imedi /  04 ნოემბერი 2019, 12:51 / სანდო წყარო

ახალქალაქში მე-13 საუკუნის ეკლესიაში ხატები მეორედ დააზიანეს

ეკლესია

ახალქალაქში, სოფლების ხულგუმოსა და ბავრასთან ახლოს მდებარე სალოცავში ხატები და რელიგიური ნივთები უკვე მეორედ დააზიანეს. სალოცავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სადაც სომხური ეკლსიის მრევლი დადის. ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

სალოცავში ასეთი შემთხვევა 3 აპრილსაც მოხდა. ორივე შემთხვევისას ქრისტიანული ხატები და რელიგიური წიგნები დააზიანეს.

ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება დაწყებული აქვს - აპრილში მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ხოლო მეორე შემთხვევაზე - სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს დევნას ჩადენილს ძალადობით, ან ძალადობის მუქარით, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

მე–13 საუკუნეში აგებულ სალოცავს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის 16 მაისს მიენიჭა.

ფოტო: jnews.ge

ფოტო: jnews.ge

ყველა სიახლე

კოლუმბია არეულობები

22 ნოემბერი 2019, 13:15

მსოფლიო

კოლუმბიაში არეულობის შედეგად 115 ადამიანია დაკავებული

კოლუმბიაში, ქალაქ კალიში არეულობების შედეგად 115 ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი უილიამ რუისი ავრცელებს. მისი განცხადებით, საერთო ჯამში, არეულობების შედეგად დაშავდა 97 ადამიანი, მათგან 46 - პოლიციელია. არეულობების პარალელურად ძარცვის 56 ფაქტი დაფიქსირდა. ვანდალებმა დააზიანეს 19 ავტობუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 5 მოსაცდელი.

ჯიჰად ად-დინ ალ-ნასირ უბეიდე

22 ნოემბერი 2019, 12:51

მსოფლიო

სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

სირიაში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალჩინოსანი, რომელმაც 20-მდე ტერაქტი დაგეგმა და რამდნიმე ქვეყანაში თვითმკვლელი ტერორისტების ქსელი შექმნა. ინფორმაციას ამის შესახებ, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუზე დაყრდნობით, გამოცემა Hürriyet-ი ავრცელებს.

22 ნოემბერი 2019, 12:49

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთი თანახმაა „ისლამური სახელმწიფოს“ ბრიტანელი წევრების შვილები ქვეყანაში დააბრუნოს

დიდი ბრიტანეთი, გერმანიის მსგავსად, ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ბრიტანელი წევრების დაობლებულ ბავშვებს ქვეყანაში დააბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინიციატივა დიდი ბრიტანეთის მთავრობას ეკუთვნის

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 12:40

საქართველო

თალაკვაძე: ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობას არავის მივცემთ

„ბლოკირება ვერ მოხდება, ეს ცდება მშვიდობიანი მანიფესტაციის ფარგლებს და სახელმწიფოს ამაზე მომავალშიც ექნება რეაქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მიერ მოწყობილი აქციების შეფასებისას განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა განაგრძობს განვითარებას, იქნება სიმშვიდე და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რაიმე სახით დესტაბილიზაცია იყოს.

ბუტა რობაქიძის საქმე

22 ნოემბერი 2019, 12:33

ძალოვნები

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი 15:00 საათისთვის ჩაინიშნა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის, ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის სასამართლო პროცესი დღეს 15:00 საათისთვის ჩაინიშნა. ამ დრომდე ოქრუაშვილს უნდა დაენიშნოს სახაზინო ადვოკატი, რომელსაც მოუწევს მრავალტომიან საქმეს, რამდენიმე საათში გაეცნოს. პროცესის გადადების მზეზი სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის გამოუცხადებლობა გახდა.

საპროტესტო აქცია მცხეთა

22 ნოემბერი 2019, 12:24

საქართველო

მცხეთაში დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დაძაბულობაა

მცხეთაში, დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან, სადაც „ევროპული საქართველოს“ წევრები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ჩაგდებას აპროტესტებენ, დაძაბულობაა. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ბიუროს კარზე ბოქლომის დადება სურთ, თუმცა ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ.

22 ნოემბერი 2019, 12:13

ეკონომიკა

რა ვითარებაა ბაზარზე დაუფასოებელი თამბაქოს რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ

დაუფასოებელი სახით ბაზარზე ნებისმიერი თამბაქოს მიწოდება-რეალიზაცია უკვე აიკრძალა. ვინც კანონს დაარღვევს, ორი ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორებითი კანონდარღვევის შემთხვევაში კი, ოთხი ათასით. ახალი რეგულაციები ელექტროსიგარეტის სითხეების რეალიზაციასაც ეხება. ახალ რეგულაციებს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებება ითვალისწინებს.

კომიქსი Marvel

22 ნოემბერი 2019, 12:04

ეკონომიკა

Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აუქციონზე $1,26 მილიონად გაიყიდა

1939 წელს გამოცემული Marvel-ის კომიქსების პირველი ნომერი აშშ-ის ქალაქ დალასში, Heritage Auctions-ის აუქციონზე 1,26 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ეს Marvel-ის კომიქსებში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა. მყიდველის ვინაობა უცნობია. ექსპერტებმა ჟურნალის მდგომარეობა 10-ბალიანი სისტემით 9,4 ბალით შეაფასეს. აუქციონის ორგანიზატორებმა ლოტს „ისტორიული კომიქსის ისტორიული ეგზემპლარი“ უწოდეს.

22 ნოემბერი 2019, 11:58

საქართველო

ზუგდიდში მერაბ ქვარაიას მომხრეებმა ოპოზიციას დეპუტატის ბიუროზე ბოქლომი არ დაადებინეს

ხმაურია ზუგდიდში, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან. მისმა მხარდამჭერებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს დეპუტატის ბიუროს კარზე ბოქლომის დადების საშუალება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

Victorias Secret

22 ნოემბერი 2019, 11:52

კულტურა

Victoria's Secret-მა 2019 წლის შოუს ჩვენება ოფიციალურად გააუქმა

მსოფლიოში აღიარებულმა ქალის თეთრეულის ბრენდმა - Victoria's Secret ყოველწლიური შოუს ჩვენება გააუქმა. BBC-ის ინფორმაციით, ეს შემცირებულმა სატელევიზიო რეიტინგმა და გაზრდილმა კრიტიკამ გამოიწვია. ჭორები შოუს დახურვის შესახებ ზაფხულში გავრცელდა, მაგრამ გამოცემის ცნობით, ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა

ცოცხები

22 ნოემბერი 2019, 11:49

საქართველო

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ქუთაისში საკრებულოს „ნაცმოძრაობის“ დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატების კაბინეტთან ცოცხები მიიტანეს, რომელზეც გიგა ბოკერიას, მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას და გრიგოლ ვაშაძის ფოტოებია გამოსახული. მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომი ვერ დაადეს.

22 ნოემბერი 2019, 11:45

საქართველო

გორში ოპოზიციამ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ბოქლომი ვერ დაადო

გორში „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წევრებმა და მხარდამჭერებმა პროტესტი გამოხატეს. მათ ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე მაჟორიტარული ბიუროს დაბოქლომება სცადეს, თუმცა შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულმა დაცვის, საპატრულო და კრიმინალურმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.

ფრანგული ხომალდი

22 ნოემბერი 2019, 11:43

საქართველო

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი შემოვიდა

ბათუმის ნავსადგურში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო საპატრულო ხომალდი „კომანდან ბირო“ შემოვიდა. გემი ბათუმს თავდაცვის სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის ფარგლებში ეწვია. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს. დახვედრის ცერემონიას თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა სმინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კეკელიძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი და თავდაცვის ატაშე დაესწრნენ.

არჩილ თალაკვაძე

22 ნოემბერი 2019, 11:42

საქართველო

თალაკვაძე: ხედავთ, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში და არა იტალიაში

ხედავთ, რომ არა იტალიაში, არამედ საქართველოს პარლამენტში ვიმყოფები, - ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ ინფორმაციის შემცველი სიუჟეტები მიკერძოებული და პოლიტიზებული იყო. „ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, იტალიაში საბიუჯეტო სახსრებით წასული კახი კალაძე და არჩილ თალაკვაძე 30-მდე მეგობართან ერთად, ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე წვეულებას დაესწრნენ.

გომელაური საფრანგეთში

22 ნოემბერი 2019, 11:31

ძალოვნები

საფრანგეთის შს მინისტრი: თავშესაფრის მიცემის საკითხში ვიქნებით ძალიან მკაცრები

შეხვედრის დასასრულს გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მედიას უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

მამუკა მდინარაძე

22 ნოემბერი 2019, 11:28

საქართველო

მამუკა მდინარაძის ბიუროსთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ხმაურია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის სადეპუტატო ბიუროსთან. იქ ოპოზიციის წარმომადგენლებსა და სავარაუდოდ დეპუტატის მომხრეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

22 ნოემბერი 2019, 11:19

საქართველო

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატის კაბინეტს ბოქლომი ვერ დაადეს

აქციის მონაწილეებმა ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი მხეიძის კაბინეტის კარზე ბოქლომის დადება ვერ მოახერხეს. მაჟორიტარი დეპუტატის მხარდამჭერებმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს კარების დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. ამას ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ვაჟა გაფრინდაშვილი

22 ნოემბერი 2019, 11:16

საქართველო

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე იმსჯელეს

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების შესახებ იმსჯელეს. ეუთოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, დავით დონდუამ ეუთოს ელჩებს მიაწოდა ინფორმაცია ა.წ. 9 ნოემბერს საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებისა და ე.წ. „საზღვრის გადაკვეთის“ ბრალდებით მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ.

ბათუმი აქცია

22 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდეს

ხმაურისა და წინააღმდეგობის მიუხედავად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე ბოქლომი ჩამოკიდა. თავდაპირველად ისინი შესასვლელის დაბოქლომებას გეგმავდნენ, თუმცა მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა და სამართალდამცველებმა მათ ჭიშკართან მიახლოების საშუალება არ მისცეს. სიტუაცია უმაღლეს საბჭოსთან რამდენჯერმე დაიძაბა, იყო სიტყვიერი დაპირისპირებაც.

იულია ტიმოშენკო ურსულა ფონ დერ ლაიენი

22 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ ძველი ვარცხნილობა დაიბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. ცნობილი ნაწნავით ის ჟურნალისტებმა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრისას გადაიღეს. უკრაინულ მედიაში ტიმოშენკოს ნაწნავს „რევოლუციურს“ უწოდებენ.