imedi /  09 ნოემბერი 2019, 23:57 / სანდო წყარო

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს და მასთან ერთად დაკავებულ სამ ადამიანს ბრალი წარუდგინეს

ქუთაისის იზოლატორი

ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში ფოთის საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, ამის შესახებ 1Tv.ge წერს.  

ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ირაკლი კაკულიას ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. ერთი შეხედვით, რაც ბრალს გავეცანი, ეს უფრო ვარაუდებზეა დამყარებული, ვინაიდან ბრალდების მიხედვით, რაც მე გადმომეცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ირაკლი კაკულიას მიმართ რაიმე პირდაპირი მტკიცებულებები იყოს“, – აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 3 მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე 8 ნოემბერს დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია.

 გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15-წლამდე ვადით ითვალისწინებს.

ყველა სიახლე

23 თებერვალი 2020, 14:52

საქართველო

ანდერს კნაპე: სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება მეტ ყურადღებას უთმობს სირიასა და ირანს, შესაბამისად უკრაინისა და საქართველოს საკითხი სათანადოდ არ განიხილება

საქართველოს ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი დღეს ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ. კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე იქ არსებულ სიტუაციას გაეცნო. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები ხურვალეთში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში იმყოფებოდნენ.

პოლიცია

23 თებერვალი 2020, 14:43

ძალოვნები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

დაშავდა კიდევ ერთი მგზავრი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმეა. შემთხვევა გვიან ღამით თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი მანქანა სატვირთოს შეეჯახა.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 14:38

საქართველო

გიორგი გახარია შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე: დაელოდეთ გაზაფხულს

დაელოდეთ გაზაფხულს,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ალბათობას ეხებოდა. ამ საკითხზე დამატებით კითხვებზე მთავრობის მეთაურს პასუხი არ გაუცია.

სალომე ზურაბიშვილი

23 თებერვალი 2020, 14:31

საქართველო

სალომე ზურაბიშვილი თბილისის ცენტრში იუნკერთა მემორიალის განთავსების ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კარგი იქნებოდა, რომ იუნკერთა მემორიალი თბილისის ცენტრში, უფრო ადვილად მისასვლელ ადგილას განთავსებულიყო. პრეზიდენტმა ასევე სინანული გამოთქვა, რომ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის ისტორიულ შენობაში ოპოზიციამ საბჭოთა ჰიმნი ააჟღერა.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 14:19

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება

ჩვენს ვალდებულებებს შევასრულებთ ისე, რომ არანაირი კომპრომისი და დათმობა ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორი იქნება სახელმწიფოს რეაგირება იმ რუსი დეპუტატების მიმართ, რომელთაც „კანონი ოკუპაციის შესახებ“ დარღვეული აქვთ.

23 თებერვალი 2020, 14:12

საქართველო

დიდ დიღომში მოსახლეობა საბავშვო ბაღთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში მოსახლეობა საბავშვო ბაღთან მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეების თქმით, ბაღის 500-მდე აღსაზრდელს საფრთხე როგორც მშენებლობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ შეექმნება. მრავალსართულიანი კორპუსი საბავშვო ბაღის ერთი შესასვლელის პარალიზებას მოახდენს.

23 თებერვალი 2020, 13:58

თემა

გამოიწვევს თუ არა ახალი კორონავირუსი გლობალურ ფინანსურ კრიზისს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალური მნიშვნელობის საფრთხედ გამოაცხადა. იმავე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღიარა, რომ ეპიდემია გავლენას მსოფლიო ეკონომიკაზეც იქონიებს. ექსპერტების აზრით, აშკარაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა რამდენიმე თვით ნამდვილად შეფერხდება, ეს კი გლობალური ეკონომიკისთვის თავისთავად უსიამოვნო ფაქტორია. ეს ყველაფერი კიდევ უფრო გართულდება, თუ ეპიდემია სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება და მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. ასეთ კატასტროფას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი ეკონომიკური კრიზისი, რომელიც 1920-იანი წლების დიდ დეპრესიას გაუტოლდება. თუმცა ახალი კორონავირუსის შემთხვევაში მსგავს ალბათობას ექსპერტები ნაკლებმოსალოდნელად მიიჩნევენ. თუმცა კატასტროფების მკვლევარი ეკონომისტები თვლიან, რომ მასშტაბური ეპიდემია მომავალში გარდაუვალია.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 13:54

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მთავრობის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს

პარლამენტი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო მთავრობის ყველა ნაბიჯს დაუჭერს მხარს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგიური სამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ.

არჩილ თალაკვაძე

23 თებერვალი 2020, 13:41

საქართველო

არჩილ თალაკვაძე: უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, მათ სხვა გზა არ აქვთ

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დღეებში ოპოზიცია დიალოგის მაგიდას დაუბრუნდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციას სხვა არჩევანი და გზა უბრალოდ არ აქვს.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 13:34

საქართველო

გიორგი გახარია: ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

იუნკერები

23 თებერვალი 2020, 13:14

საქართველო

ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წელს დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიაგეს პატივი. პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა. ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი დაესწრნენ.

გიორგი გახარია

23 თებერვალი 2020, 13:13

საქართველო

გიორგი გახარია: მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ეფექტურად განახორციელოს ვირუსის გავრცელების კონტროლი

ამუშავდება ყველა ის აუცილებელი მექანიზმი, რომელიც საჭიროა, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა განხორციელდეს ეფექტურად, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ირანიდან ავიარეისების აკრძალვა ე.წ კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

23 თებერვალი 2020, 12:57

მსოფლიო

უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა

ჩინეთის ქალაქ უხანში კორონავირუსით 29 წლის ექიმი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. პენ ინჰუას კორონავირუსი 25 იანვარს აღმოუჩინეს და საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ირაკლი სესიაშვილი

23 თებერვალი 2020, 12:32

საქართველო

ირაკლი სესიაშვილი: რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც პროვოკაციაა

„რუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების შელახვას, რაც რუსეთის მხრიდან პროვოკაციაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომელიც გასულ ღამეს ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალიდან 17 წლის ალეკო შიუკაშვილის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.

დონალდ ტრამპი

23 თებერვალი 2020, 12:11

ტაბლოიდი

დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთში ვიზიტამდე Twitter-ზე ვიდეორგოლს აქვეყნებს, სადაც ის სუპერგმირის ამპლუაშია წარმოდგენილი.

ტაისონ ფიური

23 თებერვალი 2020, 12:08

სპორტი

ტაისონ ფიური WBC-ის ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონია

ბრიტანელმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ ამერიკელი დეონტეი უაილდერი დაამარცხა და მსოფლიო კრივის საბჭოს (WBC) ვერსიით სუპერმძიმე წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. ლას-ვეგასში გამართული ბრძოლა მე-7 რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ხორცი

23 თებერვალი 2020, 11:40

საქართველო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე. ე.წ. გვირაბში ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

მარინა ეზუგბაია

23 თებერვალი 2020, 11:20

საქართველო

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ოთხ ირანელს A და B ტიპის ვირუსი არ დაუდგინდათ

თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში ირანის ოთხი მოქალაქე ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს. საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ირანის მოქალაქეები საქართველოში თეირანი-თბილისის რეისით ჩამოვიდნენ. თბილისის აეროპორტში ჩამოსვლისას სავალდებულო შემოწმების დროს მათ მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდათ.

საჩხერის ერთ-ერთი სასტუმრო

23 თებერვალი 2020, 11:02

საქართველო

ჩინეთიდან ევაკუირებულები დაკვირვების მიზნით კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში რჩებიან

ჩინეთიდან ევაკუირებული ადამიანები დაკვირვების ქვეშ კვლავ საჩხერის ერთ-ერთ სასტუმროში არიან განთავსებული. მედიკოსების თქმით, 34- ვე პირი ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

ძაღლი

23 თებერვალი 2020, 10:49

ტაბლოიდი

ტეხასში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა

ტეხასის შტატის ქალაქ ოდესაში ძაღლი სახლიდან გაიქცა და პოლიციაში მივიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია WREX-ი ავრცელებს. ძაღლის პატრონის, ედვარდ ალვარადოს თქმით, 1 წლის ჰასკისა და გერმანული ნაგაზის მეტისი სახელად ჩიკო სახლიდან ღამით გაიქცა.