imedi /  19 ოქტომბერი 2019, 08:06 / სანდო წყარო

ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარეს

გიორგი გაბუნია

გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი წამყვანი, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი გაბუნია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

„19 ოქტომბერს, 12:00 საათზე ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებულია გიორგი გაბუნია“, - ნათქვამია განცხადებაში.

2 ოქტომბერს პროკურატურაში ტელეკომპანია „ფორმულას“ გენერალურ დირექტორ ზურაბ გუმბარიძეს 9 საათის განმავლობაში კითხავდნენ, 3 ოქტომბერს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი გამოკითხეს,  5 ოქტომბერს გამოძიების კითხვებს „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ უპასუხა. ოთხივე მათგანი „რუსთავი 2“-ში მუშაობდა.

ამავე საქმის ფარგლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს საქალაქო სასამართლომ 50-50 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.

2 აგვისტოს მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორი ნიკა გვარამია დაიკითხა. მისი თქმით, გამოძიების მთავარი ინტერესია, რატომ ფორმდებოდა სარეკლამო კონტრაქტები ამა თუ იმ თანხაზე.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს  მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა. 6 სექტემბერს ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარედგინა.

ყველა სიახლე

განათლების სამინისტრო

14 დეკემბერი 2019, 17:02

საქართველო

განათლების სამინისტრო „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იმედოვნებს, რომ დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა გაუმჯობესდება. უწყების განცხადებით, სამინისტრო, მის ხელთ არსებული ყველა რესურსის გამოყენებით აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში.

14 დეკემბერი 2019, 16:42

სპორტი

ვარლამ ლიპარტელიანმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიგო

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ნახევარფინალში ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი, რუსეთის სახელით მოჭიდავე არმან ადამიანი ვაზარით დაამარცხა.

ალსტის კარნავალი

14 დეკემბერი 2019, 16:39

კულტურა

იუნესკომ ბელგიური კარნავალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო

„რასისტული და ანტისემიტური წარმოდგენების სისტემატური გამეორება 2003 წლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის პრინციპებს არ ესაბამება“, - ნათქვამია იუნესკოს ოფიციალურ განცხადებაში.

თეა წულუკიანი

14 დეკემბერი 2019, 16:09

საქართველო

წულუკიანი ვაჟა გაფრინდაშვილზე: ძალისხმევის უპრეცედენტო მობილიზებაა

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის გასათავისუფლებლად ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. თეა წულუკიანის თქმით, ემოციები არ არის ის, რაც ამ შემთხვევაში წარმატებისთვის უნდა გამოვიყენოთ. 15 ნოემბერს ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

ძაღლის თათი კოალა

14 დეკემბერი 2019, 16:03

ტაბლოიდი

ინტერნეტმომხმარებლებმა ძაღლის თათები კოალებს მიამსგავსეს

Twitter-ის მომხმარებელმა 41Strange-მ აღმოაჩინა, რომ ძაღლის თათი პატარა კოალას ჰგავს. მისი თქმით, ყველაზე დიდი ბალიში კოალას თავს, დანარჩენი ოთხი კი თათებს ჰგავს. მას აყვნენ სხვა ინტერნეტმომხმარებლებიც, რომლებმაც თავიანთი ძაღლების თათების ფოტოები გამოაქვეყნეს.

თეა წულუკიანი

14 დეკემბერი 2019, 15:53

საქართველო

წულუკიანი: ყველა ევროპელი ვალდებულია საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას პატივი სცეს

წულუკიანი ევროპელებს ახსენებს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად, რჩევას აძლევს მათ, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი მოსამართლეები სწორედ ღია, „ლაივში“ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. „რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები“.

ჩისკო მუნიოსი ფელის ვისენტე

14 დეკემბერი 2019, 15:50

სპორტი

თბილისის „დინამო“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის გამარჯვებული, თბილისის „დინამო" დროებით მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ჩისკო მუნიოსისა და ფელის ვისენტეს ესპანურ დუეტს კლუბთან კონტრაქტი 1 დეკემბერს ამოეწურა და მის გახანგრძლივებაზე მხარეები ჯერჯერობით შეთანხმებას ვერ აღწევენ.

ჩრდილოეთ კორეა რაკეტა

14 დეკემბერი 2019, 15:37

მსოფლიო

ფხენიანმა სავარაუდოდ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ჩრდილოკორეული სახელმწიფო მედიის ცნობით, „მნიშვნელოვანი ექსპერიმენტი“ სოჰეს კოსმოდრომზე ჩატარდა და წარმატებით დასრულდა.

თათა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 14:56

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: ცილისწამებისთვის ყველას სასამართლოში მოეთხოვება პასუხი

თბილისის საკრებულოს დეპუტატის, „ქართული ოცნების“ წევრი ერეკლე კუხიანიძის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გაკეთებულ განცხადებას შეფასებები მოჰყვა. ექიმის შვილი, თათა გაფრინდაშვილი არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა სასამართლოს მიმართოს, რათა ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის ყველამ პასუხი აგოს.

ირაკლი კობახიძე

14 დეკემბერი 2019, 14:53

საქართველო

კობახიძე: ევროსაბჭოს წარმომადგენლებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად განემარტებათ

„განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც ევროსაბჭოს უწოდებს ძალიან დაავადებულ ინსტიტუტს, (გიგა ბოკერიას განცხადება გახსოვთ), ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის ევროსაბჭოსთან, რომ ყოველდღიურად წინ წავწიოთ ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ამგვარი ინსტიტუციების მიმართ, ევროსაბჭოს მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნება

14 დეკემბერი 2019, 14:35

საქართველო

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ გაიმართება

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა ხვალ სასტუმრო შერატონში 12:00 საათზე გამართება. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს დიპლომატებთან ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დიპლომატიური კორპუსის ჩართულობით 8 დეკემბერს გამართულ მორიგ შეხვედრაზე მმართველი გუნდი და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ.

გიორგი ვაშაძე

14 დეკემბერი 2019, 14:31

საქართველო

უგულავა: თბილისის საქალაქო სასამართლო ოპოზიციის შტაბბინად გადაიქცა

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სასტუმრო Holiday Inn-ში შეხვედრაზე ოპოზიციამ დიპლომატებთან საარჩევნო სისტემაზე საუბარს გეგმავს. ამის გარდა, პოლიტიკოსები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულების თემასაც შეეხნენ. ლიდერებმა სასამართლო სისტემაზეც გაამახვილეს ყურადღებას.

ომარ ალ-ბაშირი

14 დეკემბერი 2019, 14:18

მსოფლიო

სუდანის ექსპრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნეს

სუდანის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი კორუფციის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როგორც სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, ხანდაზმული ასაკის გამო 75 წლის ალ-ბაშირს სასჯელი 10-დან 2 წლამდე შეუმცირდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:52

საქართველო

სუსი: ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩართულნი არიან EUMM და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები

,,ცხელი ხაზით’’ მიღებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობაში რჩება. მისი გათავისუფლების პროცესში ჩართულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება ართულებს ადგილზე არსებულ ვითარებას და მნიშვნელოვნად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს.

ლაშა ბექაური

14 დეკემბერი 2019, 13:46

სპორტი

ლაშა ბექაური ჩინეთის მასტერსის გამარჯვებულია

ლაშა ბექაური ცინდაოს მასტერსის გამარჯვებულია. ფინალურ შეხვედრაში ლაშამ ესპანეთის ნაკრების წევრი ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა.

თამილა ლაფანაშვილი

14 დეკემბერი 2019, 13:27

საქართველო

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: ნუ გაუტოლდებით დეზინფორმაციის გავრცელებაში „კგბ“-ს

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მოქალაქის და პატრიოტის თავისუფლება სხვა ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისთვის ციხეშია შეზღუდული, დღეს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი ზეიმი ფერმკრთალდება. „ყველა ამ რეალურ ადამიანს მოუწევს სასამართლოში პასუხისგება.

ელტონ ჯონი

14 დეკემბერი 2019, 13:15

კულტურა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ელტონ ჯონის სიმღერის ტექსტის ხელნაწერი 180 ათას გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ელტონ ჯონის სიმღერის (Your Song) ტექსტის ხელნაწერი აუქციონზე გაიყიდა. ლოტში 180 ათასი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. სიმღერის ტექსტი ბერნი ტოპინის მიერ არის დაწერილი, რომელთანაც ლეგენდარულ მუსიკოსს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს.

ნარკოტიკი აეროპორტი

14 დეკემბერი 2019, 13:07

მსოფლიო

სტამბოლის აეროპორტში 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღეს

სტამბოლის აეროპორტის სატვირთო ტერმინალში პოლიციამ 1,7 ტონა ნარკოტიკი ამოიღო. ამის შესახებ TRT Harber იტყობინება. კერძოდ, საუბარია ახალი თაობის ნარკოტიკ „კრატომზე“. ნარკოტიკის მსხვილი პარტია ინდონეზიიდან აშშ-ში გადაჰქონდათ.

ჰაბიბ ნურმაგომედოვი
ტონი ფერგიუსონი

14 დეკემბერი 2019, 12:53

სპორტი

ნურმაგომედოვი-ფერგიუსონის ბრძოლა 18 აპრილს გაიმართება

შერეული საბრძოლო ხელოვნების (MMA) რუსი მებრძოლი ჰაბიბ ნურმაგომედოვი მსუბუქ წონაში ჩემპიონის ტიტულს 18 აპრილს ნიუ-იორკში, ამერიკელი ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ „აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი“ (UFC) ავრცელებს.

გიორგი გახარია

14 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

„ვულოცავ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართულ-ბრიტანული ურთიერთობები კვლავ განაგრძობს გაძლიერებას თქვენი მეთაურობის ფარგლებში. ამ მიზნის მისაღწევად ერთობლივი მუშაობის იმედი მაქვს“, - წერს გახარია Twitter-ზე.