imedi /  11 ოქტომბერი 2019, 14:15 / სანდო წყარო

შსს-მ ნარკორეალიზატორები დააკავა

ამოღებული ნარკოტიკი

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 8 ადამიანი, მათ შორის 5 ნარკორეალიზატორი დააკავა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა  ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს.

„1992 წელს დაბადებული ი.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 1303 აბი და 16 ნატეხი, ასევე, 2900 აშშ დოლარი და 100 ლარი. 

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს ბრალდებულის მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსის“ 40 აბი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნარკოდანაშაულისთვის კიდევ ერთი პირია რუსთავში დაკავებული. პოლიციამ, 1982 წელს დაბადებული ნ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას, 963 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს, მისი წევრები კი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1972 წელს დაბადებული ზ.ბ., 1976 წელს დაბადებული ა.თ. და 1971 წელს დაბადებული ბ.კ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში ათავსებდნენ და მათი შეძენის მსურველებს, საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით, აღნიშნული ლოკაციების ამსახველ ფოტოებს უგზავნიდნენ.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების ავტომანქანის, საცხოვრებელი სახლების და პირადი ჩხრეკისას, 170 აბი „სუბუტექსი და „სუბოქსინი“, 19 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“, 7 შეკვრად დაფასოებული ფხვნილი, სავარაუდოდ, ე.წ. სირეცი, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო, 6 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ კრისტალები, „ჰეროინი“ და „მეტადონის“ ნატეხები - კრისტალებისა და ფხვნილის სახით, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა. 1988 წელს დაბადებული ი.ც.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება „ამფეტამინი“, 8 შეკვრად დაფასოებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ. ბიო და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა".

გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ ი.ც.-ს თბილისის სხვადასხვა უბანში, სპეციალურ სამალავებში განთავსებული ჰქონდა სარეალიზაციოდ გამზადებული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - ე.წ ბიო. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, სხვადასხვა მისამართიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ე.წ. ბიო.

ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავეს ერთი პირი. 1991 წელს დაბადებული ვ.ჰ.-ს პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ მისი ფეხსაცმელების ძირებიდან 500 გრამამდე „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა, ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მოფრენის დარბაზში ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, 1959 წელს დაბადებული დ.დ.-ს ხელბარგის ჩხრეკისას, 23 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 26 კილოგრამი „ჰეროინი“, 2 კილოგრამი „კოკაინი“, 13500 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 23 კილოგრამი „მდმა“, 9,7 კილოგრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 500 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები“, - განაცხადა ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ.

ყველა სიახლე

სპორტი

18 იანვარი 2020, 20:53

სპორტი

2019 წელს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები დასახელდნენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აქამდე, ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

შავი ყუთი

18 იანვარი 2020, 20:16

მსოფლიო

ირანი ჩამოგდებული ლაინერის შავ ყუთებს უკრაინას გადასცემს

თუ უკრაინელი სპეციალისტები ყუთებში არსებულ ინფორმაციას ვერ გაშიფრავენ, ყუთები საფრანგეთს გადაეცემა. თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის კანადის მოქალაქეებიც არიან. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო,

გატაცება

18 იანვარი 2020, 19:54

ტაბლოიდი

აშშ-ში 14 წლის გოგო მოძალადეებს Messenger-ის დახმარებით გადაურჩა

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში 14 წლის გოგომ თავს Messenger Snapchat-ის მეშვეობით უშველა თავს, იუწყება CNN. გოგო 55 წლის კაცმა ორი თანამზრახველის დახმარებით გაიტაცა. მანამდე გოგოს ნარკპტიკი შესტავაზეს, შემდეგ მანქანაში ჩასვეს და ქალაქ სან-ხოსეს სასტუმროში მიიყვანეს. მოგვინებით გაირკვა, რომ მათ მოზარდზე სექსუალურად იძალადეს.

სასამართლო

18 იანვარი 2020, 19:29

ძალოვნები

სასამართლომ ზვიად კუპრავას და ლაშა ქურციკიძეს ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ ორივე მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნო, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულებს მოეხსნათ ბრალდება 173-ე მუხლით, რაც კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

სახლი

18 იანვარი 2020, 19:22

ტაბლოიდი

ნიგერიაში კაცი ცოლისთვის თვითმფრინავის ფორმის სახლს 20 წელი აშენებდა

ნიგერიაში, აბუჯის მცხოვრებმა კაცმა ცოლს უცნაური საჩუქარი გაუკეთა. მან სპეციალური პროექტით თვითმფრინავის ფორმის სახლი ააშენა, რადგან ცოლს მოგზაურობა უყვარს, წერს Reuters. საიდ ჯამალს სახლის ასაშენებლად 20 წელი დასჭირდა. სახლს ბეტონის კონსტრუქცია აქვს. კაცს სახლის აშენებაში მისი ვაჟიც ეხმარებოდა.

Delta Air Lines

18 იანვარი 2020, 18:54

მსოფლიო

აშშ-ში მასწავლებლები ავიაკომპანიას თვითმფრინავიდან საწვავის დაღვრის გამო უჩივიან

ინციდენტი 15 იანვარს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულ დაშვებას ახორციელებდა, წონის შემცირების მიზნით საწვავი 6 ადგილობრივი სკოლის ეზოებში დაღვარა. შედეგად 60-მდე ადამიანი დაშავდა. მათი უმრავლესობა ბავშვია.

ანაპურნა

18 იანვარი 2020, 18:31

მსოფლიო

ნეპალში ზვავის ჩამოწოლის შედეგად 6 ადამიანი დაიკარგა

ინციდენტი ჰიმალაის მთების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მწვერვალზე, ანაპურნას მთაზე მოხდა. დაკარგულთა შორის ქვეყანაში მოხალისედ ჩასული 4 სამხრეთკორეელი მოსწავლებელი და 2 ადგილობრივი გიდია. სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ცუდი ამინდი ართულებს. ზვავი 3 230 მეტრის სიმაღლეზე ჩამოწვა.

ელექტროენერგია

18 იანვარი 2020, 18:10

ეკონომიკა

2019 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში 13 მილიარდ 153.7 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგიის მოხმარება დაფიქსირდა. ეს მაჩვენებელი 2018 წელს (13 მლრდ 197.8 მლნ კვტ.სთ) მცირედ ჩამორჩება. ესკოს სტატისტიკით, 2019 წელს იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა გაიზარდა 7,8%-ით და 1 მილიარდ 626.5 მილიონი კვტ.სთ შეადგინა.

The Walking Dead: World Beyond

18 იანვარი 2020, 17:50

კულტურა

„მოსიარულე მკვდრების“ ახალი სპინოფი 2020 წლის აპრილში გამოვა

სერიალის სიუჟეტის ცენტრში ზომბი აპოკალიფსის დროს გაზრდილი ბავშვები იქნებიან, რომლებიც კედლებით გარშემორტყმულ თავშესაფარში ცხოვრობენ. მაგრამ მათ ეს უსაფრთხოება ბეზრდებათ და ნამდვილი სამყაროს ნახვას გადაწყვეტენ.

ნორვეგია ტერორისტი

18 იანვარი 2020, 17:30

მსოფლიო

ნორვეგიის მთავრობამ ტერორისტ ქალს ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა

ნორვეგიის მმართველ კოალიციაში განხეთქილებაა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში მყოფ ტერორისტ ქალს შვილებთან ერთად ქვეყანაში დაბრუნების უფლება მისცა. Daily Mail-ის ცნობით, 29 წლის ტერორისტი ქალის რეპატრიაცია ერაყიდან მცირეწლოვან შვილებთან ერთად მოხდა.

ბათუმი ზღვა საჩივარი

18 იანვარი 2020, 17:10

საქართველო

საქართველო და უკრაინა რუსეთს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში უჩივიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად არღვევს. საუბარია უკანონო ქმედებებზე ოკუპირებულ აფხაზეთში.

ქუთაისის თოჯინების თეატრი

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

ქუთაისის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრმა 73-ე სეზონი გახსნა. თეატრმა რეაბილიტირებულ შენობაში ვაჟა-ფშაველას პიესის „ჩხიკვთა ქორწილის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი წარმოადგინა. საპრემიერო ჩვენების ფარგლებში ასევე შედგა მაღალპოლიგრაფიული წიგნი-კატალოგის პრეზენტაცია, რომელიც თეატრის 70-წლიან ისტორიას გადმოსცემს.

20th Century Fox

18 იანვარი 2020, 16:34

კულტურა

Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელწოდება შეუცვალა

ამის მიზეზი ის გახდა, რომ პროდიუსერებს სტუდიის ყოფილი მფლობელის, რუპერტ მერდოკისგან დისტანცირება სურთ. ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს.

ბერნარ არნო

18 იანვარი 2020, 16:20

ეკონომიკა

Forbes: მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ბერნარ არნო გახდა

ფრანგული LVMH (Moet Hennessy — Louis Vuitton) მფლობელი ბერნარ არნომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში Amazon-ის მფლობელ ჯეფ ბეზოსს გაუსწრო, წერს Forbes. გამოცემის ცნობით, არნოს წარმატება მისი კომპანიის აქციები 0,7%-ით გაძვირებამ გამოიწვია. ამის შედეგად მან დამატებითი შემოსავალი $1,9 მილიარდი მიიღო.

ვახტანგ რობაქიძე

18 იანვარი 2020, 16:07

ძალოვნები

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიმართ შეურცხმყოფელი ქმედების გამო დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ადმინისტრაციული სამართლადარღვევისთვის 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. შემთხვევა ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში 14 იანვარს მოხდა.

Huawei

18 იანვარი 2020, 15:45

ტექნოლოგიები

გერმანია 5G ტექნოლოგიის უზრუნველსაყოფად Huawei-სთან თანამშრომლობას გეგმავს

გერმანიას არ შეუძლია უზრუნველყოს 5G ქსელი ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტის, Huawei,-ს გარეშე, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს. AP წერს, რომ ეს არის საკითხი, რომელმაც აშშ-სა და მის მოკავშირეებს შორის დაძაბულობა გამოიწვია და ვაშინგტონი Huawei-ს აკრძალვის მიზნით მის მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს.

პაველ დუროვი

18 იანვარი 2020, 15:18

ტექნოლოგიები

Telegram-ის დამფუძნებელი ნიუ-იორკის სასამართლოში დაკითხეს

დაკითხვისას დუროვმა განმარტა, რამდენი ფული დახარჯა Telegram-ის განვითარებასა და ბლოკჩეინ პლატფორმა TON-ზე და რატომ გადაწყვიტა პირველადი მონეტარული შეთავაზებების (ICO) ჩატარება. 17 იანვარს SEC-მა დაკითხვის ოქმები ნაწილობრივ გაასაჯაროვა.

ტოჩინოშინი

18 იანვარი 2020, 14:59

სპორტი

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა გაიმარჯვა

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის, ჰაცუ ბაშოს მეშვიდე დღეს ლევან გორგაძემ გაიმარჯვა. ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი ჰატატიკომის ილეთით დაამარცხა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

18 იანვარი 2020, 14:50

მსოფლიო

ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ევროპას ტერორიზმის ახალი საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ერდოღანის განმარტებით, ასეთი საფრთხის წინაშე ევროპა იმ შემთხვევაში დადგება, თუ გაეროს მიერ აღიარებული მთავრობა ტრიპოლში დამარცხდება.

აფრიკა შიმშილი

18 იანვარი 2020, 14:29

მსოფლიო

WFP: აფრიკაში 45 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება

2015 წლიდან აფრიკის სამხრეთში არაერთი ბუნებრივი ანომალია დაფიქსირდა. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი წვიმის სეზონის არარსებობამ აგრარულ სექტორს სერიოზული ზიანი მიაყენა. ზედიზედ ხუთი წლის განმავლობაში ნალექის სიმცირეს თან სდევს არნახული გვალვა და ტემპერატურის მკვეთრი ზრდა.