imedi /  17 ნოემბერი 2019, 20:55 / სანდო წყარო

ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა

მუშების დაშავება

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, წყლისა და წყალანირების სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ორი მუშა დაშავდა. მათ ფეხზე რკინის კონსტრუქცია დაეცათ. სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მათ მოტეხილობები აღენიშნებოდათ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის თქმით, 30 წლამდე ასაკის კაცს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

აბუსერიძის ქუჩაზე, წყლისა და წყალანირების ახალი სისტემის, მეოთხე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტს ბათუმის მერია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელელებს. ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ სამუშაოებზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიაა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. 

ყველა სიახლე

კარლ ჰარცელი

29 იანვარი 2020, 19:39

საქართველო

კარლ ჰარცელი კონგრესმენების წერილებს მეგობრების მიერ შეშფოთების გამოხატვად აფასებს

„მე არასდროს ვაკეთებ კომენტარს კონკრეტული ადამიანების წერილებზე. მე ამ განცხადებებს ვუყურებ როგორც შეშფოთების გამოხატვას საქართველოს მეგობრების მიერ ქვეყანაში არსებული დაძაბული ვითარების გამო, მაგრამ კომენტარს ვერ გავაკეთებ კონკრეტულ სიტყვებზე, რომლებიც წავიკითხეთ ბოლო ათი, ან მეტი დღის განმავლობაში გასაჯაროებულ წერილებში“, - განაცხადა ჰარცელმა.

ელექრომობილი

29 იანვარი 2020, 19:38

ეკონომიკა

თბილისში ელექტრომობილების 60 დამტენი დამონტაჟდება

დედაქალაქში უფასო ელექტროდამტენების მონტაჟის პროცესი გრძელდება. დამტენები უკვე დამონტაჟებულია გლდანში, საბურთალოზე, ნაძალადევში, დიდუბეში, ვაკეში, სამგორში, ჩუღურეთსა და ისანში. თბილისის მერიის ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, დედაქალაქის მასშტაბით, ორ ეტაპად, 60 ელექტროდამტენი უნდა დამონტაჟდეს.

ეროვნული ბანკი

29 იანვარი 2020, 19:29

ეკონომიკა

სებ-მა სათავო ოფისის მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას მიმართა

ეროვნული ბანკი ახალი სათავო ოფისის მშენებლობის დასაწყებად მერიისგან ნებართვას ელის. სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, კონკურსის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ მერიის ურბანული განვითარების სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის მისაღებად უკვე მიმართა.

ხინკალი

29 იანვარი 2020, 19:13

კულტურა

CNN-ი ქართულ სამზარეულოს სტატიას უძღვნის

„საქართველოს საუკეთესო კერძები და სად დავაგემოვნოთ ისინი თბილისში“, - სტატიას ასეთი სახელწოდებით ჟურნალისტმა პოლ რიმპლიმ მოამზადა. იმ კერძების ჩამონათვალში, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ტურისტმა აუცილებლად უნდა გასინჯონ მოხვდა: ხინკალი, ხაჭაპური, მწვადი, შქმერული, ხარჩო და ღომი, ჩაქაფული.

რუსთაველის გამზირი საახალწლო განათება

29 იანვარი 2020, 18:46

საქართველო

საახალწლო განათებების დემონტაჟის გამო რუსთაველის გამზირი გადაიკეტება

„აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირი - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან-თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი, 30 იანვრის 00:00 საათიდან 07:00 საათამდე გადაიკეტება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეკა ჩხეიძე

29 იანვარი 2020, 18:44

ძალოვნები

მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მსახიობ ეკა ჩხეიძის ადევნების საქმეზე ბრალდებულ უჩა მიშველაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, მიუსაჯა. ასევე, მას 3 წლის ვადით აეკრძალა იარაღის შეძენისა და ტარების უფლება. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ ავრცელებს.

გიორგი ჩიქოვანი

29 იანვარი 2020, 18:30

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: წყაროების დივერსიფიკაცია საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

„საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არის წამყვანი. მზის და ქარის ენერგიის ერთობლიობა დააბალანსებს ჩვენს მოხმარებას. მეტი დივერსიფიკაცია კი მოგვცემს ენერგოუსაფრთხოებას“- ეს განცხადება საქართველოს „ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა“ გიორგი ჩიქოვანმა „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ გააკეთა.

29 იანვარი 2020, 18:20

საქართველო

აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შტატების საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. 17 იანვარს საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ღონისძიებისას ფიცი დადო. ამ დრომდე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იყო.

პროპორციული არჩევნები

29 იანვარი 2020, 18:15

საქართველო

არჩილ თალაკვაძე პროპორციულზე: ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მმართველ პარტიას ჰქონდა მოლოდინი, რომ ოპოზიციისთვის პროპორციული სისტემის შეთავაზებით თანხმობა შედგებოდა, „თუმცა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობაც ჩაშალა და დესტრუქცია გააგრძელა“. თალაკვაძის თქმით, აშკარად გამოჩნდა, რომ ოპოზიციას სურდა დესტაბილიზაცია და არა პროპორციული არჩევნები.

ნათია მეზვრიშვილი

29 იანვარი 2020, 18:13

საქართველო

ნათია მეზვრიშვილმა დონორთა ფორუმის გახსნა შეაფასა

„მაგალითად, აქცენტი გაკეთდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე მმართველობის სფეროში და ზოგადად რეფორმების მიმდინარეობის პროცესში. გენდერული თანასწორობის მიმართულებით იყო ინტერესი დონორების მხრიდან და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

იოსებ გოგაშვილი აჰმედ ჩატაევი

29 იანვარი 2020, 17:56

საქართველო

იოსებ გოგაშვილი: აჰმედ ჩატაევის ჯგუფი სააკაშვილის და მერაბიშვილის დავალებით შეიქმნა

იოსებ გოგაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის უშუალო ჩართულობითა და ხელმძღვანელობით შექმნილი იყო დაჯგუფება, რომლის წევრებიც ტერორისტები იყვნენ, რომელსაც აჰმედ ჩატაევი ხელმძღვანელობდა. მას კი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ.

გიორგი გახარია

29 იანვარი 2020, 17:56

საქართველო

პრემიერმინისტრი: წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც“ ბევრი იქნება

„დასპოილერება“ მე ხომ არ მომიგონებია? ეს არის ძალიან კარგი თანამედროვე ცნება. მინდა რომ ამ პოზიციაზე დავრჩე. აქტიურ პოლიტიკურ სეზონში შევდივართ. წერილიც ბევრი იქნება, სიხარულიც ბევრი იქნება, „დასპოილერებაც“ ბევრი იქნება. მაგრამ საბოლოო ჯამში ფინალურ სერიაში გაიმარჯვებს ქვეყანა“, - თქვა პრემიერმა.

უხუცესი

29 იანვარი 2020, 17:43

ტაბლოიდი

მსოფლიოში უხუცესი ქალი 127 წლისა გარდაიცვალა

ტაჯიკეთში, მსოფლიოში უხუცესი ქალი ფატიმა მირზოკულოვა 127 წლისა გარდაიცვალა. Daily Mail-ის ცნობით, ქალი 1893 წლის 13 მარტს ტაჯიკეთში დაიბადა. ქალს 8 შვილი და 200-ზე მეტი შვილობილი ჰყავდა. ქალი ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დახანში დაკრძალეს.

ნინო ბურჯანაძე

29 იანვარი 2020, 17:14

საქართველო

ნინო ბურჯანაძე: ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ, ვფიქრობ ბატონი ლავროვი არ ჩამოვა

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე ფიქრობს, რომ გაზაფხულზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ ჩამოვა. „მე არ ვფიქრობ, რომ ბატონი ლავროვი ჩამოვა, ძალიანაც რომ სთხოვოს საქართველომ“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კახა კალაძე

29 იანვარი 2020, 17:12

საქართველო

კახა კალაძე: რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტის შესახებ მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციები გვექნება

თბილისის მერის თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებს. „ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, მეგობარ ქვეყნებთან გვექნება კონსულტაციები, რადგან ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა და გადაწყვეტილებას მივიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა მდინრაძე

29 იანვარი 2020, 17:05

საქართველო

მდინარაძე: რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლაზე გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მივიღებთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, რუსეთის დელეგაციის საქართველოში შემოსვლა-არ შემოსვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხელისუფლება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიიღებს. მდინარაძე მედიასთან აცხადებს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების თანაავტორები ევროპის საბჭოს წარმომადგენლები იქნებიან.

29 იანვარი 2020, 16:53

საქართველო

ოპოზიცია 4 თებერვალს პარლამენტთან სირცხვილის კორიდორს მოაწყობს

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასა და ამ მიმართულებით სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, 4 თებერვალს დაგეგმილია პარლამენტთან არა ბლოკირება, არამედ სირცხვილის კორიდორის მოწყობა.

მაჩალიკაშვილი

29 იანვარი 2020, 16:51

საქართველო

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი გამოძიებისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას მოითხოვს

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი მათ შვილსა და ტერორისტებს შორის კავშირს უარყოფს და გამოძიებისგან მტკიცებულებების გასაჯაროებას მოითხოვს. ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ითხოვს, რომ პროკურატურამ თემირლანისა და ახმედ ჩატაევის ან სხვა ტერორისტების კავშირი გამოაქვეყნოს.

გიორგი გახარია

29 იანვარი 2020, 16:50

საქართველო

პრემიერმინისტრი რუსეთის დელეგაციის შესაძლო ვიზიტზე: საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის

„ხაზგასმით აღვნიშნავ - საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის. ჩვენ ვიქცევით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ. თუ არ გვაძლევს, მაშინ მივდივართ ჩვენ პარტნიორებთან, ვუხსნით მათ და რაღაც გამოსავალს ვპოულობთ“, - განაცხადა პრემიერმა.

კობა გვენეტაძე

29 იანვარი 2020, 16:49

ეკონომიკა

გვენეტაძე: საბანკო რეგულაციების ტექნიკური გამარტივება შესაძლოა, მარტიდან დაიწყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ადასტურებს, რომ მარტიდან სავარაუდოდ სესხის მომსახურების კოეფიციენტები, რომელიც ყოველთვიური შემოსავლის მიხედვით ოთხ ჯგუფად არის დაყოფილი, ორამდე შემცირდება. გვენეტაძის თქმით, სებ-ი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციებს გადის.