Imedi /  01 ნოემბერი 2019, 11:10 / სანდო წყარო

ქარელში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვებამ აფეთქება გამოიწვია

ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვებამ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გამოიწვია. Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ დაშავებულია ერთი ადამიანი. უსაფრთხოების მიზნით ევაკუაცია განხორციელდა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მივიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი ავტომობილი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის კაცი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება.

უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, გაზის საავარიო ჯგუფის წარმომადგენლები და ყველა შესაბამისი სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

ყველა სიახლე

ირაკლი ჩიქოვანი

21 ნოემბერი 2019, 10:30

საქართველო

პრემიერმინისტრის აპარატში პრესსპიკერის თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პოზიცია გაჩნდება- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.გიორგი გახარიას განმარტებით, პრესსპიკერის თანამდებობას ირაკლი ჩიქოვანი შეითავსებს.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:26

საქართველო

გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:17

ეკონომიკა

პრემიერმა ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობისთვის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს. ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წლის სიტყვა

21 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვა დაასახელა

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვას climate emergency (საგანგებო კლიმატური სიტუაცია) დასახელა. განსაზღვრების თანახმად, ეს არის სიტუაცია, როდესაც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სასწრაფო ზომებია მისაღები.

ტელევიზიის დღე

21 ნოემბერი 2019, 09:41

მსოფლიო

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

პოლიტიკური რეკლამა

21 ნოემბერი 2019, 09:28

მსოფლიო

Google-მა პოლიტიკური რეკლამისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა

Google გააკონტროლებს, რომ პოლიტიკური რეკლამა არ შეიცავდეს ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ამასთან, კომპანია რეკლამაში იშვიათ შემთხვევებში ჩაერევა. ამით კომპანია განსხვავდება Facebook-სგან, რომელმაც განაცხადა, რომ შეამოწმებს პოლიტიკურ რეკლამებს ნამდვილობაზე, რათა პოლიტიკაში ჩარევა თავიდან აიცილოს.

ჯო ბაიდენი

21 ნოემბერი 2019, 09:04

მსოფლიო

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ტრამპის სამართლებრივ დევნას არ აპირებს

„მე არ ჩავერევი პროკურორის საქმეებში. დაე მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ისინი დაადგენენ, რომ ტრამპი დამნაშავე იყო, დაე ასე იყოს, მაგრამ მე მათ მითითებებს არ მივცემ. ვფიქრობ, მუდმივი მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტრამპი ციხეში უნდა მოხვდეს, კარგი იდეა არაა,“-აღნიშნა ბაიდენმა.

დონალდ ტუსკი

21 ნოემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ზაგრებში გამართულ პარტიულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას მანკოლეგებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება პოპულისტების, მანიპულატორებისა და დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ცაგერი

21 ნოემბერი 2019, 08:42

ძალოვნები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩთან ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ წიფერჩთან ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე ეკალ-ბარდებზეა მოდებული, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყის მასივზე ხანძრისგადასვლის საშიშროება არ არსებობს.

თამბაქო

21 ნოემბერი 2019, 08:29

ეკონომიკა

დღეიდან დაუფასოებელი სახით თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია იკრძალება

21 ნოემბრიდან აქციზური მარკირების გარეშე იკრძალება ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი სითხეების რეალიზაციაც. დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება გულისხმობს ჯარიმას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

კლინიკები

21 ნოემბერი 2019, 08:17

საქართველო

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება

დღეიდან სამედიცინო დაწესებულებებისთვის ერთიანი სატარიფო სისტემა ამოქმედდება. რეგულაცია შეეხება კარდიოქირურგიასა და რეანიმაციას. ახალი წესები იმ კლინიკებზე ვრცელდება, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

21 ნოემბერი 2019, 08:03

საქართველო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ საკითხის ირგვლივ გაერთიანებულია და უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან უნდა გამოუშვან.

18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესი

21 ნოემბერი 2019, 01:23

ძალოვნები

18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 12 ადამიანის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. Imedinews-ის ინფორმაციით ლუკა ჭიჭინაძეს და გიორგი ბუნტურს 5 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ელგუჯა ბაგრატიონს და ბექა ბასილაიას 12 დღიანი პატიმრობა, ხოლო ზურაბ ბერძენიშვილს 7 დღე. გურამ მჭედლიშვილს კი მოსამართლემ ჯარიმის სახით 1000 ლარის გადახდა დააკისრა.

ბრედლი კუპერი და ლედი გაგა

21 ნოემბერი 2019, 00:45

კულტურა

ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დასახელდა

Entertainment Weekly-მ ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დაასახელა. ჟურნალში აღნიშნავენ, რომ კინოსთვის შექმნილი საუკეთესო კომპოზიციები არამარტო ასახავს ფილმის ხასიათს, არამედ დამოუკიდებელი კულტურული ფენომენი ხდება.

ლუკ ევანსი

21 ნოემბერი 2019, 00:34

კულტურა

„ფორსაჟის“ ვარსკვლავმა ლუკ ევანსმა ახალი სიმღერა ჩაწერა

მსახიობმა და მომღერალმა, ფილმ „ფორსაჟის“ ვარსკვალვმა ლუკ ევანსმა ახალი სიმღერა Show Me Heaven-ი ჩაწერა, რომელიც მარია მაკის პოპულარული სინგლის მთავარი ქავერია. კომპოზიცია მის სადებიუტო ალბომში AT LAST-ში შევა რომლის პრეზენტაციაც 22 ნოემბერსაა დაგეგმილი.

ადამიანის კბილისგან დამზადებული სამკაული

21 ნოემბერი 2019, 00:02

კულტურა

თურქეთში არქეოლოგებმა ადამიანების კბილებისაგან დამზადებული სამკაულები იპოვეს

საერთაშორისო არქეოლოგების ჯგუფმა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ძველი დროის ადამიანებს კბილებისგან დამზადებული სამკაულები ჰქონდათ. Journal of Archaeological Science -ს ინფორმაცით, თურქეთის აღმოსავლეთით არის ნეოლითური დასახლების ნაშთები. ადრე ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებმა იპოვეს დეკორატიული ელემენტები და ადამიანის კბილები.

ჰეიკო მაასი

20 ნოემბერი 2019, 23:43

მსოფლიო

გერმანიამ ნატოს ალიანსის გასაძლიერებლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნა შესთავაზა

შესაბამისი ინიციატივა ჰეიკო მაასმა ბრიუსელში, ალიანსის მინისტერიალზე წარადგინა. მინისტრი დარწმუნებულია, რომ კოლეგებმა მისი წინადადება დადებითად მიიღეს. „ჩვენ დავიწყეთ დისკუსიები, რომლებიც ნატოს შიგნით უნდა გაიმართოს“, - განაცხადა მან შეხვედრის შემდეგ.

ჯორჯინა როდრიგესი
კრიშტიანუ რონალდუ

20 ნოემბერი 2019, 23:20

ტაბლოიდი

მედია: კრიშტიანუ რონალდუმ ფარულად იქორწინა

საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ფარულად იქორწინა. Tuttosport-ის ცნობით, მისი რჩეული ჯორჯინა როდრიგესია. გამოცემის წყაროს ცნობით, ქორწინების ცერემონია მაროკოში გაიმართა. რონალდუმ და როდრიგესმა ფარულად დაქორწინება გადაწყვიტეს, რადგან ქალს კრიშტიანუს დედასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

ბენი განცი

20 ნოემბერი 2019, 23:00

მსოფლიო

ბენი განცმა ისრაელის მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა

განცმა წარუმატებლობა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დააბრალა და განაცხადა, რომ პარტია „ლიკუდის“ ლიდერი გაერთიანებაზე უარს აცხადებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანაში წელს მესამე არჩევნები ჩატარდეს. რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ისრაელში 17 სექტემბერს გაიმართა.

ელისაბედ მეორე პრინცი ენდრიუ

20 ნოემბერი 2019, 22:39

მსოფლიო

პრინცი ენდრიუ საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს

ამის მიზეზი მილიარდერ ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალი გახდა. ჰერცოგის თქმით, მან ელისაბედ მეორეს საჯარო მოვალეობებისგან გათავისუფლების ნებართვა სთხოვა, რაზეც დედისგან თანხმობა მიიღო. ეპშტენის ერთ-ერთი მსხვერპლი ამტკიცებს, რომ მილიარდერის ბრძანებით პრინც ენდიუსთან სექსი ჰქონდა.