imedi /  14 ოქტომბერი 2019, 09:29 / სანდო წყარო

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების თქმით მათ კაცის გატაცების სანაცვლოდ ფული აიღეს

რუსთავში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გახდა ცნობილი. საქმეში არსებული პოლიციელებისა და მოკლულის მეგობრის გიორგი გეთაშვილის ჩვენებით ირკვევა, რომ დადეშელის გატაცება რამდენიმე კვირით ადრე დაიგეგმა, ერთ-ერთი ორგანიზატორი კი დავით მიროტაძე იყო. ამის შესახებ სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა. 

მან გამოძიებას უამბო, რომ მისმა სიძემ ზურა ჯღარკავამ დახმარება ჯერ კიდევ სექტემბერში სთხოვა. სცენარი ასეთი იყო, მას შემდეგ, რაც მკვლელობაში ბრალდებულებისა და მოკლულის საერთო მეგობარი გეთაშვილი დადეშელს სახლიდან გამოიყვანდა, მას დააკავებდნენ, განაიარაღებდნენ და ჯღარკავასთან მიიყვანდნენ. მიროტაძემ დახმარება ღუბიანურსა და დუღაშვილს სთხოვა. იმ აღიარებითი ჩვენებებით, რომელიც საქმეში დევს ყოფილმა და მოქმედმა სამართალდამცველებმა მეგობრის ავტომობილს სანომრე ნიშნები რუსთავში შეუცვალეს და 1 ოქტომბერს თბილისში ცინცაძის ქუჩაზე ჯღარკავასთან, ასათიანთან და გეთაშვილთან  ერთად გატაცების დეტალები დააზუსტეს.

მიროტაძე ჩვენებაში ყვება, თუ როგორ წავიდნენ გლდანში, როგორ გადმოიყვანეს მანქანიდან დავით მუმლაძე, განაიარაღეს და წაიყვანეს რუსთავში, სადაც ჯღარკავას და ასათიანს ჩაუსვეს მანქანაში, მტკიცებულებები კი მტკვარში გადაყარეს. 

წინასწარი გამოიძებისთვის მიცემული ჩვენებები დაკავებულებმა სასამართლო პროცესზე უარყვეს. გიორგი ასათიანას კი არც გამოძებისთვის უთქვამს რამე და არც სასამართლოსთვის. საქმეში ადვოკატების ჩართვის შემდეგ, დუმილის უფლებით სარგებლობენ სხვა ბრალდებულებიც. მათ უარყვეს ისიც, რომ მიროტაძემ მეგობარ სამართალდამცველებს 4000-4000 ლარი გადაუხადა და ისიც, რომ ჯერ კიდევ გვამის გამორიყვამდე გაიგეს პოლიციელის სიძისგან, რომ დადეშელი ჯღარკავამ  და ასათიანმა მოკლეს.

გამოძიებამ სასამართლოში მოწმეთა ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმები,  ბრალდებულთა შესახებ ინფორმაცია სხვა მტკიცებულებებთან ერთად წარადგინა. საქმეს დაერთვება სატელეფონო ანძებიდან დეტალურ ამონაწერები, ჩხრეკის ოქმები, ბრალდებულთა ნივთებსა და გვამზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები. საქმეში ჯერ არ ადევს მკვლელობის იარაღი და არც დადეშელის ნივთები, რომელიც მიროტაძემ, ჩვენების მიხედვით მტკვარში გადაყარა. აღწერილ ტერიტორიაზე სამართალდამცველები იარაღს წყალში  ეძებდნენ. გამოძიებამ ჯერ მკვლელობის ზუსტი ადგილი და დრო არ იცის, რადგან ბრალდებულები ამ საკითხზე დუმან. მიროტაძე ამბობს, რომ ეგონა, დადეშელს "ჭკუის სასწავლად" მხოლოდ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. ადგილი, სადაც ჩვენების მიხედვით მათ დადეშელი მკვლელობაში ბრალდებულებს გადასცეს მტკვრის ნაპირზე, დაუსახლებელი ტერიტორიაა, თუმცა იქ მეთევზეები, ჯართის შემგროვებლები და მწყემსები ხშირად არიან.

გამოძიებამ დანაშაულის მოტივად შურისძიება დაასახელა. "იმედის კვირამ" გაარკვია, რომ ასათიანსა და ჯღარკავას დადეშელთან კონფლიქტი ჰქონდათ, არ არის გამორიცხული, ეს მათ საზღვარგარეთ საქმიანობას და გარკვეულ თანხებს უკავშირდებოდეს. "იმედის კვირის" ინფორმაციით, დადეშელს სამართალთან პრობლემები ჰქონდა გერმანიაში, იტალიასა და თურქეთში, საქართველოში ნასამართლევი არ არის, თუმცა იყო დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის.

გიორგი ასათიანი საქართველოში ხულიგნობისთვისაა ნასამართლევი, რომლის ნამდვილი გვარიც შონიაა,  გვარი შეცვლილი აქვს ზურა ჯღარკავასაც, ის ბარბაქაძეა და 2004 წელს საქართველოში ქურდობის მცდელობისთვის და სხეულის განზრახ დაზიანებისთვისაა ნასამართლევი. 2018 წელს კი ქურდობისთვის პრობლემები შეექმნა ესპანელ სამართალდამცველებთან. საზღვარგარეთაა ნასამართლევი გიორგი გეთაშვილიც, რომელსაც ასევე შეცვლილი აქვს დოკუმენტები და მისი ნამდვილი გვარი ოქრუაშვილია. 

რუსთავში 35 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს, გიორგი ასათიანს, გიორგი გეთაშვილს, დავით მიროტაძეს, მიხეილ ღუბიანურსა და დიმიტრი დუღაშვილს 9 ოქტომბერს პატიმრობა შეეფარდა. 35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა 5 ოქტომბერს გამორიყა. მას 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. პოლიციამ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულთა შორის ორი ყოფილი პოლიციელია.

ყველა სიახლე

დარა ხოსროვშაჰი

12 ნოემბერი 2019, 16:30

მსოფლიო

ჰაშაღის მკვლელობაზე Uber-ის უფროსის მოსაზრების გამო კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ

Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დარა ხოსროვშაჰიმ საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობას "შეცდომა" უწოდა. ამის გამო, კომპანია სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

კრიშტიანუ რონალდუ

12 ნოემბერი 2019, 16:24

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გუნდის პორტუგალიელი ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ მატჩში 55-ე წუთზე მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, შემდეგ კი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში გაემგზავრა.

გამოფენა

12 ნოემბერი 2019, 16:18

კულტურა

რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.

აჭარის ტელევიზია

12 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა მხარი დაუჭირა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 15:59

საქართველო

კოდისწყაროდან გატაცებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია: დეფაქტო ცხინვალი საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს რომ მისი დემონტაჟი არ განიხილება. კვლავ ღია რჩება ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი,ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, მხარები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

მკვლელობა

12 ნოემბერი 2019, 15:51

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,

კალათბურთი

12 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

თბილისი კალათბურთში 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს

ტურნირში კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწიელეობას. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისი 2021 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.

ნურსულთან ნაზარბაევი

12 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს

ნაზარბაევი შეხვედრის ყაზახეთში გამართვას გეგმავს. მისი თქმით, ზელენსკი პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებზე უკვე თანახმაა. „რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე შევატყობინე. ვნახოთ, თუ დათანხმდება“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

კრისტის აუქციონი

12 ნოემბერი 2019, 15:36

ეკონომიკა

კრისტის აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული საათი გაიყიდა

შვეიცარიაში, კრისტის საქველმოქმედო აუქციონზე, ყველაზე ძვირადღირებული საათი 24.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. Daily mail-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კომპანია The Patek Philippe-ის უნიკალური ნაკეთობა Grandmaster Chime, დაახლოებით, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდებოდა, თუმცა საათმა Rolex Daytona-ის რეკორდი ჩამოიტოვა.

წერილი ბოთლში

12 ნოემბერი 2019, 15:34

ტაბლოიდი

2010 წელს ბოთლით გაგზავნილ წერილზე ბიჭმა პასუხი 9 წლის შემდეგ მიიღო

2010 წლის აგვისტოში 10 წლის ვრედენბურგმა, რომელიც იმ დროს ბოსტონთან მდებარე პატარა ქალაქ როკპორტში ცხოვრობდა, ოკეანეში მინის ბოთლი ისროლა, რომელშიც მას წერილი ჰქონდა მოთავსებული. 9 წლის შემდეგ ბიჭმა, რომელიც ახლა უკვე მასაჩუსეტსის უნივერისტეტის სტუდენტია, პასუხი მიიღო.

რულა ხალაფი

12 ნოემბერი 2019, 15:26

მსოფლიო

ჟურნალ Financial Times-ს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

პოსტს ლიბანელი რულა ხალაფი დაიკავებს, რომელიც ახლა მთავარი რედაქტორის, ლაიონელ ბარბერის მოადგილეა. ხალაფი მუშაობას 2020 წლის იანვარში შეუდგება, როცა ბარბერი პოსტს დატოვებს. „ჩემთვის უდიდესი პატივია, გავხდე მსოფლიოში საუკეთესო საინფორმაციო ორგანიზაცია FT-ის რედაქტორი“. - განაცხადა მან.

აფრიკული ძაღლის ლეკვი

12 ნოემბერი 2019, 14:45

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამგვარი ჯიშის რამდენიმე ლეკვი დაიბადა, თუმცა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან დედას პატარები ბუნაგში ჰყავს შემალული და ახლოს არავის უშვებს. აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

პროკურატურა

12 ნოემბერი 2019, 14:42

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავას კი ბრალი წაუყენა.

Miss International

12 ნოემბერი 2019, 14:34

ტაბლოიდი

Miss International-ის გამარჯვებული ტაილანდელი ფარმაცევტი გახდა

Miss International-ის გამარჯვებული ტაილანდელი სირეტჰორნ ლიარამვატი გახდა. ის პროფესიით ფარმაცევტია. გამარჯვებულს გვირგვინი შარშანდელმა Miss International-მა, მარიემ ველასკომ გადასცა, რომელიც ვენესუელელია. ეს კონკურსი 1960 წლიდან იმართება. თავდაპირველად ის კალიფორნიის შტატში ტარდებოდა, შემდეგ კი იაპონიაში გადავიდა.

12 ნოემბერი 2019, 13:58

საქართველო

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია, ასევე კობა ლურსმანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე, გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა. პარლამენტში, ამ დროისთვის, შესვენებაა გამოცხადებული.

ტიმოთი უიქსი კევინ კინგი

12 ნოემბერი 2019, 13:54

მსოფლიო

ავღანეთი დაკავებულ ტერორისტებს „თალიბანის“ მძევლებზე გადაცვლის

ავღანეთი „თალიბანის“ დაკავებულ მეთაურებს დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი უცხოელების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტის ლექტორები, ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი 2016 წელს გაიტაცეს.

ტოჩინოშინი

12 ნოემბერი 2019, 13:34

სპორტი

ტოჩინოშინმა კიუშიუ ბაშოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქალაქ ფუკოაკოში მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველად გაიმარჯვა. ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო. ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს. მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული.

გედევან ფოფხაძე

12 ნოემბერი 2019, 13:34

საქართველო

გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

მარიამ კუბლაშვილი

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

ჯიშკარიანის ადვოკატის მტკიცებით, თამთა თოდაძე საზღვარგარეთ თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს

მარიამ კუბლაშვილის თქმით, თოდაძე აპირებს თქვას, რომ მას დევნიან და უმრავლესობაში მყოფი დეპუტატი ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. თავად თამთა თოდაძე კი ადვოკატის განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

მეუფე საბა

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ

„რა ინტერესი უნდა მქონდეს რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა გირჩის ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს ეკლესიას ვინ კითხავსო და თუ ეკლესიას ვინ კითხავს, რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატო იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატო გვეუბნებიან. თქვენ აუგეთ ახლა წესიო" - განაცახადა მეუფე საბამ.