imedi /  22 ნოემბერი 2019, 11:31 / სანდო წყარო

საფრანგეთის შს მინისტრი: თავშესაფრის მიცემის საკითხში ვიქნებით ძალიან მკაცრები

გომელაური საფრანგეთში

ვახტანგ გომელაური და კრისტოფ კასტანერი

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ კრისტოფ კასტანერთან.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ფრანგ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის მნიშვნელობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებების და სამომავლო გეგმების განხილვა.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, 2019 წლის მაისში ხელი მოეწერა საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას.

შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სექტემბერში მივლენილი ქართველი ოფიცრების წარმატებულ საქმიანობას, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრები პირადად გაესაუბრნენ ქართველ ოფიცრებს და მათ ფრანგ ხელმძღვანელებს, განიხილეს მათი საქმიანობის მიმდინარეობა და ერთობლივ მუშაობაში წარმატება უსურვეს.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია, სადაც მედიას უწყებებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის, არსებული გამოწვევების საპასუხოდ გატარებული ზომების და მათი შედეგების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მინისტრს მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის საფრანგეთის მხარდაჭერა. ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ.

ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ვთანამშრომლობთ რა როგორც მიგრაციის, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რაც დღეს საფრანგეთის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ბატონი მინისტრი ბრძანდებოდა საქართველოში, შეხვდა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, დღევანდელ უკვე პრემიერ-მინისტრს, შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სწორედ მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ, კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

ჩვენ მზად ვართ, საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით," - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ასევე, კრისტოფ კასტანერმა პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა გიორგი გახარიას, რომელსაც მაისში, თბილისში შეხვდა, როდესაც მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.

„ამა წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იგივე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია.

მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული.

ჩვენ ქართულ მხარესთან განვიხილეთ კონტროლის ცალკეული მექანიზმების შემოღების საკითხი, მათ შორის გაფრენის და ჩაფრენის აეროპორტებში, ჩვენ გამოვთქვით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი. მინდა აღვნიშნო ის მიღწევები, რომლებიც გვაქვს და მადლობა გადავუხადო ჩემს ქართველ კოლეგას მაღალი ხარისხის თანამშრომლობისთვის.

საქართველოში ჩემი ვიზიტის შემდეგ, არსებული თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება თავშესაფრის მაძიებელთა მნიშვნელოვანი კლება, დაახლოებით, 50%-ით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ ეს, რაც შეიძლება მაღალ დონეზე.

თანამშრომლობა მნიშვნელოვანია დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხითაც და ჩვენ მივესალმებით 3 ქართველი სამართალდამცველის ყოფნას პარიზში, რომლებსაც კიდევ დაემატებათ 2 მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც ჩვენს სამსახურებთან ერთად იმუშავებენ.

მესმის, მიგრაციასთან დაკავშირებით, შესაძლოა, არსებობდეს დელიკატური სიტუაციები, მაგრამ მსურს დავაფიქსირო საფრანგეთის პოზიცია, რომ საფრთხის ქვეშ არ დადგება ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შეთანხმება უვიზო მიმოსვლის შესახებ. ბუნებრივია, არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, დავიცვათ ის ადამიანები, როგორც ქართველები, ასევე, სხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ვმასპინძლობთ საფრანგეთის საზღვრებში, მაგრამ როდესაც ამ მექანიზმს იყენებენ სხვა მიზნებისთვის, აუცილებელია, რომ გვქონდეს მტკიცე და თანამშრომლობითი პოზიცია.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე, უპრეცედენტო რაოდენობით გავზარდეთ საქართველოსთან მიმართებით საკონსულო მიმართულებით მომუშავე კადრების რაოდენობა.

მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს.

აქვე, მინდა, მივესალმო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ჩართულობას და ძალისხმევას", - აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.

ყველა სიახლე

იური ლუჟკოვი

10 დეკემბერი 2019, 13:30

მსოფლიო

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი გარდაიცვალა

გავრცელებული ცნობით, ლუჟკოვი გერმანიაში, მიუნჰენის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მისთვის გულზე ოპერაცია უნდა ჩაეტარებინათ. იური ლუჟკოვი მოსკოვის მერის თანამდებობას 1992-2010 წლებში იკავებდა.

ადვოკატი კახაბერ ასლანიშვილი

10 დეკემბერი 2019, 13:21

საქართველო

„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ მომხმარებელს სალიცენზიო ხელშეკრულებების გაფორმებას სთხოვს

„საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, (გერა) მომხმარებელს სთხოვს, რომ 2020 წლიდან სალიცენზიო ხელშეკრულებები მხოლოდ „გერასთან“ გააფორმოს. წინააღმდეგ შემთხევვაში ორგანიზაცია, მუსიკალურ პროდუქციაზე საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, სასამართლოს მიმართავს.

ირაკლი შენგელია

10 დეკემბერი 2019, 13:11

საქართველო

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს

შენგელია მოვალეობას მანამდე შეასრულებს, ვიდრე საკრებულო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დასახელება ყველა დეპუტატს შეუძლია. დეპუტატებმა ახალი თავმჯდომარე ხმათა უმრავლესობით უნდა დაამტკიცონ.

სოფო კილაძე

10 დეკემბერი 2019, 13:04

საქართველო

სოფო კილაძე: შესაძლოა ოპოზიცია ცალკეულ ევროპარლამენტარებს არასწორ ინფორმაციას აწვდის

„ცალკეული ევროპარლამენტარები არ უნდა გავაიგივოთ მთლიანად ევროპარლამენტთან, რადგან ევროპარლამენტარებს შეიძლება საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რაც შესაძლებელია ჩამოუყალიბდათ ოპოზიციის მიერ მიწოდებული არასწორი ინფორმაციის საფუძველზე,” - განაცხადა სოფო კილაძემ.

ჩეხეთი სროლა

10 დეკემბერი 2019, 13:00

მსოფლიო

ჩეხეთში საავადმყოფოში სროლას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. დამნაშავემ, რომელმაც მიმალვა მოახერხა, ცეცხლი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გახსნა.პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

ბორის ჯონსონი

10 დეკემბერი 2019, 12:34

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონმა წინასაარჩევნო რგოლში ცნობილი ფილმიდან სცენა გაითამაშა. ვიდეო

ბორის ჯონსონი რეჟისორ რიჩარდ კერტისის პოპულარული სურათის „Love Actually“ იმ სცენარს იმეორებს, რომელშიც მსახიობ ენდრიუ ლინკოლნის გმირი კირა ნაითლის პერსონაჟს სიყვარულს პლაკატების დახმარებით უხსნის. რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 12 დეკემბერს ჩატარდება.

თსუ

10 დეკემბერი 2019, 12:33

საქართველო

2020 წლიდან თსუ-ს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამები ექნება

2020-21 სასწავლო წლისთვის უნივერსიტეტები სტუდენტებს შესთავაზებენ საერთაშორისოდ აკრედიტებულ პროგრამებს. პირველ ეტაპზე, საუბარია ორ პროგრამაზე: ესენია საბუნებისმეტყველო და ინჟინერულ-კომპიუტერული მიმართულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფაკულტეტების კურსდამთავრებულები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომებს.

10 დეკემბერი 2019, 12:30

ეკონომიკა

Amazon-ი ტარამპს პენტაგონთან კონტრაქტის ჩაშლაში ადანაშაულებს

ინტერნეტგაყიდვების გიგანტმა Amazon-მა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს (პენტაგონი) სასამართლოში უჩივლა. ამის მიზეზი მხარეებს შორის $10 მილიარდიანი კონტრაქტის ჩაშლა გახდა.Reuters-ის ცნობით, სარჩელის თანახმად Amazon-ი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას სთხოვს, რომ პენტაგონთან საკონტრაქტო ხელშეკრულებას გადახედოს.

ნინო ლომჯარია

10 დეკემბერი 2019, 12:25

საქართველო

ომბუდსმენმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა

10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ნინო ლომჯარიას თქმით, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დაკომპლექტების პროცესის მონიტორინგსა და შეფასებაზე.

პანდის ტყუპი ბერლინის ზოოპარკი

10 დეკემბერი 2019, 12:04

ტაბლოიდი

ბერლინის ზოოპარკმა პანდის ტყუპი წარადგინა. ვიდეო

პანდამ მენგ მენგ პატარები 31 აგვისტოს გააჩინა. ორივე მამრია. ერთ-ერთს მენ ქსიანგი დაარქვეს, მეორეს კი მენგ იუანი, რაც „ნანატრ ოცნებას“ და „ახდენილ ოცნებას“ ნიშნავს. ძმები დაახლოებით 6 კილოგრამს იწონიან, ზოოპარკის სტუმრები მათ მომავალ წელს ნახავენ, როცა პანდები სიარულს შეძლებენ.

10 დეკემბერი 2019, 11:56

ტექნოლოგიები

WhatsApp-მა სმარტფონებში ელემენტის სწრაფად განმუხტვის პრობლემა გადაჭრა

WhatsApp-მა მესენჯერის არაკორექტური მუშაობის პრობლემა გადაჭრა, რაც Android-ებში ელემენტის სწრაფად განმუხტვას იწვევდა. TechRadar-ის ცნობით, 2019 წლის ნოემბერში სმარტფნების Google Pixel, Samsung-ის და OnePlus-ის მფლობელები აცხადებდნენ, რომ WhatsApp-ის მესენჯერი ფონურ რეჟიმში მუშაობდა და ელემენტი მუხტის 30%-ს ხარჯავდა.

ბაქო ხანძარი

10 დეკემბერი 2019, 11:52

მსოფლიო

ბაქოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ხანძარია

ბაქოში ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იწვის. ხანძარი სამშენებლო მასალების ბაზრობა Eurohome-ში გაჩნდა. ძლიერი ცეცხლი სხვა მაღაზიებზე გავრცელდა. ადგილზე 5 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ცნობით, 2 ადამიანი დაშავდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშშ სენატი

10 დეკემბერი 2019, 11:48

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენების საწინააღმდეგო სანქციებს ითვალისწინებს

დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სხვა ზომებს შორის თურქეთისთვის ამერიკული გამანადგურებლების F-35 გადაცემაზე აკრძალვა და უკრაინის დახმარებაა, მათ შორის ლეტალური იარაღის მიწოდება. ​​​​​​​​

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

10 დეკემბერი 2019, 11:38

ეკონომიკა

საავტომობილი გზების დეპარტამენტმა ჩატარებული სამუშაოები და 2020 წლის გეგმები წარადგინა

2019 წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე.

აქცია ქუთაისში

10 დეკემბერი 2019, 11:22

საქართველო

ქუთაისში ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და ექიმის დაკავების ფაქტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მათი თქმით, ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადადგას.

პიტ ფრეიტსი

10 დეკემბერი 2019, 11:06

სპორტი

Ice Bucket Challenge-ის პოპულარიზატორი კალათბურთელი პიტ ფრეიტსი გარდაიცვალა

Ice Bucket Challenge-ი, რომლის მონაწილეებიც ცივ წყალს ისხამდნენ, ვიდეოებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში აზიარებდნენ და ამ ავადმყოფობის კვლევისთვის თანხის გაღებისკენ ყველას მოუწოდებდნენ, 2013 წელს დაიწყო.

ჩილე

10 დეკემბერი 2019, 10:01

მსოფლიო

ანტარქტიდასთან ჩილეს სამხედრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

C130 Hercules-ი ა ქალაქ პუნტა-არენასიდან გაფრინდა და ანტარქტიდაზე სამხედრო ბაზაზე მიემგზვრებოდა, რა დროსაც ის რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავს ნავთობსადენის პერსონალი გადაჰყავდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაერო

10 დეკემბერი 2019, 09:42

მსოფლიო

გაეროს გენერალური ასამბლეა ყირიმიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

ამ დოკუმენტით რუსეთს მოუწოდებენ, ყირიმიდან თავისი ჯარები გაიყვანოს და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკრაინის ტერიტორიის დროებითი ოკუპაცია. რეზოლუციის პროექტს მხარი 63-მა ქვეყანამ დაუჭირა, 19 კი წინააღმდეგი იყო.

წლის ადამიანი

10 დეკემბერი 2019, 09:14

მსოფლიო

Time-მა წლის ადამიანის შორთლისტი გამოაქვეყნა

შორთლისტში ასევე არიან Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.

ვლადიმერ პუტინი

10 დეკემბერი 2019, 08:52

მსოფლიო

პუტინი: ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. კრემლის ლიდერმა საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილს „ბოევიკი“ უწოდა.