imedi /  21 ნოემბერი 2019, 17:52 / სანდო წყარო

სასამართლო: 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა პროცესები გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარიმართა“, ნათქვამია განცხადებაში.

„2019 წლის 19-21 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეები ადმინისტრაციული პასუხისგებაში მიცემული პირებისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან სასამართლო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაციის, დეზინფორმაციის გავრცელებისა  და მწვავე კრიტიკის ფონზე განიხილა.

სასამართლომ მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, პროცესზე წესრიგის დარღვევის არაერთი მცდელობისა და სხდომის დახურვის შესაბამისი საფუძვლების არსებობის მიუხედავად, პროცესები ღიაობისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტით წარმართა.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილი ჰქონდა მართლმსაჯულების განხორციელებაზე ზეწოლისა და  ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს, პროცესზე სხდომის თავმჯდომარის და  სასამართლოს შენობასა და ეზოში მანდატურის სამსახურის მხრიდან სრულად იქნა დაცული  მოქალაქეთა სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება.

რაც შეეხება  სასამართლოში საქმეთა განაწილებასთან  მიმართებით გამოთქმულ უკმაყოფილებას, სასამართლო განმარტავს, რომ საერთო სასამართლოებში საქმეები ნაწილდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით განაწილების წესის“  შესაბამისად, მოსამართლეთა სპეციალიზაციის მიხედვით. ადმინისტრაციულ საქმეებზე, რომელთა განხილვის ვადა არ აღემატება 72 საათს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დგინდება მორიგეობა და არასამუშაო და სამუშაო საათებში  აღნიშნული საქმეები ნაწილდება მოსამართლეთა მორიგეობის მიხედვით“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოცემულ შემთხვევაში განაწილებულ საქმეთა რაოდენობა მხედველობაში არ მიიღება. ამასთანავე, მიმდინარე თვის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურად მორიგე მოსამართლეზე საშუალოდ 51 სამართალდარღვევის საქმე ნაწილდება.

შესაბამისად, 2019 წლის 19 ნოემბერს შემოსული ოქმები განაწილდა აღნიშნული წესის თანახმად, მორიგე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციას და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე, ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით.

არავის არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

საქალაქო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს დროებითი მოთავსების საკანში მოთავსებული პირების მონახულების უფლება აქვთ მხოლოდ  სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს,   საქართველოს სახალხო დამცველს და მის წარმომადგენლებს.

2019 წლის 21 ნოემბერს სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 პირის მიმართ  შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებზე იმსჯელა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევის არ არსებობის გამო, წვრილმანი ხულიგნობის  ნაწილში საქმისწარმოება თორმეტივე პირის მიმართ შეწყდა. სასამართლომ 12 პირი სამართალდამრღვევად ცნო სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის  დაუმორჩილებლობისათვის და 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი პირი დაჯარიმდა -1000 ლარის ოდენობით,  ერთ მათგანს კი მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.

სამართალდარღვევათა ოქმების განხილვა ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 25 პირის მიმართ გადადებულია სხვა დროისთვის“, - ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებული 6 ადამიანის საქმეზე განაჩენი წუხელ გამოცხადდა, 25 ადამიანის სასამართლო პროცესი კი გადაიდო.

18 ნოემბერს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე სულ 37 ადამიანი დააკავეს.

18 ნოემბერს სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელებს ბოქლომები მოხსნა და ბარიკადებისგან გაათავისუფლა, ასევე რუსთაველის გამზირი კარვებისგან გაწმინდა. 

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ამ გადაწაყვეტილების გამო უმრავლესობა რამდენიმე წევრმა დატოვა. 

გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებია: „ვადამდელი პროპორციული არჩევნები, მთავრობის გადადგომა და სამოქალაქო საზოგადოებით დაკომპლექტებული ცესკო“.

ყველა სიახლე

11 დეკემბერი 2019, 08:59

ეკონომიკა

გახარია: მთის კურორტების მზაობა სეზონისთვის, ყველა შესაბამისი კომპონენტით, არის ძირითადი ამოცანა

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, გათვალისწინებულია წინა წლების გამოწვევები და კოორდინირებული მუშაობით შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ვითარების უზრუნველყოფა.

აშშ სროლა

11 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

აშშ-ში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ნიუ-ჯერსის შტატში სროლას 6 ადამიანი, მათ შორის 1 პოლიციელი ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქ ჯერსი-სიტიში მოხდა. დაჭრილია ასევე 2 სამართალდამცველი. სროლა ჯერ სასაფლაოზე დაიწყო, შემდეგ კი ეჭვმიტანილები ახლოსმდებარე სუპერმარკეტში გამაგრდნენ.

ტრამპი

11 დეკემბერი 2019, 08:32

მსოფლიო

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სერგეი ლავროვს შეხვდა

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მათ ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა კონტროლი ბირთვულ იარაღზე, არჩევნებში ჩარევა, ვაჭრობა, აგრეთვე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები. „ვიმედოვმებთ, რომ ჩვენი დიალოგი მალე გაგრძელდება“- წერს ტრამპი.

ეროვნული გალერეა

11 დეკემბერი 2019, 08:17

კულტურა

ეროვნული გალერეა „მარადიული რომის“ ექსპოზიციას მასპინძლობს

ამ გამოფენით იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი საქართველოს დაემშვიდობა.ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით წარმოდგენილი ექსპოზიციები, 240 თასზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა. გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2020 წლის 29 თებერვლამდე დარჩება.

ჟენევა

11 დეკემბერი 2019, 08:13

საქართველო

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს

მოლაპარაკების მონაწილეები საქრთველოდან და თანათავმჯდომარეები აცხადებენ, რომ ადამიანთა გატაცების პრაქტიკა და მსგავსი უკანონო ქმედებების გამოყენება ზეწოლისა და პოლიტიკური თამაშებისთვის, უნდა დასრულდეს. 2019 წლის ბოლო რაუნდი თბილისის დროით, პირველ საათზე იწყება.

ყატარი

11 დეკემბერი 2019, 00:50

მსოფლიო

ყატარი გალფის სამიტში დაძაბულობის განმუხტვის ნიშნად მონაწილეობს

მედიაში გავრცელდა სამიტზე გადაღებული ფოტო, რომელზეც ყატარის ემირი თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი და საუდის არაბეთის მეფე სალმანი არიან აღბეჭდილი. ქუვეითი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა ყატარსა და საუდის არაბეთს შორის პრობლემის მოგვარებას, მეფის მოწოდებას ერთიანობასთან დაკავშირებით მიესალმება.

სერგეი ლავროვი მაიკ პომპეო

11 დეკემბერი 2019, 00:28

მსოფლიო

პომპეო: რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს

რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობები უნდა გაუმჯობესდეს, ორივე ქვეყანა ამ მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

ჩხუბი

11 დეკემბერი 2019, 00:20

საქართველო

პარლამენტთან მოქალაქეებმა ერთმანეთს სცემეს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მათ გაშველებას პოლიცია და იქ მყოფი მოქალაქეები ცდილობდნენ. რასთან დაკავშირებით დაიწყო ჩხუბი ჯერ უცნობია. პარლამენტთან დაპირისპირება საღამოსაც მოხდა, მას შემდეგ რაც იქ მმართველი გუნდის მხარდამჭერი მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე" მივიდა

huawei

11 დეკემბერი 2019, 00:09

ტექნოლოგიები

Huawei 2020 წლიდან ტექნიკის ნაწილს საკუთარი ოპერაციული სისტემით გამოუშვებს

Huawei შემდეგ წელს გეგმავს საკუთარი ოპერაციული სისტემით Harmony აღჭურვოს პროდუქტი და გაყიდოს როგორც ჩინეთში, ასევე ქვეყნის გარეთ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია კომპანიის გეგმები, აპირებს თუ არა საკუთარ ბაზაზე შექმნილი ოპერაციული სისტემით მობილურების, ტაბლეტებისა და კომპიუტერების წარმოებას.

ჯონ მალკოვიჩი ჯუდ ლოუ

10 დეკემბერი 2019, 23:55

კულტურა

HBO-მ „ახალი პაპის“ მესამე ტრეილერი გამოაქვეყნა

ტელეარხმა HBO-მ პაოლო სორენტინოს მიერ გადაღებული სერიალის, "ახალი პაპის" მესამე ტრეილერი გამოაქვეყნა. „ახალი პაპი“ 2016 წელს გამოსული „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელებაა. მისი მთავარი გმირია რომის პაპი იოანე პავლე მესამე (ჯონ მალკოვიჩი), რომელიც კათოლიკური ეკლესიის მეთაურად პიუს მეცამეტის (ჯუდ ლოუ) კომაში ყოფნის პერიოდში დანიშნეს.

10 დეკემბერი 2019, 23:29

ტაბლოიდი

5-ვარსკვლავიან სასტუმროებში მატრასები ქურდების ახალი სამიზნე გახდა

ოტელიერების გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მატრასების ქურდობის პრობლემა სულ უფრო აქტუალური ხდება და ეს განსაკუთრებით ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს შეეხება. კვლევაში წერია, რომ super kingsize-ის ზომის მატრასის სასტუმროდან მოპარვა ნამდვილად რთულია, მაგრამ ამას ხშირად ღამე აკეთებენ.

ქიბარ ხალვაში

10 დეკემბერი 2019, 23:03

საქართველო

ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ ბოლო გადაწვეტილებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ ძმები ყარამანიშვილების საჩივრის განხილვა დაუშვებლად ცნო.

მანიშ შაჰი

10 დეკემბერი 2019, 23:01

მსოფლიო

ბრიტანელი ექიმი 23 პაციენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს

ბრიტანელი ექიმი მანიშ შაჰი 23 პაციენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მანიშ შაჰი​ს მიმართ გამოტანილ სასჯელს მოსამართლე 7 თებერვალს გამოაცხადებს.

მცენარეები

10 დეკემბერი 2019, 22:45

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ მცენარეები ტკივილს გრძნობენ

მკვლევარებმა შეამოწმეს პომიდორი და თამბაქოს მცენარეები. მათ აღარ უსხამდნენ წყალს და დაუზიანეს ღეროები, რეაქციას კი 10 სანტიმეტრის დისტანციაზე დამონტაჟებული მიკროფონით აკვირდებოდნენ. ორივე შემთხვევაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცენარეებმა ულტრაბგერითი ხმის გამოცემა დაიწყეს 20-დან 100 კილოჰერცამდე დიაპაზონში.

სამეფო კარის თამაშები

10 დეკემბერი 2019, 22:05

კულტურა

„სამეფო კარის თამაშების“ მსახიობს სერიალზე მუშაობის დროს შფოთვა დაეწყო

31 წლის მსახიობის თქმით, მან ძალიან გაითავისა სემის როლი, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა. ეს სირთულეები კი პერსონაჟის საუბრის მანერაზე, შემდეგ კი თავად მსახიობზე აისახა. ბრედლის თქმით, გადამღებ ჯგუფს ეგონა, რომ მას უბრალოდ სიტყვები ავიწყდებოდა, ზოგი კი ფიქრობდა, რომ ის სულ ასე იქცეოდა.

Mac Pro

10 დეკემბერი 2019, 22:00

ტექნოლოგიები

ახალი Mac Pro-ს ფასი 52 ათას დოლარს აღწევს

კომპანია Apple-მა ახალი კომპიუტერის, Mac Pro-ს გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Verge ავრცელებს. კომპიუტერი Intel Xeon-ის პროცესორზე მუშაობს, რომელიც 8-დან 28-მდე ბირთვითაა აღჭურვილი. Mac Pro-ს ფასი 5999 დოლარიდან იწყება.

ბარსელონა კატალონია

10 დეკემბერი 2019, 21:45

სპორტი

„ელ კლასიკო“ შესაძლოა ისევ გადაიდოს

„ბარსელონას“ და მადრიდის „რეალის“ მატჩი, რომელიც 18 დეკემბერს ბარსელონაში უნდა გაიმართოს, შესაძლოა ისევ გადაიდოს. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს. მისი ცნობით, მატჩის დღეს „ბარსელონას“ სტადიონის, „კამპ ნოუს“ მახლობლად დამოუკიდებლობის მომხრეთა მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.

გრენლანდია

10 დეკემბერი 2019, 21:21

ტექნოლოგიები

გრენლანდია ყინულს 7-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე 1990-იან წლებში

გრენლანდია ყინულს 7-ჯერ უფრო სწრაფად კარგავს, ვიდრე 1990-იან წლებში. ასეთი შეფასება სპეციალისტთა საერთაშორისო ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც 26-წლიანი პერიოდის განმავლობაში სატელიტის დახმარებით შეგროვებული ინფორმაცია გააანალიზა.

ინდოეთი ქორწილი

10 დეკემბერი 2019, 21:12

ტაბლოიდი

ინდოეთში საქმროს ქორწილში დააგვიანდა და მისი საცოლე სხვას მისთხოვდა

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ინციდენტამდე 6 კვირით ადრე წყვილმა მშობლიურ სოფელში არაოფიციალური ქორწილი გადაიხადა, თუმცა ქალი საქმროს სახლში საცხოვრებლად არ გადასულა, ვინაიდან შეყვარებულებს ფორმალური ცერემონიის ჩატარება სურდათ.

ბაგა-ბაღები

10 დეკემბერი 2019, 20:58

საქართველო

თბილისის ბაგა-ბაღები 30 დეკემბერსაც იმუშავებს

თბილისში საჯარო ბაგა-ბაღები 30 დეკემბერსაც იმუშავებენ, ხოლო 31 დეკემბრიდან ზამთრის არდადეგები დაიწყება.ბაღების სააგენტოში ამბობენ, რომ მათ ბევრმა მშობელმა სთხოვა სასწავლო დღე ყოფილიყო 30 დეკემბერი. თბილისის ბაღებში სწავლა 15 იანვარს განახლდება.