imedi /  30 ოქტომბერი 2019, 14:13 / სანდო წყარო

9 თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 ადამიანი ამხილეს

გაუპატიურება

შსს

საქართველოში მხოლოდ ცხრა თვეში არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში 114 ადამიანი ამხილლეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა. უწყების ცნობით, შსს-სთვის, პრიორიტეტულია სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა.

ბრიფინგზე ითქვა, რომ არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩამდენ ადამიანთა მიმართ, სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ ადამიანთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაგალითად, სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდგომ, დანაშაულის ჩამდენ ადამიანებს აეკრძალებათ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მუშაობა და ა.შ.

უწყებსი ცნობით, ასევე, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ ადამიანთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

"გამოძიების ეფექტიანად ჩატარებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სექსუალური დანაშაულის საქმეებზე მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში", - განაცხადეს ბრიფინგზე. 

უწყების მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში (იანვარი-სექტემბერი) რეგისტრირებულ იქნა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 306 შემთხვევა.

ასევე, 2019 წლის 9 თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, გენერალური პროკურატურისა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 ადამიანი, რომელთაგან 114 მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 38 - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 127 ადამიანსს, რომელთაგან 101 მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სქესობრივ დანაშაულში, ხოლო დანარჩენი 26 - სრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის ქმედებაში.

არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

2019 წლის 9 თვეში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში მხილებულ იქნა 39, ხოლო 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში - 16 ადამიანი.

2018 წელთან შედარებით, გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე არასრულწლოვანთა და მათი მშობლების მხრიდან მომართვიანობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზრდილია, რაც ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

გარყვნილი ქმედების ფაქტებზე შეტყობინების ინიციატორები არიან:

• ოჯახის წევრი/მშობელი - 53%

• დაზარალებული ბავშვი - 8%

• სოციალური მომსახურების სააგენტო - 6%

• მანდატურის სამსახური - 6%

• სკოლა - 4%

• მეზობელი - 3%

• ბავშვზე ზრუნვის ინსტიტუციები - 1%

• არასამთავრობო ორგანიზაცია - 1%

• სხვა - 18%

"მივმართავთ საზოგადოებას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული დამნაშავეთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე", - მიმართავს შსს საზოგადოებას.

ყველა სიახლე

ტუტანხამონი

20 ნოემბერი 2019, 10:14

ტექნოლოგიები

ტუტანხამონის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი დასახელდა

ფარაონ ტუტანხამონის დაღუპვის მიზეზი შესაძლოა სისხლში ინფექციის შეჭრა გამხდარიყო. ამის შესახებ ეგვიპტელმა არქეოლოგმა ზაჰი ჰავასმა განაცხადა. მისი თქმით, 19 წლის ფარაონს ინფექცია ფეხის მოტეხვის შემდეგ განუვითარდა და სავარაუდოდ 2 დღეში გარდაიცვალა.

20 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

აშშ-ში ბავშვებმა დამალობანას თამაშისას კაცის ცხედარი იპოვეს

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები გამოიძახეს, თუმცა მათ გარდაცვლილის ვინაობისა და სიკვდილის მიზეზის დადგენა მაშინვე ვერ შეძლეს. პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამოძიება დაიწყო. დეტალები სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი.

ავღანეთი ავიაკატასტროფა

20 ნოემბერი 2019, 09:46

მსოფლიო

ავღანეთში ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში ამერიკული ვეტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ New York Times-ი იტყობინება. ინციდენტს 2 ამერიკული სამხედრო ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება. ამ დრომდე უცნობია ვეტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზიც.

აქცია პარლამენტთან

20 ნოემბერი 2019, 09:31

საქართველო

პარლამენტთან მიტინგი დღეს არ გაიმართება

ოპოზიცია და აქციის ორგანიზატორები მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციებს აღარ გეგმავენ, თუმცა ამბობენ, რომ მომდევნო დღეებში პერიოდულად ექნებათ სხვადასხვა აქტივობა, რის შესახებაც საზოგადოებას ეტაპობრივად აცნობებენ.

ტომას გრემინგერი

20 ნოემბერი 2019, 09:21

საქართველო

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ

ეუთოს გენერალური მდივანი იმედოვნებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. „იმედი მაქვს, დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. ჰუმანიტარული მიდგომა დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ უმთავრესია“,- წერს ტომას გრემინგერი.

ჟოზე მოურინიო

20 ნოემბერი 2019, 09:04

სპორტი

„ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიო განიხილება

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურისიო პოჩეტინო შესაძლოა „ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლოს. პორტუგალიელი სპეციალისტი კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, თუმცა შეთანხმება მიღწეული ჯერ არ არის.

დიეგო მარადონა

20 ნოემბერი 2019, 08:52

სპორტი

მარადონამ „ხიმნასია“ დატოვა

მიზეზი კლუბის პრეზიდენტის, გაბრიელ პალეგრინოს გადაწყვეტილება გახდა, რომელიც „ხიმნასიას“ ახალი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მარადონა კი მწვრთნელის პოსტზე დარჩენას მხოლოდ იმ შემთხვევაში თანხმდებოდა, თუ პელეგრინო „ხიმნასიას“ პრეზიდენტად დარჩებოდა.

20 ნოემბერი 2019, 08:39

ძალოვნები

აქციაზე დაკავებულები ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლეს, პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გადაიდო. ისინი სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ. განხილვა დღეს, 13:00 საათზე განახლდება. პროცესი გუშინ, შუადღისას დაიწყო და გვიან ღამემდე გაგრძელდა

გერმანია მკვლელობა

20 ნოემბერი 2019, 08:24

მსოფლიო

გერმანიის ექსპრეზიდენტის რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი მოკლეს

59 წლის ვაიცზეკერს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, როდესაც ის ქალაქის ერთ-ერთ კლინიკაში ლექციას ატარებდა. დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც თავდამსხმელის შეჩერებას ცდილობდა. პოლიციამ თავდამსხმელი მალევე დააკავა. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

კახა იმნაძე

20 ნოემბერი 2019, 08:13

საქართველო

კახა იმნაძე: გაეროს უშიშროების საბჭო ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ ინფორმირებულია

საბჭო ინფორმირებული იყო რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ, მათ შორის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ. მოვითხოვეთ მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – წერს გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

ექიმის ცემა

20 ნოემბერი 2019, 00:59

ძალოვნები

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს

თბი­ლის­ში ნე­ი­რო­ქი­რურგს სცე­მეს. დაპირისპირების მიზეზი არსებული ინფორმაციით მისი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. მანამდე სოციალურ ქსელში "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დაწერა, რომ თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს.

ჰიტლერის სახლი

20 ნოემბერი 2019, 00:48

მსოფლიო

ჰიტლერის მშობლიურ სახლში პოლიციის განყოფილება განთავსდება

ავსტრიის ქალაქ ინის ბრაუნაუში, სახლში, სადაც ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლიციის განყოფილება განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაციას ავსტრიის მთავრობა ავრცელებს. „ამ შენობის პოლიციის მიერ გამოყენებამ ნათლად უნდა აჩვენოს, რომ ის არასდროს გახდება ნაციონალ-სოციალიზმის ძეგლი“, - განაცხადა ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვოლფგანგ პეშორნმა.

ელექტრო თვითმფრინავი

20 ნოემბერი 2019, 00:42

ტექნოლოგიები

ბრიტანეთში ელექტრო თვითმფრინავით მგზავრობას 2023 წლიდან შეძლებენ

CAeS-ის განცხადებით, კომერციული ფრენები 2023 წლიდან დაიწყება. სპეციალისტები 9-ადგილიან ვერტფმრენზე (Britten-Norman) მუშაობენ, რომელიც მოკლე მანძილებს შორის ფრენისთვის არის განკუთვნილი. პროგრამა დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ 11.7 მილიონი დოლარით, გრანტის სახით არის დაფინანსებული.

მაურისიო პოჩეტინო

20 ნოემბერი 2019, 00:27

სპორტი

პოჩეტინო „ტოტენჰემის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს

მაურისიო პოჩეტინომ „ტოტენჰემი“ 2014 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა პრემიერლიგაში მე-5, მე-4, ორჯერ მე-3 და ერთხელ მე-2 ადგილი დაიკავა. გასულ სეზონში „ტოტენჰემმა“ ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდა (0:2).

20 ნოემბერი 2019, 00:24

ტექნოლოგიები

კვლევა: შაკიკის სამკურნალო ახალი პრეპარატის ტესტირების შედეგები იმედის მომცემია

პრეპარატმა კვლევის დროს პლაცებოსთან შედარებით გაცილებით დიდი შედეგი აჩვენა - კვლევაში მონაწილეთა 20%-მა განაცხადა, რომ წამლის მიღების შემდეგ ტკივილი ორი საათის პერიოდში გაუყუჩდა, 34%-ზე მეტმა კი თქვა, რომ შაკიკის ყველაზე მძიმე სიმპტომები შეუმსუბუქდა, მათ შორის შუქსა და ხმაურზე მგრძნობიარობა.

ტომას ჰენდრიკ ილვესი იევა ილვესი

20 ნოემბერი 2019, 00:00

საქართველო

ესტონეთის ექსპრეზიდენტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვს

ესტონეთის ექსპრეზიდენტი და მისი მეუღლე ე.წ. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. ვიდეომიმართვას Facebook-ზე საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს. ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და რეგიონში მყოფ მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას სთავაზობდა.

ტრამპის იმპიჩმენტი

19 ნოემბერი 2019, 23:59

მსოფლიო

ამერიკელმა ოფიცერმა ტრამპის იმპიჩმენტის მოსმენებზე თქვა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრობას სთავაზობდნენ

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში უკრაინის საკითხებში ექსპერტის ალექსანდრ ვინდმანის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლებამ სამჯერ შესთავაზა მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა. ამის შესახებ მან წარმომადგენელთა პალატაში ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე მოსმენების დროს განაცხადა.

კოლუმბია საზღვარი

19 ნოემბერი 2019, 23:47

მსოფლიო

მოსალოდნელი საპროტესტო აქციების გამო კოლუმბიამ 2 დღით საზღვრები ჩაკეტა

კოლუმბიის მიგრაციულმა სამსახურმა მოსალოდნელი საპროტესტო აქციებისა და მსვლელობების გამო ორი დღის სასაზღვრო პუნქტები დახურა. „20-22 ნოემბერს ქვეყნის ყველა სახმელეთო და საზღვაო სასაზღვრო პუნქტები დახურული იქნება“, - აცხადებენ უწყებაში.

თავის დაწვა

19 ნოემბერი 2019, 23:41

ძალოვნები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა. არსებული ინფორმაციით ეს ადამიანი ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრია. ის სასამართლოს ეზოში შეკრიბილმა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა შეაჩერეს. ამ ფაქტის შესახებ Facebook-ზე მოძრაობა „ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემაც დაწერა.

ხორვატია-საქართველო

19 ნოემბერი 2019, 23:24

სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ მატჩში ხორვატიის ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი ხორვატიის ქალაქ პულაში გაიმართა და მასპინძელთა სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ანგარიში ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა გახსნეს. მე-18 წუთზე გიორგი პაპუნაშვილის დარტყმის შემდეგ უხეში შეცდომა ხორვატთა მეკარემ დაუშვა.