imedi /  16 ოქტომბერი 2019, 21:19 / სანდო წყარო

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ

დავით დვალი ჯარჯი აქიმიძე

დავით დვალი
ჯარჯი აქიმიძე

დვალს და აქიმიძეს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ Facebook-ზე ადვოკატი, პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი და მოძრაობა „ლელოს“ წევრი კახა კოჟორიძე ავრცელებს.

„რუსთავი 2-ს მე ვუყურებ ისე, როგორც მშობელი უყურებს შვილს და უნდა, რომ იყოს ბედნიერი და თავისუფალი“ - ეს სიტყვები თქვა დავით დვალმა 2019 წლის 26 ივლისს პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ზუსტად ეს განწყობა ჰქონდა აქიმიძეს. მათ უარი თქვეს ხალვაშის შეთავაზებაზე და არ წავიდნენ გარიგებაზე.

პარლამენტში შეხვედრას ვესწრებოდი. მათმა სიტყვებმა და ამ პრინციპულმა დამოკიდებულებამ სამართლებრივი დახმარების სურვილი გამიჩინა. ისინი დააზარალა ორმა ხელისუფლებამ - ერთმა წაართვა „რუსთავი 2“, მეორემ კი მიზანმიმართულად არ გამოიძია და არ დაუბრუნა. მათთან ერთად მთელი საზოგადოება დავზარალდით. 2004 წლიდან გასული იყო 15 წელი და ორი ხელისუფლების გაფუჭებული საქმიდან იურიდიული გამოსავალი არ ჩანდა.

შევისწავლე ეს საქმე და სამართლებრივი კუთხით დაუჯერებლად მარტივი გამოსავალი მოვნახე. რამდენიმე დღეში შევხვდი მათ, ავუხსენი იურიდიულად რა იყო გასაკეთებელი. მათ მოეწონათ ეს გზა და დავიწყეთ მუშაობა... ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარჩელი გამოვიდა, რაც კი ოდესმე დამიწერია.

17 ოქტომბერს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ოფისში 13:00 საათზე ყველა მედიასაშუალებას გიწვევთ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩვენი სამართლებრივი ბრძოლის სტრატეგიაზე ვისაუბრებთ და თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ, ხოლო 15:00 საათზე სარჩელს შევიტანთ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამარჯვებით დასრულდება!“ - წერს კოჟორიძე.

დვალმა და აქიმიძემ სამართლებრივი ბრძოლა „რუსთავის 2“-ის დასაბრუნებლად 2012 წელს დაიწყეს, ხოლო 2015 წელს ისინი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. 

ტელეკომპანიის ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა მათ არხის 40%-იანი წილი შესთავაზა, თუმცა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ამ შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.

18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა. მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.

კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.

ყველა სიახლე

გრემის დაჯილდოება

20 ნოემბერი 2019, 22:39

კულტურა

მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები დასახელდა

აშშ-ში ხმისჩამწერი აკადემიის მუსიკალური ჯილდო „გრემის“ ნომინანტები ცნობილია. ყველაზე მეტ, 8 ნომინაციაზე ამერიკელი მომღერალი ლიზოა წარდგენილი. რეპერ Lil Nas X და ბილი ალიშს ექვს-ექვსი ნომინაცია ერგოთ. არიანა გრანდე კი 5 ნომინაციაზეა წარდგენილი.

ელისაბედ მეორე პრინცი ენდრიუ

20 ნოემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამის მიზეზი მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. ჰერცოგის თქმით, მან ელისაბედ მეორეს საჯარო მოვალეობებისგან გათავისუფლების ნებართვა სთხოვა, რაზეც დედისგან თანხმობა მიიღო. ეპშტენის ერთ-ერთი მსხვერპლი ამტკიცებს, რომ მილიარდერის ბრძანებით პრინც ენდიუსთან სექსი ჰქონდა.

20 ნოემბერი 2019, 22:07

ეკონომიკა

ევროკავშირის 8 ქვეყანამ შესაძლოა ევროს სტაბილურობის პაქტი დაარღვიოს

ევროკომისია არ გამორიცხავს, რომ 2020 წელს 8 ქვეყანამ ევროს სტაბილურობის პაქტი დაარღვიოს. საქმე ეხება ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, სლოვენიას, სლოვაკეთს და ფინეთს. ევროკომისიამ ეს დასკვნა ევროზონის ქვეყნების ბიუჯეტის პროექტების განხილვის შემდეგ გააკეთა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

20 ნოემბერი 2019, 22:01

საქართველო

რადიო თავისუფლება: ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი შეხვდა

ცხინვალის ციხეში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ფიდაროვი ჩრდილოეთ ოსეთში მუშაობს და ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით გაფრინდაშვილის ოჯახმა დაიქირავა. „შევხვდი, ვაჟა თავს კარგად გრძნობს, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს“, - ამბობს ფიდაროვი.

20 ნოემბერი 2019, 21:50

თემა

ლიდერობა ხასიათის თანდაყოლილი თვისებაა თუ შეძენილი უნარი?

ლიდერობის თეორიამ ბევრი მეტამორფოზა განიცადა. საწყის ეტაპზე მიიჩნეოდა, რომ ეს ხასიათისთვისებაა, რომლითაც ადამიანი ან იბადება, ან - არა. გასული საუკუნის 60-იან წლებში ტენდენცია შეიცვალა. დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს არის არა თანდაყოლილი უნარი, არამედ - ქცევის სტილი. უფრო მოგვიანებით (1960-დან 1980-იან წლებამდე), პოპულარული გახდა მოსაზრება, რომ ლიდერობა სიტუაციასა და კონტექსტზეა დამოკიდებული. ამ დროს არაერთი თეორიაც შემუშავდა. თანამედროვე საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ ქარიზმატულ ლიდერზე. გავრცელებული მოსაზრებით, მას შეუძლია აღიარების, პატივისცემისა და ნდობის მოპოვება. ქარიზმატული ლიდერი ადამიანებში იწვევს სურვილს, მის მოწოდებებს აჰყვნენ და გაჰყვნენ კიდეც. რა თვისებებიუნდა ჰქონდესლიდერს? როდიდან და როგორ უნდა განუვითაროთ თქვენს შვილს ლიდერული თვისებები?

ხტომა

20 ნოემბერი 2019, 21:48

სპორტი

ჩინელმა სპორტსმენმა სახტუნაოთი ხტომაში გინესის რეკორდი დაამყარა. ვიდეო

ჩინელმა სპორტსმენმა ცენ სიაოლინმა სახტუნაოთი ხტომაში გინესის რეკორდი დაამყარა. ამის ამსახველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა. მან 228 ნახტომი 30 წამში შეასრულა. 2015 წელს მან კიდევ ერთი რეკორდი 2015 წელს დაამყარა და 30 წამში 108 ნახტომი შეასრულა.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 21:46

სპორტი

მიუნხენის „ბავარიას“ მაურისიო პოჩეტინო გაწვრთნის

არგენტინელი სპეციალისტი ნიკო კოვაჩს ჩაანაცვლებს, რომელიც გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ პოსტიდან დაითხოვა. „ბავარიის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას დროებით ჰანს-დიტერ ფლიკი შეასრულებს. პოჩეტინო „ტოტენჰემიდან“ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ გაუშვეს.

ჰონგ-კონგი დემონსტრაცია

20 ნოემბერი 2019, 21:30

მსოფლიო

ჰონგ-კონგში სტდენტებმა ალყაშემორტყმული უნივერსიტეტიდან გაქცევა კანალიზაციის მილებით სცადეს

აქციის ასობით მონაწილემ უნივერსიტეტი უკვე დატოვა, მაგრამ რამდენიმე ათეული ადამიანი კვლავ შენობაში რჩება. სამართალდამცველები უნივერსიტეტიდან გამოსულ ყველა დემონსტრანტს აკავებენ, ამიტომ ექვსა ადამიანმა გაქცევა მილებით სცადა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ ისინი დააკავა.

მაიკ პომპეო

20 ნოემბერი 2019, 21:25

მსოფლიო

Time: მაიკ პომპეო თანამდებობის დატოვებას გეგმავს

პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში დარჩენა 2020 წლის გაზაფხულამდე სურდა, მაგრამ გეგმებს გადახედა, მათ შორის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურის გამო. Time-ის ინფორმაციით, მისი თანამდებობიდან წასვლის ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უმტკივნეულოდ შეძლებს ის პროცესის წარმართვას.

სასამართლო პროცესი ბადრი პატარკაციშვილი

20 ნოემბერი 2019, 21:10

ძალოვნები

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმე დასკვნით ეტაპზეა

ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე სასამართლოს მორიგი სხდომა 12 დეკემბერს გაიმართება. დასკვნით სიტყვას ამჯერად რევაზ შიუკაშვილის ადვოკატი წარმოთქვამს. შემდეგ კი მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად გავა.

ინტერნეტი ნიშანი

20 ნოემბერი 2019, 20:45

ტექნოლოგიები

საპროტესტო აქციების გამო ირანში ინტერნეტი გათიშეს

ქვეყნის მთავრობამ ინტერნეტი შაბათს გათიშა, მას შემდეგ რაც მოსახლეობამ საწვავის 50%-ით გაძვირება დემონსტრაციებით გააპროტესტა. თუმცა ირანში შიდა ქსელი, ე.წ. „ინტრანეტი“ მოქმედებს, რომელიც მთავრობას და სხვადასხვა ორგანიზაციებს, მაგალითად ბანკებს, მუშაობის საშუალებას აძლევს.

გიორგი რურუა

20 ნოემბერი 2019, 20:43

ძალოვნები

გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ლარის კურსი

20 ნოემბერი 2019, 20:35

ეკონომიკა

ბიზნესასოციაცია: გარე შოკები არ არსებობს, ლარი ზედმეტად გაუფასურდა

საქართველოს ბიზნესასოციაცია აცხადებს, რომ ფუნდამენტური ფაქტორები ჯანსაღია, გარე შოკები არ არსებობს და ამის მიუხედავად ეროვნული ვალუტა მაინც გაუფასურდა. „ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და სავარაუდოდ, მისი გამყარების საფუძვლები არსებობს“.

ხანძარი

20 ნოემბერი 2019, 20:24

ძალოვნები

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტყის ყველა ხანძარი ჩააქრეს

ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხანძრის 7კერა იყო დაფიქსირებული. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი. ორი ხანძრის ჩაქრობა მეხანძრეებმა გუშინ მოახერხეს.

ჯოკერი

20 ნოემბერი 2019, 20:08

კულტურა

ტოდ ფილიპსი „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს

რეჟისორი ტოდ ფილიპსი ფილმ „ჯოკერის“ გაგრძელებას გადაიღებს, ამის შესახებ The Hollywood Reporter წყაროზე დაყრდნობით წერს. რეჟისორი კინოსტუდია Warner Bros--ის წარმოამდგენლებს შეხვდა და ფილმის მეორე ნაწილის გადაღების საკითხი განიხილა. წყაროს ცნობით, მან ფილმის გაგრძელების გადაღებაზე თანხმობა მიიღო.

გორდონ სონდლანდი კონგრესში

20 ნოემბერი 2019, 19:46

მსოფლიო

გორდონ სონდლანდი: გამოძიების დაწყების სანაცვლოდ ტრამპი ზელენსკის​ ვაშინგტონში დაპატიჟებდა

აშშ-ის ელჩმა ევროკავშირი გორდონ სონდლანდმა კონგრესს განუცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას თავის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისთან მუშაობას აიძულებდა. მისი თქმით, ჯულიანის ამოცანა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე ზეწოლის განხორციელება იყო.

გამოცდები

20 ნოემბერი 2019, 19:33

საქართველო

სკოლებში მე-4 და მე-6 კლასის გამოცდები შესაძლოა ელექტრონულად ჩატარდეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აცხადებს, რომ მე-4 მე-6 კლასებში ტესტირება ელექტრონულა ჩატარდეს. „ტესტირება, გვინდა, რომ იყოს სრულად კომპიუტერზე, პასუხების ფურცელიც რომ არ ჰქონდეთ და მოსწავლეებმა ყველაფერი გააკეთონ კომპიუტერთან“, - აცხადებს სოფიო გორგოძე.

დავით ქაცარავა

20 ნოემბერი 2019, 19:22

საქართველო

დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელის კარზე ბოქლომი ჩამოკიდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ სუს-ის შესასვლელზე სიმბოლურად ბოქლომი ჩამოკიდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ უერთდება აქტივისტების პერფორმანსს, რომლებმაც სხვადასხვა უწყებაზე ბოქლომები ჩამოკიდეს. ქაცარავამ ბოქლომის ჩამოკიდებამდე განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზი მხოლოდ ატოცში არ გადის

ქუთაისი, აქცია

20 ნოემბერი 2019, 19:10

საქართველო

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მომხრეები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მცირე ინციდენტი მოხდა ქუთაისში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე. აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრიდან მსვლელობით მერიის შენობასთან გადმოინაცვლეს, სადაც ,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ზელიმხან ხანგოშვილი

20 ნოემბერი 2019, 18:58

საქართველო

ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში თავშესაფარი მიიღო

გადაწყვეტილება მიგრაციის და ლტოლვილების საქმეთა ფედერალურმა უწყებამ ჯერ კიდევ 21 ოქტომბერს მიიღო. ჟურნალთან საუბარში ხანგოშვილის ცოლმა და მისი 4 შვილის დედამ განაცხადა, რომ ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ უახლოეს მომავალში ექიმად მუშაობას ისევ შეძლებს.