imedi /  05 ნოემბერი 2019, 15:40 / სანდო წყარო

ყვარელში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთი ავარია

ყვარელში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. „მერსედერსის“ მარკის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

ავტომობილში მსხდომი 5 მგზავრიდან ერთი ადგილზევე გარდაიცვალა, 2 კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ყველა სიახლე

22 ნოემბერი 2019, 19:53

ტექნოლოგიები

ინჟინრებმა მოიგონეს უსადენო კანი, რომელსაც შეხების შეგრძნების გადაცემა შეუძლია

ეს სიტუაციები სამეცნიერო-ფანტასტიკური სფეროდან არ არის, არამედ ვირტუალური (VR) და დამატებითი (AR) რეალობისთვის განკუთვნილი ახალი უსადენო ინტერფეისის მუშაობის დემონსტრირებაა. ის ჩინელმა და ამერიკელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს.

ტოდ ფილიპსი და ხოაკინ ფენიქსი

22 ნოემბერი 2019, 19:39

კულტურა

ტოდ ფილიპსმა „ჯოკერის“ გაგრძელების შესახებ ინფორმაცია უარყო

ფილმის სპეციალურ ჩვენებაზე ფილიპსმა განაცხადა, რომ სტუდია Warner-ის ხელმძღვანელ ტობი ემერიხს არ შეხვედრია, შესაძლო სიქველზე საუბრები კი ამ ეტაპზე მხოლოდ საუბრებად რჩება. ინფორმაცია გაგრძელების შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. „ჯოკერის“ შემოსავალმა უკვე 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

22 ნოემბერი 2019, 19:32

ძალოვნები

სუს-ი პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებით, საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. უწყება ამ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმიანება.

ოპერაციული ძალები

22 ნოემბერი 2019, 19:22

ძალოვნები

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები 20 წლისაა

სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ და პარტნიორი პოლონეთის სპეცდანიშნულების ჯგუფმა მოწინააღმდეგეზე შეტევითი ოპერაცია განახორციელეს, სადაც ტაქტიკური გადაადგილების, ობიექტზე შეტევის, წმენდის, პერიმეტრის უსაფრთხოების, ევაკუაციის და ობიექტის განადგურების ამოცანები შეასრულეს.

პოლიტიკური რეკლამა

22 ნოემბერი 2019, 19:09

ტექნოლოგიები

Twitter-მა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა აკრძალა

Twitter-ზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე დაწესებული აკრძალვა ოფიალურად ამოქმედდა. ამიერიდან მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ პროპაგანდის გამოქვეყნებას, რომელიმე კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერის მოწოდებასა და მათთვის ფინანსური დახმარების გაწევას.

მარი იოვანოვიჩი

22 ნოემბერი 2019, 19:07

მსოფლიო

ტრამპმა გააკრიტიკა უკრაინაში ყოფილი ელჩი, რომელმაც საელჩოში მისი სურათი არ ჩამოკიდა

„ელჩმა, რომელსაც ყველა ასე აქებდა, საელჩოში ჩემ ფოტოს არ ჩამოკიდა. ამისთვის მას ორი წელი დასჭირდა. საელჩოში აშშ-ის პრეზიდენტის სურათის დაკიდება სტანდარტია. ეს ქალი ანგელოზი არ არის, გასაგებია?“ - თქვა ტრამპმა. მარი იოვანოვიჩი ერთ-ერთია იმ 12 მოწმიდან, ვინც ტრამპის იმპიჩმენტის საკითხზე კონგრესს ჩვენება მისცა.

22 ნოემბერი 2019, 18:58

ვიდეო

ხალდეში დაბრუნება

მიგრანტები საბერძნეთი

22 ნოემბერი 2019, 18:42

მსოფლიო

საბერძნეთი არასასურველი მიგრაციის აღსაკვეთად მესაზღვრეების რაოდენობას ზრდის

საბერძნეთის თურქეთთან სახმელეთო საზღვარზე დამატებით 400 მესაზღვრე იმუშავებს, კუნძულებზე კი 800. ამასთან, გაიზრდება საზღვაო საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის მთავრობამ მიგრანტების 3 უმსხვილესი ბანაკის დახურვის შესახებ განაცხადა.

22 ნოემბერი 2019, 18:26

საქართველო

სუს-თან აქციაზე ექვსივე დაკავებული ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

კამპანია „დააბოქლომეს“ ფარგლებში მიმდინარე აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დაკავებული ექვსივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტვალი

22 ნოემბერი 2019, 18:18

კულტურა

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა გამოქვეყნდა

1-ელიდან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. ფესტივალი 1-ელ დეკემბერს 19:30-ზე კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით „შანტაჟი“ (Blackmail) გაიხსნება.

პანდა

22 ნოემბერი 2019, 18:09

ტაბლოიდი

მსოფლიოს ერთადერთი ყავისფერი პანდა 10 წლისაა

მსოფლიოს ერთადერთი ყავისფერი პანდა 10 წლის გახდა. Bored panda-ს ინფორმაციით, უნიკალური შეფერილობის პანდას - ქიზაი ჰქვია და ის განსაკუთრებულია. მის წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულებები არსებობს. მეცნიერების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი ფერი გენეტიკური მუტაციის შედეგია, ნაწილი კი პანდის ერთ-ერთი ქვესახეობად მიიჩნევს.

აკაკი ზოიძე

22 ნოემბერი 2019, 18:04

საქართველო

აკაკი ზოიძე პროპორციული სისტემის შესახებ რეფერენდუმს ითხოვს

აკაკი ზოიძე 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა.

მარია კოტაევა

22 ნოემბერი 2019, 17:57

საქართველო

მარია კოტაევა: გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი მხოლოდ ცხინვალის რეჟიმის გადასაწყვეტია

საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევის მიუხედავად გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს მხოლოდ ცხინვალის რეჟიმი გადაწყვეტს. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ინფორმაცის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მარია კოტაევამ განაცხადა.

Telegram

22 ნოემბერი 2019, 17:49

ტექნოლოგიები

Telegram-ის მუშაობაში გლობალური შეფერხებაა

მესინჯერი Telegram-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. ყველაზე მეტად პრობლემები მომხმარებლებს რუსეთში, უკრაინასა და ბელარუსში შეექმნათ. შეფერეხებება აგრეთვე გერმანაში, ირლანდიასა და აშშ-ში. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის ტლევიზია

22 ნოემბერი 2019, 17:44

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა

მეოთხე მცდელობაზე აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. ის ადრე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი იყო. აჭარის ტელევიზიის დირექტორი პირველ ტურში ვერ აირჩიეს. 20 წუთში განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა. მან სამი ხმა მიიღო. არჩევნების პირველ ტურში ორი ხმა გიორგი კოხრეიძემ აიღო, ერთი ფირუზ ბოლქვაძემ და ერთი მაია მერკვილაძემ.

ქეთევან ციხელაშვილი

22 ნოემბერი 2019, 17:37

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა და ტიოვო კლაარმა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე იმსჯელეს

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და ახალგორის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ისაუბრა.

მარიამ ჯაში

22 ნოემბერი 2019, 17:35

საქართველო

მარიამ ჯაში: კვირიკაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრი გავხდებოდი

გიორგი კვირიკაშვილი თუ პოლიტიკაში დაბრუნებას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, მისი გუნდის წევრად მიხილავთ, თუმცა 2020 წელთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია,- ამის შესახებ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს განუცხადა

ზაზა თავაძე

22 ნოემბერი 2019, 17:31

საქართველო

მოსამართლე ზაზა თავაძე პარლამენტისთვის თავისი კანდიდატურის წარდგენის გადადებას ითხოვს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილით მიმართავს. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ წერილში თავაძე ითხოვს, გადაიდოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევის მიზნით მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა, ვიდრე არ მოხდება მისი მაგისტრის ხარისხის შესაბამისობის დადგენა.

შოკოლადი

22 ნოემბერი 2019, 17:14

ტაბლოიდი

ავსტრიაში კაცმა 20 ტონა შოკოლადი მოიპარა

ქურდმა კომპანია Milka-ს ქარხნის პერსონალი დაარწმუნა, რომ კურიერია და 20 ტონა შოკოლადით დატვირთული სატვირთო მანქანა ქარხნის ტერიტორიიდან გაიყვანა. მან კომპანიის თანამშრომლებს ყალბი საბუთები წარუდგინა. პოლიციის ცნობით, ბოლო დროს ქვეყანაში მსგავსი შემთხვევები გახშირდა.

ალ პაჩინო

22 ნოემბერი 2019, 17:11

კულტურა

ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება

ცნობილი მსახიობი ალ პაჩინო Amazon-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაცია Youtube-ზე ატვირთული ტრეილერით გავრცელდა. ახალ სატელევიზიო შოუს - Hunters ერქმევა და რეჟისორი ჯორდან პილი იქნება. სერიალის სიუჟეტი 1977 წლის ნიუ-იორკში ვითარდება, სადაც სპეციალური გუნდი იმ მაღალჩინოსნების გამოაშკარავებაზე მუშაობს,