imedi /  20 ნოემბერი 2019, 18:38 / სანდო წყარო

„სირცხვილიას“ წევრები პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ რამაც დაძაბულობა გამოიწვია

აქცია სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დროს დაკავებულთა საქმის განხილვა გრძელდება, მოძრაობა "სიცრხვილიას" წევრებმა პროცესზე შესვლა სცადეს, თუმცა მანდატურებმა მათ ამის უფლება არ მისცეს. ამის გამო სასამართლოში მანდატურებსა და მოძრაობის მხადამჭერებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მანდატურებმა მოახერხეს პოლიციის დახმარებით აქციის მონაწილეების გარიდება.

წუხელ პარლამენტთან დაკავებულები სასამართლო დარბაზიდან დროებით გათავისუფლდნენ. ბრალდებულები დაკავებას უკანონოდ მიიჩნევენ. პროცესზე მათ ჰიმნი იმღერეს, რის გამოც მოსამართლემ სამი პირი დარბაზიდან გააძევა. ამას სასამართლოზე ხმაური მოჰყვა. მათ მხარდასაჭერად სასამართლოში ოპოზიციის და მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები მივიდნენ.

მანამდე თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა.

18 ნოემბერს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს.

18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

ყველა სიახლე

ჩეხეთი სროლა

10 დეკემბერი 2019, 12:02

მსოფლიო

ჩეხეთში საავადმყოფოში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაღუპულია 4 ადამიანი, 2 კი დაჭრილია. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. ამ დროისთვის დამნაშავის დასაკავებლად ოპერაცია მიმდინარეობს. საავადმყოფოდან ევაკუაცია განხორციელდა. სხვა დეტალები უცნობია.

10 დეკემბერი 2019, 11:56

ტექნოლოგიები

WhatsApp-მა სმარტფონებში ელემენტის სწრაფად განმუხტვის პრობლემა გადაჭრა

WhatsApp-მა მესენჯერის არაკორექტური მუშაობის პრობლემა გადაჭრა, რაც Android-ებში ელემენტის სწრაფად განმუხტვას იწვევდა. TechRadar-ის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში სმარტფნების Google Pixel, Samsung-ის და OnePlus-ის მფლობელები აცხადებდნენ, რომ WhatsApp-ის მესენჯერი ფონურ რეჟიმში მუშაობდა და ელემენტი მუხტის 30%-ს ხარჯავდა.

ბაქო ხანძარი

10 დეკემბერი 2019, 11:52

მსოფლიო

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ბაქოში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძარი სამშენებლო მასალების ბაზრობა Eurohome-ში გაჩნდა. ძლიერი ცეცხლი სხვა მაღაზიებზე გავრცელდა. ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ცნობით, 2 ადამიანი დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ სენატი

10 დეკემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენების საწინააღმდეგო სანქციებს ითვალისწინებს

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სხვა ზომებს შორის თურქეთისთვის ამერიკული გამანადგურებლების F-35 გადაცემაზე აკრძალვა და უკრაინის დახმარებაა, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდება. ​​​​​​​​

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

10 დეკემბერი 2019, 11:38

ეკონომიკა

საავტომობილი გზების დეპარტამენტმა ჩატარებული სამუშაოები და 2020 წლის გეგმები წარადგინა

მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე.

აქცია ქუთაისში

10 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ექიმის დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას.

პიტ ფრეიტსი

10 დეკემბერი 2019, 11:06

სპორტი

Ice Bucket Challenge-ის პოპულარიზატორი კალათბურთელი პიტ ფრეიტსი გარდაიცვალა

Ice Bucket Challenge-ი, რომლის მონაწილეებიც ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოებს სოციალურ ქსელებში აზიარებდნენ და ამ ავადმყოფობის კვლევისთვის თანხის გაღებისკენ ყველას მოუწოდებდნენ, 2013 წელს დაიწყო.

ჩილე

10 დეკემბერი 2019, 10:01

მსოფლიო

ანტარქტიდასთან ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

C130 Hercules-ი ა ქალაქ პუნტა-არენასიდან გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზვრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაერო

10 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

გაეროს გენერალური ასამბლეა ყირიმიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

ამ დოკუმენტით რუსეთს მოუწოდებენ, ყირიმიდან თავისი ჯარები გაიყვანოს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტს მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, 19 კი წინააღმდეგი იყო.

წლის ადამიანი

10 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

შორთლისტში ასევე არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.

ვლადიმერ პუტინი

10 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

პუტინი: ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. კრემლის ლიდერმა საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილს „ბოევიკი“ უწოდა.

ნორმანდიული ოთხეული

10 დეკემბერი 2019, 08:27

მსოფლიო

ცნობილია რაზე შეთანხმდნენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერები სამიტზე

საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერები 3 ძირითად საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორის არის კონფლიქტის ზონაში ვითარების სტაბილიზაციისთვის ზომების დაუყოვნებლივ მიღება, მინსკის შეთანხმების პოლიტიკური პირობების რეალიზაციისთვის ზომების მიღება და გაგრძელება.

მეგზევის დღე

10 დეკემბერი 2019, 08:09

საქართველო

10 დეკემბერი მეგზევის დღეა

სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, დღეს „მეგზევის დღე“ აღინიშნება. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე დეპარტამენტის წლის ანგარიშს წარადგენენ და დამსახურებული მეგზევეები დაჯილდოვდებიან.

ჟენევა

10 დეკემბერი 2019, 08:05

საქართველო

დღეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 50-ე რაუნდი იწყება

მოლაპარაკებათა 50-ე რაუნდი 11 დეკემბერს შედგება, თუმცა მანამდე, შეხვედრა დღეს თანათავმჯდომარეებთან გაიმართება. მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან, ევროკავშირიდან და შეერთებული შტატებიდან გაფრინდაშვილის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

დაჭრა

10 დეკემბერი 2019, 00:52

ძალოვნები

თბილისში ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

10 დეკემბერი 2019, 00:32

მსოფლიო

პუტინი ზელენსკისთან შეხვედრით კმაყოფილია

რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. მოლაპარაკებები „ნორმანდიული ოთხეული“ ფორმატში გაიმართა და საათნახევარს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია.

10 დეკემბერი 2019, 00:18

კულტურა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციამ წლის ფილმი დაასახელა

ლოს-ანჯელესის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის ვერსიით, 2019 წლის საუკეთესო ფილმი პონ ჯუნ ჰოს „პარაზიტი“ გახდა. ექსპერტებმა ეს ფილმი ასევე გამოარჩიეს კატეგორიებში „საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი“ და „საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი“.

თამარ ჩუგოშვილი

09 დეკემბერი 2019, 23:31

საქართველო

ჩუგოშვილი არ გამორიცხავს რომ მელიასთვის მანდატის ჩამორთმევას და მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრას მხარს არ დაუჭერს

როგორც თამარ ჩუგოშვილი განმარტავს, მოსამართლეობის კანდიდატებს შორის არის რამდენიმე ადამიანი, ვინც პროცესს ღირსეულად გაართვა თავი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ წარიმართება პროცესები იურიდიულ კომიტეტში.

ბენქსი

09 დეკემბერი 2019, 23:05

კულტურა

ბენქსიმ საშობაო გრაფიტი დახატა. ვიდეო

„ღმერთო, დალოცე ბირმინგემი“- ასეთი აღწერა აქვს ვიდეოს. როგორც ბენქსი წერს, 20 წუთის განმავლობაში, სანამ გადაღებები მიმდინარეობდა, უსახლკარო კაცის როლის შემსრულებელთან გამვლელები მივიდნენ. მათ კაცს ცხელი სასმელი, 2 შოკოლადი და სანთებელა შესთავაზეს, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი უთხოვია.

არტურ ანქვაბი

09 დეკემბერი 2019, 22:52

ძალოვნები

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი არტურ ანქვაბი დააკავეს

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ექს კანდიდატი არტურ ანქვაბი 2 თვით დააპატიმრეს. როგორც რუსული მედია წერს, ის ბიზნესმენ არმენ გრიგორიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი. არტურ ანქვაბი ოკუპირებული აფხაზეთის 2019 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობდა.