imedi /  21 ოქტომბერი 2019, 13:10 / სანდო წყარო

გაზის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები თავიანთ ბინებში მაშველებთან ერთად შედიან

გურამიშვილი

თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ წუთებში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები საკუთარ ბინებში მაშველებთან ერთად საჭირო ნივთების გამოსატანად შედიან.

ასევე, უწყების ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ექსპერტებმა და სპეციალისტებმა დაზიანების ხარისხის დასადგენად ძირითადი კვანძები უნდა გახსნან.

პირველადი მონაცემებით, კორპუსი საკმაოდ მდგრადია და უახლოეს მომავალში მისი გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება. თუმცა, ზუსტად როდის შეძლებენ მცხოვრებლები სახლში დაბრუნებას, მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე აფეთქების ადგილას საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს, სამართალდამცველები მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოს შემდეგ შეძლებენ ბინაში შესვლას.

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის თქმით, კორპუსში ყველაზე მეტად მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებია დაზიანებული. სხვა სართულების მოსახლეობა, კი, დაახლოებით, ერთ კვირაში შეძლებს ბინებში დაბრუნებას.

რაც შეეხება დაშავებულებს, 4-დან 1-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა. როგორც ცნობილია, მას სხეულის 60% აქვს დამწვარი.

16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

ყველა სიახლე

შარლოტა ბრონტე

19 ნოემბერი 2019, 17:00

კულტურა

შარლოტა ბრონტეს ხელნაწერი წიგნი მწერლის სახლ-მუზეუმში ბრუნდება

მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული მწერლის, შარლოტა ბრონტეს უიშვიათესი მინიატურული ხელნაწერი წიგნი ინგლისში, ვესტ-იორკშირში მდებარე ბრონტეების სახლ-მუზეუმს დაუბრუნდება. The guardian-ის ინფორმაციით, Bronte Society-მ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხელნაწერი, რომელიც 189 წლის წინ შეიქმნა საკუთარ მუზეუმს დაბრუნებოდა.

დევიდ ტენანტი

19 ნოემბერი 2019, 16:59

კულტურა

ყველაზე შრომისმოყვარე ბრიტანელი მსახიობები დასახელდნენ

კომპანიამ ასობით ვარსკვლავის შემოქმედება გააანალიზა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში კინპრემიების გამარჯვებულები ან ნომინანტები გახდნენ. რეიტინგის ლიდერი შოტლანდიელი მსახიობი დევიდ ტენანტია. მეორე ადგილს მარტინ კლუნსი იკიავებს, მესამე ადგილზე კი დევიდ ჯეისონი იკავებს.

არქეოლოგები

19 ნოემბერი 2019, 16:56

კულტურა

ევროპაში მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად „შავი არქეოლოგების“ ჯგუფი დააკავეს

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ე.წ. შავი არქეოლოგების გამოსავლენად მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში 80 რეიდი ჩატარდა, მათ შორის იტალიაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სერბეტში. სპეცოპერაციის შედეგად 23 ადამიანი დააკავეს და 10 ათასი არქეოლოგიური ნიმუში ამოიღეს.

ფული

19 ნოემბერი 2019, 16:46

ტაბლოიდი

ინგლისის სოფლის მოსახლეობას უცნობი 5 წელია ფულს უტოვებს

ინგლისში, დარემის საგრაფოს პოლიცია უკვე 5 წელია ცდილობს გაარკვიოს, ვინ უტოვებს სოფელ ბლექჰოლ-კოლერის მოსახლეობას პარკში შეფუთულ ფულს. პირველი შემთხვევა 2014 წელს მოხდა. მას შემდეგ 12 ამანათი იპოვეს, მათგან 4 მიმდინარე წელს. უცნობი პარკში შეფუთულ თანხას ადვილაად შესამჩნევ ადგილებზე დებს.

დაკავება

19 ნოემბერი 2019, 16:45

მსოფლიო

ბერლინში ტერაქტების მომზადების ბრალდებით სირიელი დააკავეს

გერმანიის ფედერალური პოლიციის სპეციალური დანაყოფის თანამშრომლებმა ბერლინში დააკავეს სირიელი, რომელიც ტერაქტების მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ბერლინში მცხოვრები სირიის 26 წლის მოქალაქე ინტერნეტში ასაფეთქებელი მოწყობილობების მომზადების შესახებ ინფორმაციას ეძებდა და ამ საკითხზე ნაცნობებს ესაუბრებოდა.

ჯოკერი

19 ნოემბერი 2019, 16:37

ტაბლოიდი

ტრამპა თეთრ სახლში „ჯოკერის“ კინოჩვენება გამართა

ტრამპმა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის გამო იმპიჩმენტი ემუქრება, ფილმს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თეთრი სახლის თანამშრომლებთან ერთად ფილმს კინოჩვენებისთვის სპეციალურად მოწყობილ ოთახში უყურა. მედიის ინფორმაციით, ტრამპს ფილმი მოეწონა.

ირაკლი კობახიძე

19 ნოემბერი 2019, 16:31

საქართველო

კობახიძე: არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს

მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენ მნიშვნელოვნად ავცდებით 50%-იან მაჩვენებელს. ვიდრე ოპოზიცია დროს კარგავს დესტრუქციული ნაბიჯების დაგეგმვაზე, ჩვენ ვმუშაობთ, საარჩევნო პროცესებისთვის ვემზადებით და გვაქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ IRI-ის კვლევის შედეგები.

კახაბერ ოქრიაშვილი

19 ნოემბერი 2019, 16:23

საქართველო

ოქრიაშვილი: მაჟორიტარულ სისტემაში მოსახლეობის 99% ვერ ერკვევა, დებილები ყველგან არიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მოსახლეობის 99% საარჩევნო სისტემებში ვერ ერკვევა და არ იცის რით განსხვავდება ან რა არის კარგი მაჟორიტარული და პროპორციული სისტემა. ამის შესახებ ოქრიაშვილმა პარლამენტში დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

19 ნოემბერი 2019, 16:21

საქართველო

თალაკვაძე: მაჟორიტარებს უფლება აქვთ, თავისი პოზიცია ჰქონდეთ

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, არჩევნების სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას გამოეხმაურა. მისი ​თქმით, მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში შეთანხმებული პოზიცია არ არსებობს, მაგრამ მაჟორიტარებს აქვთ უფლება, თავისი პოზიცია ჰქონდეთ.

მექსიკა

19 ნოემბერი 2019, 16:20

მსოფლიო

მექსიკის ერთ-ერთ ფერმაში 25 ცხედარი იპოვეს

მოკლულთა შორის 5 ქალი და 20 კაცია. 6 მათგანი ნათესავებმა უკვე ამოიცნეს. ცხედრები მას შემდეგ იპოვეს, რაც 15 ადამიანი, მათ შორის 3 არასრულწოვანი, დააკავეს. წინასწარი ცნობით, ბოროტმოქმედები ნარკობიზნესთან იყვნენ დაკავშირებული. ისინი ადამიანებს იტაცებდნენ, აწამებდნენ და ხოცავდნენ.

მეტროში შეფერხება

19 ნოემბერი 2019, 16:12

საქართველო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა 20 წუთით იყო შეფერხებული

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ტექნიკური ხარვეზის გამო, 20 წუთის განმავლობაში მატარებლების მოძრაობა შეჩერებული იყო. როგორც imedinews-ს სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მოძრაობა შეწყვეტილი იყო ვარკეთილიდან სადგურის მოედნამდე. უწყების განმარტებით, მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურად - მხოლოდ სადგურის მოედნიდან ახმეტელის მიმართულებით.

სურსათის ეროვნული სააგენტო

19 ნოემბერი 2019, 15:57

ეკონომიკა

გლდანში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

„სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, გლდანში, ეგრეთ წოდებული თიანეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის განთავსებისა და რეალიზების შემთხვევები გამოვლინდა.

ჰაკერი

19 ნოემბერი 2019, 15:47

ტექნოლოგიები

ოფშორულ ბანკზე კიბერშეტევის შედეგად ჰაკერებმა 3 800 კომპანიის მონაცემები მოიპოვეს

მენის კუნძულზე მოქმედი ოფშორული ბანკი Cayman National Bank ჰაკერების შეტევის მსხვერპლი გახდა. შეტევებზე პასუხისმგებლობა ხაკერმა ფინეას ფიშერმა აიღო. მან სხვა ჰაკერებს „უთანასწორობასა და კაპიტალიზმთან ბრძოლისკენ“ მოუწოდა. ბანკში კიბერშეტევის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა მის მასშტაბზე კომენტარს არ აკეთებენ.

ლუის ენრიკე

19 ნოემბერი 2019, 15:43

სპორტი

მედია: ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბრუნდება

ლუის ენრიკე ესპანეთის ფეხბურთელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად ბრუნდება. ენრიკემ ეს თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, თავისი 9 წლის შვილის ავადმყოფობის გამო დატოვა, რომელიც აგვისტოში, ძვლის ტვინის სიმსივნის გამო, გარდაიცვალა. ესპანეთის ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი ჯგუფში პირველ ადგილზე დაასრულა.

მინა ჩანგი

19 ნოემბერი 2019, 15:27

მსოფლიო

რეზიუმესა და Time-ის გარეკანის გაყალბებაში დადანაშაულებულმა ამერიკელმა ჩინოსანმა სამსახური დატოვა

გადადგომის შესახებ განცხადებაში ჩანგი წერს, რომ სამსახურიდან პროტესტის ნიშნად მიდის. მისი განმარტებით, ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა, ხელმძღვანელობამ კი მის დასაცავად საკმარისი ზომები არ მიიღო და უფლბა არ მისცა ბრალდებებზე თავად ეპასუხა.

რომან გოცირიძე

19 ნოემბერი 2019, 15:20

საქართველო

რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს ბოქლომი დაადო

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა. მისი თქმით, გუშინ მშვიდობიანი პიკეტის დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს ოთახში სამარცხვინო პერფორმანსი მოაწყო. „მან ჩამოსხმული ბოქლომი აჩვენა საზოგადოებას, როგორც სამხედრო ნაგავი, თითქოს დარუბანდის კარი ჩამოეხსნას.

ტიმოთი ვიქსი და კევინ კინგი

19 ნოემბერი 2019, 15:08

მსოფლიო

„თალიბანმა“ უცხოელი პროფესორები სამწლიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლა

ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი ქაბულში, ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტის ლექტორები იყვნენ, როცა 2016 წელს ისინი „თალიბანის“ მებრძოლებმა გაიტაცეს. 2017 წელს დაჯგუფებამ მათი მონაწილეობით ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც პროფესორები ტრამპს „თალიბანთან“ მოლაპარაკებების დაწყებას სთხოვდნენ.

პედოფილია

19 ნოემბერი 2019, 14:46

მსოფლიო

საფრანგეთში პედოფილი ქირურგის 250 მსხვერპლი იპოვეს

თავდაპირველად მის მსხვერპლად მხოლოდ 4 არასრუწლოვანი გოგო მიიჩნეოდა, თუმცა დაზარალებულების რიცხვი თანდათან იზრდებოდა. 18 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ექიმის 250 პოტენციური მსხვერპლი ამოიცნო. მათგან 184 მზად არის, სკუარნეკის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს.

უნიტაზი

19 ნოემბერი 2019, 14:44

ტაბლოიდი

მეცნიერებმა შექმნეს უნიტაზის საფარი, რომელიც განავალს არ იკრავს 💩

სპეციალური ფენა უნიტაზზე სპრეის მეშვეობით თავსდება. ნივთიერება ბაქტერიების რაოდენობას და უსიამოვნო სუნსაც ამცირებს. საფარის განახლება კი 50 ჩარეცხვის შემდეგ არის საჭირო. მეცნიერების თმით, ამ გამოგონების დახმარებით ჩასარეცხად გამოყენებული წყლის რაოდენობა 90%-ით შემცირდება. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უნიტაზების ჩასარეცხად ყოველდღიურად 141 მილიარდი ტონა წყალი იხარჯება.

მამუკა მდინარაძე

19 ნოემბერი 2019, 14:40

საქართველო

მდინარაძე დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივის შესახებ დისკუსიას გამორიცხავს

დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები და საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე," - განაცხადა მდინარაძემ. მისივე თქმით, ხუნდაძემ ძალიან არასწორი აზრი გაახმოვანა.