imedi /  23 ოქტომბერი 2019, 19:14 / სანდო წყარო

სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე დამნაშავეებად ცნო

ქრთამი

თბილისის საქალაქო სასამართლო

წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავეებად ცნო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გრიგოლ ივანეიშვილს - 12 წელი, ხოლო თეიმურაზ ჩოჩუას-7 წელი მიესაჯათ. 

ჩოჩუას საპროცესო გარიგება გაუფრომდა, რომლის მიხედვითაც ის სასჯელიდან 3 წელს პენიტენციალურ დაწესებულებაში გაატარებს, ხოლო 4 წელს პირობითი სასჯელის სახით მოიხდის.  დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას ზემდგომ ინსტანციებში აპირებს.

მსჯავრდებულები სუსმა 25 იანვარს დააკავა.  ბრალის მიხედვით  გამოძიება ივანეიშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებოდა, ხოლო ჩოჩუას  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარებას.

გამოძიებით დადგინდა,რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა. თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში. 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

კატა

12 ნოემბერი 2019, 16:49

ტაბლოიდი

ტეხასელი რევოლუციონერი კატა მეგობრებს თავშესაფრიდან ათავისუფლებდა 🐈

"რევოლუციონერი" კატა სახელად ქვილთი მიუსაფარი ცხოველების თავშესაფრის თანამშრომლებმა "სამარტოო საკანში" ჩასვეს, ეს ყველაფერი კი იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე გაათავისუფლა მასთან ერთად, სპეციალურ ოთახში მცხოვრები კატები. თავშესაფარი Friends For Life ტეხასის შტატში მდებარეობს.

დარა ხოსროვშაჰი

12 ნოემბერი 2019, 16:30

მსოფლიო

ჰაშაღის მკვლელობაზე Uber-ის უფროსის მოსაზრების გამო კომპანიას ბოიკოტს უცხადებენ

Uber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დარა ხოსროვშაჰიმ საუდის არაბეთის ხელისუფლების მიერ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშაღის მკვლელობას "შეცდომა" უწოდა. ამის გამო, კომპანია სოციალურ ქსელებში გააკრიტიკეს და ბოიკოტისკენ მოწოდებით გამოვიდნენ.

კრიშტიანუ რონალდუ

12 ნოემბერი 2019, 16:24

სპორტი

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები რონალდუსგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ გუნდის პორტუგალიელი ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ „მილანთან“ მატჩში 55-ე წუთზე მოედნიდან გასვლის შემდეგ სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელისკენ გაემართა, შემდეგ კი მატჩის დასრულებას არ დაელოდა და სახლში გაემგზავრა.

გამოფენა

12 ნოემბერი 2019, 16:18

კულტურა

რომში გამოფენა „ოკუპაციის მივიწყებული მსხვერპლი საქართველოში“ გაიხსნა

გამოფენაზე გამოყენებულია ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფების, ჯონ ჯონსისა და მალქომ ლინტონის, ასევე, შახ აივაზოვის, გოგი შარაშენიძის, ლელი ბლაგონრავოვასა და გიორგი აბდალაძის ნამუშევრები. გამოფენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართველი ფოტოგრაფის, თაკო რობაქიძის ვიდეო რგოლი „მცოცავი ოკუპაცია“.

აჭარის ტელევიზია

12 ნოემბერი 2019, 16:14

საქართველო

აჭარის ტელევიზიის ბორდის თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ გიგა ჩხარტიშვილი აირჩიეს. ფარულ კენჭისყრაზე მას კონკურენტი არ ჰყოლია. გიგა ჩხარტიშვილს ოთხი მრჩევლიდან სამმა მხარი დაუჭირა.

ერგნეთი

12 ნოემბერი 2019, 15:59

საქართველო

კოდისწყაროდან გატაცებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

მხარეების პოზიციები კვლავ უცვლელია: დეფაქტო ცხინვალი საპოლიციო საგუშაგოს აღებას ითხოვს, ქართული მხარე კი აცხადებს რომ მისი დემონტაჟი არ განიხილება. კვლავ ღია რჩება ახალგორისა და პერევის გამშვები პუნქტების საკითხი,ისევე როგორც წინა შეხვედრაზე, მხარები მხოლოდ დიალოგის გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.

მკვლელობა

12 ნოემბერი 2019, 15:51

ძალოვნები

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაცია imedinews-ს შსს-ში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო,

კალათბურთი

12 ნოემბერი 2019, 15:51

სპორტი

თბილისი კალათბურთში 2020 წლის ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონს უმასპინძლებს

ტურნირში კონტინენტის 22 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწიელეობას. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ თბილისი 2021 წელს ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უმასპინძლებს.

ნურსულთან ნაზარბაევი

12 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებას ცდილობს

ნაზარბაევი შეხვედრის ყაზახეთში გამართვას გეგმავს. მისი თქმით, ზელენსკი პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებებზე უკვე თანახმაა. „რუსეთის პრეზიდენტს ამის შესახებ უკვე შევატყობინე. ვნახოთ, თუ დათანხმდება“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

კრისტის აუქციონი

12 ნოემბერი 2019, 15:36

ეკონომიკა

კრისტის აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული საათი გაიყიდა

შვეიცარიაში, კრისტის საქველმოქმედო აუქციონზე, ყველაზე ძვირადღირებული საათი 24.2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. Daily mail-ის ინფორმაციით, თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ კომპანია The Patek Philippe-ის უნიკალური ნაკეთობა Grandmaster Chime, დაახლოებით, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდებოდა, თუმცა საათმა Rolex Daytona-ის რეკორდი ჩამოიტოვა.

წერილი ბოთლში

12 ნოემბერი 2019, 15:34

ტაბლოიდი

2010 წელს ბოთლით გაგზავნილ წერილზე ბიჭმა პასუხი 9 წლის შემდეგ მიიღო

2010 წლის აგვისტოში 10 წლის ვრედენბურგმა, რომელიც იმ დროს ბოსტონთან მდებარე პატარა ქალაქ როკპორტში ცხოვრობდა, ოკეანეში მინის ბოთლი ისროლა, რომელშიც მას წერილი ჰქონდა მოთავსებული. 9 წლის შემდეგ ბიჭმა, რომელიც ახლა უკვე მასაჩუსეტსის უნივერისტეტის სტუდენტია, პასუხი მიიღო.

რულა ხალაფი

12 ნოემბერი 2019, 15:26

მსოფლიო

ჟურნალ Financial Times-ს ისტორიაში პირველად ქალი უხელმძღვანელებს

პოსტს ლიბანელი რულა ხალაფი დაიკავებს, რომელიც ახლა მთავარი რედაქტორის, ლაიონელ ბარბერის მოადგილეა. ხალაფი მუშაობას 2020 წლის იანვარში შეუდგება, როცა ბარბერი პოსტს დატოვებს. „ჩემთვის უდიდესი პატივია, გავხდე მსოფლიოში საუკეთესო საინფორმაციო ორგანიზაცია FT-ის რედაქტორი“. - განაცხადა მან.

აფრიკული ძაღლის ლეკვი

12 ნოემბერი 2019, 14:45

ტაბლოიდი

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ

თბილისის ზოოპარკში გადაშენების პირას მყოფი აფრიკული ძაღლის ლეკვები დაიბადნენ. ზოოპარკის თანამშრომლების ინფორმაციით, ამგვარი ჯიშის რამდენიმე ლეკვი დაიბადა, თუმცა რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის, რადგან დედას პატარები ბუნაგში ჰყავს შემალული და ახლოს არავის უშვებს. აფრიკული მოხატული ძაღლი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა.

პროკურატურა

12 ნოემბერი 2019, 14:42

ძალოვნები

პატარკაციშვილის საქმეზე პროკურატურამ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები დააკავა

თბილისის პროკურატურამ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და განზრახ უკანონო დაკავების ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, დავით ქოქაშვილი და ილია გამგებელი დააკავა, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავას კი ბრალი წაუყენა.

Miss International

12 ნოემბერი 2019, 14:34

ტაბლოიდი

Miss International-ის გამარჯვებული ტაილანდელი ფარმაცევტი გახდა

Miss International-ის გამარჯვებული ტაილანდელი სირეტჰორნ ლიარამვატი გახდა. ის პროფესიით ფარმაცევტია. გამარჯვებულს გვირგვინი შარშანდელმა Miss International-მა, მარიემ ველასკომ გადასცა, რომელიც ვენესუელელია. ეს კონკურსი 1960 წლიდან იმართება. თავდაპირველად ის კალიფორნიის შტატში ტარდებოდა, შემდეგ კი იაპონიაში გადავიდა.

12 ნოემბერი 2019, 13:58

საქართველო

პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია, ასევე კობა ლურსმანაშვილი და ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. მანამდე, გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა. პარლამენტში, ამ დროისთვის, შესვენებაა გამოცხადებული.

ტიმოთი უიქსი კევინ კინგი

12 ნოემბერი 2019, 13:54

მსოფლიო

ავღანეთი დაკავებულ ტერორისტებს „თალიბანის“ მძევლებზე გადაცვლის

ავღანეთი „თალიბანის“ დაკავებულ მეთაურებს დაჯგუფების მიერ მძევლად აყვანილი უცხოელების სანაცვლოდ გაათავისუფლებს. ავღანეთის ამერიკულ უნივერსიტეტის ლექტორები, ამერიკელი კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი ვიქსი 2016 წელს გაიტაცეს.

ტოჩინოშინი

12 ნოემბერი 2019, 13:34

სპორტი

ტოჩინოშინმა კიუშიუ ბაშოს ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

ქალაქ ფუკოაკოში მიმდინარე კიუშიუ ბაშოზე ტოჩინოშინმა მესამე ბრძოლა გამართა და პირველად გაიმარჯვა. ლევან გორგაძემ ენდოს დამარცხება ჰატაკიკომით შეძლო. ქართველმა სუმოისტმა ოძეკის ტიტული დაკარგა და სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს. მეოთხე დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება, რომელსაც, ქართველის მსგავსად, მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს მოგებული.

გედევან ფოფხაძე

12 ნოემბერი 2019, 13:34

საქართველო

გედევან ფოფხაძემ დაჩი ბერაიას ნაბიჭვარი უწოდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

მეუფე საბა

12 ნოემბერი 2019, 13:23

საქართველო

მეუფე საბა: შაკო ბარამიძისთვის წესის აგების საკითხს სინოდზე განვიხილავთ

„რა ინტერესი უნდა მქონდეს რომ წესის აგება არ მინდოდეს. როცა გირჩის ამ ინიციატივაზე პროტესტი გამოვთქვით, მაშინ თქვეს ეკლესიას ვინ კითხავსო და თუ ეკლესიას ვინ კითხავს, რა საბუთებს იძლევიან, გარდაცვალების შემდეგ რატო იცილებენ პასუხისმგებლობას და ჩვენ რატო გვეუბნებიან. თქვენ აუგეთ ახლა წესიო" - განაცახადა მეუფე საბამ.