Imedi /  17 ნოემბერი 2019, 14:30 / სანდო წყარო

ვაჟა სირაძე: პარლამენტის ტერიტორიაზე არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი არ არის

ვაჟა სირაძე

ვაჟა სირაძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ პარლამენტის პერიმეტრზე იარაღის შეტანის შესახებ ინფორმაცია განმარტა. 

მისი ინფორმაციით, „პარლამენტში და მის გარე პერიმეტრზე განთავსებულია შესაბამისი პოლიციური ძალები, მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები მცირე რაოდენობით. 

რაც შეეხება სპეცდანიშნულების რაზმის აღჭურვას, ისინი აღჭურვილები არიან შს მინისტრის ბრძანების შესაბამისად და არა თუ ვინჩესტერები, არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის“. 

„ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი“, - განუცხადა სირაძემ ჟურნალისტებს. 

„ვადასტურებ ამ ინფორმაციას, თუმცა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის არიან, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. იცით, რომ დღეს დაანონსებულია საპროტესტო აქცია. რაიმე სიტუაციის გამწვავებას თუ ექნება ადგილი, ეს ძალები დაიცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას, ასევე მოგეხსენებათ, რომ პარალელურად რუსთაველზე იმართება მეორე აქციაც, პოლიცია ახლოს უნდა იყოს. იმ შემთხვევაში, თუკი ამ ორი აქციის მონაწილეებს შორის მოხდება კონფლიქტი, სამართალდამცველები დროულად უნდა ჩაერიონ“, - აღნიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა. 

მთავარმა არხმა დღეს გაავრცელა ინფრმაცია, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული და ადგილზე ასევე შეიტანეს იარაღი. 

რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას რეგიონებიდანაც უერთდებიან

ოპოზიცია სამოქალაქო სექტორთან ერთად მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აქციის მონაწილეები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას, ცესკოს შემადგენლობის შეცვლასა და დროებითი ტექნიკური მთავრობის შექმნას ითხოვენ.

რუსთაველის გამზირზე 20-მდე კარავია გაშლილი, მათ შორის ერთი დიდი კარავი, რომელშიც ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო შტაბია განთავსებული. საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოთხოვნების შესრულებამდე აქციას არ შეწყვეტენ და ხელისუფლებას ამ მოთხოვნებს მშვიდობიანი გზით შეასრულებინებენ. 

აქცია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემისთვის საჭირო ცვლილების ჩაგდებას მოჰყვა. 

შეკრებას წინ უძღოდა შეხვედრები „ლეიბორისტული“ პარტიის ოფისში, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ ფორმულაზე-„ყველა მინუს ივანიშვილი“.

პარალელურად, 17 ნოემბერს, 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმა მანიფესტაცია „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელსაც ორგანიზაცია „ქართული მარშიც“ შეუერთდება.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა.

მოგვიანებით მმართველი გუნდი რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ და ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ სამმა წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, რა სისტემით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები. განცხადება გაავრცელა მმართველი პარტიის ლიდერმაც. ოპოზიციური პარტიები მხარდამჭერებს პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. 

ვინ დაუჭირა მხარი და ვინ იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგი, ამ ბმულზე ნახეთ. 

ყველა სიახლე

პანდის ტყუპი ბერლინის ზოოპარკი

10 დეკემბერი 2019, 12:04

ტაბლოიდი

ბერლინის ზოოპარკმა პანდის ტყუპი წარადგინა. ვიდეო

პანდამ მენგ მენგ პატარები 31 აგვისტოს გააჩინა. ორივე მამრია. ერთ-ერთს მენ ქსიანგი დაარქვეს, მეორეს კი მენგ იუანი, რაც „ნანატრ ოცნებას“ და „ახდენილ ოცნებას“ ნიშნავს. ძმები დაახლოებით 6 კილოგრამს იწონიან, ზოოპარკის სტუმრები მათ მომავალ წელს ნახავენ, როცა პანდები სიარულს შეძლებენ.

ჩეხეთი სროლა

10 დეკემბერი 2019, 12:02

მსოფლიო

ჩეხეთში საავადმყოფოში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულია 4 ადამიანი, 2 კი დაჭრილია. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს. საავადმყოფოდან ევაკუაცია განხორციელდა. სხვა დეტალები უცნობია.

10 დეკემბერი 2019, 11:56

ტექნოლოგიები

WhatsApp-მა სმარტფონებში ელემენტის სწრაფად განმუხტვის პრობლემა გადაჭრა

WhatsApp-მა მესენჯერის არაკორექტური მუშაობის პრობლემა გადაჭრა, რაც Android-ებში ელემენტის სწრაფად განმუხტვას იწვევდა. TechRadar-ის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში სმარტფნების Google Pixel, Samsung-ის და OnePlus-ის მფლობელები აცხადებდნენ, რომ WhatsApp-ის მესენჯერი ფონურ რეჟიმში მუშაობდა და ელემენტი მუხტის 30%-ს ხარჯავდა.

ბაქო ხანძარი

10 დეკემბერი 2019, 11:52

მსოფლიო

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ბაქოში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძარი სამშენებლო მასალების ბაზრობა Eurohome-ში გაჩნდა. ძლიერი ცეცხლი სხვა მაღაზიებზე გავრცელდა. ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ცნობით, 2 ადამიანი დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ სენატი

10 დეკემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენების საწინააღმდეგო სანქციებს ითვალისწინებს

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სხვა ზომებს შორის თურქეთისთვის ამერიკული გამანადგურებლების F-35 გადაცემაზე აკრძალვა და უკრაინის დახმარებაა, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდება. ​​​​​​​​

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

10 დეკემბერი 2019, 11:38

ეკონომიკა

საავტომობილი გზების დეპარტამენტმა ჩატარებული სამუშაოები და 2020 წლის გეგმები წარადგინა

მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე.

აქცია ქუთაისში

10 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ექიმის დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას.

პიტ ფრეიტსი

10 დეკემბერი 2019, 11:06

სპორტი

Ice Bucket Challenge-ის პოპულარიზატორი კალათბურთელი პიტ ფრეიტსი გარდაიცვალა

Ice Bucket Challenge-ი, რომლის მონაწილეებიც ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოებს სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ და ამ ავადმყოფობის კვლევისთვის თანხის გაღებისკენ ყველას მოუწოდებდნენ, 2013 წელს დაიწყო.

ჩილე

10 დეკემბერი 2019, 10:01

მსოფლიო

ანტარქტიდასთან ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

C130 Hercules-ი ა ქალაქ პუნტა-არენასიდან გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზვრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაერო

10 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

გაეროს გენერალური ასამბლეა ყირიმიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

ამ დოკუმენტით რუსეთს მოუწოდებენ, ყირიმიდან თავისი ჯარები გაიყვანოს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტს მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, 19 კი წინააღმდეგი იყო.

წლის ადამიანი

10 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

შორთლისტში ასევე არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.

ვლადიმერ პუტინი

10 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

პუტინი: ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. კრემლის ლიდერმა საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილს „ბოევიკი“ უწოდა.

ნორმანდიული ოთხეული

10 დეკემბერი 2019, 08:27

მსოფლიო

ცნობილია რაზე შეთანხმდნენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები სამიტზე

საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 3 ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, მინსკის შეთანხმების პოლიტიკური პირობების რეალიზაციისთვის ზომების მიღება და გაგრძელება.

მეგზევის დღე

10 დეკემბერი 2019, 08:09

საქართველო

10 დეკემბერი მეგზევის დღეა

სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, დღეს „მეგზევის დღე“ აღინიშნება. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე დეპარტამენტის წლის ანგარიშს წარადგენენ და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან.

ჟენევა

10 დეკემბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი იწყება

მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდი 11 დეკემბერს შედგება, თუმცა მანამდე, შეხვედრა დღეს თანათავმჯდომარეებთან გაიმართება. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

დაჭრა

10 დეკემბერი 2019, 00:52

ძალოვნები

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

10 დეკემბერი 2019, 00:32

მსოფლიო

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრით კმაყოფილია

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში გაიმართა და საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია.

10 დეკემბერი 2019, 00:18

კულტურა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის ფილმი დაასახელა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ვერსიით, 2019 წლის საუკეთესო ფილმი პონ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ გახდა. ექსპერტებმა ეს ფილმი ასევე გამოარჩიეს კატეგორიებში „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“.

თამარ ჩუგოშვილი

09 დეკემბერი 2019, 23:31

საქართველო

ჩუგოშვილი არ გამორიცხავს რომ მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას და მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას მხარს არ დაუჭერს

როგორც თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვინც პროცესს ღირსეულად გაართვა თავი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები იურიდიულ კომიტეტში.

ბენქსი

09 დეკემბერი 2019, 23:05

კულტურა

ბენქსიმ საშობაო გრაფიტი დახატა. ვიდეო

„ღმერთო, დალოცე ბირმინგემი“- ასეთი აღწერა აქვს ვიდეოს. როგორც ბენქსი წერს, 20 წუთის განმავლობაში, სანამ გადაღებები მიმდინარეობდა, უსახლკარო კაცის როლის შემსრულებელთან გამვლელები მივიდნენ. მათ კაცს ცხელი სასმელი, 2 შოკოლადი და სანთებელა შესთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი უთხოვია.