imedi /  04 ნოემბერი 2019, 12:34 / სანდო წყარო

შსს კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ მეორე ეტაპს იწყებს

ნინო ჯავახაძე

ნინო ჯავახაძე

ავტოსაგზაო შემთხვევებისა და შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ იკლო, თუმცა მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს ყველას ჩართულობით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ საგზაო უსაფრთხოების კამპანიის მეორე ეტაპის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„აპრილში დავიწყეთ საგზაო უსაფრთხოების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, დღეს კი ამ კამპანიის მეორე ეტაპს ვიწყებთ. ეს არის კომპლექსური ღონისძიებების ნაკრები, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო ცვლილებებს, ისე პრაქტიკულ კონტროლს და, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ ღონისძიებებს, რაც, ალბათ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მომზადებულია ახალი ვიდეორგოლები, რომლებიც მედიასაშუალებებში აქტიურად გაშუქდება, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებები და ხომ არ იგეგმება გამკაცრება, ნინო ჯავახაძემ განმარტა, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ორ ნაწილად გაიყოფა.

„ერთი ნაწილია მართვის მოწმობის რეალურ პირობებში გატანა, რასთან დაკავშირებითაც საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია წარდგენილი, მეორე ნაწილი კი არის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლებიც ჯერ არაა წარდგენილი და გარკვეულწილად სანქციების დიფერენცირებას გულისხმობს. საუბარია საკმაოდ მძიმე სამართალდარღვევებზე, როგორიც არის ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა, შემთხვევის ადგილის მიტოვება, სიჩქარის გადაჭარბება და ა.შ", - განმარტა ჯავახაძემ.

მედია დაინტერესდა, როგორია სტატისტიკა კამპანიის პირველი ეტაპის შემდეგ და არის თუ არა შეცვლილი უკეთესობისკენ მდგომარეობა, რაზეც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „თუ შევაჯამებთ 2019 წლის 9 თვის მონაცემებს, წინა წლის 9 თვესთან შედარებით კლება გვაქვს“.

„კლების მაჩვენებელი არის როგორც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობაში ისე დაშავებულთა რაოდენობაში, უმნიშვნელო კლებაა ასევე ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობაში, თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ერთჯერადი ეფექტი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდეს ყველას ჩართულობით, ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო უნდა ამ ეფექტის მისაღებად, შესაბამისად ეს ღონისძიებები უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა ჯავახაძემ.

ყველა სიახლე

Netflix

15 ნოემბერი 2019, 17:06

კულტურა

პოლონეთის მოთხოვნის შემდეგ Netflix-ი დოკუმენტურ ფილმს შეასწორებს

საუბარია სურათზე „The Devil Next Door“, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილ დარაჯ ჯონ დემიანიუკზე მოგვითხრობს. ფილმში გამოყენებულია პოლონეთის რუკა, რომელზეც საკონცენტრაციო ბანაკები ქვეყნის თანამედროვე საზღვრების ფარგლებშია გამოსახული.

ვაჟა გაფრინდაშვილი

15 ნოემბერი 2019, 16:51

საქართველო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტებმა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

ახალგორის დეფაქტო სასამართლომ საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დუეინ ჯონსონი

15 ნოემბერი 2019, 16:50

კულტურა

დუეინ ჯონსონი შავი ადამის როლს შეასრულებს

მსახიობის თქმით, შავი ადამის როლის შესრულება მისი ბავშვობის ოცნებაა. „მისი ძალები სუპერმენის ძალების ტოლია, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ ის წესებს არ ემორჩილება"- წერს ჯონსონი. მისივე თქმით, მისი მონაწილოებით ფილმი კინოეკრანებზე 2021 წლის 22 დეკემბერს გამოვა.

ევროკავშირი ბრიუსელი

15 ნოემბერი 2019, 16:36

საქართველო

ბრიუსელში საქართველოს რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ

დელეგაციის წევრები ევროპის სახალხო პარტიის წევრებთან შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავენ. დაგეგმილია შეხვედრა ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანთან და პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, ევროკომისიაში კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის საბჭოს თანათავმჯდომარე მეტიუ ბოსკეტთან.

15 ნოემბერი 2019, 16:34

მსოფლიო

ბულგარეთის პრემიერმინისტრის თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

სამთავრობო თვითმფრინავი „ფალკონი“, რომელშიც ბულგარეთის პრემიერმინისტრი, ბოიკო ბორისოვი იმყოფებოდა, სოფიის საერთაშორისო აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიზეზი ნავიგაციის სისტემის გაუმართაობა გახდა. დაშვებისას თვითმფრინავის ნავიგაციის სისტემა სრულად გაითიშა.

ნაგავსაყრელი ჩინეთი

15 ნოემბერი 2019, 16:25

მსოფლიო

ჩინეთის უმსხვილესი ნაგავსაყრელი ვადაზე 25 წლით ადრე შეავსეს

პოლიგონი პროვინცია შენსიიში, ქალაქ ციანკუნგოუში 1994 წელს ააშენეს. მისი ფართობი 700 000 კვადრატული მეტრი, სიღრმე კი 150 მეტრია. გეგმის მიხედვით, ნაგავსაყრელი 2044 წელს უნდა შევსებულიყო, მაგრამ ყოველდღიურად იქ, განსაზღვრული 2 500 ტონა ნაგვის ნაცვლად, 10 000 ტონა იყრებოდა. ნაგავსაყრელი 8 მილიონ ადამიანს ემსახურებოდა.

კიანუ რივზი

15 ნოემბერი 2019, 16:21

კულტურა

კიანუ რივზი Sponge Bob-ის ახალ ფილმში გამოჩნდება. ვიდეო

კიანუ რივზი ახალ Sponge Bob-ში გამოჩნდება. სოციალურ ქსელში ანიმაციური ფილმის მე-3 ნაწილის ტრეილერი გამოქვეყნდა. რგოლში ბობი თავის ლოკოკინას, გერის უამბობს, თუ როგორ უყვარს და ის მათი გაცნობის ისტორიას იხსენებს. რაც შეეხება ცნობილ მსახიობს, რივზი ეპიზოდურ, თუმცა დასამახსოვრებელ როლს ასრულებს.

15 ნოემბერი 2019, 16:14

ტაბლოიდი

ჩხოროწყუელი მოსწავლე ბრიტანულ რეკლამაში გადაიღეს. ვიდეო

ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის, მეშვიდე კლასის მოსწავლე, გუგა მამფორია რძის მწარმოებელი უმსხვილესი ევროპული ბრენდის Arla-ს სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ბიჭი საზაფხულო არდადეგების დროს თბილისში ყოფნისას, ქუჩაში შემთხვევით შეამჩნიეს და ფოტო გადაუღეს.

ბრანკო ლუსტიგი

15 ნოემბერი 2019, 16:06

კულტურა

„შინდლერის სიის“ და „გლადიატორის“ პროდიუსერი გარდაიცვალა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მსახიობი და პროდიუსერი ბრანკო ლუსტიგი 88 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ, The Festival of Tolerance-ის კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გორი, საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 15:58

საქართველო

„ნაცმოძრაობამ“ გორში მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის პიკეტირება სცადა

„არა რუსეთუმე დეპუტატს! ტენდერების მონა! დატოვეთ მანდატები! სირცხვილია!“ - ამ შეძახილებით, გორში, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისთან, ნაცმოძრაობის ახალგაზრდულმა ფრთამ საპროტესტო აქცია გამართა. პროტესტი აქციის მონაწილეებმა სასტვენებით გამოხატეს და იოსებ მაკრახიძესთან შეხვედრა ითხოვეს. მოგვიანებით კი, შენობაში შესვლა სცადეს, რისი საშუალებაც მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა.

ლუიანდა ბოთა

15 ნოემბერი 2019, 15:50

მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ ფოსტალიონს სამი სამუდამო განაჩენი გამოუტანა

სამხრეთ აფრიკაში სასამართლომ ფოსტის თანამშრომელს, 19 წლის სტუდენტის გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის, სამი სამუდამო განაჩენი გამოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ, BBC ავრცელებს.

ვენეცია, წყალდიდობა

15 ნოემბერი 2019, 15:28

მსოფლიო

ვენეციაში წყალდიდობის შედეგად ზარალმა €1 მილიარდი შეადგინა

ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუნიაროს განცხადებით, წყალდიდობის შედეგად, ქალაქს €1 მილიარდის ზარალი მიადგა. მანამდე, მერმა Twitter-ზე დაწერა, რომ წყლის დონის მატების გამო, მოედნების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, დილას წყლის დონემ პიკს მიაღწია და 153 სანტიმეტრი შეადგინა. მერმა ვენეციაში შექმნილ სიტუაციას დამანგრეველი უწოდა.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:24

საქართველო

თალაკვაძე უმრავლესობიდან წასულ ზოგიერთ დეპუტატთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატები პოზიციას არ ცვლიან. თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი პარტიის ლიდერთან შესახვედრად მივიდნენ.

არჩილ თალაკვაძე

15 ნოემბერი 2019, 15:07

საქართველო

თალაკვაძე: ნურავინ შეეცდება მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს

საქართველოში არ იქნება არანაირი კრიზისი, არჩევნები დადგენილ ვადებში, 2020 წელს დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდება, - ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩილე საპროტესტო აქცია

15 ნოემბერი 2019, 14:57

მსოფლიო

ჩილეში საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა

ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე დაკავებულთა რიცხვმა 26 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით ტელეარხი TeleSUR-ი ავრცელებს.

15 ნოემბერი 2019, 14:56

ეკონომიკა

ახალი მაჩვენებლებით 2018 წელს მშპ-მ 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) ანგარიშთა სისტემის ახალი მეთოდოლოგიის დამკვიდრების შედეგად მიღებული მშპ-ს ახალი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ახალი მონაცემების თანახმად, 2018 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა 41.1 მილიარდის ნაცვლად, 44.6 მილიარდი ლარი შეადგინა.

რომან კაკულია

15 ნოემბერი 2019, 14:54

საქართველო

კაკულია: გადავწყვიტე, ვატარო ეს ტვირთი და არ ვიფიქრო იმაზე, ვის ვუტოვებ ქვეყანას

საპარლამენტო უმრავლეობის დეპუტატი და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია „ქართული ოცნების“პარტიის დატოვებას არ აპირებს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ იგი აპირებდა პარტიის დატოვებას, მაგრამ ინფორმაცია ჟურნალისტებთან საუბრისას თავად უარყო. მისი თქმით, ის რჩება პარტიაში და მზად არის, იკისროს პასუხისმგებლობა, რომელიც კანონპროექტის ჩავარდნას მოყვა.

15 ნოემბერი 2019, 14:39

ძალოვნები

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარის მთავრობის სახლთან დაკავებულები ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. როგორც დაკავებულებმა პროცესზე განაცხადეს, ადვოკატის აყვანისა და მტკიცებულებების გასაცნობად დრო სჭირდებათ. სასამართლო სხდომა 19 ნოემბერს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

კვენტინ ტარანტინო

15 ნოემბერი 2019, 14:25

კულტურა

კვენტინ ტარანტინო სერიალს ლეონარდო დიკაპრიოს გმირზე - რიკ დალტონზე გადაიღებს

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ფილმის Once Upon A Time In Hollywood-ის რეჟისორი კვენტინ ტარანტინო სერიალს ლეონარდო დიკაპრიოს გმირზე რიკ დალტონზე გადაიღებს, ამის შესახებ რეჟისორმა უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუს დროს განაცხადა. გამოცემის ცნობით, ამ მომენტში, რეჟისორი წიგნზე მუშაობს, რომელიც ჰოლივუდური ფილმებით იმედგაცრუებულ ადამიანზეა.

15 ნოემბერი 2019, 14:02

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი დაინიშნა

„ქართული ოცნების“ ოფისში 15:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება. მედიის წინაშე განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე გააკეთებს. თემა უცნობია. არჩილ თალაკვაძის ბრიფინგს წინ უძღოდა ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრა. დიპლომატი ასევე შეხვდა მმართველი აპრტიის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს.