Imedi /  01 ნოემბერი 2019, 17:00 / სანდო წყარო

პროკურატურა: მეუფე იაკობის განცხადებები გამოძიების საფუძველი ვერ გახდება

 პროკურატურა

პროკურატურა

მეუფე იაკობის განცხადებების შეფასების შემდეგ საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის  მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს.

უწყების განცხადებით, „სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს“.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი ვერ გახდება ისეთი საჯარო განცხადება, რომლის  მნიშვნელოვანი ნაწილის სინამდვილეს განმცხადებელი თავად უარყოფს.

თუ განმცხადებელი, გამოძიების დაწყებამდე, თავადვე უარყოფს მის მიერ გავრცელებულ ფაქტებს, სამართალდამცავი ორგანოები ვერ შეაფასებენ ამგვარ უარყოფილ ინფორმაციას, როგორც დანაშაულის ნიშნების შემცველს.

პირთა პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, ეჭვები, სურვილები თუ სხვა რაიმე შეფასებითი ხასიათის გამონათქვამები სცილდება სამართლებრივი სივრცის ფარგლებს. კონკრეტულ პირთა განცხადებები, მათი ავტორიტეტის თუ საზოგადოების გარკვეული ჯგუფის მხარდაჭერის/ცნობადობის შემთხვევაში შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილისთვის, თუმცა ისინი ვერ დაექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას აწესებს მხოლოდ კონკრეტული ფაქტების შეფასების უფლებამოსილებას.

საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის სამართლებრივი შეფასების დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ გავრცელებული ინფორმაციის რა ნაწილი შეიცავს კონკრეტული ფაქტების აღწერას. აუცილებელია გაირკვეს, თუ მოცემული ფაქტებიდან რომელი უკავშირდება დანაშაულებრივ ქმედებებს, მიუთითებს თუ არა ფაქტები კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. ამასთან, განცხადებათა სიმრავლის შემთხვევაში საჭიროა თითოეული მათგანი შეფასდეს როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლივად და საბოლოოდ ჩამოყალიბებული ფაქტები დაექვემდებაროს შეფასებას.

სატელეფონო ინტერვიუს დროს მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ სამი წლის წინ, მაშინდელი პრემიერმინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი და რამდენიმე სასულიერო პირი განიხილავდნენ პატრიარქის ლიკვიდაციისა და მისი საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს.

აღნიშნული განცხადება, პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის ნაწილში, მეუფე იაკობმა მეორე დღესვე უარყო. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ მეუფე იაკობის ეს განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც მან თავადვე დაადასტურა, რის გამოც სამართლებრივად ის ვერ დაედებოდა საფუძვლად გამოძიების დაწყებას.

რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, რომელიც ეხებოდა პატრიარქის საპატრიარქო ტახტიდან გადაყენების საკითხს, ამ ნაწილშიც მეუფე იაკობის განცხადებები არაერთ უზუსტობასა თუ წინააღმდეგობრივ დებულებებს შეიცავს. მეუფე იაკობის მიერ შეხვედრაზე დამსწრეთა შორის დასახელებულმა პირებმა, (როგორც სასულიერო, ისე საერო პირმა) საჯაროდ კატეგორიულად უარყვეს არა თუ პატრიარქის გადაყენების საკითხის განხილვა რაიმე შეხვედრაზე, არამედ თავად ამგვარი შეხვედრაც კი. აღნიშნული  ფაქტობრივად გამორიცხავს ამ ინფორმაციის სისწორის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

საქართველოს პროკურატურაში ასევე შეფასდა მეუფე იაკობის განცხადების ის ნაწილი, რომელიც შეეხება რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენას. ამ ნაწილში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თავად დანაშაულის შედეგად შესაძლო დაზარალებულმა პირმა საჯაროდ უარყო მის მიმართ რაიმე სახის უკანონო ქმედებების განხორციელება, რის გამოც აღნიშნული განცხადება მიჩნეულია დაუდასტურებელ ინფორმაციად“, - წერია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. 

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 28 ოქტომბერს მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ის არ ყოფილა იმ შეხვედრაზე, რომლის შესახებაც მეუფე იაკობმა განაცხადა. „პატრიარქის გადაყენებაზე“ მეუფე იაკობის განცხადებას გახარიამაც უპასუხა

ყველა სიახლე

კოლუმბია არეულობები

22 ნოემბერი 2019, 13:15

მსოფლიო

კოლუმბიაში არეულობის შედეგად 115 ადამიანია დაკავებული

კოლუმბიაში, ქალაქ კალიში არეულობების შედეგად 115 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი უილიამ რუისი ავრცელებს. მისი განცხადებით, საერთო ჯამში, არეულობების შედეგად დაშავდა 97 ადამიანი, მათგან 46 - პოლიციელია. არეულობების პარალელურად ძარცვის 56 ფაქტი დაფიქსირდა. ვანდალებმა დააზიანეს 19 ავტობუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 5 მოსაცდელი.

ჯიჰად ად-დინ ალ-ნასირ უბეიდე

22 ნოემბერი 2019, 12:51

მსოფლიო

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

სირიაში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსანი, რომელმაც 20-მდე ტერაქტი დაგეგმა და რამდნიმე ქვეყანაში თვითმკვლელი ტერორისტების ქსელი შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით, გამოცემა Hürriyet-ი ავრცელებს.

22 ნოემბერი 2019, 12:49

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი თანახმაა „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრების შვილები ქვეყანაში დააბრუნოს

დიდი ბრიტანეთი, გერმანიის მსგავსად, ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბრიტანელი წევრების დაობლებულ ბავშვებს ქვეყანაში დააბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

თალაკვაძე: ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობას არავის მივცემთ

„ბლოკირება ვერ მოხდება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციების შეფასებისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, იქნება სიმშვიდე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს.

ბუტა რობაქიძის საქმე

22 ნოემბერი 2019, 12:33

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი 15:00 საათისთვის ჩაინიშნა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათისთვის ჩაინიშნა. ამ დრომდე ოქრუაშვილს უნდა დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი, რომელსაც მოუწევს მრავალტომიან საქმეს, რამდენიმე საათში გაეცნოს. პროცესის გადადების მზეზი სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა.

საპროტესტო აქცია მცხეთა

22 ნოემბერი 2019, 12:24

საქართველო

მცხეთაში დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დაძაბულობაა

მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდებას აპროტესტებენ, დაძაბულობაა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბიუროს კარზე ბოქლომის დადება სურთ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

22 ნოემბერი 2019, 12:13

ეკონომიკა

რა ვითარებაა ბაზარზე დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ

დაუფასოებელი სახით ბაზარზე ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ვინც კანონს დაარღვევს, ორი ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში კი, ოთხი ათასით. ახალი რეგულაციები ელექტროსიგარეტის სითხეების რეალიზაციასაც ეხება. ახალ რეგულაციებს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებება ითვალისწინებს.

კომიქსი Marvel

22 ნოემბერი 2019, 12:04

ეკონომიკა

Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აუქციონზე $1,26 მილიონად გაიყიდა

1939 წელს გამოცემული Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აშშ-ის ქალაქ დალასში, Heritage Auctions-ის აუქციონზე 1,26 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ეს Marvel-ის კომიქსებში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა. მყიდველის ვინაობა უცნობია. ექსპერტებმა ჟურნალის მდგომარეობა 10-ბალიანი სისტემით 9,4 ბალით შეაფასეს. აუქციონის ორგანიზატორებმა ლოტს „ისტორიული კომიქსის ისტორიული ეგზემპლარი“ უწოდეს.

22 ნოემბერი 2019, 11:58

საქართველო

ზუგდიდში მერაბ ქვარაიას მომხრეებმა ოპოზიციას დეპუტატის ბიუროზე ბოქლომი არ დაადებინეს

ხმაურია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან. მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Victorias Secret

22 ნოემბერი 2019, 11:52

კულტურა

Victoria's Secret-მა 2019 წლის შოუს ჩვენება ოფიციალურად გააუქმა

მსოფლიოში აღიარებულმა ქალის თეთრეულის ბრენდმა - Victoria's Secret ყოველწლიური შოუს ჩვენება გააუქმა. BBC-ის ინფორმაციით, ეს შემცირებულმა სატელევიზიო რეიტინგმა და გაზრდილმა კრიტიკამ გამოიწვია. ჭორები შოუს დახურვის შესახებ ზაფხულში გავრცელდა, მაგრამ გამოცემის ცნობით, ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა

ცოცხები

22 ნოემბერი 2019, 11:49

საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ქუთაისში საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს, რომელზეც გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია გამოსახული. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომი ვერ დაადეს.

22 ნოემბერი 2019, 11:45

საქართველო

გორში ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ბოქლომი ვერ დაადო

გორში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი გამოხატეს. მათ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე მაჟორიტარული ბიუროს დაბოქლომება სცადეს, თუმცა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა დაცვის, საპატრულო და კრიმინალურმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ფრანგული ხომალდი

22 ნოემბერი 2019, 11:43

საქართველო

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. დახვედრის ცერემონიას თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სმინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კეკელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 11:42

საქართველო

თალაკვაძე: ხედავთ, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში და არა იტალიაში

ხედავთ, რომ არა იტალიაში, არამედ საქართველოს პარლამენტში ვიმყოფები, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის შემცველი სიუჟეტები მიკერძოებული და პოლიტიზებული იყო. „ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ.

გომელაური საფრანგეთში

22 ნოემბერი 2019, 11:31

ძალოვნები

საფრანგეთის შს მინისტრი: თავშესაფრის მიცემის საკითხში ვიქნებით ძალიან მკაცრები

შეხვედრის დასასრულს გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მედიას უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2019, 11:28

საქართველო

მამუკა მდინარაძის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაურია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სადეპუტატო ბიუროსთან. იქ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სავარაუდოდ დეპუტატის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

22 ნოემბერი 2019, 11:19

საქართველო

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტს ბოქლომი ვერ დაადეს

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვაჟა გაფრინდაშვილი

22 ნოემბერი 2019, 11:16

საქართველო

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთოს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ.

ბათუმი აქცია

22 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს

ხმაურისა და წინააღმდეგობის მიუხედავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდა. თავდაპირველად ისინი შესასვლელის დაბოქლომებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიტუაცია უმაღლეს საბჭოსთან რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.

იულია ტიმოშენკო ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობილი ნაწნავით ის ჟურნალისტებმა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გადაიღეს. უკრაინულ მედიაში ტიმოშენკოს ნაწნავს „რევოლუციურს“ უწოდებენ.