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 1-3%-ს სწორედ მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი აქვს.

ათონელის რეზიდენცია

19 თებერვალი 2020, 20:10

საქართველო

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ყოფილი ელჩის მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების გამო, პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი იძულებული გახდნენ სამხრეთ აფრიკაში ვიზიტი გააუქმონ

​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილი ელჩის მამუკა ჟღენტის მიერ დღეს სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას უპასუხისმგებლოს და სახელმწიფოს ინტერესების დამაზიანებელს უწოდებს და განცხადებითვე ეხმაურება. საქართველოს პრეზიდენტის და მისი დელეგაციის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი წინასწარ გავრცელება მკაცრად იკრძალება.

19 თებერვალი 2020, 20:09

ეკონომიკა

ნათია თურნავა: ბელარუსი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც, ვაპირებთ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ურთიერთობები

ნათია თურნავამ თავის სიტყვაში მიმოიხილა ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთკავშირების ძირითადი ასპექტები და აღნიშნა, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონული ლიდერია ბევრ სფეროში და მიმზიდველი, საიმედო სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორი.

კახა კალაძე

19 თებერვალი 2020, 19:55

საქართველო

კახა კალაძე: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე შევთანხმდეთ

„ქართული ოცნება" მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციასთან, რათა შევთანმხდეთ ყველაზე გონივრულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლის არჩევნებისთვის“, -ამის შესახებ კახა კალაძემ Twitter-ზე დაწერა.

Pop Smoke

19 თებერვალი 2020, 19:52

კულტურა

რეპერი Pop Smoke ლოს-ანჯელესში მოკლეს

ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეპერი Pop Smoke მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა TMZ ავრცელებს. 20 წლის რეპერი მძარცველებმა მოკლეს, რომლებიც ჰოლივუდ-ჰილსის რაიონში მდებარე სახლში გასულ ღამით შეიჭრნენ.

19 თებერვალი 2020, 19:40

კულტურა

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

უაქციზო თამბაქო

19 თებერვალი 2020, 19:30

ძალოვნები

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

17–19 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1,1 კგ უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

მიხეილ ჩხენკელი ვიქტორია ჰორვატი

19 თებერვალი 2020, 19:05

საქართველო

მიხეილ ჩხენკელმა უნგრეთის ელჩთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს უმასპინძლა და მასთან უმაღლესი განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის გეგმები დასახა.

ბექა ლილუაშვილი

19 თებერვალი 2020, 19:04

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: საინვესტიციო ფონდები ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებს ქმნიან

ბექა ლილუაშვილმა დეტალურად ისაუბრა კანონპროექტის იმ ნაწილზე, რომელიც ფონდის შექმნის, დარეგისტრირებისა და მართვის პრინციპებს სამართლებრივად აწესრიგებს, ასევე, განსაზღვრავს ფონდის სხვადასხვა ტიპს.

ირმა ინაშვილი

19 თებერვალი 2020, 18:57

საქართველო

ირმა ინაშვილი: ხელისუფლება პოლიტიკურ სპექტრს რას შესთავაზებს, მისი გადასაწყვეტია

ხელისუფლება, პოლიტიკურ სპექტრს ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ შეხვედრებს შესთავაზებს, ეს არის მათი ინიციატივა და გადასაწყვეტი და ვინ როგორ გამოეხმაურება ამას, ესეც მისი პრეროგატივაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „პატროტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განუცხადა.