imedi /  09 ოქტომბერი 2019, 09:59 / სანდო წყარო

პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე ქუთაისის ციხის თანამშრომელს ბრალი წაუყენეს

ქუთაისის ციხე

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის დაწესებულებაში მომხდარი სუიციდის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წაუყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში 2019 წლის 1 ოქტომბერს გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის №073011019001 საქმეზე, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის, გ.წ.-ს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3421-ე მუხლის მეორე ნაწილი).

„საქმეზე წარმოებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის 1 ოქტომბერს, ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა ნ.-მ სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება.

ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, 2019 წლის 8 ოქტომბერს, ქ-ნი ნ. ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი, რომელსაც ბრალი თავისი ადვოკატის თანდასწრებით წარედგინა, დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

28 სექტემბერს, გიორგი წურწუმიამ ძმას ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. 30 სექტემბერს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 1 ოქტომბერს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში საკნის სარკმლის ცხაურზე, ზეწრის გამოყენებით თავი ჩამოიკიდა.

ყველა სიახლე

მუზაფარუდინ იემენი

20 ოქტომბერი 2019, 15:56

მსოფლიო

ავღანეთის ერთ-ერთი პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმას მსხვერპლი მოყვა

ავღანეთში ვარდაკის პროვინციის გუბერნატორზე თავდასხმას სულ მცირე სამი პოლიციელი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი TOLONews-ი ავრცელებს. შემთხვევა პროვინციის ცენტრში, ქალაქ მაიდანშაჰრში მოხდა. დანაღმული მანქანა გზაზე გუბერნატორის კორტეჟი გადაადგილების დროს აფეთქდა.

20 ოქტომბერი 2019, 15:45

მსოფლიო

ბარსელონაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებისას 600-მდე ადამიანი დაშავდა

ბარსელონის ქუჩები პროტესტმა მოიცვა. აქციების დაწყებიდან დღემდე პოლიციასთან შეტაკების დროს 600-მდე ადამიანი დაშავდა. ბარსელონას მერის ადა კოლაუს ინფორმაციით, დაშავებული პოლიციის ოფიცერების და დემონსტარნტების მდგომარეობა რთულია.

ფელისიტი ჰოფმანი

20 ოქტომბერი 2019, 15:32

ტაბლოიდი

პაპარაცებმა ფელისიტი ჰოფმანს ციხეში ფოტოები გადაუღეს

სერიალ „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ვარსკვლავი, მსახიობი ფელისიტი ჰოფმანი, რომელიც კალიფორნიის ქალაქ დუბლინის ციხეში იხდის სასჯელს, ოჯახის წევრებთან შეხვედრის დროს პაპარაცებმა ფოტოები გადაუღეს. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.

განდაგანა

20 ოქტომბერი 2019, 15:15

კულტურა

„განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ცეკვა „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ Facebook-ზე გაავრცელა. ცეკვა „განდაგანა“ აჭარული ცეკვების ერთ-ერთი სახეობაა.

გურამიშვილის გამზირი

20 ოქტომბერი 2019, 14:50

ძალოვნები

აფეთქებისას დაზიანებულ კორპუსთან დაკავშირებით დასკვნა დაახლოებით 1 კვირაში გახდება ცნობილი

გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსთან მთელი ღამის განმავლობაში ნაძალადევის გამგეობისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. დაახლოებით 170 ადამიანი სასტუმროებშია გადაყვანილი.

მანანა დოიჯაშვილი

20 ოქტომბერი 2019, 14:37

კულტურა

კონსერვატორიის რექტორის მოადგილეს კლანურ მმართველობაში ადანაშაულებენ

კონსერვატორიის თვითმმართველობის ყოფილი პრეზიდენტი და მაგისტრანტი სიმონ ჩაჩანიძე ამბობს, რომ მას აქვს მცდელობა გავლენა მოახდინოს ახალი რექტორის არჩევის პროცესზე და უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის ხელმძღვანელად მისთვის მისაღები კანდიდატი გაიყვანოს.

20 ოქტომბერი 2019, 14:30

საქართველო

ატოცში ჟურნალისტები შეუშვეს. ვიდეო

19 ოქტომბერს ატოცში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით ყველაფერი კეთდება, რომ თითოეულ მოქალაქეს თავის მიწაზე ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეს.

ჩილე პროტესტი

20 ოქტომბერი 2019, 13:16

მსოფლიო

ჩილეს ხელისუფლებამ მომიტინგეების წინააღმდეგ ჯარი გამოიყვანა

​ვალპარაისოში გადაღებული ვიდეო ქალაქის მერმა ხორხე შარპმა გამოაქვეყნა. ღამით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ქალაქის ქუჩებში სამხედროები, შემდეგ კი ერთ-ერთ სამოქალაქო პირს სცემენ, რომელიც მათ მიმართ აგრესიას არ ავლენდა.

ფრენსის ფორდ კოპოლა

20 ოქტომბერი 2019, 12:52

კულტურა

კოპოლა ლუმიერების სახელობის პრემიის მფლობელი გახდა

ამერიკელი კინორეჟისორი ფრენსის ფორდ კოპოლა ლუმიერების სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. მსოფლიო კინოში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაწესებული ჯილდო ლეგენდარულ რეჟისორს ლიონის კინოფესტივალზე გადასცეს.

დრონი

20 ოქტომბერი 2019, 12:31

ტექნოლოგიები

ვირჯინიის შტატში დრონის საშუალებით ტვირთების მიწოდება დაიწყო

აპლიკაციით შეკვეთილი საქონელი მომხმარებელს შეკვეთიდან 10 წუთში მიუვა, რის შემდეგაც დრონი დასატენად სადგურზე დაბრუნდება. აშშ-ის კანონმდებლობით ავტომატიზებული მიწოდება ჯერჯერობით აკრძალულია, ამიტომ შეკვეთის მიწოდებას ოპერატორი აკონტროლებს, რომელსაც ერთდროულად 5 დრონის კოორდინირება შეუძლია.

მარკ ესპერი

20 ოქტომბერი 2019, 11:23

მსოფლიო

აშშ სირიიდან გაყვანილ ჯარს სავარაუდოდ ერაყში გაგზავნის

იტყობინება Reuters-ი ქვეყნის თავდაცვის მდივნის განცხადებაზე დაყრდნობით. მარკ ესპერის თქმით, ჯარისკაცები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. თუმცა თავდაცვის მდივანმა ისიც განაცხადა, რომ ვაშინგტონის გეგმა შესაძლოა, შეიცვალოს.

ქაშმირი სროლა

20 ოქტომბერი 2019, 11:07

მსოფლიო

ინდოეთი-პაკისტანის საზღვარზე ორმხრივ სროლას მსხვერპლი მოყვა

ინდოეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, პაკისტანმა ქაშმირის რეგიონში მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რის გამოც მათ საპასუხო ცეცხლი გახსნეს. თავის მხრივ, ქაშმირის პაკისტანის მიერ კონტროლირებადი ნაწილის ადმინისტრაციის უფროსმა ფარუქ ჰაიდერმა სროლის დაწყებაში ინდოეთი დაადანაშაულა.

ლა-პასი

20 ოქტომბერი 2019, 10:38

მსოფლიო

ბოლივიაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ექსპერტების აზრით, პრეზიდენტის თანამდებობისთვის მთავარი ბრძოლა ქვეყნის მოქმედ ლიდერ ევო მორალესსა და ექსპრეზიდენტ კარლოს მესას (2003-2005) შორის გაიმართება. ევო მორალესის გამარჯვების შემთხვევაში ეს მისი ზედიზედ მეოთხე საპრეზიდენტო ვადა იქნება.

სალომე ზურაბიშვილი

20 ოქტომბერი 2019, 10:22

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება. ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

კონორ მაკგრეგორი

20 ოქტომბერი 2019, 10:13

მსოფლიო

20 წლის ქალი კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Fox News-ი ავრცელებს. მისი ცნობით, მსხვერპლი 20 წლის ქალია, რომლის მტკიცებითაც, ინციდენტი დუბლინის ერთ-ერთი ბარის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

ელექტრონული კრიალოსანი

20 ოქტომბერი 2019, 09:53

ტექნოლოგიები

ვატიკანში შექმნილი ელექტრონული კრიალოსანი ჰაკერმა 15 წუთში „გატეხა“

კრიალოსანის „გასატეხად“ კიბერუსაფრთხოების ექსპერტს მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა. კრიალოსანზე მიბმული ელექტრონული ფოსტის მისამართის საშუალებით ჰაკერი მისი მფლობელის ანგარიშს დაეპატრონა და მოწყობილობის მიერ შეგროვებული ინფორმაცია - მომხმარებლის დაბადების თარიღი, სქესი, სიმაღლე, წონა და გადაადგილების მარშრუტები გადაიწერა.

საქართველო დიდი ბრიტანეთი

20 ოქტომბერი 2019, 09:42

საქართველო

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ამ უკანასკნელის ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ შევა ძალაში. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბორის ჯონსონი

20 ოქტომბერი 2019, 09:23

მსოფლიო

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს Brexit-ის გადავადების მოთხოვნა გაუგზავნა

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მიმართვის მიღება ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა დაადასტურა. კანონით გათვალისწინებულ მიმართვასთან ერთად ჯონსონმა ევროკავშირს წერილიც მისწერა, რომელშიც განაცხადა, რომ Brexit-ის გადავადება შეცდომა იქნებოდა.

Snoop Dogg

20 ოქტომბერი 2019, 08:59

ტაბლოიდი

Snoop Dogg-მა მოსაწევის შემკეთებელი დაიქირავა

ამის შესახებ მან ჰოვარდ სტერნის რადიოშოუს ეთერში განაცხადა. მუსიკოსი მოსაწევის შემკეთებელს წელიწადში 40-50 ათას დოლარს უხდის, „ბონუსად“ კი ხელშეკრულებაში მარიხუანაზე შეუზღუდავი წვდომა არის მითითებული. ამის სანაცვლოდ მოსაწევის შემკეთებელი მომღერალს ყველა ტურსა და კონცერტზე დაჰყვება.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი

20 ოქტომბერი 2019, 08:45

სპორტი

იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნების სურვილი გამოთქვა

შვედმა თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალიის ჩემპიონატში დაბრუნება არ გამორიცხა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Marca ავრცელებს. კალიფორნიულ კლუბთან კონტრაქტის ვადა იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე წლის დეკემბერში ეწურება. იტალიაში ასპარეზობის დროს იბრაჰიმოვიჩი მილანის „ინტერის“, „მილანის“ და ტურინის „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.