imedi /  30 ოქტომბერი 2019, 19:44 / სანდო წყარო

მუხიანში ავარიის შედეგად მიკროავტობუსი ამობრუნდა, არის მსხვერპლი

პოლიციის მანქანა

თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. როგორც imedinews-ს თვითმხილველმა განუცხადა, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, რის შედგადაც მგზავრებიით სავსე მიკროავტობუსი გადაყირავდა. დაზიანდა 7 ავტომობილი. შემთხვევა თემქა-მუხიანის გადასახვევთან მოხდა.

გარდაცვლილია ხანში შესული ქალი, რომელიც ავარიის დროს ფეხით გადაადგილდებოდა. დაშავებულებიდან 1 მსუბუქ ავტომობილში იჯდა, 2 კი სამარშრუტოში. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ყველა სიახლე

აკაკი ზოიძე

22 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მარია კოტაევა

22 ნოემბერი 2019, 17:57

საქართველო

მარია კოტაევა: გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ცხინვალის რეჟიმის გადასაწყვეტია

საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მიუხედავად გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხოლოდ ცხინვალის რეჟიმი გადაწყვეტს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაცის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ განაცხადა.

Telegram

22 ნოემბერი 2019, 17:49

ტექნოლოგიები

Telegram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

მესინჯერი Telegram-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ყველაზე მეტად პრობლემები მომხმარებლებს რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში შეექმნათ. შეფერეხებება აგრეთვე გერმანაში, ირლანდიასა და აშშ-ში. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის ტლევიზია

22 ნოემბერი 2019, 17:44

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

მეოთხე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. ის ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი იყო. აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. 20 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. მან სამი ხმა მიიღო. არჩევნების პირველ ტურში ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ აიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ და ერთი მაია მერკვილაძემ.

ქეთევან ციხელაშვილი

22 ნოემბერი 2019, 17:37

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა და ტიოვო კლაარმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე იმსჯელეს

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ისაუბრა.

მარიამ ჯაში

22 ნოემბერი 2019, 17:35

საქართველო

მარიამ ჯაში: კვირიკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრი გავხდებოდი

გიორგი კვირიკაშვილი თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია,- ამის შესახებ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა

ზაზა თავაძე

22 ნოემბერი 2019, 17:31

საქართველო

მოსამართლე ზაზა თავაძე პარლამენტისთვის თავისი კანდიდატურის წარდგენის გადადებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართავს. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ წერილში თავაძე ითხოვს, გადაიდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა, ვიდრე არ მოხდება მისი მაგისტრის ხარისხის შესაბამისობის დადგენა.

შოკოლადი

22 ნოემბერი 2019, 17:14

ტაბლოიდი

ავსტრიაში კაცმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა

ქურდმა კომპანია Milka-ს ქარხნის პერსონალი დაარწმუნა, რომ კურიერია და 20 ტონა შოკოლადით დატვირთული სატვირთო მანქანა ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანა. მან კომპანიის თანამშრომლებს ყალბი საბუთები წარუდგინა. პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

ალ პაჩინო

22 ნოემბერი 2019, 17:11

კულტურა

ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება

ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია Youtube-ზე ატვირთული ტრეილერით გავრცელდა. ახალ სატელევიზიო შოუს - Hunters ერქმევა და რეჟისორი ჯორდან პილი იქნება. სერიალის სიუჟეტი 1977 წლის ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც სპეციალური გუნდი იმ მაღალჩინოსნების გამოაშკარავებაზე მუშაობს,

22 ნოემბერი 2019, 17:09

საქართველო

ომბუდსმენი: დაკავებულების საქმეზე სასამართლო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა

სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 18 ნოემბერს პარლამენტთან აქციის დროს დაკავებული პირების საქმეებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესები ვერ აკმაყოფილებდა ადამიანის უფლებების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ის პარლამენტთან აქციის დაშლის დროს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებს ეხმაურება.

ირაკლი ღარიბაშვილი

22 ნოემბერი 2019, 17:05

ძალოვნები

აშშ-საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულება გაფორმდა

პენტაგონში აშშ - საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო - ხელშეკრულება გაფორმდა. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობა არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი და ხელმოწერილი დოკუმენტი ძლიერი ალიანსისთვის მდგრად საფუძველს ქმნის.

აჭარის ტელევიზია

22 ნოემბერი 2019, 16:59

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნები აქციის ფონზე ჩატარდება

ტელევიზიის დირექტორობა სურს, გიორგი კოხრეიძესაც, რომლის საჩივრის საფუძველზეც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მეოთხე კონკურსი შეაჩერა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი 18 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა.

გოკა გაბაშვილი

22 ნოემბერი 2019, 16:58

საქართველო

გოკა გაბაშვილმა საკრებულოს ტრიბუნას ბოქლომი დაადო

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური იყო. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომას ბოიკოტი გამოუცხადეს და მათი ფრაქციის თავმჯდომარის, ირაკლი ნადირაძისთვის 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას გააპროტესტეს.

ხანძარი

22 ნოემბერი 2019, 16:37

ძალოვნები

შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში ხანძარია

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ხანძარია. როგორც imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შარტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსში პლასტმასის მილები იწვის. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

იორგენ ფენეჩი

22 ნოემბერი 2019, 16:37

მსოფლიო

მალტელი ჟურნალისტის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ბიზნესმენი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მალტერი ჟურნალისტის, დაფნე კარუან გალიციას მკვლელობის საქმეზე დაკავებული ცნობილი მალტელი ბიზნესმენი იორგენ ფენეჩი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის პოლიციის მუდმივი ყურადღების ქვეშ იქნება, რადგან გამოძიება კვლავინდებურად გრძელდება.

რაკეტის გამოცდა

22 ნოემბერი 2019, 16:25

მსოფლიო

რუსეთი სევეროდვინსკთან აფეთქებულ რაკეტაზე მუშაობას განაგრძობს

შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა კრემლში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა. „ყველაფერის მიუხედავად, ჩვენ ამ იარაღს სრულყოფილებამდე მივიყვანთ. ასეთი უნიკალური ტექნოლოგიის ქონა პლანეტაზე მშვიდობის ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა“, - თქვა პუტინმა.

ხახვი

22 ნოემბერი 2019, 16:17

ტაბლოიდი

ანტარქტიდაზე 100 წლის ხახვით სავსე ტომარა იპოვეს

ტომარა ქოხ „დისქავერიში“ იპოვეს, რომელიც ბრიტანელმა პოლარულმა მკვლევარმა, რობერტ სკოტმა 1902 წელს ააშენა. სპეციალისტებმა ხახვით სასვე ტომარა სეზონური მონიტორინგული პროგრამის ფარგლებში შეისწავლეს. მათი, თქმით, ხახვს ობიც კი არ აქვს მოდებული.

ფლოიდ მეივეზერი

22 ნოემბერი 2019, 16:10

სპორტი

ფლოიდ მეივეზერი რინგზე 2020 წელს დაბრუნდება

​ამერიკელმა მოკრივემ, ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ რინგზე 2020 წელს დაბრუნდება. ასევე ცნობილი გახდა, რომ მეივეზერი კვლავ პრომოუტერ დეინა უაიტთან იმუშავებს. რამდენიმე დღის წინ Reuters-თან ინტერვიუში მეივეზერმა განაცხადა, რომ არ აპირებს კარიერის გაგრძელებას, ვინაიდან „კრივი სპორტის საკმაოდ სასტიკი სახეობაა“, მას კი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სურს.

გაზპრომი

22 ნოემბერი 2019, 16:08

ეკონომიკა

„გაზპრომმა“ აქციების 3,59% დიდი ფასდაკლებით ანონიმურ მყიდველს მიჰყიდა

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ კაპიტალიდან აქციების 3,59%-ის გასხვისების შესახებ განაცხადა.ერთი აქციის ფასმა $3.45 (220 რუბლი) შეადგინა. გასხვისებული აქციების პაკეტის ფასმა $2 951 041 63 000 (188 მილიარდი რუბლი) შეადგინა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ძიუდო

22 ნოემბერი 2019, 16:05

სპორტი

იაპონიის გრან სლემზე ოთხი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

იაპონიის ქალაქ ოსაკაში 22-24 ნოემბერს გრან სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების ოთხი ძიუდოისტი იჭიდავებს. ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ესენი არიან: -73კგ - ლაშა შავდათუაშვილი; -90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი; -100კგ - ვარლამ ლიპარტელიანი.